ამარილი მ

ამარილი მ–ის ზოგადი ინფორმაცია

ამარილი მ. AMARIL M. პერორალური ჰიპოგლიკემიური  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – გლიმეპირიდი + მეტფორმინი. Glimepiride+ Metformin. მწარმოებელი ფირმა – Worwag Pharma (კორეა).


ამარილი მ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ამარილი მ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ამარილი მ. AMARIL M გამოდის 1 მგ+ 250 მგ და  2 მგ+ 500 მგ ტაბლეტის ფორმით.

ამარილ მ –ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ამარილი მ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ამარილ მ –ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ამარილ მ –ის ფასები ფარმადეპოში
ამარილ მ –ის ფასები ავერსში
ამარილ მ –ის ფასები psp-ში
ამარილ მ –ის ფასები სხვა აფთიაქებში

ამარილი მ–ის აქტიური ნივთიერებები

გლიმეპირიდი + მეტფორმინი. Glimepiride+ Metformin. გლიმეპირიდს + მეტფორმინს მიაკუთვნებენ  ჰიპოგლიკემიური სინთეთიკური და სხვა საშუალებების ჯგუფს.

ამარილი მ–ის საფირმო აღწერიდან

მიღების წესები და დოზები
amaril® მ-ის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
amaril®მ-ის დოზა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ამ პრეპარატის სწორად გამოყენებისთვის, უნდა გაიაროთ სისხლის რეგულარული ტესტირება, რაც საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს განახორციელოს დაკვირვება სისხლში შაქრის შემცველობის დონის ცვლილებებზე და ამ გზით დანიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი. რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის დაწყება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და შემდეგ ექიმს შეუძლია მისი გაზრდა სისხლში შაქრის შემცველობის დონის მიხედვით.
როდესაც ხდება ცალკეული ტაბლეტების სახით არსებული გლიმეპირიდისა და მეთფორმინის კომბინირებული მკურნალობიდან გამოთიშვა, amaril®მ-ის მიღება ხორციელდება ახლახანს მიღებული დოზის საფუძველზე.
მიღების მეთოდი და სიხშირე
ამარილ®მ-ის მიღება ხდება დღეში ერთხელ ან ორჯერ, უშუალოდ საუზმის წინ ან მისი მიღების დროს. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, amaril®მ-საც ახასიათებს გვერდითი ეფექტები:
– ჰიპოგლიკემია (იხილეთ აგრეთვე “გაფრთხილება”):
ამარილ®მ-ის სისხლში შაქრის დონის დამწევი ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია თავი იჩინოს ჰიპოგლიკემიამ და იგი კვლავაც გაგრძელდეს. ჰიპოგლიკემიის სავარაუდო სიმპტომებია: თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების დარღვევა და საერთოდ მოშლა, მხედველობის მოშლა, კანკალი, პარეზები, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, უმწეობა, თვითკონტროლის დარღვევა, დელირიუმი, ცერებრალური კრუნჩხვები, ძილიანობა და ცნობიერების დაკარგვა-კომა, ზედაპირული სუნთქვა და გულის რიტმის შენელება (ბრადიკარდია). ამასთანავე შესაძლებელია შეინიშნოს ისეთი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ოფლიანობა, კანის სისველე, შფოთვა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), ჰიპერტონია, გულის აჩქარება, სტენოკარდია და გულის არითმია. ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის კლინიკური სურათი გულის წასვლის მსგავსია. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ქრებიან ჰიპოგლიკემიის კუპირებისთანავე.
– ლაქტოაციდოზი (იხილეთ აგრეთვე “გაფრთხილება”):
ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს, აღენიშნებათ ეგრეთ წოდებული ლაქტოაციდოზი (სისხლში რძემჟავის ჭარბი რაოდენობა). მისი სიმპტომებია: სიცივის ან დისკომფორტის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან პირღებინება, აბდომინალური ტკივილი, წონის სწრაფი კლება ან გახშირებული სუნთქვა. თუ თქვენ აღგენიშნებათ ერთერთი ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, შეწყვიტეთ ამარილ®მ-ის მიღება და მიმართეთ ექიმს.
– თვალები:
განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დროებითი მოშლა, რაც განპირობებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით.
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ზოგჯერ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით თავს იჩენენ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, ყველაზე ხშირ შემთხვევებაში ეს ხდება მკურნალობის კურსის დაწყებისას.
იშვიათ შემთხვევებში, მატულობს ღვიძლის ტრანსამინაზების დონე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება ღვიძლის ფუნქციის მოშლა (მაგალითად, ქოლესტაზი და სიყვითლე) და ჰეპატიტი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა.
სისხლი:
სისხლში შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები: იშვიათად, თრომბოციტოპენია და განსაკუთრებულ შემთხვევებში – ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მაგალითად, ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლის მიზეზით). აღინიშნება B12 ვიტამინის დონეების დაქვეითება, აგრეთვე B12 შრატის დონეებზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს იგივენაირად.
– სხვა გვერდითი ეფექტები:
მკურნალობის კურსის დასაწყისში ზოგიერთი პაციენტი უჩივის არასასიამოვნო ან ლითონის გემოს, რაც ხშირად ქრება სპონტანურად. ზოგჯერ ვლინდება ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება ქავილის, ჭინჭრის ციების ან გამონაყარის სახით. ისინი ზომიერი ხასიათისაა, მაგრამ შესაძლებელია მათი პროგრესირება, რასაც თან ახლავს დისპნოე და არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ ვითარდება ანაფილაქსიური შოკი. ჭინჭრის ციების გამოხატვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შრატში ნატრიუმის დონის შემცირებას, სისხლძარღვის კედლის ანთებასა (ალერგიული ვასკულიტი) და ფოტოსენსიბილიზაციას.
ვინაიდან ზოგიერთი გვერდითი მოვლენა (მაგალითად, მწვავე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის სერიოზული ცვლილება, მძიმე ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები ან ღვიძლის უკმარისობა) ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს, ამგვარი მოულოდნელი ან მწვავე რეაქციების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება და ექიმის რეკომენდაციამდე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში არაა მითითებული, გთხოვთ შეატყობინოთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
ამარილ® მ-ის მიღება არაა მიზანშეწონილი პაციენტებისათვის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ან მათთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან ბავშვის ძუძუთი კვებას.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.
განსაკუთრებული მითითებები
– დაუშვებელია ამარილ®მ-ის მიღება შემდეგ შემთხვევებში:
– ინსულინდამოკიდებული დიაბეტი (1-ლი ტიპის დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას);
– დიაბეტური კეტოაციდოზი;
– მომატებული მოგრძნობელობა (ალერგია) გლიმეპირიდის ან მეტფორმინის ან ამარილ®მ-ის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ან სულფონამიდების ან სულფანილშარდოვანას სხვა წარმოებულებისა და ბიგუანიდების მიმართ.
– ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში;
– თუ გადატანილი გაქვთ ლაქტოაციდოზი;
– თირკმლის დაავადება ან თირკმლის ფუნქციის მწვავე მოშლა;
– გულის უკმარისობა;
– თუ ახლახანს გადაიტანეთ გულის შეტევა ან აღგენიშნებათ სისხლის მიმოქცევის მწვავე პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება;
– დაავადებული ღვიძლი;
– ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება;
– მწვავე ინფექცია ან გაუწყლოება;
– თუ აპირებთ განსაზღვრული ტიპის რენტგენის გადაღებას შიდავენური გზით მიღებული იოდიზირებულ კონტრასტული ნივთიერებასთან ერთად.
– უნდა შეწყვიტოთ ამარილ®მ-ის მიღება პროცედურების ჩატარების დროს და მისი დასრულებიდან რამდენიმე დღის მანძილზე;
– არასაკმარისი კვება. თუ აღგენიშნებათ მოდუნება ან ლორწოვანი გარსის ან ადრენალინის არასაკმარისი ოდენობა.
– განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ამარილ®მ-თან მიმართებაში:
გთხოვთ ზედმიწევნით დაიცვათ დოზირების, დაკვირვების (სისხლისა და შარდის ტესტირებები), დიეტისა და ფიზიკური აქტივობის (ფიზიკური სამუშაო და დატვირთვა) თაობაზე არსებული მითითებები, როგორც უკვე განიხილეთ თქვენს ექიმთან.
gafrTxileba ჰიპოგლიკემია
მკურნალობის პირველ კვირაში, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი (სისხლში შაქრის შემცველობის დონის დაწევა) შესაძლებელია გაიზარდოს, რაც იწვევს განსაკუთრებით ზუსტი დაკვირვების წარმოების აუცილებლობას.
ჰიპოგლიკემიის გამომწვევი ფაქტორებია:
– პაციენტის მიერ გამოხატული არასაკმარისი სურვილი ან (ჩვეულებრივ ხანდაზმულ პაციენტებში) უუნარობა ექიმთან ურთიერთობისა;
– არასრულფასოვანი, არარეგულარული კვება ან საკვების გამოტოვება;
– დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მოხმარებას შორის;
– დიეტის შეცვლა;
– ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებულად არარეგულარული კვების დროს;
– თირკმლის ფუნქციის მოშლა;
– ღვიძლის ფუნქციის მწვავე მოშლა;
– ამარილ®მ-ის ჭარბი დოზით მიღება;
– ენდოკრინული სისტემის განსაზღვრული არაკომპენსირებული დაავადებები: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ჰიპოფიზის უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა;
– სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება (იხილეთ “სხვა პრეპარატების მიღება ამარილ®მ-თან ერთად”).
ჰიპოგლიკემიის ამგვარი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს ამარილ®მ-ის დოზის შეცვლა.
ამ ღონისძიების განხორციელება ასევე აუცილებელია მკურნალობის დროს დაავადების წარმოშობის ან პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის ეს სიმპტომები (იხილეთ “ამარილ®მ-ის სავარაუდო გვერდითი ეფექტები”) შეიძლება გამოვლინდეს უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ გამოვლინდეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჰიპოგლიკემია ვითარდება თანდათან, ხანშიშესულ ან ნერვულ დაავადებათა გარკვეული ტიპებით დაავადებულ პაციენტებში (ვეგეტატიური ნევროპათია) ან ისეთ პაციენტებში, რომლებიც ამავე დროს იღებენ β-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს, რეზერპინს, გუანეტიდინს ან სხვა სიმპათოლიზურ პრეპარატებს.
ჰიპოგლიკემიის სწრაფი კონტროლირება შესაძლებელია შაქრის დაუყოვნებელი მიღებით, მაგალითად, გლუკოზის, შაქრის ნატეხის ან შაქრით დამტკბარი სასმელის ფორმით. ამასთან დაკავშირებით, პაციენტს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს სულ მცირე 20 გრამი გლუკოზა (ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვები ან სასმელი, როგორიცაა დიეტური საკვები ან სასმელები, არაეფექტურია ჰიპოგლიკემიის კონტროლის პროცესში).
მძიმე ჰიპოგლიკემია მოითხოვს დამატებით გადაუდებელ მკურნალობას და ექიმის მეთვალყურეობას და, ზოგიერთ შემთხვევებში, ჰოსპიტალიზებას. ამარილ®მ-ით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლსა და შარდში შაქრის, ისევე როგორც გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის თანაფარდობის რეგულარული კონტროლი.
ლაქტოაციდოზი
ლაქტოაციდოზი წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რასაც იწვევს ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მეტფორმინის ჭარბი დოზით დაგროვება. ლაქტოაციდოზს ძირითადად ახასიათებს სისხლში მომატებული ლაქტატის დონე, სისხლში პH-ის დონის დაწევა.
ლაქტოაციდოზის შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მოშლა.
ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის მოშლილობის ხარისხისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. ამასთანავე, ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი მცირდება თირკმლის ფუნქციის რეგულარული დაკვირვების საფუძველზე. პრეპარატის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები. პაციენტები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას, როგორც იშვიათად ასევე ქრონიკულად, ამ პრეპარატის მიღების დროს, რადგან ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის მოქმედებას. ამასთანავე, უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა ინტრავასკულარული რადიო-კონტრასტული გამოკვლევის ჩატარებამდე ან რაიმე ქირურგიული ჩარევის დროს. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია: შეუძლოდ ყოფნა, მიალგია, სუნთქვის უკმარისობა, მომატებული ძილიანობა და არასეპეციფიკური აბდომინალური ტკივილი, ჰიპოთერმია, ჰიპოტენზია.
თუ აღგენიშნებათ ზემოჩამოთვლითი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამარილ ® მ-ის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თირკმლის ფუნქცია:
ვინაიდან მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, უნდა წარმოებდეს შრატის კრეატინინის დონეების განსაზღვრა მკურნალობის კურსის დაწყებამდე და მისი შემდგომი დარეგულირება:
– სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში;
– სულ მცირე ორჯერ-ოთხჯერ წელიწადში იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შრატის კრეატინინის დონის აწევა უკიდურეს ზღვარამდე და ხანშიშესულ პაციენტებში.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ხანშიშესულ პაციენტებში ხშირ და ასიმპტომურ ხასიათს ატარებს. უნდა წარმოებდეს სპეციალური გამაფრთხილებელი ზომების მიღება ისეთ სიტუაციაში, როდესაც თირკმლის ფუნქცია დარღვეულია, მაგალითად ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ან დიურეზულებით მკურნალობის კურსის დაწყებისას ან მკურნალობის დაწყებისას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით.
სიფრთხილის ზომების გამოყენება
– რაც შეიძლება ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა;
– ჩაიტარეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ან რეკომენდირებული რეგულარული ბიოლოგიური შემოწმებები;
– თავი აარიდეთ ალკოჰოლისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას;
– შემდეგი შემთხვევების დაფიქსირებისას მიმართეთ ექიმს:
– ქირურგიული ჩარევა, სიცხე, ინფექცია, გაძნელებული ჭამა.
– ორსულობის სურვილი – სხვა მედიკამენტებით მკურნალობა
ჭარბი დოზირება
amaril®მ-ის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე, და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში ჰიპოგლიკემია (იხილეთ “გაფრთხილება”), რასაც შესაძლებელია დასჭირდეს ჰოსპიტალიზება გამაფრთხილებელი ღონისძიების სახითაც კი. იმის გამო, რომ ეს პრეპარატი შეიცავს მეთფორმინს, მისმა მიღებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი (იხილეთ “გაფრთხილება”). გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დაუშვებელია საკუთარი ინიციატივით სხვა პრეპარატების მიღება. გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან ახლახანს დაასრულეთ სხვა პრეპარატების მიღება, მათ თაობაზეც კი, რომლებიც არ იყვნენ დანიშნულნი. უნდა მოხდეს ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატების ურთიერთქმედების პრევენცია იმ შემთხვევაში, თუ ისინი მნიშვნელოვნად ცვლიან სისხლში შაქრის შემცველობის დონეს.
სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტის გაძლიერება და, ამასთან ზოგიერთ შემთხვევებში, ჰიპოგლიკემიის განვითარება შეიძლება აღინიშნოს, როდესაც ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან ერთერთის მიღებას, როგორიცაა: ინსულინი ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები, ალოპურინოლი, ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ქლორამფენიკოლი, კუმარინის წარმოებულები, ციკლოფოსფამიდი, დიზოპირამიდი, ფენფლურამინი, ფენირამიდოლი, ფიბრატამი, ფლუოქსეტინი, გუანეტიდინი, იზოფოსფამიდი, მაო-ს ინჰიბიტორები, მიკონაზოლი, პარა-ამინოსალიცილის მჟავა, პენტოქსიფილინი (პარენტერალურად მაღალი დოზების მიღებისას), ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, პრობენიციდი, ქინოლონები, სალიცილატები, სულფინპირაზონი, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინი, ტრიტოკვალინი, ტროფოსფამიდი.
სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტის შემცირება და, მასთან დაკავშირებული შაქრის დონის მომატება სისხლში შეიძლება აღინიშნოს როდესაც ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან ერთერთის მიღებას, როგორიცაა: აცეტაზოლამიდი, ბარბიტურატები, კორტიკოსტეროიდები, დიაზოქსიდი, დიურეზულები, ეპინეფრინი (ადრენალინი) და სხვა სიმპათომიმეტური პრეპარატები, გლუკაგონი, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი მიღების შემდეგ), ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზებით), ესტროგენები და პროგესტოგენები, ფენოთიაზინი, ფენიტინი, რიფამპიცინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები.
H2 – ბლოკატორებმა, კლონიდინმა და რეზერპინმა შეიძლება გააძლიერონ ან შეამცირონ სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტი.
β-ადრენობლოკატორები ამცირებენ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას. ამან შეიძლება გააუარესოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ნივთიერებათა ცვლის კონტროლი. გარდა ამისა, β-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
ისეთი სიმპათოლიზური პრეპარატების გავლენით, როგორიცაა β-ადრენობლოკატორები, კლონიდინი, გუანიდინი და რეზერპინი, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის კლინიკური ნიშნების შესუსტება ან არ არსებობა.
ალკოჰოლის ერთჯერადი ან ქრონიკული მოხმარება როგორც აძლიერებს, ასევე ამცირებს ამარილ®მ-ის სისხლში შაქრის შემცველობის დამწევ ეფექტს. ალკოჰოლის მიღება ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.
კუმარინის წარმოებულების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს. შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება მოხდეს შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღების საფუძველზე: იოდიზირებული კონტრასტული ნივთიერებები და ანტიბიოტიკები, რომელთაც ახასიათებთ თირკმლის მიმართ ძლიერი ტოქსიკურობა (მაგალითად, გენტამიცინი).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°C – ზე მეტ ტემპერატურაზე. არ შეიძლება პრეპარატის იმ დროზე მეტ ხანს გამოყენება, რაც მითითებულია გარე შეფუთვაზე.
2მგ/500მგ – 3 წელი და 1მგ/250მგ – 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით