კეტონალი სუპოზიტორია

კეტონალი სუპოზიტორია

კეტონალი სუპოზიტორიას ზოგადი ინფორმაცია

კეტონალი სუპოზიტორია. KETONAL. პროპიონის მჟავას წარმოებულების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება გამოხატული ანალგეზიური ეფექტით. აქტიური ნივთიერება – კეტოპროფენი. Ketoprofen. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AE. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (სლოვენია).

კეტონალი სუპოზიტორიას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კეტონალი სუპოზიტორია. KETONAL გამოდის 100მგ–იანი რექტალური სუპოზიტორიის ფორმით. თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს. დამხმარე ნივთიერებებია: მყარი ცხიმი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

კეტონალის (სუპოზიტორია) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კეტონალის ფასები ფარმადეპოში
კეტონალის ფასები ავერსში
კეტონალის ფასები psp-ში
კეტონალის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კეტონალი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კეტონალის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კეტონალი სუპოზიტორიას აქტიური ნივთიერება

კეტოპროფენი. Ketoprofen. ქიმიური დასახელება – 3-ბენზოილ-ალფა-მეთილბენზოლძმარმჟავა. ბრუტო–ფორმულა:C16H14O3. კეტოპროფენს მიაკუთვნებენ აასს – პროპიონის მჟავას წარმოებულების ჯგუფს. CAS-კოდი: 22071-15-4 .

კეტონალი სუპოზიტორიას სინონიმები 

კეტო-გელი (KETO-GEL, AVERSI, საქართველო),კეტონალ დუო (KETONAL DUO, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალი გელი (KETONAL Gel, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია),  კეტონალი კეტონალი ფორტე (KETONAL KETONAL FORTE, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალი რეტარდი (KETONAL RETARD, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალი საინექციო სხნარი (KETONAL, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), პროკეტანი (PROKETAN, Avita, ეგვიპტე), ფასტუმ გელი (Fastum gel, Berlin-Chemie Menarini, იტალია).

კეტონალი სუპოზიტორიას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი პოსტტრავმული  (მაგალითად, სპორტული დაზიანებები, კუნთების ან მყესების დაჭიმვა, ნაღრძობები და დაჟეჟილობები)
  • ტკივილი პოსტოპერაციული  (მაგალითად, ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული ტკივილი).
  • ტკივილი სიმსივნის მქონე პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად განვითარებული
  • მენსტრუაცია მტკივნეული
  • ართრიტი რევმატოიდული
  • სპონდილოართრიტი სერონეგატიური
  • სპონდილიტი ანკილოზური
  • ართრიტი ფსორიაზული
  • ართრიტი პოსტინფექციური, რეაქტიული
  • პოდაგრა
  • ფსევდოპოდაგრა
  • ოსტეოართრიტი
  • რევმატიზმი სახსარგარეთა
  • კაფსულიტი მხრის სახსრის
  • ტენდინიტი
  • ბურსიტი

კეტონალი სუპოზიტორიას საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტონალის სუპოზიტორის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კეტოპროფენი. კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ჯგუფს.
კეტოპროფენი ამცირებს ტკივილსა და ცხელებას, ფლობს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები
კერონალის სუპოზიტორი გამოიყენება შემდეგ შემთხვევაში
სხვადასხვა სახის ტკივილის შემცირების მიზნით:
-პოსტტრავმული ტკივილი (მაგალითად, სპორტული დაზიანებები, კუნთების ან მყესების დაჭიმვა, ნაღრძობები და დაჟეჟილობები)
-პოსტოპერაციული ტკივილი (მაგალითად, ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული ტკივილი).
-სიმსივნის მქონე პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად განვითარებული ტკივილი
-მტკივნეული მენსტრუაცია
რევმატოიდული დაავადებების მკურნალობა:
კეტოპროფენი ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, ამცირებს შეშუპებას, შებოჭვას და იძლევა სხვადასხვა რევმატოიდული დაავადებების შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესების კონტროლის საშუალებას;
-რევმატოიდული ართრიტი;
-სერონეგატიური სპონდილოართრიტი (ანკილოზური სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქტიული ართრიტი);
-პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
-ოსტეოართრიტი;
სახსარგარეთა რევმატიზმი (მხრის სახსრის კაფსულიტი, ტენდინიტი და ბურსიტი)
თუ თქვენ, თქვენი მდგომარეობის თაობაზე, საჭიროებთ დამატებითი ინფორმაციის მიღებას, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესები და დოზები
ყოველთვის გამოიყენეთ კეტონალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
სამკურნალოდ საჭირო მინიმალურად დროის განმავლობაში უმცირესი დოზის გამოყენების გზით შესაძლებელია არასასურველი გვერდითი ეფექტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შემცირება.
ექიმის რჩევის გარეშე არ გამოიყენოთ დოზა ან არ შეწყვიტოთ მკურნალობა.
მკურნალობა კეტონალის სუპოზიტორიით
ჩვეულებრივ დოზას შეადგენს კეტონალის ერთი სუპოზიტორია (100 მგ) დღეში ერთხელ ან ორჯერ.
სუპოზიტორია გამოიყენება მხოლოდ რექტალურად.
გახსენით და დაასველეთ სუპოზიტორია წყალში, შემდეგ ფრთხილად მოათავსეთ ის უკანა ტანში (ნაწლავში).
საჭიროებისას, სოპოზიტორიის გამოყენებამდე დაცალეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. დაწექით გვერდზე, მუხლები მიიტანეთ მკერდთან, სუპოზიტორიის შეყვანა ხდება წვეტიანი ბოლოთი პირდაპირ უკანა ტანში, რაც შეიძლება ღრმად.
გაშალეთ ფეხები და ასეთ მდგომარეობაში იყავით რამოდენიმე წუთის განმავლობაში, სუპოზიტორია დადნება, სამკურნალო საშუალება შეიწოვება. პროცედურის დასრულებისას დაიბანეთ ხელები.
შესაძლებელია კეტონალის სუპოზიტორიის (100 მგ) და ორალური ფორმის კეტონალის კომბინირება, როგორიც არის, მაგალითად კეტონალის კაფსულები (50 მგ) ან კეტონალის ტავლეტები ფორტე (100 მგ), მაგალითად:
-კეტონალის ერთი კაფსულა (50 მგ) დილით და სადილისას და ერთი სუპოზიტორია სარამოს, ან,
-კეტონალი ფორტეს ერთი ტაბლეტი (100 მგ) დილით და ერთი სუპოზიტორია (100 მგ) საღამოს.
კეტონალის კაფსულების ან ტაბლეტების გამოყენება ხდება შიგნით, კვების დროს ან შემდეგ, არა ნაკლებ 100 მლ წყლის ან რძის დაყოლებით.
კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს.
მკურნალობის ხანგრძლივობას ნიშნავს მკურნალი ექიმი.
ასაკიანი პაციენტები: ჩვეულებრივ, ასაკიანი პაციენტებისათვის დოზა მცირდება.
ბავშვები: 15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის როზირება არ არის დადგენილი
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ სამკურნალო საშუალების ეფექტი არის ძალიან მცირე ანდ ძლიერი, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენების თაობაზე არსებული შეკითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კეტოპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
კეტოპროფენის უმნიშვნელო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არიან ხანმოკლე, ძირითადად მიეკუთვნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხირდან, მაგალითად, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა (საკვების არასაკმარისი ან დარღვეული შეწოვა); დისპეპსია (კვების შემდეგ დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში); გულისრევა, ღეინება, ყაბზობა, მეტეორიზმი (აირების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში); დიარეა, გულძმარვა ან სხვა სახის დარღვევები.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სხვა ისეთი ეფექტი, როგორიც არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბრუნვის შეგრძნება, უმნიშვნელო დეზორიენტაცია, ძილიანობა, ხასიათის ცვლილება (ემოციური სტატუსის შეცვლა) და უძილობა (გართულებული დაძინება ან ანომალური გამოღვიძება).
მანამ, სანამ ეს ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები არ მოგაყენებთ უსიამოვნებას, შეგიძლიათ მათ არ მიაქციოთ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაგინვითარდათ გამონაყარი ან ხმაური ყურებში.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს უფრო სერიოზული; ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს:
-ქოშინი;
-ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება;
-გულის წასვლა;
-კანის ან სკლერის ყვითელ ფრად შეფერვა (სიყვითლე);
-გამოყოფილი შარდის მოცულობის შემცირება;
-გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება, გამოხატული თავბრუსხვევა ან სუნთქვის გართულება;
-ქავადი, გაწითლებული, შეშუპებული, ბუშტუკებით დაფარული, მტკივნეული ან აქერცვლადი კანი;
-ხელების, კოჭის, ტერფის, სახის, ტუჩების, თვალების, ხორხის ან ენის შეშუპება; – სუნთქვის ან ყლაპვის გართულება;
-უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი;
-კიდურების ცალმხრივი სისუსტე;
-ჰიპერმგრძნობელობა მზის შუქის მიმართ;
-კოჭების შეშუპება;
-მუცლის ძლიერი ტკივილი;
-გულისრევა სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი ფერის შემცველობით;
-კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი;
-სილურჯეები ტანზე.
არ ინერვიულოთ ასეთი სახის შესაძლო გვერდითი ეფექტების თაობაზე.
პაციენტთა უმრავლესობა იყენებს კეტონალს მსგავსი პრობლემის განვითარების გარეშე.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს გაქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცბლილებები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აღწერილია სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში):
-დისპეპსია (კვების შემდეგ დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში);
ხშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-დისპეპსია, გაღიზიანებადობა, ღამის კოშმარები (შიშის მომგვრელი სიზმრები), ძილიანობა;
-თავის ტკივილი, ასთენია (სისუსტე), სისუსტე (საერთო სისუსტე), გადაღლა, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის შემცირება);
-მხედველობის დარღვევა;
-ხმაური ყურებში;
-შეშუპება (გენერალიზებული შეშუპება);
-ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი (აირების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში); ანორექსია (უმადობა), გულისრევა, სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება);
ხანგრძლივი, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების, გამოყენების შემთხვევაში უფრო ხშირად აღწერილია დაწყლულების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის გავითარების შემთხვევები;
-გამონაყარი კანზე;
არახშირი (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-ანემია (ერითროციტების შემცირება), ჰემოლიზი (ერითროციტების მომატებული დაშლა), პურპურა (კანის წითელი უბნები), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის უკმარისობა, რაც იწვევს ცხელებას, ყელის ტკივილს, ინფექციების ხშირ განვითარებას).
კეტოპროფენის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის მომატება, სისხლდენა ცხვირიდან და სისხლჩაქცევები.
-ასთმა, ასთმის გაუარესება, ბრონქოსპაზმი (ქოშინით ან ხველით მიმდინარე გართულებული სუნთქვა), დისპნოე (სუნთქვის გართულება), განსაკუთრებით კი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასპ მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში. – სისხლიანი ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო, ცემინება), ხორხის შეშუპება (ყელის შეშუპება);
-გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).
-მაღალი დოზის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზების განვითარების საშიშროება (გულის შეტევა ან ინსულტი).
-ალოპეცია (თმის ცვენა), ეგზემა (ქავადი, მწველი წითელი ფერის გამონაყარი), პურპურისებრი გამონაყარი, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება (ქავადი გამონაყარი), ექსფოლიაციური დერმატიტი (აქერცვლით მიმდინარე კანის დაავადება); – მენომეტრორაგია (სისხლდენა საშვილოსნოდან);
იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით (მოჩვენებები, არარეალური ნივთების შეხება ან მოსმენა) თანდართული დელირია (მძიმე დეზორიენტაცია, გაურკვეველი მეტყველება), დეზორიენტაცია და მეტყველების დარღვევა;
-ფოტომგრძნობელობა (კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის სხივების მიმართ);
-წყლულოვანი სტომატიტი (ჭრილობები პირის ღრუში); გასტრიტი (კუჭის ტკივილი, ღებინება), პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (გულისრევა სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი ფერის შემცველობით);
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-ანგიოშეშუპება (უპირატესად სახისა და ხორხის შეშუპება) და ანაფილაქსია (გართულებული სუნთქვა, თავბრუსხვევა);
-კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება), წვრილი ნაწლავის პერფორაცია (საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი ნაწილის კედლის გახვრეტა) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ენტეროპათია);
-სიყვითლით მიმდინარე ღვიძლის მძიმე დაზიანება (კანის ან სკლერის ყვითლად შეფერვა) და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
-ბულოზური ხასიათის რეაქცია კანის მხრიდან (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის ბუშტუკოვანი ანთება)), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტების განვითარება, კანის აქერცვლა, ცხელება), ექსფოლიაციური დერმატიტის (აქერცვლით მიმდინარე კანის დაავადება);
-თიკმელების მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ნეფროზული სინდრომი (გამოხატულია შეშუპებით), მწვავე პიელონეფრიტი (ცხელება, ტკივილი გვერდში, შარდში სისხლის არსებობა).
სუპოზიტორიის გამოყენების ადგილას (სწორი ნაწლავი) შეიძლება განვითარდეს ლოკალური სიმპტომები – გაღიზიანება, წვა, ანთება, რექტალური სისხლდენა,
ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტუქციაში, ან ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა ცვლილების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
კეტონალის სუპოზიტორია არ გამოიყენება
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
-თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ ასთმა, ჭინჭრის ციება (ქავადი გამონაყარი) ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რაც გამოწვეული იყო კეტოპროფენით ან სხვა მსგავსი მოქმედების ნივთიერებით, მაგალითად სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატით ან სალიცილატით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა);
-თუ თქვენ გაწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა;
-თუ თქვენ ემზადებით ოპერაციისათვის ან ახლო წარსულში გადატანილი გაქვთ აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია;
-თუ თქვენ გაწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა;
დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ქრონიკული დისპეპსია); – თუ თქვენ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული ან ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გქონდათ სისხლდენა, დაწყლულება ან პერფორაცია;
-თუ თქვენ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის, ცერებროვასკულარული ან სხვა ნებისმიერი სახის მწვავე სისხლდენა;
-თუ თქვენი ორგანიზმი განწყობილია სისხლდენებისადმი;
-თუ თქვენ გაწუხებთ თირკმელების მძიმე დაავადება;
-თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება;
-თუ თქვენ გაწუხებთ ასთმა ან რინიტი (სურდო, ცემინება);
-თუ თქვენ ხართ ორსულად, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი
-თუ თქვენ ხართ 15 წელზე უმცორი ასაკის პირი;
კეტონალის სუპოზიტორიის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე
შეატყობინეთ ექიმს აწმყოში ან წარსულში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით:
-თუ თქვენ გაწუხებდათ დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (შესაძლებელია განვითარდეს კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის დაავადებების ტიპის გამწვავება);
-თუ თქვენ დარღვეული გაქვთ სისხლის შედედების ფუნქცია;
-თუ თქვენ გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის ფუქციის დარღვევა;
-თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და/ან სუსტად ან ზომიერად გამოხატული გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა, პერიფერიული ან ცერებრალური არტერიების დაავადება;
-თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
-თუ თქვენ გაქვთ ინფექციური დაავადება;
-თუ თქვენ იყენებთ სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას;
-თუ თქვენ ყოველდღიურად იღებთ ალკოჰოლის 3 ან მეტ პორციას ან ხართ მწეველი;
-თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა;
-თუ თქვენ ხართ ასაკიანი პირი, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი უცნაური სიმპტომის განვითარებას (განსაკუთრებით ისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ზოგიერთმა მდგომარეობამ ან სამკურნალო საშუალებამ შეიძლება იმოქმედოს კეტოპროფენის ეფექტზე. შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.
კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს, შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას.
ორსულობა და ლაქტაცია
orsulobis periodi
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაორსულდით მკურნალობის დროს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ ექიმის რჩევა.
ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს კეტოპროფენი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის პოტენციური სარგებელი არემატება ნაყოფისათვის მიყენებულ შესაძლო საშიშროებას.
არ გამოიყენოთ კეტოპროფენი ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, ვინაიდან არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გართულებები მშობიარობის დროს, ასევე ნაყოფის შეუქმნან სერიოზული საფრთხე.
laqtaciis periodi
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიირეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
არ გამოიყენოთ კეტოპროფენი, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე.
განსაკუთრებული მითითებები
meqanizmebis marTva da tareba
ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე და არამკვეთრი მხედველობა. თუ თქვენ მიეკუთვნებით პაციანტთა ამ ჯგუფს, მკურნალობის პერიოდში არ ატაროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და არ მართოთ მექანიზმები.

ჭარბი დოზირება
სუპოზიტორიების ან ორალური ფორმის (კაფსულები ან ტაბლეტები) ჭარბად გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთთქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა.
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გულისრევა, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი (ეპიგასტრალური მიდამო), გულისრევა სისხლით, შავი განავალი, გონების დაბინდვა, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვები, თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლისმიერი უკმარისობა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კეტონალის სუპოზიტორიების გამოყენება
თუ თქვენ გამოტოვეთ კეტონალის დოზა, ჩვეულებრივ გააგრძელეთ შემდეგი დოზის გამოყენება. კომპენსაციის მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა რომელიმე, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტოპროფენთან ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს მათი მოქმედება.
-არ არის რეკომენდებული კეტოპროფენის და სხვა არასტეროიდული რევმატიზმის საწინააღმდეგო პროპარატების პრეპარატის და სალიცილატის ერთდროული გამოყენება, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა;
-კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება სემცირდეს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) დასაწევი და შარდმდენი სამკურნალო საშუალების (დიურეტიკები ,,შარდმდენი ტაბლეტები”) მოქმედება;
თირკმელების ფუნქციის დარღვევის საშიშროება მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დიურეტიკებს ან АПФ – ის ინჰიბიტორებს (სამკურნალო საშუალება, რომელიც ძირითადად გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
-კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ეპილეფსიის და დიაბეტის დროს დანიშნული სამკურნალო საშუალებების ეფექტი.
-სისხლდენის განვითარების საშიშროება იზრდება კეტოპროფენისა და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ინიშნებიან თრომბების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით, მაგალითად ვარფარინი (ანტიკოაგულანტი), კორტიკოსტეროიდები და ანტითრომბოციტული საშუალებები.
-სისხლდენის განვითარების საშიშროება იზრდება კეტოპროფენისა და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ინიშნებიან თრომბების განვითარების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით, მაგალითად ვარფარინი (ანტიკოაგულანტი), კორტიკოსტეროიდები და ანტითრომბოციტული საშუალებები.
-სისხლდენის განვითარების საშიშროება იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ იყენებენ შესაბამის პრეპარატებს (სეროტონინის შებრუნებული შებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფი).
-იმ შემთხვევაში, თუ კეტოპროფენთან ერთად გამოიყენება გულის გლიკოზიდები, ლითიუმის პრეპარატები, ციკლოსპორინი ან მეტოტრექსატი, ამ ნივთიერებების გამოყოფა შეიძლება შემცირდეს, ხოლო მათი მავნე ზემოქმედება კი გაიზარდოს.
-არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს მიფიპრისტონის მოქმედება. არ არის რეკომენდებული არასტეროიდული რევმატიზმის საწინააღმდეგოსაშუალებების გამოყენება მიფიპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25oC.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

Share this...Share on Facebook
Facebook