აბზინდას ბალახი

აბზინდას ბალახის ზოგადი ინფორმაცია

აბზინდას ბალახი. Herba Artemisiae Absinthii. ფიტოპრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug .მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).


აბზინდას ბალახი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აბზინდას ბალახის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აბზინდას ბალახი. Herba Artemisiae Absinthii გამოდის 50 გრ. მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. აბზინდას ბალახი შეიცავს ანაბსინტინისა და აბსინტინის მწარეებს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, პიტონციდებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავასა და პროვიტამინ A-ს), ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვის) და მთრიმლავ ნივთიერებებს.

აბზინდას ბალახის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აბზინდას ბალახი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აბზინდას ბალახის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აბზინდას ბალახის ფასები ფარმადეპოში
აბზინდას ბალახის ფასები ავერსში
აბზინდას ბალახის ფასები psp-ში
აბზინდას ბალახის ფასები სხვა აფთიაქებში

აბზინდას ბალახის აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

აბზინდას ბალახის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მადის მომატება
  • საჭმლის მონელების გაუმჯობესობა
  • ტკივილები, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების დროს
  • ტკივილები, სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს
აბზინდას ბალახის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
აბზინდას ბალახი ისევე როგორც ყველა მწარეები რეფლექსურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებს ნაღვლდენას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია აღგზნების მომატებითა და საკვებ პროდუქტზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორების გაღიზიანებით. ბალახში შემავალი ტერპენოიდული ნაერთები ახდენენ გამოხატულ ანთების საწინააღნდეგო მოქმედებას, ასტიმულირებენ რეტიკოლოენდოთელური სისტემის ფუნქციას და ფაგოციტურ აქტივობას.
აბზინდას ეთეროვანი ზეთები თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ქაფურის თვისებებთან, რომელსაც გააჩნია კარდიომასტიმულირებელი მოქმედება, იგი აღაგზნებს ცნს-ს
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებელი საშუალება.
გამოიყენება მადის მოსამატებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები, მცირდება ან სრულიად ქრება ტკივილი, უმჯობესდება მადა
გვერდითი მოვლენები
მცენარის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია მსუბუქი ფორმის ინტოქსიკაცია, მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია აღინიშნოს ცენტრალური ხასიათის ზოგადი ტოქსიკური მოვლენები, ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვებით