ბისოპროლოლი ლეკი

ბისოპროლოლი ლეკი

ბისოპროლოლი ლეკის ზოგადი ინფორმაცია

ბისოპროლოლი ლეკი. BISOPROLOL LEK. ბეტა1–ადრენომაბლოკირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ბისოპროლოლი. Bisoprolol. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C07AB. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (გერმანია).

ბისოპროლოლი ლეკის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბისოპროლოლი ლეკი. BISOPROLOL LEK გამოდის 5მგ და 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. თითოეული 5 მგ ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს. თითოეული 10 მგ ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს,ასევე  დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, მიკროკრისტალური ცელულოზას, სიმინდის სახამებელს, კოლოიდური უწყლო სილიციუმს, მაგნიუმის სტეარატს, ლაქტოზას მონოჰიდრატს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, ტიტანის დიოქსიდს (E171), პოლიეთილენგლიკოლ 4000–ს, რკინის ოქსიდს (E 172).

ბისოპროლოლ ლეკის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბისოპროლოლ ლეკი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბისოპროლოლ ლეკის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბისოპროლოლ ლეკის  ფასები ფარმადეპოში
ბისოპროლოლ ლეკის  ფასები ავერსში
ბისოპროლოლ ლეკის  ფასები psp-ში
ბისოპროლოლ ლეკის  ფასები სხვა აფთიაქებში

ბისოპროლოლი ლეკის აქტიური ნივთიერება

ბისოპროლოლი. Bisoprolol. ქიმიური დასახელება – 1-[4-[[2-(1-მეთილეთოქსი)ეთოქსი]მეთილ]ფენოქსი]-3-[(1-მეთილეტიL)ამინო]-2-პროპანოლი (და ფუმარატის სახით). ბრუტო–ფორმულა:C18H31NO4. ბისოპროლოლს მიაკუთვნებენ  ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს. CAS-კოდი:66722-44-9.

სინონიმები                                             

ემკორ  2 . 5 (EMCOR 2 . 5, GMP, საქართველო),  ემკორ  5 (EMCOR  5, GMP, საქართველო), ემკორ 10 (EMCOR  10, GMP, საქართველო), კონკორი 5 მგ ტაბლეტები (CONCOR, Nycomed, გერმანია), კონკორი 10 მგ ტაბლეტები (CONCOR, Nycomed, გერმანია), კონკორი კორი (CONCOR, Nycomed, გერმანია), ბისოგამა (BISOGAMMA, Worwag Pharma, გერმანია), ავეკორი( AVECOR, AVERSI, საქართველო), კორონალი (Coronal, Zentiva), ბისოპროლოლი (Bisoprolol, Your Pharmacy, საქართველო).

ბისოპროლოლი ლეკის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ემკორ H (EMCOR H, GMP, საქართველო; bisoprolol, hydrochlorothiazide), ლოდოზი (LODOZ, საფრანგეთი; bisoprolol, hydrochlorothiazide).

ბისოპროლოლი ლეკის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • სტენოკარდია
  • გულის უკმარისობა, ზომიერი ან მძიმე პარკუჭების დაქვეითებული სისტოლიური ფუნქციით მიმდინარე (გულის დეკომპენსაცია)

ბისოპროლოლი ლეკის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ბისოპროლოლი წარმოადგენს მაღალ სელექციურ საშუალებას, რომელიც აბლოკირებს β1 – ადრენორეცეპტორებს, რაც იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის დაქვეითებას. ამ ჯგუფის წამლები გულს იცავენ ჭარბი აგზნებადობისაგან.
გამოყენების ჩვენებები:
• მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
• სტენოკარდია,
• პარკუჭების დაქვეითებული სისტოლიური ფუნქციით მიმდინარე (გულის დეკომპენსაცია) გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მკურნალობა,
• როგორც შემანარჩუნებელი თერაპია აგფ-ს ინჰიბიტორებთან, შარდმდენებთან და, შესაძლოა საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციებში.
მიღების წესები და დოზები
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ მკაცრად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ბისოპროლოლის ეფექტები შენარჩუნდება ხანგრძლივად, მაგალითად 24-საათიანი ეფექტი ტაბლეტების ერთჯერადი მიღებით მიიღწევა.
ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს:
მაღალი არტერიული წნევა/სტენოკარდია:
დოზირებას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ექიმი მკურნალობას უმცირესი მისაღები დოზით დანიშნავს.
შემანარჩუნებელი დოზა: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
მაქსიმალური დოზა: 20 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას: მაქსიმალური დოზა 10 მგ დღეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის ორ ნაწილად გაყოფა.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში: დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ექიმმა მკურნალობა უნდა აკონტროლოს.
ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ექიმმა მკურნალობა უმცირესი მისაღები დოზით უნდა დაიწყოს.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
გულის უკმარისობა:
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების მიღებამდე უნდა იმკურნალოთ აგფ-ს ინჰიბიტორით, დიურეზულით ან საგულე გლიკოზიდით.
დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან და ეტაპობრივად თქვენთვის მისაღები დოზის შერჩევამდე:
• 1.25 მგ დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
• 2.5 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდეგი კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
• 3.75 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდეგი კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
• 5 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდეგი 4 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
• 7.5 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდეგი 4 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
• 10 მგ-მდე დღეში ერთხელ როგორც შემანარჩუნებელი დოზა.
მაქსიმალური დოზა: 10 მგ დღეში ერთხელ.
თქვენთვის ოპტიმალური დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა, ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესაძლო განვითარების ალბათობაზე დაფუძნებით.
1.25 მგ დოზის პირველად დანიშვნის შემდეგ გულის ფუნქციის რაიმე დარღვევების შესაფასებლად ექიმმა უნდა გაგიზომოთ არტერიული წნევა, დაითვალოს გულის შეკუმშვათა სიხშირე.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ექიმი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს დოზის გაზრდისას.
ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები: ამ ასაკობივ ჯგუფში ბისოპროლოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ბისოპროლოლის ფუმარატის ბავშვებში მოქმედების გამოკვლევები არ ჩატარებულა.
თუ შეატყობთ, რომ ბისოპროლოლი ფუმარატის ეფექტები ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტის ან ნახევარი ტაბლეტის მიღება შეიძლება დილით. ისინი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები განსაკუთრებული ფორმისაა, ისინი ადვილად იყოფა თანაბარ ნაწილებად:
ტაბლეტი დადეთ სწორ მაგარ ზედაპირზე გადასატეხი ნაზოლით ზევით. ხელის ცერა თითი დააჭირეთ ტაბლეტის შუაში ან გადასატეხ ნაზოლზე, ტაბლეტი ოთხ თანაბარ ნაწილად გაიყოფა.
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტი 5 მგ და 10 მგ: ოთხ თანაბარ ნაწილად იყოფა.
მკურნალობის ხანგრძივობა
როგორც წესი ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები ხანგრძლივად გამოიყენება
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად ბისოპროლოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
– ძალიან ხშირი (აღენიშნება 10 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს, >1/10),
– ხშირი (აღენიშნება 100 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს და 10 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, >1/100, <1/10),
– არახშირი (აღენიშნება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს და 100 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, >1/1000, <1/100),
– იშვიათი (აღენიშნება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს და 1000 ნამკურნალები პაც ენტიდან ერთზე ნაკლებს, >1/10000, <1/1000),
– ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, <1/10000), ცალკეული შემთხვევების შესახებ შეტყობინებების ჩათვლით.
შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს:
დარღვევები გულის მხრივ:
არახშირი:
• გულის ნელი რითმი (ბრადიკარდია)
• გულის აგზნებადობის მხრივ დარღვევები
• გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება (გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციური უნარის დაქვეითება)
დარღვევები სმენითი და ვესტიბულური აპარატის მხრივ
იშვიათი:
• სმენის დაკარგვა.
დარღვევები თვალების მხრივ:
იშვიათი:
• ცრემლის პროდუქციის დაქვეითება (ეს უნდა გაითვალისწინონ იმ პაციენტებმა, რომლებიც კონტაქტური ლინზებით სარგებლობენ).
ძალიან იშვაითი:
• თვალის კონიუნქტივის ანთება (კონიუნქტივიტი).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
ხშირი:
• ღებინება
• გულისრევა
• დიარეა
• ყაბზობა
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
არახშირი:
• კუნთების სისუსტე
• კრუნჩხვები
ჰეპატობილიარული დარღვევები:
იშვიათი:
• ღვიძლის მაჩვენებლების მომატება
• ჰეპატიტი, ზოგჯერ სიყვითლესთან ერთად (კანისა და თვალების ყვითლად შეფერვა).
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ დარღვევები
იშვიათი:
• სისხლში რიგი ლიპიდების მომატება (ტრიგლიცერიდები).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი::
– დაღლილობა
– გამოფიტულობა
– თავბრუსხვევა
– თავის ტკივილი.
ეს სიმპტომები ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ვლინდება. ჩვეულებრივ ისინი სუსტია და, როგორც წესი, 1-2 კვირის განმავლობაში ქრება.
არახშირი:
– უძილობა
– (მძიმე) დეპრესია
იშვიათი:
– კოშმარები
– ჰალუცინაციები (სინამდვილეში არარსებული მოვლენების, ნივთების აღქმა).
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ იშვიათი:
– ერექციის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები (პოტენციის დარღვევები).
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, მკერდის უჯრედისა და შუასაყარის მხრივ არახშირი:
– დაჭიმულობის შეგრძნება მკერდის არეში, გამოწვეული სასუნთქ გზებში კუნთების სპაზმებით (ბრონქოსპაზმი); თუ თქვენ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ დაჭიმულობის შეგრძნება მკერდის არეში, გამოწვეული სასუნთქ გზებში კუნთების სპაზმებით და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებით, რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ხველასა და ლორწოს გამომუშავებასთან (ბრონქული ასთმა) ან სასუნთქი გზების სხვა დარღვევებთან.
იშვიათი:
– ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ახასიათებს ცხვირის დაცობა, ცემინება და სურდო, გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობით (ალერგიული რინიტი).
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
იშვიათი:
– ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სიმხურვალის შეგრძნება და გამონაყარი კანზე.
ძალიან იშვიათი:
– განმეორებითი კანქვეშა დარღვევა, დაკავშირებული კანზე ქერცლიან მშრალ გამონაყართან (ფსორიაზი); ეს დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს და გაუარესდეს
– თმისცვენა.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ხშირი:
– ცივი ან დაბუჟებული ხელები და/ან ფეხები.
იშვიათი:
– არტერიული წნევის დაწევა, მაგალითად, მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან უცებ ადგომისას, დაკავშირებული თავბრუსხვევასთან (ორთოსტაზული ჰიპოტენზია).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს მიიღებს ან გამოვლინდება სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები:
• გულის ფუნქციის დარღვევები, როგორიცაა გულის შეტევა, გულის რითმის დარღვევის გარკვეული სახეობა (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი), გულის მწვავე უკმარისობა, გულის გამტარობის დარღვევების გარკვეული სახეობები (მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკი, სინოატრიული ბლოკი), გულის რითმის შენელება (60-ზე ნაკლები დარტყმა წუთში), გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება, რის გამოც, გულის გამტარობის გამაუმჯობესებელი პრეპარატები ინიშნება;
• დაბალი არტერიული წნევა;
• მძიმე ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი;
• დარღვევათა გვიანი სტადიები, რომელთა დროსაც ვიწროვდება სისხლძარღვები (რეინოს დაავადება), არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე);
• სისხლის მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის გადახრა მჟავიანობისაკენ (მეტაბოლური აციდოზი);
• ჰიპერმგრძნობელობა ბისოპროლოლის ან ტაბლეტების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების გამოყენებისას
• ფილტვების დაზიანებისას, როგორიცაა ასთმა ან ბრონქიტი. ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები, ვინაიდან მგრძნობიარე პაციენტებში ბისპროლოლის მიღებამ შეიძლება სასუნთქი გზების შევიწროვება გამოიწვიოს. შესაძლებელია ექიმმა ბისოპროლოლთან ერთად სასუნთქი გზების გამაფართოვებელი საშუალება (ბრონქოდილატატორი) გამოგიწეროთ.
• ძნელად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის დროს. შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის შაქრის ძალიან დაბალი დონის ფარულ სიმპტომებს.
• მკაცრი დიეტისას.
• მადესენსიბილიზირებელი (ალერგიის საწინააღმდეგო) თერაპიის ჩატარებისას.
• პირველი ხარისხის AV ბლოკადის დროს (გულის გამტარობის დარღვევა).
• პრინცმეტალის სტენოკარდიისას (სპონტანურად აღმოცენებული სტენკარდია(გულის სპაზმი).
• მტევნებსა და ტერფებში სისხლისმიმოქცევის დარღვევისას, რაც განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს.
• ზოგადი ანესთეზიისას. აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ თქვენ ბისოპროლოლს იღებთ.
• კალციუმის ანტაგონისტებთან კომბინირებისას, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი. მასთან ბისოპროლოლის მიღება რეკომენდებული არ არის, ასევე იხილეთ: “სხვა წამლების გამოყენება”.
• ალერგიული რექციებისას. ეს რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს.
• ფსორიაზის დროს (და იმ შემთხვევაში, თუ ეს დაავადება წარსულში გაწუხებდათ).
• ფეოქრომოციტომის დროს (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე). ექიმმა ამ დაავადებას უნდა უმკურნალოს მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება ბისოპროლოლის ფუმარატის გამოწერა.
ბისოპროლოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ორგანზიმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი დონის სიმპტომები (თირეოტოქსიკოზი).
განსაკუთრებული მითითებები
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
ბისოპროლოლის ეფექტზე შეიძლება იმოქმედოს ალკოჰოლის გამოყენებამ….
ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება არასასურველად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის შეცვლისას ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბისოპროლოლის ფუმარატის ზოგიერთი შემადგენელის შესახებ
ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობა გაწუხებთ, ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი დოზის შესაძლო სიმპტომები: გულის ნელი რითმი, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის სპაზმები, გულის ფუნქციის მწვავე დარღვევები და სისხლის შაქრის დაბალი დონეები.
გამოტოვებული დოზა
გამოტოვებული მიღების კომპენსირებისათვის არასოდეს არ მიიღოთ ბისოპროლოლი ლეკის ორმაგი დოზა. დაუბრუნდით პრეპარატის მიღების ჩვეულებრივ ცხრილს.
ბისოპროლოლი ლეკის გამოყენების შეწყვეტა
ბისოპროლოლი ლეკით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა არასასურველია. როგორც წესი, ექიმი დაგინიშნავთ დოზის თანდათან შემცირებას ან მას სხვა წამლით შეცვლის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბისოპროლოლს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვა წამლების ეფექტებზე და პირიქით.
არ არის რეკომენდებული ბისოპროლოლის შემდეგ წამლებთან კომბინირება:
• კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი, დილთიაზემი (გული/არტერიული წნევა)
• არითმიის საწინააღმდეგო I ჯგუფის საშუალებები (გულის დარღვეული რითმის სამკურნალო წამლები), როგორიცაა ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი,
• ანტიჰიპერტენზიული ცენტრალური მოქმედების საშუალებები (არტერიული ნწევის დამაქვეითებელი წამლები), როგორიცაა მეთილდოპა, მოქსონიდინი, მათთან ერთად ბისოპროლოლის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს გულის უკმარისობის მიმდინარეობა (გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციური უნარის უკმარისობა).
საჭიროა სიფრთხილე შემდეგ სამკურნალო საშულებებთან ერთად გამოყენებისას: • დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტები (მაგალითად, ფელოდიპინი და ამლოდიპინი). Bისოპროლოლთან მათმა ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევის დაქვეითების განვითარების რისკი (ჰიპოტენზია).
• ანთიარითმიული III ჯგუფის საშუალებები (გულის დარღვეული რითმის სამკურნალო საშუალებები), მაგალითად, ამიოდარონი.
• ადგილობრივად გამოყენებული ბეტა-ბლოკატორები (მაგალითად, თვალის რიგი წვეთები).
• პარასიმპათომიმეტური საშუალებები (ნივთიერებები მასტიმულირებელი ეფექტებით ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილზე), რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს გულის რითმის შენელების (ბრადიკარდიის) მაღალ რისკს.
• ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა წამლები. შეიძლება გაძლიერდეს სისხლში ჰიპოგლიკემიური ეფექტი და შეინიღბოს სიხლში შაქრის რაოდენობის ძალიან დაბალი დონის სიმპტომები.
• საანესთეზიო საშუალებები (იხილეთ “განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ბისოპროლოლის ფუმარატის გამოყენებისას”).
• საგულე გლიკოზიდები (გულის შეკუმშვის ძალის გამაძლიერებელი წამლები). შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის შენელება.
• გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (ასაპ) (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი). ამ ნივთიერებებს შეუძლიათ ბისოპროლოლის არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტის დაქვეითება.
• ბეტა-სიმპათომიმეტურები (ნივთიერებები მასტიმულირებელი ეფექტით ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილზე), როგორიცაა იზოპრენალინი, დობუტამინი. შესაძლებელია ორივე წამლის ეფექტის დაქვეითება.
• არტერიული წნევის დამწევი სხვა ნივთიერებები, ან წამლები, რომლებსაც გააჩნიათ არტერიული წნევის დაქვეითების მაღალი ალბათობა, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო წამლები), ბარბიტურატები (საძილე წამლები), ფენოთიაზინები (ცენტრალური ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო წამლები). შეიძლება გაიზარდოს დაბალი არტერიული წნევის დაქვეითების (ჰიპოტენზიის) რისკი.
საგულდაგულოდ განსახილველი კომბინაციები:
• მეფლოქვინი (მალარიის სამკურნალო საშუალება): გულის შენელებული რითმის (ბრადიკარდიის) მაღალი რისკი.
• მაო-ს რიგი ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო წამლები). ბისოპროლოლთან ერთად მათი გამოყენება ზრდის არტერიული წნევის დაწევის ეფექტს.
ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად აცნობეთ, თუ თქვნ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა წამალს, მათ შორის ურეცეპტოს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..