ბაქტოქსი

ბაქტოქსი

ბაქტოქსის ზოგადი ინფორმაცია

ბაქტოქსი. Bactox. ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ამოქსიცილინი. Amoxicillin. მწარმოებელი ფირმა –INNOTHERA CHOUZY (საფრანგეთი).

ბაქტოქსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბაქტოქსი. Bactox გამოდის 500მგ კაფსულის ფორმით. ბაქტოქსის 1 კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის (DCI) ტრიჰიდრატს იმ რაოდენიბით, რომელიც შეესაბამება გაუწყლულებული ამოქსიცილინის 500 მგ. მაგნიუმის სტეარატი ერთ კაფსულაზე #0. კაფსულის გარსი: ერითროზინი, ინდიგოტინი, ტიტანის დიოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი, შავი რკინის ოქსიდი

ბაქტოქსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბაქტოქსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბაქტოქსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბაქტოქსის ფასები ფარმადეპოში
ბაქტოქსის ფასები ავერსში
ბაქტოქსის ფასები psp-ში
ბაქტოქსის ფასები სხვა აფთიაქებში

ბაქტოქსის აქტიური ნივთიერება

ამოქსიცილინი. Amoxicillin.

ბაქტოქსის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ამოქსიკლავ-დენკი 1000/125 (AMOXICLAV DENK 1000/125, Denk Pharma, გერმანია; clavulanic acid, amoxicillin), ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5 (AMOXICLAV DENK 500/62.5, Denk Pharma, გერმანია; clavulanic acid, amoxicillin), აუგმენტინი (AUGMENTIN, Glaxosmithkline Export Ltd, დიდი ბრიტანეთი; clavulanic acid, amoxicillin), კლამოქსი BID (KLAMOKS BID, Bilim, თურქეთი; clavulanic acid, amoxicillin), ფლემოკლავ სოლუტაბი (FLEMOCLAV SOLUTAB, Astellas Pharma, აშშ; clavulanic acid, amoxicillin).

ბაქტოქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ბაქტერიული
  • კუჭის წყლულოვანი დაავადებები, ზოგიერთი სახის
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ზოგიერთი სახის

ბაქტოქსის საფირმო აღწერიდან

ბაქტოქსის ჩვენებები

რა შემთხვევაში მიიღება აღნიშნული პრეპარატი: ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ; აგრეთვე რეკომენდებულია მოზრდილებში ზოგიერთი სახის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს

ბაქტოქსის მიღების წესები და დოზები

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: პრეპარატი ეს გამოშვების ფორმა (კაფსულები) ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ზევით. არსებობს ამოქსიცილინის გამოშვების სხვა ფორმები, რომლებიც ინიშნება ბავშვებში 6 წლამდე და მოზრდოლებში დოზირებით 2 გ დღეში. Yველა შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, დოზირება უნდა შეესაბამებოდეს დაავადებას. მითითებული დოზები შეიძლება მერყეობდეს: მოზრდილებში: 1-6გ დღეში, ბავშვებში: 25-150 მგ/კგ/დღეში.

ბაქტოქსის განსაკუთრებული შემთხვევები:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს: 1გ ამოქსიცილინი დილა-საღამოს სხვა ანტიბიოტიქთან ერთად და წულისსაწინააღმდეგო პრეპარატთან ერთად 7 დღის განმავლობაში, შიმდგომი წყლულის მკურნალობის გაგრძელება 3-5 კვირის განმავლობაში. ანგინის მკურნალობა მოზრდილებში: 500 მგ დილას და საღამოს. ანგინის ზოგიერთი ფორმა: 2-2 გრამი დღეში 2-ჯერ 6 დღის განმავლობაში. ბავშვები 30 თვის ზემოთ: 50 მგ/კგ/დღეში 2 მიღებაზე 6 დღის განმავლობაში. თირკმლის უკმარისობის დროს დოზირება ხდება კრეატინის კლირენსის შესაბამისად.
პრეპარატი მიიღეაბა ორალურად ერთ ჭიქა წყალთან ერთად. მიღებისას არ უნდა დაირღვეს კაფსილის მთლიანობა. პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად.

ბაქტოქსის გვერდითი მოვლენები

ამ პრეპარატის მიღებამ ცალკეულ პირებში შესაძლებელია გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად გამოხატული არასასურველი მოვლენები:
– ალერგიული გამოვლინება: კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, კვინკეს შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, იშვიათ შემთხვევაში ალერგიული შოკი.
– დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანდიდოზი.
– იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები) ზომიერი და გარდამავალი მომატება.
– ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
– თირკმელების დაზიანება.
ყველა არასასურველი და გვერდითი მოვლენების გამვლინების შესახებ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

ბაქტოქსის უკუჩვენებები

ყურადღება! რა შემთხვევაში არ მიიღება აღნიშნული პრეპარატი: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი). არ არის რეკომენდირებული მისი მიღება მეტოტრექსატთან ერთად (იმუნოდეპრესიული საშუალება).
ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე და ლაქტაციის პერიოდში. თუ ახალშობილს აღენიშნება ისეთი ნიშნები, როგორიცაა ფაღარათი, გამონაყარი კანზე, კანდიდოზი, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან ეს მოვლენები პირდაპირ კავშირშია პრეპარატის მოღებასთან. ზოგადად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატი მიღება ექიმისა ან ფარმაცევტის დანიშნულებით.

ბაქტოქსის განსაკუთრებული მითითებები

საყურადღებო მითითებები: კაფსულის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკში მისი გადაყლაპვის სირთულესთან დაკავშირებით. ალერგიული გამოვლინების (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება…) პირველივე შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. ანტიბიოტიკების მიღებისას თუ როდესმე აგღენიშნებოდათ ალერგიული ტიპის გამონაყარი (ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი) მკურნალობის დაწყებამდე გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის მიღებისას: თირკმლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე გააფრთხილეთ ექიმი. მკურნალობის პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. შესაძლებელია ლაბორატორიულ მონაცემებზე ზემოქმედება: კუმბსის ტესტი, გლიკემია, საერთო ცილა შრატში, შარდში გლუკოზის განსაზღვრა. თუ აპირებთ აღნოშნული ანალიზების ჩატარებას გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი.
რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ? ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მიმართ. ისინი არაეფექტურია ვირუსებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. ასე რომ, ექიმი გინიშნავთ ამ ანტიბიოტიკს იმისათვის, რომ იგი ყველაზე მეტად ესადაგება თქვენს შემთხვევასა და დაავადებას. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავათ ანტიბიოტიკის მოქმედებისა ბაქტერიები ინარჩუნებენ ცხოველქმედებისა და გამრავლების უნარს.
ამ მოვლენას ეწოდება რეზისტენტობა, რაც განაპირობებს ზოგიერთი ანტიბიოიკებით მკურნალობის არაეფექტურობას. რეზისტენტობა იზრდება ანტიბიოტიკების არასწორი ან შეუსაბამო გამოყენებისას. თუ არ დაიცავთ ანტიბიოტიკის დოზირების, ჯერადობისა და მკურნალობის ხანგრზლივობის რეჟიმს, თქვემ ხელს შეუწყობთ რეზისტენტური ბაქტერიების ჩამოყალიბებას და შეფერხებთ თქვენ გამოჯანმრთელებას.
იმისათვის, რომ შენარჩუნდეს პრეპარატის ეფექტურობა, დაიცავით შემდეგი წესები: მიიღეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკი; მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება; არ გამოიყენოთ ხელმეორედ ექიმის დანიშნულების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ დაავადდით მსგავსი დაავადებებით; არ მისცეთ თქვენი ანტიბიოტიკი სხვას, ის შეიძლება მას არ გამოადგეს.

ბაქტოქსის ჭარბი დოზირება

როგორ უნდა მოვიქცეთ ჭარბი დოზირების შემთხვეში: შეატყობინეთ ექიმს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გამოვტოვეთ პრეპარატის ერთი ან რამდენიმე მიღება: გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეული დოზით.

ბაქტოქსის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სხვა წამლებთან ურთიერთქმედება აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა სახის თანმხლები მკურნალობის შესახებ

ბაქტოქსის შენახვის პირობები და ვადები

ბაქტოქსი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში

ბაქტოქსის გაცემის წესი
რეცეპტით

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..