ექსფორჯი

ექსფორჯი

ექსფორჯის ზოგადი ინფორმაცია

ექსფორჯი. EXFORGE. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების – კალციუმის არხების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ამლოდიპინი + ვალსარტანი. Amlodipine + Valsartan. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C09DB. მწარმოებელი ფირმა – Pharma – GenMed (შვეიცარია).

ექსფორჯის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ექსფორჯი. EXFORGE გამოდის 5მგ/80მგ, 5მგ/160მგ და 10მგ/160მგ ტაბლეტის ფორმით. 1 აბი შეიცავს ამლოდიპინის ბესილატის 6,94 მგ-ს გადაანგარიშებით ამლოდიპინზე 5 მგ და 80 მგ ვალსარტანს, ან ამლოდიპინის ბესილატის 6,94 მგ ან გადაანგარიშებით ამლოდიპინზე 5 მგ და 160 მგ ვალსარტანს, ან ამლოდიპინის ბესილატის 13,87 მგ გადაანგარიშებით ამლოდიპინზე 10 მგ და 160 მგ ვალსარტანს; დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოლიეთილენ გლიკოლი (მაკროგოლ) 4000, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172).

ექსფორჯის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ექსფორჯის  ფასები ფარმადეპოში
ექსფორჯის ფასები ავერსში
ექსფორჯის ფასები psp-ში
ექსფორჯის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ექსფორჯი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ექსფორჯის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ექსფორჯის აქტიური ნივთიერებები

ამლოდიპინი + ვალსარტანი. Amlodipine + Valsartan. ამლოდიპინს + ვალსარტანს მიაკუთვნებენ ანგიოტენზინ II-ის (AT1-ქვეტიპი) რეცეპტორების ანტაგონისტების, კალციუმის არხების ბლოკატორების  ჯგუფს.

ექსფორჯის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპერტენზია ესენციური

ექსფორჯის საფირმო აღწერიდან

ექსფორჯის ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. ექსფორჯი შეიცავს ორ ანტიჰიპერტენზიულ კომპონენტს არტერიული წნევის კონტროლის დამატებითი მექანიზმებით პაციენტებში ესენციური ჰიპერტენზიით: ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტებს, ხოლო ვალსარტანი – ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების კლასს. ამ ინგრედიენტების კომბინაციას გააჩნია ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და ამცირებს არტერიული წნევას უფრო მეტად, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი ახდენს გულისა და სასხლძარღვების გლუვ კუნთებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანული შეღწევის ინჰიბირებას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი მარელაქსირებელი მოქმედებით, რაც განაპირობებს პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობის შემცირებას და იწვევს არტერიული წნევის შემცირებას. ექსპერიმენტული მონაცემები ადასტურებენ იმას, რომ ამლოდიპინი უკავშირდება დიჰიდროპირიდინული და არაჰიდროპირიდინული ბმის ადგილებს. შეკუმშვითი პროცესები ამ უჯრედებში და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში დამოკიდებულია უჯრედგარე კალციუმის გავლაზე ამ უჯრედების სპეციფიური იონური არხების გავლით.
ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისათვის თერაპიული დოზების შეყვანის შემდეგ ამლოდიპინი იწვევს ვაზოდილატაციას, რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას დაწოლილ და ფეხზე მდგომ მდგომარეობებში. არტერიული წნევის ასეთ შემცირებას ხანგრძლივი დოზირების დროს თან არ სდევს გულის შეკუმშვათა სიჩქარის ან პლაზმაში კატექოლამინების დონეების არსებითი ცვლილება.
ეფექტი კორელირებს კონცენტრაციებთან პლაზმაში ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით ამლოდიპინის თერაპიული დოზა იწვევს რენალური სისხლძარღვოვანი წინაღობის შემცირებას და გლომერულური ფილტრაციის დონის ზრდას, აგრეთვე, პლაზმის ეფექტურ თირკმლისეულ ნაკადს საფილტრაციო ფრაქციის ცვლილების და პროტოინურიის გარეშე.
პაციენტებში პარკუჭების ნორმალური ფუნქციით, რომლებმაც იმკურნალეს ამლოდიპინით, გულის ფუნქციის ჰემოდინამიკის გაზომვებმა მოსვენების და დატვირთვის მდგომარეობაში მთლიანობაში არსებითი გავლენის გარეშე გამოუვლინა გულის ინდექსის უმნიშვნელო მატება dP/dt-ზე ან მარცხენაპარკუჭოვან და დიასტოლურ წნევაზე ან მოცულობაზე. ჰემოდინამიკურ გამოკვლევებში ამლოდიპინმა არ გამოავლინა უარყოფითი ინოტროპული ეფექტი თერაპიული დოზების გამოყენების დროს, ინტაქტურ ცხოველებში და ადამიანებში, ბეტა-ბლოკატორებთან ერთობლივად შეყვანის დროსაც კი.
ამლოდიპინი არ ცვლის სინუსურ – წინაგულის კვანძის ან წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობის ფუნქციას ჯანმრთელ ცხოველებსა ან ადამიანებში. კლინიკურ გამოკვლევებში, რომლებშიც ესენციური ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტები ამლოდიპინს ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში იღებდნენ, ელექტროკარდიოგრამის მაჩვენებლების ცვლილება აღნიშნული არ ყოფილა.
აღინიშნებოდა ამლოდიპინის დადებითი კლინიკური ეფექტები პაციენტებში ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიით, ვაზოსპატიური სტენოკარდიით და იშემიური დაავადებით, რომელიც დადასტურებული იქნა ანგიოგრაფიულად.
ვალსარტანი
ვალსარტანი წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების აქტიურ და სპეციფიურ ანტაგონისტს. ის არჩევითად მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც მცირედ არიან გავრცელებული და პასუხს აგებენ ანგიოტენზინ II-ის ეფექტებზე. ვალსარტანის მიერ AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინ II-ის მომატებულმა დონეებმა პლაზმაში შეიძლება მოახდინოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტის რაიმენაირი ნაწილობრივი აქტიურობა AT1 ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ და გააჩნია ბევრად მეტი ნათესაობა AT1 ქვეტიპის რეცეპტორებთან (დაახლოებით 20 000-ჯერ), ვიდრე AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან. ვალსარტანი არ თრგუნავს აგფ-ს, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია კინაზა II-ის სახელით და თრგუნავს და შლის ბრადიკინინს. კლინიკურ გამოკვლევებში, სადაც ვალსარტანის აგფ-ს ინჰიბიტორთან შედარება ხდებოდა, მშრალი ხველების შემთხვევების სიხშირე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო (P < 0,05) პაციენტებში, ვინც ვალსარტანით მკურნალობდა, ვიდრე იმ პაციენტებში, ვინც აგფ-ს ინჰიბიტორს ღებულობდნენ (2,6%–7,9% შედარებით, შესაბამისად). პაციენტებს, ვინც ადრე მკურნალობდა აგფ-ს ინჰიბიტორებით, უვითარდებოდათ მშრალი ხველება, ვალსარტანით მკურნალობის დროს ეს გართულება აღნიშნული იქნა შემთხვევების 19,5%, ხოლო თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას – შემთხვევების 19 %, მაშინ, როდესაც იმ ავადმყოფების ჯგუფში, რომლებიც აგფ-ს ინჰიბიტორებით მკურნალობას გადიოდნენ, ხველება აღენიშნებოდათ შემთხვევების 68,5 %-ში (P < 0,05). ვალსარტანი არ შედის ურთიერთქმედებაში და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის რეგულაციაში.
პრეპარატის დანიშვნა პაციენტებისათვის არტერიული ჰიპერტენზიით იწვევს არტერიული წნევის დაწევას პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე.
შინაგანად პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ავადმყოფების უმრავლესობას ანტიჰიპერტენზიული აქტიურობის დაწყება აღინიშნებოდა 2 საათის ფარგლებში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაწევა მიიღწევა 4 – 6 საათის განმავლობაში.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 24 საათზე მეტ ხანს. პრეპარატის რეგულარული მიღების პირობით მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და რჩება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის დროს.
ვალსარტანის მკვეთრი მოხსნა არ იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის განახლებას ან სხვა არასასურველ კლინიკურ მოვლენებს.
დადგენილია, რომ ვალსარტანი მნიშნველოვნად ამცირებს გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების (II-IY კლასის NYHA) ჰოსპიტალიზაციის დონეს. უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი მიიღწევა პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ აგფ-ს ინჰიბიტორებს ან ბეტა-ბლოკატორებს. აგრეთვე, დადგენილია, რომ ვალსარტანი ამცირებდა სიკვდილიანობას კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის პათოლოგიით ან მარცხენაპარკუჭოვანი დისფუნქციით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
ვალსარტანი/ამლოდიპინი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 1400-ზე მეტი პაციენტი იყენებდა ექსფორჯს დღე-ღამეში ერთხელ, ორ პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევაში. პრეპარატის ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაახლოებით 24 საათი გრძელდებოდა.
ექსფორჯი (ამლოდიპინის ბესილატი/ვალსარტანი) შესწავლილი იყო ორ პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევაში პაციენტებში ჰიპერტენზიით და დიასტოლური წნევით ≥ 95 მმHg და < 110 მმHg. გამოკვლევის პირველ სტადიაზე (საწყისი არტერიული წნევა 153/99 მმHg). ექსფორჯი დოზებით 5/80 მგ, 5/160 მგ და 5/320 მგ ამცირებდა არტერიულ წნევას 20-23/14-16 მმHg-ით, პლაცებოსთვის 7/7-თან შედარებით. გამოკვლევის მეორე სტადიაზე (საწყისი არტერიული წნევა 157/99 მმHg) ექსფორჯი დოზებით 10/160 მგ და 10/320 მგ ამცირებდა არტერიულ წნევას 28/18-19 მმHg-ით, პლაცებოსთვის 13/9-თან შედარებით.
მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა, აქტიურად კონტროლირებად გამოკვლევაში პარალელურ ჯგუფებში დადგენილია არტერიული წნევის ნორმალიზაცია (გამოკვლევის ბოლოს დიასტოლური წნევის < 90 მმHg მიღწევამდე) პაციენტების 75 %-ს, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინი/ვალსარტანის 10 მგ/160 მგ-ს, პაციენტების 62 %-ს, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინი/ვალსარტანის 5 მგ/160 მგ-ს – პაციენტების 53 %-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ 160 მგ ვალსარტანს. 10 მგ და 5 მგ ამლოდიპინის დამატება განაპირობებდა სისტოლურ/დიატოლური წნევის დამატებით შემცირებას შესაბამისად 6/4,8 მმHg-ით და 3,9/2,9 მმHg-ით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ 160 მგ ვალსარტანს იღებდნენ.
მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა, აქტიურად კონტროლირებად გამოკვლევაში დადგენილია არტერიული წნევის ნორმალიზაცია (გამოკვლევის ბოლოს დიასტოლური წნევის < 90 მმHg მიღწევამდე) პაციენტების 78 %-ში რომელებიც იღებდნენ ამლოდიპინი/ვალსარტანის 10 მგ/160 მგ-ს, პაციენტების 67 %-თან შედარებით, რომელნიც აგრძელებდნენ მხოლოდ ამლოდიპინის 10 მგ-ის მიღებას. 160 მგ ამლოდიპინის დამატება განაპირობებდა სისტოლურ/დიატოლური წნევის დამატებით შემცირებას 2,9/2,1 მმHg-ით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ 10 მგ ამლოდიპინს იღებდნენ.
ექსფორჯი შესწავლილი იყო აქტიურად კონტროლირებად გამოკვლევაში ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებულ 130 პაციენტთან, დიასტოლური წნევით ≥ 110 მმHg და < 120 მმHg. ამ გამოკვლევაში (საწყისი არტერიული წნევა 171/113 მმHg) ექსფორჯის დოზირების სქემა 5 მგ/160 მგ-დან 10 მგ/160 მგ-მდე ამცირებდა მუდმივ არტერიულ წნევას 36/29 მმHg-ით, 32/28 მმHg-თან შედარებით – რომელიც იყო ლიზინოპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის დოზირების სქემის 10 მგ/12,5 მგ-დან 20 მგ/12,5 მგ-მდე.
ორ გრძელვადიან გამოკვლევაში დამტკიცებული იქნა, რომ ექსფორჯის ეფექტი შენარჩუნებულია ერთ წელზე მეტი ხნით. პრეპარატის მოულოდნელი შეწყვეტა არ იწვევდა არტერიული წნევის სწრაფ მომატებას.
პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება ამლოდიპინით მიღებული შეშუპებების დროს კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება უზრუნველყოს არტერიული წნევის ანალოგიური კონტროლი შეშუპებების შემცირებით.

ექსფორჯის ფარმაკოკინეტიკა

წრფივობა.
ვალსარტანი და ამლოდიპინი ავლენენ ფარმაკოკინეტიკის წრფივობას.
ამლოდიპინი
შეწოვა. ამლოდიპინის თერაპიული დოზების შინაგანად გამოყენების შემდეგ მისი კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 6 – 12 საათის განმავლობაში. გაანგარიშებული აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64 %-დან 80 %-მდე. საკვები არსებით ზეგავლენას ახდენს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის in vitro გამოკვლევებში დამტკიცებული იქნა, რომ ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში ცირკულირებადი პრეპარატის დაახლოებით 97,5 % უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია. ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90 %) მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებამდე.
გამოყოფა. ამლოდიპინის გამოყოფა პლაზმიდან ორფაზიანია, გამოყოფის ნახევარპერიოდით დაახლოებით 30 – 50 საათი. წონასწორული დონეები პლაზმაში მიიღწევა მუდმივი შეყვანის შემდეგ 7 – 8 დღის განმავლობაში. საწყისი ამლოდიპინის 10 % და მეტაბოლიტების 60 % გამოიყოფა შარდთან ერთად.
ვალსარტანი
შეწოვა. პრეპარატის ვალსარტანი შინაგანად გამოყენების შემდეგ მისი კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 2 – 4 საათის განმავლობაში. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის საშუალო სიდიდე შეადგენს 23 %. ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (ნახევრადგამოყოფის დრო T1/2α < 1 საათზე და T1/2β – დაახლოებით 9 საათი). საკვები ამცირებს ექსპოზიციას, როგორც ეს ნაჩვენებია ვალსარტანის AUC-ს მიხედვით (კონცენტრაცია პლაზმაში-დრო) დაახლოებით 40 %-ით, ხოლო პლაზმაში კონცენტრაციის პიკი (CMAX) – 50 %-ით, თუმცა გამოყენებიდან 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაცია პლაზმაში ერთნაირია იმ ჯგუფისთვისაც, რომელიც პრეპარატს უზმოზე იღებდა და პაციენტების იმ ჯგუფისთვისაც, რომელიც პრეპარატს ჭამის შემდეგ იღებდა. AUC-ს შემცირებას თან არ სდევდა თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ ვალსარტანის მიღება შეიძლება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
განაწილება. ვალსარტანის განაწილების მოცულობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ-ს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვალსარტანი ქსოვილებში არაინტენსიურად ნაწილდება. ვალსარტანი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს (94-97 %), ძირითადად შრატის ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია. ვალსარტანი მნიშნველოვანი ოდენობით არ ტრანსფორმირდება, ვინაიდან დოზის მხოლოდ 20 % გადადის მეტაბოლიტებში. პლაზმაში მცირე კონცენტრაციით იდენტიფიცირდება ჰიდროქსიმეტაბოლიტი, რომელიც ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა. ვალსარტანი გამოიყოფა, უმთავრესად, უცვლელი სახით განავალთან ერთად (დოზის დაახლოებით 13 %). ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პლაზმაში ვალსარტანის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2ლ/სთ-ს, ხოლო მისი რენალური კლირენსი – დაახლოებით 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30 %). ვალსარტანის გამოყოფის ნახევარპერიოდია – 6 საათი.
ვალსარტანი/ამლოდიპინი ექსფორჯის პერორალურად გამოყენების შემდეგ პლაზმაში ვალსარტანის და ამლოდიპინის კონცენტრაციების პიკი მიიღწევა შესაბამისად 3 და 6-8 საათის შემდეგ. ექსფორჯის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ექვივალენტურია.
პაციენტების დახასიათება
თირკმლის უკმარისობა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა არსებითი სახით ახდენს ზეგავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინატიკაზე. არ არსებობს რეალური კორელაციები თირკმლის ფუნქციის მდგომარეობას (იზომება კრეატინინის კლირენსით) და ექსპოზიციას (განისაზღვრება AUC-ის მიხედვით) შორის, ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლების ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევებით. ამიტომ პაციენტები თირკმლების ფუნქციის სუსტი და ზომიერი დარღვევებით იღებენ ჩვეულებრივ საწყის დოზას.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
პაციენტებს ღვიძლის უკმარისობით უმცირდებათ ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს AUC_ის მომატებას დაახლოებით 40 – 60 %-ით. პაციენტებში ღვიძლის სუსტი და ზომიერი ქრონიკული დაავადებით ვალსარტანის ექსპოზიცია (რომელიც განისაზღვრება AUC-ის მნიშვნელობების მიხედვით), საშუალოდ, ორჯერ აჭარბებს ამგვარს ჯანმრთელ მოხალისეებში (შერჩეული იყვნენ ასაკის, სქესისა და სხეულის მასის მიხედვით). პაციენტები, რომელთაც აქვთ ღვიძლის დაავადებები, პრეპარატის გამოყენების დროს უნდა იყვნენ ფრთხილად.
ფარმაკოთერაპიული დახასიათება
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები აბები 5 მგ/80 მგ: მუქი ყვითელი, მომრგვალებული ფორმის, დაფარული აპკისებრი გარსით, მოკვეცილი კიდეებით, წარწერით „NVR“ ერთი მხრიდან და „NV“- მეორე მხრიდან;
აბები 5 მგ/160 მგ: მუქი ყვითელი, ოვალური ფორმის, დაფარული აპკისებრი გარსით, მოკვეცილი კიდეებით, წარწერით „NVR“ ერთი მხრიდან და „ECE“- მეორე მხრიდან;
აბები 10 მგ/160 მგ: მუქი ყვითელი, ოვალური ფორმის, დაფარული აპკისებრი გარსით, მოკვეცილი კიდეებით, წარწერით „NVR“ ერთი მხრიდან და „UIC“- მეორე მხრიდან;
ჩვენებები
ესენციური ჰიპერტენზია პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა არ რეგულირდება მონოპრეპარატის მიერ.
მიღების წესები და დოზები
პაციენტები, რომელთა არტერიული წნევაც არაადექვატურად რეგულირდება ამლოდიპინის ან ვალსარტანის მონოპრეპარატაბის მიერ, შეიძლება გადაყვანილნი იყვნენ პრეპრატ ექსფორჯით კომბინირებულ თერაპიაზე. რეკომენდებული დოზაა – დღე-ღამეში 1 აბი. რეკომენდებულია ექსფორჯის მიღება წყლის მიყოლებით.
პაციენტები, რომლებიც ცალკე ღებულობენ ვალსარტანს და ამლოდიპინს, შეიძლება გადაყვანილი იყვნენ პრეპარატით ექსფორჯი კომბინირებულ თერაპიაზე. რეკომენდებული დოზაა – 1 აბი დღე-ღამეში. რეკომენდებულია ექსფორჯის მიღება წყლის დაყოლებით.
ხანდაზმული პაციენტებისათვის რეკომენდებულია ჩვეულებრივი დოზების სქემები.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა – 1 აბი ექსფორჯი 5 მგ/80 მგ, ან 1 აბი ექსფორჯი 5 მგ/160 მგ, ან 1 აბი ექსფორჯი 10 მგ/160 მგ (პრეპარატის კომპონენტების მაქსიმალურად დასაშვები დოზებია – 10 მგ ამლოდიპინის შემცველობის და 320 მგ ვალსარტანის შემცველობის).

ექსფორჯის გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებული არიან ორგანოების სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის შეფასების მიხედვით, ამასთან, ყველაზე გავრცელებული მითითებულია პირველად. გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შეფასებისას გამოიყენებოდა შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან გავრცელებული (≥ 1/10); გავრცელებული (>1/10000 ≤1/1000); არა გავრცელებული ( > 1/1000 ≤ 1/100); მცირედ გავრცელებული ( > 1/10000 ≤1/1000), ძალიან მცირედ გავრცელებული ( < 1/10000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. თითოეული სიხშირისათვის ჯგუფში გვერდითი რეაქციები განლაგებულია სერიოზულობის ზრდის მიხედვით.
ინფექციები
გავრცელებულინაზოფარინგიტი, გრიპისმაგვარი სიმპტომები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
მცირედ გავრცელებულიჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
მცირედ გავრცელებულიმხედველობის დარღვევა
დარღვევები ფსიქიკის მხრიდან
მცირედ გავრცელებულიაღგზნებადობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
გავრცელებული
არაგავრცელებულითავის ტკივილი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, პოსტურალური თავბრუსხვევა, პარესთეზია
დარღვევები სმენის ორგანოების მხრიდან
არაგავრცელებული
მცირედ გავრცელებულითავბრუსხვევა
ხმაური ყურებში
დარღვევები გულის მხრიდან
არაგავრცელებული
მცირედ გავრცელებულიტაქიკარდია, აჩქარებული გულისცემა
გულის წასვლა
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან
არაგავრცელებული
მცირედ გავრცელებულიორთოსტატიკური ჰიპოტენზია
არტერიული ჰიპოტენზია
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრიდან
არაგავრცელებულიხველება, ტკივილები ყელსა და ხორხში
გასტროენტერალური დარღვევები
არაგავრცელებულიაბდომინალური ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
არაგავრცელებული
მცირედ გავრცელებულიგამონაყარი, ერითემა
გაძლიერებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზანთემა
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრიდან
არაგავრცელებული
მცირედ გავრცელებულისახსრების გასივება, ზურგის ტკივილი, ართრალგია
კუნთების კრუნჩხვები, სიმძიმის შეგრძნება
დარღვევები თირკმლისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან
მცირედ გავრცელებულიგახშირებული შარდვა, შარდის ჭარბად გამოყოფა, შარდოვანას, აზოტის მომატება
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები
მცირედ გავრცელებულიერექციული ფუნქციის დარღვევები
ზოგადი დარღვევები
მცირედ გავრცელებულიშეშუპებები, სახის შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპება, დაღლილობა, ასთენია
დამატებითი ინფორმაცია კომპონენტების თაობაზე ექსფორჯმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც ადრე ერთ-ერთი კომპონენტისთვის იყო აღნიშნული, მაშინაც კი, თუ ასეთი რეაქციები არ აღინიშნებოდა კლინიკური გამოკვლევების დროს.
ამლოდიპინი.
შემდეგი დამატებითი გვერდითი რეაქციები აღნიშნული იყო კლინიკურ გამოკვლევებში ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს შესასწავლ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირისაგან დამოუკიდებლად.
ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი რეაქცია იყო ღებინება.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო – ალოპეცია, განავლის გამოყოფის დარღვევა, დისპეფსია, ქოშინი, რინიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, გინეკომასტია, ჰიპერგლიკემია, იმპოტენცია, გახშირებული შარდვა, ლეიკოპენია, დისკომფორტი, ხასიათის ცვლილება, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, თრომბოციტოპენია, ვასკულიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ერითემა და ფილტვების შეშუპება.
მიოკარდიუმის ან არასტაბილური სტენოკარდიის განვითარების რისკი: იშვიათად, პაციენტებს გულის მძიმე ობსტრუქციული იშემიური დაავადებით, აღენიშნებოდათ სტენოკარდიის განვითარების, ხანგრძლივობისა და სიმძიმის ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სიხშირის მომატება, კალციუმის არხების ბლოკატორებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას. აგრეთვე, კალციუმის არხების ბლოკატორებით მკურნალობისას იყო შეტყობინებები არითმიის შესახებ, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით. ეს გვერდითი მოვლენები არ შეიძლება გამოეყოს ძირითადი დაავადების სიმპტომებს.
ვალსარტანი.
შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა კლინიკურ გამოკვლევებში ვალსარტანით მონოთერაპიისას, შესასწავლ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირისაგან დამოუკიდებლად.
ვირუსული ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტი, რინიტი, ნეიტროპენია, უძილობა, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, შარდოვანას აზოტის მომატება.
ნეიტროპენია აღენიშნებოდა პაციენტების 1,9 %-ს, ვინც ვალსარტანით მკურნალობდა და იმ პაციენტების 1,6 %-ს, ვინც ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობდა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ორსულობა. ძუძუთი კვების პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ნაყოფისათვის რისკი. იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფი) გამოყენებამ (პრეპარატების სპეციფიური კლასი, რომელიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას) ორსული ქალების მიერ ორსულობის II და III ტრიმესტრებში შეიძლება განაპირობოს ნაყოფის დაზიანება და დაღუპვა. ამას გარდა, არსებული რეტროსპექტიული მონაცემების საფუძველზე აგფი-ის გამოყენებას ორსულობის III ტრიმესტრში უკავშირებენ ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს. არსებობს ცნობები მუცლის სპონტანური მოშლის, წყლების ნაკლებობისა და ახალშობილებში თირკმლების ფუნქციის დარღვევების შესახებ, თუ ორსული ქალი წინასწარი განზრახვის გარეშე იღებდა ვალსარტანს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, რომელიც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას რაას-ზე, ექსფორჯს არ იღებენ ორსულობისას ან ის ქალები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ექიმებმა, რომლებიც უნიშნავენ რაას-ზე მოქმედ ნებისმიერ პრეპარატებს, უნდა გააფრთხილონ ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატების მიღებისას მომავალი ბავშვისთვის პოტენციური საფრთხის არსებობის შესახებ. თუ თერაპიის პროცესში დადგინდება ორსულობა, ექსფორჯის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ვალსარტანი და/ან ამლოდიპინი დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატით თერაპია აუცილებელია დედისთვის, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ბავშვები პაციენტები ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტით.
პაციენტებს გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით აღენიშნებოდათ გადაჭარბებული ჰიპოტენზია. პაციენტებს გააქტიურებული რენინ-ანგიოტენზინ-ალდესტერონის სისტემით (ნატრიუმის დაქვეითებული შემცველობით და/ან მოცულობით, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს), ვინც იღებს ანგიოტენზინ-რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება გაუჩნდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ექსფორჯის გამოყენების წინ რეკომენდებულია ამ მდგომარეობის კორექცია ან საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება თერაპიის დასაწყისში.
ექსფორჯის გამოყენების დროს არტერიული ჰიპოტენზიის გაჩენისას პაციენტი უნდა დააწვინოთ ზურგზე და თუ ეს აუცილებელია, ჩაუტაროთ ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არტერიული წნევის სტაბილიზაციამდე.
ჰიპერკალიემია.
სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ერთდროული მკურნალობა კალიუმის დანამატებით, კალიუმის დამზოგავი დიურეტიკებით, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებით, ან სხვა პრეპარატებით, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება (ჰეპარინი და სხვ.), აგრეთვე, უნდა ხდებოდეს კალიუმის შემცველობის ხშირი კონტროლი.
ბეტა-ბლოკატორების გაუქმება.
ამლოდიპინი არ წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორს და ამიტომ არ იცავს ბეტა-ბლოკატორების მოულოდნელი გაუქმების საფრთხისაგან, ამიტომ აუცილებელია, რომ ბეტა-ბლოკატორების დოზა შემცირდეს თანდათან.
თირკმლის არტერიის სტენოზი.
არ არსებობს მონაცემები ექსფორჯის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით.
თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ექსფორჯის უსაფრთხო გამოყენების გამოცდილება პაციენტებში ახლახან გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაციით არ არსებობს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ვალსარტანი გამოიყოფა, ძირითადად, უცვლელი სახით ნაღველთან ერთად, მაშინ, როდესაც ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლოზირდება ღვიძლში. განსაკუთრებული სიფრთხილე აუცილებელია ექსფორჯის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ნაღვლის ბუშტის ობსტრუქციული დარღვევებით.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
პაციენტებისათვის თირკმლების ფუნქციის სუსტი და ზომიერი დარღვევებით არ არის აუცილებელი ექსფორჯის დოზის კორექტირება. ვინაიდან, არ არსებობს მონაცემები თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების მიერ (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამიტომ რეკომედებულია სიფრთხილის დაცვა.
აორტისა და მიტრალური სარქველის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორებით მკურნალობის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომელთაც დაუფიქსირდათ აორტის სტენოზი ან მიტრალური სარქველის სტენოზი, ან ობსტრუქტიული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას.
სიფრთხილით უნდა მიიღოთ პრეპარატი არასტაბილური სტენოკარდიის დროს.
ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი გამოკვლევები ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. მაგრამ პაციენტები, ვისაც პრეპარატის მიღების შემდეგ უჩნდებათ თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება, უნდა მოერიდონ ავტოტრანსპორტის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
ჭარბი დოზირება
ამჟამად არარსებობს ექსფორჯის ჭარბი დოზირების შესწავლის გამოცდილება. ვალსარტანის ჭარბი დოზირების ძირითად სიმპტომს, როგორც ჩანს, წარმოადგენს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია თავბრუსხვევით. ამლოდიპინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მზარდი პერიფერიული ვაზოდილატაცია და სავარაუდოდ, რეფლექტორული ტაქიკარდია. არსებობდა შეტყობინებები მნიშვნელოვანი და პოტენციურად პროლონგირებული სისტემური ჰიპოტენზიით, შოკამდე და ლეტალურ შედეგამდეც კი.
თუ პრეპარატი ახალი მიღებულია, უნდა გამოიწვიოთ ღებინება ან ამორეცხოთ კუჭი. ამლოდიპინის შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება აქტივირებული ნახშირის გამოყენებისას მაშინვე ან ამლოდიპინის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში.
ექსფორჯის ჭარბი დოზირებით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია, მოითხოვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის აქტიურ მხარდაჭერას, გულისა და სასუნთქი გზების ფუნქციის ხშირი კონტროლის ჩათვლით, კიდურების აწევას, ყურადღებას ცირკულირებადი სითხეების მოცულობისა და შარდვის მიმართ. სისხლძარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად შეიძლება გამოიყენებოდეს სისხლძარღვების – შემავიწროვებელი პრეპარატი მისი გამოყენების მიმართ უკუჩვენებების არ არსებობის შემთხვევაში. არტერიული წნევის მდგრადი შემცირებისას, რაც კალციუმის არხების ბლოკადის შედეგს წარმოადგენს, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამლოდიპინი.
ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს არ იყო დადგენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთობები ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა: თიაზიდური დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები, აგფ-ს ინჰიბიტორები, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატები, სუბლინგვალური ნიტროგლიცერინი, დიგოქსინი, ვარფარინი, ატორვასტატინი, სილდენაფილი, მაალოქსი (ალუმინის ჰიდროქსიდის გელი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, სიმეტიკონი), ციმეტიდინი, აასს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), ანტიბიოტიკები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები.
ვალსარტანი.
ვალსარტანით მონოთერაპიისას არ იქნა გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.
ერთდროულად გამოყენება კალიუმის დანამატებთან, კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებთან, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებთან, ან სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება (ჰეპარინი და სხვ.), მოითხოვს სიფრთხილეს. უნდა ხდებოდეს კალიუმის შემცველობის დონის ხშირი კონტროლი.

ექსფორჯის შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა 2 წელი
შენახვის პირობები შეინახეთ არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ორიგინალური შეფუთვით, ტენისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ექსფორჯის გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის მიხედვით.