კარდოგრელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კლოპიდოგრელი/CLOPIDOGREL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები; ანტიაგრეგანტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
75მგ ტაბლეტი # 30
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს ბისულფატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული და ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი; გარსი: ოპადრაი ვარდისფერი: მელანი შტამპისათვის: ოპაკოდი S -1-27794 შავი.

ჩვენებები:
კარდოგრელის ტაბლეტის მოქმედი ნოვთიერება არის კლოპიდოგრელი. ის ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. თრომბოციტები – სისხლის პატარა უჯრედებია, რომლებიც სისხლის შედედებისას ეწებებიან ერთმანეთს (ამ პროცესს თრომბოზი ეწოდება). ხელს უშლიან რა ამ შეწებებას, ანტითრომბოციტული სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ სისხლის შენადებების წარმოქმნის ალბათობას.
კარდოგრელი გამოიყენება არტერიებში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის. თრომბების წარმოქმნამ, ანუ ათეროთრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული გართულებები (როგორებიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი)
კარდოგრელი ნაჩვენებია ათეროთრომბოზული გართულებების თავიდან აცილებისათვის პაციენტებში:
– მიოკარდიუმის ინფარქტით (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე) ან პერიფერიული არტერიების დადგენილი დაავადებებით.
პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით:
– მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის აწევის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის არა-Q-ინფარქტი), ჩათვლით პაციენტებისა და სტენტის ჩადგმით კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდეგ, კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან (ACA).
– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის აწევით კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან (ACA) პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მედიკამენტოზურ თერაპიას თრომბოლიზური თერაპიის ჩვენების არსებობისას.

მიღების წესები და დოზები:
ყოველთვის მიიღეთ კარდოგრელი ზუსტად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.
გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილისას, მკურნალობის დასაწყისში ექიმმა შეიძლება დანიშნოს კარდოგრელი 300 მგ (75 მგ-იანი 4 ტაბლეტი) ერთჯერადად.
შემდეგ, ჩვეული დოზა შეადგენს 75 მგ ერთხელ დღეში პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად, რეგულარულად, დღის ერთიდაიმავე მონაკვეთში. კარდოგრელის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალი ექიმის დანიშნულებაზე.
კარდოგრელის მიღების შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ დაგეგმილია რაიმე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება (მათ შორის სტომატოლოგიური).

გვერდითი მოვლენები:
ყველა სხვა წამლის მსგავსად, კარდოგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ:
– ცხელება, ინფექციის ან გამოხატული დაღლილობის ნიშნები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათ შემცირებასთან.
– ღვიძლის დაზიანების ნიშნები, როგორებიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, იზოლირებულად ან კომბინაციაში კანქვეშა სისხლჩაქცევებით წითელი წერტილების სახით, და/ან გონების დაბინდვით (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”)

სხვა გვერდითი მოვლენები:
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში):
– სისხლდენები, მაგალითად, სისხლჩაქცევა, ჰემატომა (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში, სისხლდენები კუჭში ან ნაწლავებში. ზოგჯერ აღინიშნებოდა სისხლჩაქცევები თვალში, თავში, ფილტვში ან სახსარში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში):
– ფაღარათი, ტკივილი მუცელში, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან გულძმარვა.
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (ვლინდება 100 პაციენტიდან < 1-ში):
– თავის ტკივილი, თავბრუ, ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევა;
– კუჭის წყლული, გულისრევა, ღებინება. შეკრულობა, გაზების ჭარბი წარმოქმნა კუჭში და ნაწლავებში;
– კანზე გამონაყარი და ქავილი.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1000 პაციენტიდან < 1-ში):
– თავბრუ;
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10000 პაციენტიდან < 1-ში):
– არტერიული წნევის დაქვეითება;
– გემოს დარღვევა;
– სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ხველასთან დაკავშირებული;
– ანთება პირის ღრუში (სტომატიტი);
– ტკივილი სახსრებში ან კუნთების ტკივილი;
– ცხელება;
– გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის ღრუს შეშუპება, ბუშტუკები კანზე ან კანის ალერგია;
– სიყვითლე ან ძლიერი ტკივილი მუცელში წელის ტკივილებით ან გარეშე;
– გონების დაბინდვა ან ჰალუცინაციები.
გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში.
კარდოგრელის მიღების ფონზე ხანგრძლივი სისხლდენის არსებობისას.
ტრავმის ან სხეულის დაზიანების შემდეგ სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა რაიმე ეჭვის არსებობისას, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”)

უკუჩვენება:
* ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კარდოგრელის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც თან ახლავს სისხლდენები, მაგალითად კუჭის წყლული ან სისხლჩაქცევები ტვინში;
* ღვიძლის მძიმე დაავადებები;
თუ თვლით, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
თუ ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი მდგომარეობიდან გეხებათ თქვენ, კარდოგრელის ტაბლეტების მიღებამდე ანდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს:
* სისხლდენის განვითარების საშიშროების არსებობა, მაგალითად:
• დაავადებები შინაგანი სისხლდენების რისკით (მაგალითად კუჭის წყლული);
• დარღვევები სისხლის მხრივ შინაგანი სისხლდენებისადმი მიდრეკილებით (სისხლჩაქვევები ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსარში);
• ახლად გადატანილი მძიმე ტრავმა;
• ახლად გადატანილი ქირურგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური);
• შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირუგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური);
– თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა აღინიშნებოდა შედედება თავის ტვინის არტერიებში (იშემიური ინსულტი);
– თუ ღებულობთ სხვა მკურნალობას (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება”);
– თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები.

კარდოგრელის ტაბლეტების მიღების დროს
– უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის (მათ შორის სტომატოლოგიური) შესახებ;
– მდგომარეობის განვითარებისას, რომელსაც თან ახლავს ცხელება ან კანის ქვეშ სისხლჩაქცევების განვითარება წითელი წერტილების სახით, გაურკვეველი გამოხატული დაღლილობით, ცნობიერების დაბინდვით, კანის ან თვალების სიყვითლით ან მათ გარეშე. ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს (“იხ. გვერდითი მოვლენები”).
– თუ გაიჭრით ან დაარტყამთ რამეს, სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს თქვენი წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. თუმცა, რაიმე ეჭვის არსებობისას, მაშინათვე დაუკავშირდით ექიმს (იხ. “გვერდითი მოვლენები”).
– ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება.
– ისეთი მოვლენების შემჩნევისას, რომელიც აღწერილია “გვერდით მოვლენებში” ან რომელიმე გვერდითი მოვლენის დამძიმებისას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კარდოგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ორსულად ხართ, ან ეჭვობთ ორსულობის არსებობას, მაშინ კარდოგრელის მიღებამდე უნდა უთხრათ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ დაორსულდით კარდოგრელის მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმარტეთ ექიმს, ვინაიდან კლოპიდოგრელის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.
ძუძუთი კვების დროს, მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, განაგრძოთ კარდოგრელის მიღება თუ ძუძუთი კვება.
ნებისმიერი სხვა წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
ნალებად შესაძლებელია, კარდოგრელმა დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ახლო მდებარე სასწრაფო დახმარების განყოფილებას, ვინაიდან არსებობს სისხლდენის განვითარების საშიშროება.
თუ დაგავიწყდათ კარდოგრელის დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ მომდევნო ერთჯერადი დოზა ჩვეულ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ნუ შეწყვიტავთ მკურნალობას თვითნებურად. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი საკითხის არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ზოგიერთმა წამალმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს კარდოგრელზე და პირიქით. ნებისმიერი სხვა წამლის გამოყენების შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
კარდოგრელთან არ არის რეკომენდებული ვარფარინის (სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატი) გამოყენება.
თქვენ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ღებულობთ არასტეროიდული ანთების პრეპარატს, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყენება ტკივილის და/ან ანთების სამკურნალოდ კუნთების ან სახსრების დაავადებებისას, ასევე თუ ღებულობთ ჰეპარინს ან სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას სისხლის შედედების შესამცირებლად.
გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილის შეგრძნებისას (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის შეტევა), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კარდოგრელი კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან, ნივთიერება, რომელიც წარმოდგენილია ბევრ წამალში ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად. აცეტილსალიცილის მჟავას ერთჯერადი გამოყენება (არა უმეტეს 1000 მგ 24 საათიან პერიოდში) მთლიანობაში არ უნდა ქმნიდეს პრობლემებს, თუმცა სხვა ვითარებაში ხანგრძლივი გამოყენება განხილულ უნდა იქნეს თქვენს ექიმთან.
საკვები და სასმელები:
კარდოგრელი გამოიყენება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25º C ტემპერატურის პირობებში.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ბოლო ვადად ითვლება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: სანდოსი პრაივეტ ლიმიტედი, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook