მკურნალობა უცხოეთში


ლამიზილი სპრეი

ლამიზილი სპრეის ზოგადი ინფორმაცია

ლამიზილი სპრეი. LAMISIL SPRAY. სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების სხვა პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ტერბინაფინი. Terbinafine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D01AE. მწარმოებელი ფირმა – OTC – NCH (საფრანგეთი).

ლამიზილი სპრეის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ლამიზილი სპრეი. LAMISIL SPRAY გამოდის 1% 15მლ და 30მლ გარეგანი გამოყენების სპრეის ფორმით. 1 გ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, პროპილენგლიკოლი, აზოტი.აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ან ღია-ყვითელი სითხე.

ლამიზილის (სპრეი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ლამიზილის (სპრეი) ფასები ფარმადეპოში
ლამიზილის (სპრეი) ფასები ავერსში
ლამიზილის (სპრეი) ფასები psp-ში
ლამიზილის (სპრეი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ლამიზილი (სპრეი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ლამიზილის (სპრეი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ლამიზილი სპრეის აქტიური ნივთიერება

ტერბინაფინი. Terbinafine. ქიმიური დასახელება –  (E)-N-(6,6-დიმეთილ-2-ჰეპტენ -4-ინილ)-N-მეთილ-1-ნაფტალენმეთანამინი. ბრუტო–ფორმულა:C21H25N. ტერბინაფინს მიაკუთვნებენ სოკოს საწიააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:78628-80-5.

 

ლამიზილი სპრეის სინონიმები

ლამიზილი (Lamisil, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., დიდი ბრიტანეთი), მუსიტროლი (MUSITROL, AVERSI, საქართველო), ტერბიზილი (TERBISIL, Gedeon Richter, უნგრეთი), ტერბიზილი კრემი (TERBISIL, Gedeon Richter, უნგრეთი), ტერბონილი 1% კრემი (TERBONILE 1% CREAM, Bilim, თურქეთი),  ტერბონილი კანის სპრეი 1% (TERBONILE 1% Dermal Spray, Bilim, თურქეთი), ტერბონილი ტაბლეტები (TERBONILE TABLETS, Bilim, თურქეთი), ტერფალინი (Terfalin, Nobel, თურქეთი).

ლამიზილი სპრეის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები კანის, სოკოვანი
  • მიკოზები ტერფების (ტერფის “სოკო”)
  • ეპიდერმოფიტია ქვედა, მუცლის (tinea cruris)
  • სოკოვანი დაავადებები სხეულის გლუვი კანის  (tinea corporis) ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ., T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum), Microsporum canis da Epidermophyton floccosum გამოწვეული
  • სირსველი ჭრელი ( Pityriasis versicolor), გამოწვეული Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia furfur)

ლამიზილი სპრეის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. მცირე კონცენტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების (Trychophyton rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum, T.tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), ობის (ძირითადად C.albicans) და ზოგიერთი დიმორფული სოკოს (Pityrosporum orbiculare) მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება ფუნგიციდური ან ფუნგისტატური იყოს.
ტერბინაფინი სპეციფიურად ცვლის სტეროლების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს, რომელიც სოკოებში ხდება. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს უჯრედში სქვალენის დაგროვებას და სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების გზით სოკოს უჯრედის მემბრანაზე.
ტერბინაფინი არ მოქმედებს ადამიანის P450 ციტოქრომის სისტემაზე და შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას აბსორბცია – 5%-ზე ნაკლებია, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.
ჩვენებები
კანის სოკოვანი ინფექციების, მ.შ. ტერფების მიკოზის (ტერფის „სოკო“), მუცლის ქვედა ეპიდერმოფიტიის (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაავადებების (tinea corporis) პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ., T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum), Microsporum canis და Epidermophyton floccosum.
ჭრელი სირსველი (Pityriasis versicolor), გამოწვეული Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia furfur).
მიღების წესები და დოზები
გამოიყენება გარეგანად.
მოზრდილები. ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენება შეიძლება ერთხელ ან ორჯერ დღეში, ჩვენებების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა. პრეპარატი შეისხურება (სპრეი) ან წაისმევა (ხსნარი) დაზიანებულ მონაკვეთებზე იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია მათი გაჟღენთისათვის და, გარდა ამისა, დაიტანება კანის როგორც დაზიანებულ, ასევე ინტაქტურ მიმდებარე მონაკვეთებზე. სხეულის ფართო სოკოვანი დაზიანებებისას რეკომენდებულია 30 მლ სპრეის გამოყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა:
სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა – დღეში ერთხელ
ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა – დღეში ერთხელ
ჭრელი სირსველი: 1 კვირა – დღეში ორჯერ
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზირების რეჟიმი ზემოაღნიშნულისაგან არ განსხვავდება.
ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენება ბავშვებში. ლამიზილის სპრეის ან ხსნარის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, რის გამოც პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის დატანის ადგილებში შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილით
თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, სიმსივნეები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები, ბავშვთა ასაკი (საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობა).
ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტულ კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები არ გამოვლინდა. ამჟამად ლამიზილის გამოყენებისას განვითარების რაიმე მანკიერებების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულებში ლამიზილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით შეიძლება. ტერბინაფინი რძესთან ერთად გამოიყოფა. მაგრამ მეძუძური დედის მიერ ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენებისას კანიდან შეიწოვება აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა, ამიტომ არასასურველი მოქმედება ჩვილზე ნაკლებ სავარაუდოა.
განსაკუთრებული მითითებები
კლინიკური გამოვლინებების გამოხატულების შემცირება ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ დღეებში აღინიშნება. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ლამიზილის კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე წასმისას, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.
ლამიზილი სპრეი ან ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებში მოხვედრა, ვინაიდან მან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გამდინარე წყლით დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. თუ პრეპარატი შემთხვევით იქნა შეყვანილი სასუნთქ გზებში ინჰალაციის დროს, რაიმე სიმპტომების განვითარებისას და განსაკუთრებით მათი შენარჩუნებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. თუ ლამიზილის სპრეი ან ხსნარი შემთხვევით შიგნით იქნა მიღებული, მოსალოდნელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ვითარდება ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზისას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში და თავბრუსხვევა). ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატში ეთილის სპირტის (23.5%) შემცველობა.
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში – სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლამიზილის სპრეის ან ხსნარის წამლებთან რაიმე ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
გამოშვების ფორმა
სპრეი გარეგანი გამოყენებისათვის 1%: 15 მლ ან 30 მლ ცილინდრის ფორმის პოლიპროპილენის ფლაკონში საფრქვევით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (მსპე) თავსახურით. ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 1%: 30 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (მსპე) მათარას ფორმის ფლაკონში დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (დსპე) კონუსის ფორმის საცმელ-საწვეთურით და პირველი გახსნის კონტროლის სისტემით აღჭურვილი მსპე-ს სახრახნი თავსახურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება. ვარგისიანობის ვადა 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

 

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka