კლოპიქსოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ზუკლოპენტიქსოლი/
ZUCLOPENTHIXOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.
1 ტაბ.
ზუკლოპენტიქსოლი
(დიჰიდროქლორდის ფომით)………..  2 მგ
ზუკლოპენტიქსოლი
(დიჰიდროქლორიდის ფორმით)………10 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლოპიქსოლი წარმოადგენს ანტიფსიქოზურ საშუალებას (ნეიროლეფსიური), რომელიც ნაწარმოებია თიოქსან-ტენისგან.
ნეიროელეფსიური საშუალების ანტიფსიქოზურ მოქმედებას, როგორც წესი, უკავშირებენ დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც.
კლოპიქსოლს გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიფსიქოზური და სპეციფიკური შემაკავებელი მოქმედება. კლოპიქსოლმა შეიძლება გამოავლინოს გარდამავალი დოზადამოკიდებული, სედატიური ეფექტი. თერაპიის დასაწყისში (ანტიფსიქოზურ მოქმედებამდე) სედატიური ეფექტის სწრაფი განვითარება წარმოადგენს დიდ უპირატესობას მწვავე ფსიქოზების მკურნალობისას. ტოლერანტობის მომენტი პრეპარატის არასპეციფიკური სედატიური ეფექტის მიმართ მალე დგება. კლოპიქსოლის სპეციფიკური სედაციური მოქმედება განსაკუთრებით დადებითია იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ აჟიტაცია, მოუსვენრობა, აგრესიულობა.
ფარმაკოკინეტიკა:
ზუკლოპენტიქსოლის ბიოშეღწევადობა მისი პერორარული მიღებისას შეადგენს დაახლოებით 44%-ს. სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4 საათის შემდეგ. ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელოდ აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ნეიროლეფსიური აქტიობა და გამოიყოფიან, ძირითადად განავალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს.
ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური მოშლილობები, განსაკუთრებით ჰალუცინაციებთან, პარანოიდულ ბოდვასთან და აზროვნების მოშლილობასთან ერთად, ასევე აჟიტაციური მდგომარეობისას, გაძლიერებული მოუსვენრობისა და აგრესიულობისას;
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკალური ფაზა;
გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოქმედების სხვა დარღვევები;
სენილური ჭკუასუსტობა, რომელსაც თან სდევს პარანოიდული იდეები, ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, ქცევის დარღვევა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული თითოეული პაციენტისათვის, მისი მდგომარეობის შესაბამისად. როგორც წესი, თავდაპირველად უნდა დაინიშნოს მცირე დოზები, რომლებიც შემდგომ სწრაფად უნდა გაიზარდოს ოპტიმალურ ეფექტურ დონემდე კლინიკური ეფექტის შესაბამისად.
შიზოფრენიის მწვავე შეტევის, ან სხვა მწვავე ფსიქოზური მოშლილობების დროს, გამოხატული აჟიტაცია და მანია: პრეპარატი ინიშნება როგორც წესი 10-50 მგ დღეში.
გამოხატული მოშლილობებისას და საშუალო სიმძიმის მდგომარეობებისას საწყისი დოზა 20 მგ/დღეში აუცილებლოიბს შემთხვევაში იზრდება 10-20 მგ-თი 2-3 დღის შუალედით დღეში 75 მგ-მდე და მეტი.
ქრონიკული ფსიქოზური მდგომარეობების შიზოფრენიისას და სხვა ქრონიკული ფსიქოზების დროს დოზა შეადგენს 20-40 მგ/დღეში.
ოლიგოფრენიით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება როგორც წესი – 6-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 25-40 მგ-მდე დღეში.
პაციენტებში გამოხატული აჟიტაციითა და ცნობიერების დარღვევითსენილური დარღვევებით: პრეპარატი ინიშნება როგორც წესი – 2.6 მგ/დღეში (სასურველია მიღებული იქნას საღამოს) აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-20 მგ-მდე დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ის კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით, მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდებული. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაგვიანებული დისკინეზია. ანტიპარკინსონული პრეპარატები არ აუქმებენ მის სიმპტომებს. რეკომენდებულია დოზირების შემცირება, ან თუ ეს შესაძლებელია, თერაპიის შეწყვეტა.
ფსიქიკური მოქმედების მხრივ: ძილიანობა საწყის სტადიაზე.
ვეგეტატიური ნერვული სისტემის, გულისა და სისლხლძარღვების სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა, ტაქიკარდია, ორტოსტატიკური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.
ღვიძლის მხრივ: იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.
უკუჩვენებები:
* ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით; კომატოზური მდგომარეობა.
განსაკუთრებული მითითებები:
* კლოპიქსოლმა შეიძლება იმოქმედოს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ თერაპიის დასაწყისში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ დრომდე, სანამ არ იქნება განსაზღვრული მკურნალობაზე პაციენტის რეაქცია.
* ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის დეტალური კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით კლოპიქსოლი უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებს კრუნჩხვითი სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი და გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.
* კლოპიქსოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობისას და ძუძუთი ბავშვის კვებისას.
* ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ შესაძლებელ გართულებას ლეტალური შედეგით ნეიროლეფსიურების გამოყენებისას. ანს-ის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დარღვევა, რომლებსაც თან სდევს ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა) დისფუნქცია. პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის გარდა აუცილებელია გამოყენებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციის ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები და სიმპტომატური მკურნალობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო-ან ჰიპერთერმია, ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.
მკურნალობა: სიმპტომატიური და შემანარჩუნებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის მოქმედების მხარდასაჭერად. არ არის სასურველი ადრენალინის გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება შეჩერდეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქიმიურად შეუთავსებადი კომბინაციები დადგენილი არ არის.
– კლოპიქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება, ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება.
– არ არის რეკომენდებული კლოპიქსოლის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად. რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება.
– კლოპიქსოლმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპისა და სხვა ადრენერგული საშუალებების მოქმედება,
– მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია კი ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბ. 2 მგ – 2 წელი.
ტაბ 10 მგ, – 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: H. LUNDBECK, დანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook