ეგლონილი

ეგლონილი

ეგლონილის ზოგადი ინფორმაცია

ეგლონილი. EGLONYL. ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური)  პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – სულპირიდი. Sulpiride. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N05AL01. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი.

ეგლონილის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ეგლონილი. EGLONYL გამოდის 200 მგ ტაბლეტის, 50 მგ კაფსულის და 100 მგ/2 მლ საინიექციო ხსნარის ფორმით.

ეგლონილის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ეგლონილის ფასები ფარმადეპოში
ეგლონილის ფასები ავერსში
ეგლონილის ფასები psp-ში
ეგლონილის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ეგლონილი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია  ეგლონილის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ეგლონილის აქტიური ნივთიერება

სულპირიდი. Sulpiride. ქიმიური დასახელება –  5-(ამინოსულფონილ)-N-[(1-ეთილ-2-პიროლიდინილ)მეთილ]-2-მეთოქსიბენზამიდი. ბრუტო–ფორმულა: C15H23N3O4S. სულპირიდს მიაკუთვნებენ ნეიროლეპტიკების ჯგუფს. CAS-კოდი:15676-16-1.

ეგლონილის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ფსიქოზები მწვავე
  • ფსიქოზები ქრონიკული
  • ფსიქოზები, აუტიზმის, აპრაგმატიზმის აბულიის ნიშნებით
  • ფსიქოზები, ბიდვისა და შემეცნების დარღვევის,შიზოფრენიის თანხლებით
  • ნევროზული მდგომარეობები, მოქმედებების შენელების თანხლებით
  • ფსიქოსომატური სიმპტომატიკა, ორგანული დაავადებების დროს, განსაკუთრებით არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის და ჰემორაგიული პროქტოკოლიტის დროს

ეგლონილის საფირმო აღწერიდან

ეგლონილის ჩვენებები

ტაბლეტები:
მწვავე და ქრონიკული ფსიქოზები:
– მასტიმულირებელ (აქტივირებულ) დოზებში: ფსიქოზები – აუტიზმის, აპრაგმატიზმის, აბულიის ნიშნებით;
– ანტიფსიქოზურ დოზებში: ფსიქოზები – ბოდვისა და შემეცნების დარღვევის, შიზოფრენიის თანხლებით; კაფსულები:
– ნევროზული მდგომარეობები, მოქმედებების შენელების თანხლებით;
– ფსიქოსომატური სიმპტომატიკა ორგანული დაავადებების დროს, განსაკუთრებით არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის და ჰემორაგიული პროქტოკოლიტის დროს.
ხსნარი კუნთში ინექციებისათვის:
მწვავე და ქრონიკული ფსიქოზები:
– მასტიმულირებელ (აქტივირებულ) დოზებში: ფსიქოზები აუტიზმის, აგრამატიზმის და აბულიის თანხლებით.
ანტიფსიქოზურ დოზებში: ფსიქოზები – ბოდვისა და შემეცნების დარღვევის, შიზოფრენიის თანხლებით.
მიღების წესები და დოზები
დოზირება იცვლება და უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მითითებების მკაცრი დაცვა.
ტაბლეტები:
მოცემული პრეპარატის ფორმა გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ დოზა სიმპტომატიკის მიხედვით.
– შენელებული მოქმედებების შემთხვევაში: 200-600 მგ/დღეში, ანუ 1-3 ტაბლეტი დღეში;
– ზედმეტად აგზნებული მდგომარეობის შემთხვევაში: 800-1600 მგ/დღეში, ანუ 4-8 ტაბლეტი დღეში. კაფსულები
– ნევროზული მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან სდევს შენელებული მოქმედებები, 2-4 კაფსულა დღეში.
– ცალკეულ შემთხვევებში, წყლულოვანი კოლიტის მკურნალობის დროს, პერორალურად ჩატარებული დამხმარე თერაპიის სახით: 3 კაფსულა დღეში, 4-6 კვირის განმავლობაში.
ხსნარი კუნთში ინექციებისათვის:
მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების მკურნალობის დროს ინიშნება ინექციები კუნთში დოზით 200-800 მგ/დღეში (ანუ 2-8 ამპულა დღეში) და უმრავლეს შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 2 კვირა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
აუცილებელია ექიმის მითითებების მკაცრი დაცვა.

ეგლონილის გვერდითი მოვლენები

ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
– ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც არის დროებითი მოვლენა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
– ჰიპერპროლაქტონემიამ შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა, გინეკომასტია, იმპოტენცია და ფრიგიდულობა;
– სხეულის მასის გაზრდა.
ცნს-ის მხრივ: რეკომენდებულ დოზებში სულპრიდის დანიშვნის შემთხვევაში იშვიათად აღინიშნება: – ადრეული დისკინეზიები (სპასტიური კისერმრუდობა, თვალის მამოძრავებელი აქტივობის დარღვევები, ტრიზმი), რომლებიც შეიძლება იყოს კუპირებული ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით;
– ექსტრაპირამიდული დარღვევები, რომლებიც ნაწილობრივ მცირდება ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით;
– გვიანი დისკინეზიები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი ნეიროლეფტიკების ხანგრძლივი გამოყენებით. ამ მოშლილობების თავიდან აცილება შეუძლებელია ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ გააუარესონ ავადმყოფის მდგომარეობა.

ეგლონილის უკუჩვენებები

ეგლონილით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ლევოდოპის და ალკოჰოლის გამოყენება. დღეისათვის არსებული მონაცემების თანახმად, ეგლონილის დანიშვნა ფეოქრომოციტომით დაავადებული პაციენტებისათვის დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში (გარდა საკონტროლო გამოცდებისა), ასეთ ავადმყოფებში მძიმე ჰიპერტონული კრიზის განვითარების საშიშროების გამო.
ორსულობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება. თუ ფეხმძიმობის პერიოდში პაციენტს ენიშნება ეს პრეპარატი აუცილებელია ექიმის მიერ მითითებული მიღების სქემისა და ხანგრძლივობის დაცვა.

ეგლონილის განსაკუთრებული მითითებები

დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ნეიროლეფტიური საშუალებების ზემოქმედების შესახებ ბავშვების ფსიქომოტორულ და ენდოკრინულ განვითარებაზე.
ეგლონილით მკურნალობის დროს ჰიპერთერმიის გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. სიფრთხილის ზომები
– ეგლონილს სიფრთხილით უნიშნავენ ასაკოვან პაციენტებს, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ გაძლიერებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი;
– იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი გამოყოფა თირკმელების მეშვეობით, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებისათვის აუცილებელია დოზის შემცირება ან წყვეტილი მკურნალობის კურსის ჩატარება;
– ეპილეფსიით დაავადებულებისათვის ეგლონილის დანიშვნის დროს აუცილებელია დამატებითი კონტროლი (რომელიც მოიცავს, როგორც კლინიკურ მეთვალყურეობას, ასევე ეეგ-ს), ვინაიდან პრეპარატი აქვეითებს კრუნჩხვითი მზაობის ზღვარს;
– პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ნეიროლეფტიური საშუალებები, ეგლონილი ენიშნებათ სიფრთხილით;
– ეგლონილის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ფეოქრომოციტომით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვის მქონე პაციენტებისათვის, ვინაიდან შესაძლებელია ჰიპერტონული კრიზის განვითარება;
– აგრესიული ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებიც აღელვებულ, აღგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, თანხლები თერაპიის სახით რეკომენდებულია სედატიური საშუალებების დანიშვნა;
ეჭვების არსებობის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები ეგლონილზე

გაურკვეველი მიზეზის გამო მაღალი სიცხის, სიმკრთალის ან ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
გულის მხრივ დარღვევების გამოვლენის მიზნით ექიმს შეუძლია გაგაგზავნოთ ელექტროკარდიოგრამაზე. გაურკვეველი მიზეზის გამო მაღალი სიცხის, სიმკრთალის ან ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე ზემოქმედება
ძილიანობის განვითარების გამო, რომელიც განპირობებულია ყურადღებისა და მამოძრავებელი და ფსიქიური რეაქციების სისწრაფის დაქვეითებით, აუცილებელია ეგლონილის სიფრთხილით დანიშვნა მძღოლებისათვის და მექანიზმებთან მომუშავე პირებისათვის.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეფტს რჩევისათვის და შეატყობინეთ ყველა იმ არასასურველი ან არასასიამოვნო მოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. ალკოჰოლი
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნეიროლეფტიური საშუალებების სედატიური ეფექტის გაძლიერება, რის შედეგადაც საშიში ხდება ყველა იმ სახის საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებულია მექანიზმების მართვასთან და გამოყენებასთან.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის შემცველი სასმელების და პრეპარატების მიღება.

ეგლონილის ჭარბი დოზირება

დოზის გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკინეზიის განვითარება, განსაკუთრებით სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგირული კრიზებით, ტრიზმებით. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება პარკინსონიზმის სინდრომი და კომა.
მკურნალობა სიმფტომატურია.

ეგლონილის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არარეკომენდებული შეთავსებები ლევოდოპა:
ლევოდოპა და ნეიროლეფტიური საშუალებები წარმოადგენენ ურთიერთ ანტაგონისტებს. ნეიროლეფტიკებით მკურნალობის პერიოდში, ექსტრაპირამიდული მოშლილობების თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული ლევოდიპის დანიშვნა, ვინაიდან ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნის დროს ნეიროლეფტიკების ეფექტურობა ქვეითდება.
პრეპარატის შერჩევისას პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა ნევროლეპტიური საშუალებებითაც, აუცილებელია იმ პრეპარატების დანიშვნა, რომელთა გამოყენების დროსაც ექსტრაპირამიდული დარღვევების სახით უკურეაქციების ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე ეგლონილის გამოყენების დროს, მაგალითად, ქლორპრომაზინი ან ლევომეპრომაზინი.
სიფრთხილით ინიშნება:
ყველა ჰიპოტენზიური საშუალება ჰიპოტენზიური პრეპარატების და ეგლონილის ერთდროული დანიშვნის დროს, ადიტიური ზემოქმედების შედეგად, ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი და იზრდება პოსტურალური ჰიპოტენზიის რისკი.
ცნს-ის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებები), H1 – ანტიჰისტამინური პრეპარატების უმრავლესობა, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, ტრანკვილიზატორები, რომლებიც არ მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს, კლონიდინი და მათი მსგავსი შენაერთები. ეს საშუალებები აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. ყურადღების დაქვეითების გამო საშიში ხდება ყველა იმ სახის საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებულია მექანიზმების მართვასთან და გამოყენებასთან.
კაპტოპრილი და ენალაპრილი (ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები). ამ პრეპარატების და ეგლონილის ერთდროულად დანიშვნის დროს ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი და იზრდება პოსტურალური ჰიპოტენზიის ეფექტი.
შენახვის პირობები და ვადები

ეგლონილი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.