პოლიჟინაქს ვირგო

  პოლიჟინაქს ვირგო

პოლიჟინაქს ვირგოს ზოგადი ინფორმაცია

პოლიჟინაქს ვირგო. POLYGYNAX VIRGO. პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – ნეომიცინი + ნისტატინი + პოლიმიქსინი B. Neomycin + Nystatin + Polymyxin B. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G01AX. მ წარმოებელი ფირმა – ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი”, მწარმოებელი ”ინოტერა შუზი” (საფრანგეთი).

პოლიჟინაქს ვირგოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პოლიჟინაქს ვირგო. POLYGYNAX VIRGO გამოდის ვაგინალური კაფსულის ფორმით. 1 კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნეომიცინის სულფატს 35 000 ს.ე., პოლიმიქსინ B-ს სულფატს 35 000 ს.ე., ნისტატინს 100 000 ს.ე.. დამხმარე ნივთიერებებია: დიმეტიკონი 1000, ტეფოზი 63, პალმიტინის და სტეარინის მჟავის ეთერები. კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცეროლი, დიმეტიკონი 1000, გასუფთავებული წყალი.აღწერილობა: ღია ვარდისფერი ფერის წაგრძელებული ფორმის წამახვილებული ბოლოთი რბილი კაფსულა. კაფსულის შიგთავსი: ღია ვარდისფერი ფერის ზეთოვანი ემულსია.

პოლიჟინაქს ვირგოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პოლიჟინაქს ვირგოს ფასები ფარმადეპოში
პოლიჟინაქს ვირგოს ფასები ავერსში
პოლიჟინაქს ვირგოს ფასები psp-ში
პოლიჟინაქს ვირგოს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პოლიჟინაქს ვირგო, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პოლიჟინაქს ვირგოს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პოლიჟინაქს ვირგოს აქტიური ნივთიერებები

ნეომიცინი + ნისტატინი + პოლიმიქსინი B. Neomycin + Nystatin + Polymyxin B. ნეომიცინს + ნისტატინს + პოლიმიქსინ B –ს მიაკუთვნებენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების,  ამინოგლიკოზიდების და სხვა ანტიბიოტიკების ჯგუფს.

პოლიჟინაქს ვირგოს სინონიმები

გინოტრი (Ginotri, G P C, სირია),  პოლიჟინაქსი (Polygynax, Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, საფრანგეთი).

პოლიჟინაქს ვირგოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
  •  ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
  • ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
  •  გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
  • საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ

პოლიჟინაქს ვირგოს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას გრამდადებით (Corynebacterium spp., Staphylococcus spp. და სხვა) და გრამუარყოფით (Enterococcus faeacium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum) მიკროორგანიზმებზე. ახასიათებს ფუნგიციდური და ფუნგისტატური მოქმედება (Candida spp., Hystoplasma spp., Cryptococcus spp). აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას. ფარმაკოკინეტიკა აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან. ჩვენებები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა. პროფილაქტიკა: გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ; საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ. მიღების წესები და დოზები პრეპარატი ინიშნება ინტრავაგინალური ინსტილაციების სახით ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. პრეპარატის წამახვილებული ბოლო უნდა მოიჭრას მაკრატლით, ამის შემდეგ შიგთავსის ინსტილაცია (შესხურება) წარმოებს საშოში. მკურნალობის ხანგრძლიობა 6 დღე. პროფილაქტიკისათვის 6 დღიანი კურსი. პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება ჩვეული დოზით. გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება, რომელიც ძლიერდება თირკმლის უკმარისობის დროს. უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობის დროს კონსულატაციისათვის მიმართეთ ექიმს. თუ მკურნალობის დროს თქვენ დაადგინეთ ორსულობა კონსულატაციისათვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი განსაზღვრულია მცირე ასაკის და მოზარდ – გოგონებში ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის. დაიცავით მითითებული დოზირების რეჟიმი, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და რე-ინფიცირების განვითარების რისკი. თირკმლის უკმარისობის დროს კონსულატაციისათვის მიმართეთ ექიმს. მკურნალობის დროს არ არი რეკომენდებული ინტრავაგინალური ტამპონების გამოყენება. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდების გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობა აქვეითებს სპერმიციდის აქტივობას. შენახვის პირობები და ვადები პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25oC. მოარიდეთ ბავშვებს. გამოყენების ვადა: 1,5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში. აფთიაქში გაცემის წესი რეცეპტით.

Share this...Share on Facebook
Facebook