ბაქტოქსი

ბაქტოქსი

ბაქტოქსის ზოგადი ინფორმაცია

ბაქტოქსი. Bactox. ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ამოქსიცილინი. Amoxicillin. მწარმოებელი ფირმა – INNOTHERA CHOUZY (საფრანგეთი).

ბაქტოქსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბაქტოქსი. Bactox გამოდის 125 მგ/5 მლ60 მლ, 250 მგ/5 მლ60 მლ და 500 მგ/5 მლ ორალური სუსპენზიისთვის ფხვნილის ფორმით. ბაქტოქსი 500 მგ/5 მლ შეიცავს ამოქსიცილინის (DCI) ტრიჰიდრატს იმ რაოდენიბით, რომელიც შეესაბამება გაუწყლოებული ამოქსიცილინის 500 მგ გამზადებული სუსპენზიის 1 (5 მლ) დოზირებულ კოვზში. ექსციპიენტები: გაუწყლოებული ტრინატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, მარწყვის არომატიზატორი, საქაროზა. ბაქტოქსი 250 მგ/5 მლ შეიცავს  ამოქსიცილინის (DCI) ტრიჰიდრატს იმ რაოდენიბით, რომელიც შეესაბამება გაუწყლოებული ამოქსიცილინის 250 მგ გამზადებული სუსპენზიის 1 (5 მლ) დოზირებულ კოვზში. ბაქტოქსი 125 მგ/5 მლ შეიცავს  ამოქსიცილინის (DCI) ტრიჰიდრატს იმ რაოდენიბით, რომელიც შეესაბამება გაუწყლოებული ამოქსიცილინის 125 მგ გამზადებული სუსპენზიის 1 (5 მლ) დოზირებულ კოვზში. საერთო ექსციპიენტები: გაუწყლოებული ტრინატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, მარწყვის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, საქაროზა.

ბაქტოქსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბაქტოქსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბაქტოქსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბაქტოქსის ფასები ფარმადეპოში
ბაქტოქსის ფასები ავერსში
ბაქტოქსის ფასები psp-ში
ბაქტოქსის ფასები სხვა აფთიაქებში

ბაქტოქსის აქტიური ნივთიერება

ამოქსიცილინი. Amoxicillin.

ბაქტოქსის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ამოქსიკლავ-დენკი 1000/125 (AMOXICLAV DENK 1000/125, Denk Pharma, გერმანია; clavulanic acid, amoxicillin), ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5 (AMOXICLAV DENK 500/62.5, Denk Pharma, გერმანია; clavulanic acid, amoxicillin), აუგმენტინი (AUGMENTIN, Glaxosmithkline Export Ltd, დიდი ბრიტანეთი; clavulanic acid, amoxicillin), კლამოქსი BID (KLAMOKS BID, Bilim, თურქეთი; clavulanic acid, amoxicillin), ფლემოკლავ სოლუტაბი (FLEMOCLAV SOLUTAB, Astellas Pharma, აშშ; clavulanic acid, amoxicillin).

ბაქტოქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ბაქტერიული
  • კუჭის წყლულოვანი დაავადებები, ზოგიერთი სახის
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ზოგიერთი სახის

ბაქტოქსის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
რა შემთხვევაში მიიღება აღნიშნული პრეპარატი:ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ; აგრეთვე რეკომენდებულია მოზრდილებში ზოგიერთი სახის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.
მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი: ზოგიერთ შემთხვევებში არსებობს ამოქსიცილინის სხვა გამოშვების ფორმები, რომლებიც უფრო ადაპტირებულია ბავშვებში მისაღებათ (მცირე დოზები პატარა ბავშვებისათვის და უფრო დიდი დოზირებით 2 გ დღეში მოზრდილთათვის). ყველა შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. დოზირება უნდა შეესაბამებოდეს დაავადებას. მითითებული დოზები შეიძლება მერყეობდეს: მოზრდილებში: 1 – 6გ დღეში, ბავშვებში: 25 – 150 მგ/კგ/დღეში. თირკმლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში მკურნალობის დოზა შეიძლება შეიცვალოს.
მიღების წესი:პრეპარატი მიიღება ორალური გზით.
სუსპენზიის მომზადების წესი: შეავსეთ ფლაკონი არაგაზირებული წყლით სათანადო ნიშნულამდე ფლაკონზე, შეანჯღრიეთ ართგვაროვანი მასის მიღებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ წყალი ნიშნულამდე და შეანჯღრიეთ. ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი. გამოიყენეთ დოზირებული კოვზი, შეავსეთ იგი პირამდე. პრეპარატი მიიღება ნებისმიერ დროს საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად.
მკურნალობის ხანგრძლიობა:მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. თემპერატურის დაწევა და დაავედების სხვა სიმპტომების გაქრობა არ ნიშნავს განკურნებას. შესაძლებელია გაგიჩნდეთ დაღლილობის შეგრძნება, რომელიც არ არის დაკავშირებული ანტიბიოტიკის მიღებასთან, არამედ დაკავშირებულია ინფექციასთან. დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა არ მოხსნის დაღლილობის შეგრძნებას, მაგრამ შეაფერხებს გამოჯანმრთელობის პროცესს.
გვერდითი მოვლენები
ამ პრეპარატის მიღებამ ცალკეულ პირებში შესაძლებელია გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად გამოხატული არასასურველი მოვლენები: – ალერგიული გამოვლინება: კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, კვინკეს შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, იშვიათ შემთხვევაში ალერგიული შოკი. – დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანდიდოზი. – იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები) ზომიერი და გარდამავალი მომატება. – ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება. – თირკმელების დაზიანება. არ მიიღოთ ანტიდიარეული საშუალებები თუ არ გაქვთ ექიმის სათანადო დანიშნულება. ყველა არასასურველი და გვერდითი მოვლენების გამოვლინების შესახებ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
ყურადღება! რა შემთხვევაში არ მიიღება აღნიშნული პრეპარატი:ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი). არ არის რეკომენდირებული მისი მიღება მეტოტრექსატთან ერთად (იმუნოდეპრესიული საშუალება).
ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე და ლაქტაციის პერიოდში. თუ ახალშობილს აღენიშნება ისეთი ნიშნები, როგორიცაა ფაღარათი, გამონაყარი კანზე, კანდიდოზი, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან ეს მოვლენები პირდაპირ კავშირშია პრეპარატის მოღებასთან. ზოგადად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატი მიიღება ექიმისა ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
საყურადღებო მითითებები:ალერგიული გამოვლინების (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება…) პირველივე შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. ანტიბიოტიკების მიღებისას თუ როდესმე აგღენიშნებოდათAალერგიული ტიპის გამონაყარი (ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი) მკურნალობის დაწყებამდე გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს საქაროზას, მისი მიღება არ არის რეკომენდებული გლუკოზის დაქვეითებული შეწოვის სინდრომის დროს, აგრეთვე ინვერტაზისა და იზომალტაზის დეფიციტის დროს (ნივთიერებათა ცვლის იშვიათი დაავადება).
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის მიღებისას: თირკმლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე გააფრთხილეთ ექიმი. მკურნალობის პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. შესაძლებელია ლაბორატორიულ მონაცემებზე ზემოქმედება: კუმბსის ტესტი, გლიკემია, საერთო ცილა შრატში, შარდში გლუკოზის განსაზღვრა. თუ აპირებთ აღნოშნული ანალიზების ჩატარებას გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი. პრეპარატის 1 (ერთი) დოზირებული კოვზი შეიცავს 6,4 მგ ნატრიუმს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე. პრეპარატის 1 (ერთი) დოზირებული კოვზი შეიცავს 2,4 მგ საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ღებულობს შეზღუდული რაოდენობის შაქარს ან აქვს დიაბეტი.
ექციპიენტების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნა უზრუნველყობს პრეპარატის უსაფრთხო მიღებას: ნატრიუმი, საქაროზა.
რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ? ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მიმართ. ისინი არაეფექტურია ვირუსებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. ასე რომ, ექიმი გინიშნავთ ამ ანტიბიოტიკს იმისათვის, რომ იგი ყველაზე მეტად ესადაგება თქვენს შემთხვევასა და დაავადებას. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავათ ანტიბიოტიკის მოქმედებისა ბაქტერიები ინარჩუნებენ ცხოველქმედებისა და გამრავლების უნარს.
ამ მოვლენას ეწოდება რეზისტენტობა, რაც განაპირობებს ზოგიერთი ანტიბიოიკებით მკურნალობის არაეფექტურობას. რეზისტენტობა იზრდება ანტიბიოტიკების არასწორი ან შეუსაბამო გამოყენებისას. თუ არ დაიცავთ ანტიბიოტიკის დოზირების, ჯერადობისა და მკურნალობის ხანგრზლივობის რეჟიმს, თქვენ ხელს შეუწყობთ რეზისტენტური ბაქტერიების ჩამოყალიბებას და შეფერხებთ თქვენ გამოჯანმრთელებას.
იმისათვის, რომ შენარჩუნდეს პრეპარატის ეფექტურობა, დაიცავით შემდეგი წესები: მიიღეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკი; მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება; არ გამოიყენოთ ხელმეორედ ექიმის დანიშნულების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ დაავადდით მსგავსი დაავადებებით; არ მისცეთ თქვენი ანტიბიოტიკი სხვას, ის შეიძლება მას არ გამოადგეს.
ჭარბი დოზირება
როგორ უნდა მოვიქცეთ ჭარბი დოზირების შემთხვეში:
შეატყობინეთ ექიმს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გამოვტოვეთ პრეპარატის ერთი ან რამდენიმე მიღება:
გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეული დოზით
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სხვა წამლებთან ურთიერთქმედება აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა სახის თანმხლები მკურნალობის შესახებ.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 25oC. მომზადებული სუსპენზია ინახება არა უმეტესი 7 დღისა
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..