კვინვაქსემი ინჯ

კვინვაქსემი ინჯ

კვინვაქსემი ინჯ–ის ზოგადი ინფორმაცია

კვინვაქსემი ინჯ . Quinvaxem inj. დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის, ჰემოფილური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J07CA. მწარმოებელი ფირმა – V&D (კორეა).

კვინვაქსემი ინჯ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კვინვაქსემი ინჯ . Quinvaxem inj გამოდის 0.5მლ (პედიატრიული დოზა) დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, რეკომბინანტული B ჰეპატიტის და Haemophilus influenzae – ს (ტიპი b) კუნთში შესაყვანი კომბინირებული თხევადი ვაქცინის ფორმით. აღწერა:ვაქცინა წარმოადგენს ერთგვაროვან სითხეს, სუსპენზიას, რომელიც შეიცავს გასუფთავებულ დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინებს, ყივანახველას ინაქტივირებული უჯრედების სუსპენზიას, B ჰეპატიტის ვირუსის მაღალგასუფთავებულ არაინფექციურ ზედაპირულ ანტიგენს HBsAg, ჰიბ – B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენსას (Haemophilus influenzae) კომპონენტებს გასუფთავებულ, არაინფექციურ პოლისაქარიდს, ქიმიურად კონიუგირებულს CRM 197 პროტეინთან შემავსებლად გამოყენებულია ალუმინის ფოსფატი, რომელიც წარმოქმნის მოთეთრო ნალექს. ერთი დოზა 0.5 მლ ვაქცინა შეიცავს გასუფთავებული დიფტერიის ანატოქსინს – არანაკლებ 30 სე. გასუფთავებული ტეტანუსის ანატოქსინს – არანაკლებ 60 სე. ინაქტივირებული ყივანახველას უჯრედებს – არანაკლებ 4 სე.B ჰეპატიტის გასუფთავებული ზედაპირული ანტიგენს – 10 მკგ, hibHკონიუგატს – 35 მკგ (10 მკგ hib ოლიგოსაქარიდი კონიუგირდება დაახლოებით 25 მკგ CRM197 პროტეინთან). ალუმინის ფოსფატს – 0.3 მგ AL3+, ნატრიუმის ქლორიდს – 4.5 მგ. დასაშვებია ვაქცინის მომზადების შედეგად მიღებული ნარჩენის სახით თიომერსალის არსებობა მცირე რაოდენობით.

კვინვაქსემ ინჯ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კვინვაქსემ ინჯ–ის ფასები ფარმადეპოში
კვინვაქსემ ინჯ–ის ფასები ავერსში
კვინვაქსემ ინჯ–ის ფასები psp-ში
კვინვაქსემ ინჯ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კვინვაქსემი ინჯ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კვინვაქსემ ინჯ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კვინვაქსემი ინჯ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • დიფტერიის იმუნიზაცია
  • ტეტანუსის იმუნიზაცია
  • ყივანახველას იმუნიზავია
  • B ჰეპატიტის იმუნიზაცია

კვინვაქსემი ინჯ–ის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ბავშვებისა და ჩვილების აქტიური და გაძლეირებული იმუნიზაცია დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, ბ ტიპის ჰეპატიტის და ბ ტიპის H. Influenzae გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. ცნობები იმის შესახებ, რომ ვაქცინა არ არის შეთავსებადი დყტ, ჰეპბ, ჰიბ-ს სხვა კომბინირებულ ვაქცინებთან, არ არსებობს. ამდენად დასაშვებია კვინვაქსემით აცრა საბაზო იმუნიზაციისას, აგრეთვე იმ ბავშვების განმეორებითი იმუნიზაცია, რომლებიც ადრე იყვნენ სხვა კომბინირებული ვაქცინით აცრილი. დყტ-ჰეპბ-ჰიბ – ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია ბკგ-ს, წითელას, პოლიომიელიტის (OPV ან IPV) და ყვითელი ცხელების ვაქცინებთან ერთად, აგრეთვე A ვიტამინის მიღებისას. თუ დყტ-ჰეპბ-ჰიბ-ს ვაქცინა კეთდება სხვა ვაქცინებთან ერთად, მისი შეყვანა უნდა მოხდეს ცალკე უბანზე. დაუშვებელია მისი შერევა კონტეინერში ან შპრიცში ნებისმიერ სხვა ვაქცინასთან.
მიღების წესები და დოზები
გამოყენებამდე ვაქცინის შემცველი ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი თხევადი მასის მიღებამდე. რეკომენდებულია ვაქცინის შეყვანა ბარძაყის ზედა ნაწილის წინა ლატერალურ უბანში. ბავშვებში ინექციის დუნდულებში გაკეთება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს საჯდომი ნერვის დაზიანება. ვაქცინა არ შეიყვანება კანში, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები. ყოველი ინექციისას აუცილებელია სტერილური შპრიცისა და ნემსის გამოყენება.
ვაქცინაციის პროგრამა სავალდებულოა ვაქცინაციისას მივყვეთ იმუნიზაციის ეროვნულ გაიდლაინებს ან/და ჯანმოს რეკომენდაციებს.
ბავშვთა პირველადი ვაქცინაცია (სიცოცხლის პირველ წელს): იწყება 6 კვირის ასაკიდან 3 დოზა, თითოეული 0.5მლ არანაკლებ ერთი თვის ინტერვალით
კვინვაქსემით შეიძლება აიცრან ბავშვები, მიუხედავად იმისა დაბადებისას გაუკეთდათ თუ არა B ჰეპატიტის ვაქცინა. კვინვაქსემი არ გამოიყენება დაბადებისას ვაქცინაციისათვის. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ყივანახველა განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ახალშობილებისათვის, კომბინირებული ვაქცინით პირველადი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე.
იმ ბავშვთა გაძლიერებული ვაქცინაცია, რომლებიც სიარულს იწყებენ (13-24 თვე დაბადებიდან): რევაქცინირებისას ერთი 0.5 მლ. კვინვაქსემის დოზის შეყვანა შეიძლება იმ ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ დყტ-ჰეპბ-ჰიბ-ს პირველადი ვაქცინაცია.
გვერდითი მოვლენები
დყტ-ჰეპბ-ჰიბ-ს თხევადი კომბინირებული ვაქცინის გვერდითი ეფექტების სახეობა და სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ცალ-ცალკე დყტ, ჰეპბ და ჰიბ-ს ვაქცინების გაკეთებისას გამოვლენილი რეაქციებისაგან. დყტ ვაქცინისათვის დამახასიათებელია უმნიშვნელო კეროვანი და ორგანიზმის ზოგადი რეაქციები. უმეტეს შემთხვევაში ვითარდება დროებითი ლოკალური შესივება, გაწითლება, აგრეთვე ცხელება. იშვიათად აღინიშნება ძლიერი ცხელება და გაღიზიანება გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. დაფიქსირდა ორგანიზმის ჰიპოტონური და ჰიპორეაქტიული რეაქციები, აგრეთვე ფებრილური კრუნჩხვები (12 500 გამოყენებულ დოზაზე ერთ შემთხვევაში). პარაცეტამოლის გამოყენება იმუნიზაციის დროს ან იმუნიზაციიდან 4-8 საათის განმავლობაში ზრდის ცხელების რეაქციების განვითარების შესაძლებლობას. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ბავშვთა ენცეფალოპათიის ნაციოანლური გამოკვლევების მიხედვით, არსებობს მწვავე ენცეფალოპათიის (უპირატესად პაროქსიზმი) განვითარების უმნიშვნელოდ მომატებული რისკი დყტ იმუნიზაციისთანავე. თუმცა, ყველა შესაძლო გამოკვლევის შემდგომმა შემოწმებებმა, რომლებიც ჩატარდა მთელი რიგი კვლევითი ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტის, ავსტრალიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ს იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტისა და პედიატრიული ასოციაციების მიერ, აჩვენა, რომ მიღებული მონაცემებით არ დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბავშვებში დყტ-სა და ნერვული სისტემის ქრონიკულ დისფუნქციებს შორის. ამგვარად, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ მოცემული რეაქციები იწვევენ რაიმე მუდმივ შედეგებს ბავშვებში, არ არსებობს. B ჰეპატიტის ვაქცინას კარგად იტანს ორგანიზმი. პლაცებო-კონტროლირებული გამოკვლევების შედეგად, კეროვანი ტკივილის გამოკლებით, ისეთი შემთხვევები, როგორიცაა კუნთების ტკივილი და ხანმოკლე ცხელება, იმაზე ხშირად არ ვითარდებოდა, როგორც იმ ჯგუფში, რომელშიც გამოიყენებოდა პლაცებო. ძალიან იშვიათად გამოვლინდა ანაფილაქსური რეაქციები. მიღებული მონაცემების მიხედვით, ურთიერთკავშირი B ჰეპატიტის ვაქცინასა და გიიენა-ბარის სინდრომს ან მადემიელინიზირებელ დაავადებებთან, მათ შორის გაფანტულ სკლეროზთან, არ არსებობს. ასევე არ არსებობს მონაცემები B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ქრონიკული გადაღლის სინდრომს, ართრიტს, აუტოიმუნურ დარღვევებს, ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომს ან დიაბეტს შორის ურთიერთკავშირის შესახებ. ჰიბ ვაქცინა ძალიან კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ. კეროვანი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში ტკივილისა და ინექციის ადგილას მგრძნობელობის სახით. აღნიშნული რეაქციები უმეტესად მსუბუქია და ხანმოკლე. უმრავლეს შემთხვევაში ისინი თავისთავად ქრება ორი ან სამი დღის განმავლობაში და სამედიცინო დახმარების აუცილებლობა არ არსებობს. ჰიბ ვაქცინის გამოყენების შემდეგ იშვიათად აღინიშნება უმნიშვნელო სისტემური რეაქციები, მათ შორის ცხელება. უფრო სერიოზული რეაქციები ვითარდება ძალიან იშვიათად; ურთიერთკავშირი უფრო სერიოზულ რეაქციებსა და ვაქცინას შორის დადგენილი არ არის.
კლინიკური გამოკვლევების მონაცემები:
კლინიკური ცდების დროს კვინვაქსემის საინექციო ხსნარის (დყტ-ჰეპბ-ჰიბ თხევადი კომბინირებული ვაქცინა) დაახლოებით 1500 დოზა გამოიყენებოდა 6 კვირაზე მეტი ასაკის 512 ჯანმრთელი ახალშობილის პირველადი ვაქცინაციის დროს. აღნიშნული კლინიკური გამოკვლევებისას ვაქცინის გამოყენებიდან 5-7 დღის განმავლობაში ხდებოდა საგულდაგულო დაკვირვება ნიშნებსა და სიმპტომებზე. ჩვეულებრივი განვითარებული რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ. გამოყენებული დოზის რაოდენობის რაოდენობის შესაბამისად გამოვლენილ შემთხვევათა სიხშირე განისაზღვრა როგორც: ჩვეულებრივი (>1/10), ძალიან ხშირი (>1/100, <1/10), ხშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: დიარეა, პირღებინება.
ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები:
ხშირად: რეაქციები ინექციის ადგილას (შემკვრივება, ერითემა, ტკივილი);
იშვიათად: ცხელება;
იშვიათად: გრიპის მსგავსი სიმპტომები
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:
ხშირად: კვების დარღვევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: ძილიანობა
ფსიქიკური დარღვევები:
ხშირად: ყვირილი და ტირილი;
ჩვეულებრივად: გაღიზიანება
იშვიათად: გახანგრძლივებული ყვირილი
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:
იშვიათად: ხველა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ძალიან იშვიათად: გამონაყარი
ნორმალური რეაქციების უმეტესობა ერთიდაიგივე სიხშირით დაფიქსირდა პირველადი ვაქცინაციისა და რევაქცინაციის შემდეგ. რეაქციების უფრო მაღალი სიხშირე გამოვლინდა რევაქცინაციის შემდეგ (სხვაობა პირველად ვაქცინაციასთან დაახლოებით 10%), რაც უმეტესწილად გამოიხატებოდა ჩვეული კვების რეჟიმის ცვლილებითა და უმიზეზო ტირილით. შექცევადი სისტემური გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ვითარდება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში ქრება სპონტანურად. ყველა კეროვანი ან სისტემური რეაქცია ქრება უკვალოდ.
ბაზარზე პრეპარატის შემოსვლის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების მონაცემები:
როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, ფართო გამოყენებაზე შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ არსებობს ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა, რომლებიც არ გამოვლენილა კლინიკური გამოკვლევების ჩატარებისას. დყტ-ჰეპბ-ჰიბ თხევადი კომბინირებული ვაქცინა შედგება ვაქცინის აღიარებული და შემოწმებული კომპონენტებისაგან. ამ ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლენილ იქნა მრავალი წლის მანძილზე, ხოლო მოცემული ვაქცინის უსაფრთხოებისა და ორგანიზმის მიერ მისი ამტანობის განსხვავება ცნობილი ვაქცინების შემადგენლობისაგან კლინიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოდ ითვლება. პოსტავტორიზაციულ პერიოდში, დყტ-ჰეპბ-ჰიბ თხევადი კომბინირებული ვაქცინის გამოყენების შემდეგ, დაფიქსირდა ორგანიზმის ჰიპოტონური და ჰიპორეაქტიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები. ყველა შემთხვევაში აღინიშნა სიმპტომების სპონტანურად გაქრობა ყოველგვარი შედეგების გარეშე. დყტ, B ჰეპატიტისა და ჰიბ წინააღმდეგ ვაქცინების გამოყენების შემდეგ იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსური რეაქციები და ალერგიული გამონაყარი.
უკუჩვენება
ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან სერიოზული რეაქცია კომბინირებული ვაქცინის წინა შეყვანისას წარმოადგენს კომბინირებული ვაქცინის ან სხვა ვაქცინის შემდგომი დოზების გამოყენების სრულ უკუჩვენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი რეაქციის პროვოცირება. ნევროლოგიური დარღვევები წარმოადგენს უკუჩვენებას ყივანახველას კომპონენტისათვის. ასეთ შემთხვევაში, ვაქცინა გამოიყენება არა კომბინირებული ვაქცინის სახით, არამედ დიფტერია, ტეტანუსი, ჰეპბ და ჰიბ შეიყვანება ცალ-ცალკე. კვინვაქსემით ვაქცინაცია არ არის უკუნაჩვენები B ჰეპატიტის ვირუსით დაავადებულებისათვის ან იმ პირებისათვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ აღნიშნული დაავადება. როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს იმ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ცხელება. ვაქცინაციისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს ისეთი უმნიშვნელო დაავადებები, როგორიცაა ჩვეულებრივი გაცივება ან ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციები (სხეულის ტემპერატურა <380C). ვაქცინაციის გადადება ასევე საჭირო არ არის ტოპიკური კორტიკოსტეროდებით მკურნალობისას ან მცირე დოზების სისტემატიური გამოყენებისას (მაგ. <0.5 მგ/კგ პრედნიზოლონი ან მისი შემცვლელი), ან კანის დაავადებებისას, როგორიცაა დერმატიტი, ეგზემა ან სხვა ადგილობრივი კანის რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
როგორც ნებისმიერი სხვა საინექციო გზით შესაყვანი ვაქცინის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა სწრაფი ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ვაქცინის გამოყენების შემდგომი ანაფილაქსური შოკი ან ანაფილაქსური რეაქცია. ვაქცინის გამოყენებამდე აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული სიფრთხილის ზომები მოიცავს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაცნობას, კერძოდ, ადრე ნებისმიერი სახის ვაქცინის გამოყენებისას გამოვლენილ მომატებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით, აგრეთვე ინფორმაციის მიღებას პაციენტის მიერ ცოტა ხნის წინ გადატანილი ავადმყოფობებისა და ადრე ჩატარებული ყველა სახის ვაქცინაციის შესახებ.
უჯრედოვანი ყივანახველას კომპონენტის შემცველი ვაქცინის შემდგომი დოზის გამოყენება გულდასმით უნდა იქნას შესწავლილი, თუ დყტ-ის ვაქცინის გამოყენებისას გამოვლენილია ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია:
– 400C ტემპერატურა ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში (თუ სხვა გამომწვევი მიზეზი არ არსებობს);
– კოლაფსი ან შოკი (ორგანიზმის ჰიპოტონური ან ჰიპორეაქტიული რეაქცია) ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში;

– მუდმივი ტირილის განწყობა 3 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვაქცინაციიდან 48 საათში; – კონვულსიები ცხელებით ან მის გარეშე ვაქცინაციიდან 3 დღის მანძილზე.
შესაძლოა განვითარდეს აღნიშნული სიმპტომები, ყივანახველათი ხშირი ავადობაც კი, ამ შემთხვევაში შესაფასებელია კონკრეტული გარემოებები და არჩევანი უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის სასარგებლოდ თუ პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
აივ-ზე სეროპოზიტიური რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას ვაქცინაციისათვის. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს ან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ დაქვეითებული იმუნური რეაქცია. აივ-ით დაინფიცირებულების იმუნიზაცია, როგორც სიმტომების არ არსებობისას, ისე კლინიკური გამოვლინებებისას, უნდა ჩატარდეს კომბინირებული ვაქცინით სტანდარტული წესის შესაბამისად.
დაუშვებელია ვაქცინის შეყვანა სისხლძარღვში. კვინვაქსემის საინექციო ხსნარი (დყტ-ჰეპბ-ჰიბ თხევადი კომბინირებული ვაქცინა) სიფრთხილით გამოიყენება თრომბოციტოპენიის ან სისხლის შედედების დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან კუნთებში შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. ვაქცინაციისათვის გამოიყენება თხელი ნემსი, ხოლო შეყვანის ადგილას აუცილებელია დაჭერა (დაზელვის გარეშე ) 2 წუთის განმავლობაში.

შენახვის პირობები და ვადები
კომბინირებული ვაქცინის შენახვა და გადატანა უნდა მოხდეს +2 oC დან +8oC მდე ტემპერატურაზე.

დაუშვებელია დყტ-ჰეპბ-ჰიბ თხევადი კომბინირებული ვაქცინის გაყინვა. თუ ვაქცინა გაიყინა იგი არ გამოიყენება.
შეფუთვა
ვაქცინა წარმოდგენილია მინის ფლაკონებში – თითო ფლაკონში 0.5 მლ ვაქცინა (ერთი დოზა).
ვარგისიანობის ვადა:
ფლაკონის თერმორეგულატორის ჩვენების განმარტება:
• შიდა კვადრატი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე გარეთა რგოლი. თუ ვარგისიანობის ვადა გასული არ არის, ვაქცინის გამოყენება შეიძლება.
• გარკვეული დროის შემდეგ, შიდა კვადრატი კიდევ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე გარეთა რგოლი. თუ ვარგისიანობის ვადა გასული არ არის, ვაქცინის გამოყენება შეიძლება.
• შიდა კვადრატი ისეთივე ფერისაა, როგორიც გარეთა რგოლი. ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება.
• ვარგისიანობის ვადის გასვლა: შიდა კვადრატი უფრო მუქია, ვიდრე გარეთა რგოლი. ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება.
ფლაკონის თერმორეგულატორი წარმოადგენს კორეული კორპორაცია „ბერნა ბიოტეკი“-ს მიერ მოწოდებული კვინვაქსემის საინექციო ხსნარების ეტიკეტის ნაწილს.
კონტეინერის ეტიკეტზე მოთავსებული ფერის ელემენტი წარმოადგენს ფლაკონის თერმორეგულატორს. ეს არის დროებით-ტემპერატურული მგრძნობელობის ელემენტი, რომელიც აღნიშნავს კონტეინერის აკუმულირებულ სითბოს. ის აფრთხილებს საბოლოო მომხმარებელს ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლის დროსაც გაცხელების შემდეგ აღინიშნა ვაქცინის ცვლილება დაუშვებელ ფარგლებში. თერმორეგულატორის მოხმარება მარტივია. ყურადღების გამახვილება ხდება ცენტრალურ კვადრატზე. მისი ფერი მუდმივად ცვალებადია. ვიდრე ამ კვადრატის ფერი უფრო ღიაა, ვიდრე რგოლისა, ვაქცინის გამოყენება შეიძლება. როგორც კი ცენტრალური კვადრატი ისეთივე ფერის გახდება, როგორი ფერისაც არის რგოლი ან უფრო გამუქდება, ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება.

Share this...Share on Facebook
Facebook