ანაფრანილი

ანაფრანილის ზოგადი ინფორმაცია

ანაფრანილი. Anafralin. ანტიდეპრესანტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კლომიპრამინი. Clomipramine. მწარმოებელი ფირმა – Pharma – GenMed (შვეიცარია).


ანაფრანილი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ანაფრანილის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ანაფრანილი. Anafralin გამოდის 25მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს 25მგ კლომიპრამინის ჰიდროქლორიდს (აქტიური ნივთიერება), ასევე არააქტიურ ინგრედიენტებს: გლიცერინი (85% PH), ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ვინილპიროლიდონი/ვინილაცეტატის სოპოლიმერი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), კაჟბადის აეროგელი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E(172); პოლიეთილენგლიკოლი 8000; პოლივინილპიროლიდინი, საქაროზა, ტალკი.

ანაფრანილის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ანაფრანილის, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ანაფრანილის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ანაფრანილის ფასები ფარმადეპოში
ანაფრანილის ფასები ავერსში
ანაფრანილის ფასები psp-ში
ანაფრანილის ფასები სხვა აფთიაქებში

ანაფრანილის აქტიური ნივთიერება

კლომიპრამინი. Clomipramine. ქიმიური დასახელება 3-ქლორ-5-[3-დიმეთილამინო)-პროპილ]10,11-დიჰიდრო-5H-დიბენზ-[b,f]ზეპინ ჰიდროქლორიდი. ბრუტო–ფორმულა: C19H23ClN2. კლომიპრამინს მიაკუთვნებენ ანტიდეპრესანტების ჯგუფს.

ანაფრანილის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

მოზრდილები:

  • დეპრესიის ენდოგენური ფორმა
  • დეპრესიის რეაქტიული ფორმა
  • დეპრესიისნევროზული ფორმა
  •  დეპრესიის ორგანული ფორმა
  • დეპრესიის ფარული ფორმა
  • დეპრესიის ინვოლუციური ფორმა
  • დეპრესია შიზოფრენიისა და ფსიქოპათიის მქონე პირებში
  • დეპრესიული სინდრომები, ხანში შესულებში განვითარებული
  • დეპრესიული მდგომარეობები, ქრონიკული ტკივილის სინდრომით ან ქრონიკული სომატური დაავადებებით გამოწვეული
  • ხასიათის დეპრესიული დარღვევები  რეაქტიული, ნევროზული ან ფსიქოპათიული ბუნების
  • ობსესიურ-კომპულსიური სინდრომები
  • ფობიები
  • პანიკური აშლილობები (შეტევები)
  • თანმხლები კატალეფსია, რომელიც თან ახლავს ნარკოლეფსიას
  • ტკივილის სინდრომი იდიოპათიური
  •  ტკივილის სინდრომი ნეიროპათიური
  • სპეციფიური ტკივილის სინდრომი სიმსივნის დროს

ბავშვები:

  • ობსესიურ-კომპულსიური სინდრომები;
  • ენურეზი ღამის

ანაფრანილის საფირმო აღწერიდან

ანაფრანილის ფარმაკოლოგიური თვისებები

ანაფრანილის ფარმაკოდინამიკა

ითვლება, რომ ანაფრანილის თერაპიული მოქმედება ხორციელდება მის მიერ ნორადრენალინისა და სეროტონინის (5-HT) ნეირონული უკუმიტაცების ინჰიბირების უნარით, ამასთანავე, ყველაზე მნიშვნელოვანია სეროტონინის უკუმიტაცების დათრგუნვა.
გარდა ამისა, ანაფრანილისათვის დამახასიათებელია სხვა ფარმაკოლოგიული მოქმედების უფრო ფართო სპექტრი: ალფა1-ადრენოლიზური, ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური და ანტისეროტონინერგული (5-HT-რეცეპტორების ბლოკადა).
ანაფრანილი მოქმედებს დეპრესიულ სინდრომზე, განსაკუთრებით კი მის ისეთ ტიპიურ გამოვლენაზე, როგორიც არის ფსიქომოტორული შეფერხება, დათრგუნული ხასიათი და შფოთვა. ჩვეულებრივ, კლინიკური ეფექტი ვლინდება 2-3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
ანაფრანილი ასევე ავლენს სპეციფიურ მოქმედებას ობსესურ-კომპულსიური აშლილობისას, რაც განსხვავდება მისი ანტიდეპრესიული ეფექტისაგან.
ქრონიკული ტკივილის სინდრომისას, რომელიც განპირობებულია ან არ არის განპირობებული სომატური დაავადებით, ანაფრანილის მოქმედება დაკავშირებულია სეროტონინით და ნორადრენალინით განპირობებული ნერვული იმპულსის გადაცემის გაუმჯობესებით.

ანაფრანილის ფარმაკოკინეტიკა

ანაფრანილის შეწოვა

კლომიპრამინი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50% და დაკავშირებულია გამოხატულ მეტაბოლიზმთან ღვიძლიდან პირველი გასვლისას, რაც იწვევს აქტიური მეტაბოლიტის, N-დესმეთილკლომიპრამინი, წარმოქმნას. საკვების მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს კლომიპრამინის ბიოშეღწევადობაზე. შესაძლებელია გამოვლინდეს მისი შეწოვის შენელება, და შესაბამისად გაიზარდოს სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო.
სხვადასხვა პაციენტში პრეპარატის მუდმივი დოზის შიგნით მიღების შემდეგ, კლომიპრამინის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის შრატში მნიშვნელოვანი ხარისხით ვარირებს. პრეპარატის 75მგ/დღ დოზით ყოველდღიური დანიშვნისას, მისი წონასწორული კონცენტრაცია შრატში მერყეობს 20-დან 175მგ/მლ-მდე დიაპაზონში.
აქტიური მეტაბოლისტის N-დესმეთილკლომიპრამინის წონასწორული კონცენტრაციის მნიშვნელი არის ანალოგიურ დიაპაზონში. მიუხედავად ამისა, დღეში 75მგ ანაფრანილის დანიშვნისას, ეს მნიშვნელი, კლომიპრამინის კონცენტრაციასთან შედარებით, არის 40-85%-ით მეტი.

ანაფრანილის განაწილება

კლომიპრამინის კავშირი სისხლის შრატის ცილებთან შეადგენს 97,6%. განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს სხეულის წონის დაახლოებით 12-17 ლ/კგ. ზურგტვინოვან სითხეში კლომიპრამინის კონცენტრაცია შეადგენს სისხლის შრატში მისი დონიდან დაახლოებით 2%. კლომიპრამინი აღწევს დედის რძეში. კონცენტრაცია არის სისხლის შრატში კონცენტრაციის მსგავსი.

ანაფრანილის მეტაბოლიზმი

კლომიპრამინის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის აქტიური მეტაბოლიტის N-დესმეთილკლომიპრამინის წარმოქმნით მიმდინარე დემეთილირება. N-დესმეთილკლომიპრამინი შესაძლებელია წარმოიქმნს P450 რამდენიმე ფერმენტით, ძირითადად CYP3A4, CYP2C19 და CYP1A2. კლომიპრამინის და N-დესმეთილკლომიპრამინი ჰიდროქსილირდება 8-ჰიდროქსიკლომიპრამინისა და 8-ჰიდროქსი-N-დესმეთილკლომიპრამინის წარმოქმნით. 8-ჰიდროქსიმეტაბოლუტების აქტიურობა in vivo არ განსაზღვრულა. კლომიპრამინი ასევე ჰიდროქსილირდება 2 პოზიციით და N-დესმეთილკლომიპრამინი შემდგომში შესაძლებელია დემეთილირდეს დიდესმეთილკლომიპრამინის წარმოქმნით. 2 – და 8-ჰიდროქსიმეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, გლუკორონიდების სახით. აქტიური კომპონენტების, კლომიპრამინისა და N-დესმეთილკლომიპრამინის გამოყოფა, 2 – და 8-ჰიდროქსიკლომიპრამინის წარმოქმნით, კატალიზდება CYP2D6.

ანაფრანილის გამოყოფა

სისხლიდან კლომიპრამინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 21 სთ (დიაპაზონი მერყეობს 12-დან 36 სთ-მდე), დესმეთილკლომიპრამინისა კი – საშუალოდ 36 სთ.
კლომიპრამინის ერთჯერადი დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, წყალში ხსნადი კონიუგატების სახით და დოზის დაახლოებით 1/3 – განავლით. შეუცვლელი სახით შარდით გამოიყოფა კლომიპრამინის მიღებული დოზის დაახლოებით 2% და დესმეთილკლომიპრამინის დაახლოებით 0,5%.
ფარმოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
ახალგაზრდა ასაკის პირებთან შედარებით, ხანდაზმულებში, ანაფრანილის გამოყენებული დოზისგან დამოუკიდებლად, კლომიპრამინის მეტაბოლიზმის ინტენსივობის შემცირების გამო შრატში მისი კონცენტრაცია არის უფრო მაღალი. თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ზემოქმედება კლომიპრამინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის.

ანაფრანილის ჩვენებები

მოზრდილები:
სხვადასხვა სიმპტომატიკით მიმდინარე, სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობა:
– დეპრესიის ენდოგენური, რეაქტიული, ნევროზული, ორგანული, ფარული, ინვოლუციური ფორმები;
– დეპრესია შიზოფრენიისა და ფსიქოპათიის მქონე პირებში;
– ხანში შესულებში განვითარებული დეპრესიული სინდრომები; ქრონიკული ტკივილის სინდრომით ან ქრონიკული სომატური დაავადებებით გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობები; ხასიათის რეაქტიული, ნევროზული ან ფსიქოპათიული ბუნების დეპრესიული დარღვევები;
– ობსესიურ-კომპულსიური სინდრომები;
– ფობიები და პანიკური აშლილობები (შეტევები);
– თანმხლები კატალეფსია, რომელიც თან ახლავს ნარკოლეფსიას;
– ქრონიკული ტკივილის სინდრომი (იდიოპათიური და ნეიროპათიური ტკივილის სინდრომები, სპეციფიური ტკივილის სინდრომი სიმსივნის დროს)
ბავშვები:
– ობსესიურ-კომპულსიური სინდრომები;
– ღამის ენურეზი (მხოლოდ 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და დაავადების ორგანული მიზეზის გამორიცხვის შემთხვევაში).
რაც შეეხება ანაფრანილის გამოყენებას ბავშვებში სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიული მდგომარეობების დროს, (ფობიები, პანიკური დარღვევები, ნარკოლეფსიის თანმხლები კატალეფსია, ქრონიკული ტკივილის სინდრომი) ჯერ–ჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ ბავშვებში აღნიშნული სიმპტომების დროს ანაფრანილი არ გამოიყენება.

ანაფრანილის მიღების წესები და დოზები

მოზრდილები:
პრეპარატის დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. მკურნალობის მიზანია – პრეპარატის მაქსიმალურად მცირე დოზის გამოყენების ფონზე ოპტიმალური ეფექტის მიღწევა, ასევე დოზის ფრთხილი გაზრდა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში და მოზარდებში, რომლებიც, შუალედური ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, უფრო მგრძნობიარენი არიან ანაფრანილის მიმართ. QT-ინტერვალის გახანგრძლივებისა და სეროტონინერგული ტოქსიურობის პრევენციისათვის მიზანშეწონილია ანაფრნილის დანიშვნა რეკომენდებული დოზებით, ხოლო მაღალი დოზების აუცილებლობისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, მითუმეტეს თუ პაციენტი ღებულობს სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც QT-ინტერვალს ახანგრძლივებენ.
დეპრესია,
ობსესიურ-კომპულსიური სინდრომი და ფობიები მკურნალობა იწყება 25მგ კლომიპრამინის შემცველი 1 ტაბლეტის დანიშვნით, დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, პრეპარატის დოზას თანმიმდევრობით ზრდიან, მაგალითად 25 მგ-ით რამდენიმე დღის შემდეგ (ამტანობის შესაბამისად), სადღეღამისო დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 25 მგ-იან 4-6 ტაბლეტს. მძიმე შემთხვებში, სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 250მგ. მკვეთრად გამოხატული გაუმჯობესების მიღწევის შემდეგ, ირჩევა პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა, 25 მგ-იან 2-4 ტაბლეტი.
პანიკური აშლილობები,
აგრაფობია მკურნალობა იწყება დოზით – დღეში 10მგ კლომიპრამინი, შესაძლებელია კომბინაცია ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებთან. შემდეგ, პრეპარატის ამტანობის შესაბამისად, მისი დოზა იზრდება სასურველი ეფექტის მიღწევამდე; ამის შემდეგ, თანდათანობით ხსნიან ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებს. სხვადასხვა პაციენტებში გამოსაყენებელი სადღეღამისო დოზა მნიშვნელოვანი ხარისხოთ მერყეობს 25-დან 100მგ დიაპაზონში. საჭიროებისას ის შესაძლებელია გაიზარდოს 150მგ-მდე. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებული სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, ამ პერიოდის განმავლობაში ხდება პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზის ნელა შემცირება.
კატალეფსია, რომელიც თან ახლავს ნერკოლეფსიას, სადღეღამისო დოზა შეადგენს 25-75 მგ. ქრონიკული ტკივილის სინდრომი
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად (დღეში 10-150 მგ), ანალგეტიკური საშუალებების თანმხლები გამოყენების გათვალისწინებით (და მათი გამოყენების შემცირების შესაძლებლობის გათვალისწინებით).
ხანდაზმული პირები მკურნალობა იწყება დღეში 10მგ დოზით. შემდეგ, სადღეღამისო დოზა იზრდება ოპტიმალურ დონემდე, რომელიც შეადგენს 30-50მგ, და ამ დონეზე ნარჩუნდება მკურნალობის დასრულებამდე.

ანაფრანილი–ბავშვები და მოზარდები

ობსესიურ–კომპულსიური სინდრომი:
საწყისი დოზა – დღეში 25მგ, ზრდის ინდივიდუალური გრაფიკით 3მგ/კგ ან 100მგ პირველი 2 კვირის განმავლობაში. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში 3 მგ/კგ ან 200 მგ-მდე.
ღამის ენურეზი
6-8 წლის ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 20-30მგ; 9-12 წლის ასაკის ბავშვებში – 25 მგ-იანი 1-2 ტაბლეტი; უფროსი ასაკის ბავშვებში – 25 მგ-იანი 1-3 ტაბლეტი. უფრო მაღალი დოზების გამოყენება ნაჩვენებია 1 კვირის შემდეგ კლინიკური ეფექტის არარსებობის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, პრეპარატის მთელი სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთ მიღებად ვახშმის შემდეგ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება ღამის პირველ ნახევარში, დოზის ნაწილი ინიშნება ადრე (16 საათზე). სასურველი ეფექტის მიღწევისას მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1-3 თვის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი შემცირებით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ანაფრანილის გამოყენების გამოცდილება არ არის. არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიული სინდრომების დროს (ფობიები, პანიკური შეტევები, კატალეფსიით თანმხლები ნარკოლეფსია, ქრონიკული ტკივილის სინდრომი). ამიტომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ანაფრანილის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

ანაფრანილის გვერდითი მოვლენები

გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ჩვეულებრივ არიან სუსტად გამოხატულნი და ტრანზიტორული და გაივლიან მკურნალობის გაგრძელებისას ან ანაფრანილის დოზის შემცირების შემდეგ. გვერდითი ეფექტების გამოვლენა ყოველთვის არ არის დაკავშირებული სისხლის შრატში პრეპარატის აქტიური ნივთიერების დონესთან ან მის დოზასთან. ხშირად, რთულია დეპრესიის გამოვლენისა და ისეთი არასასურველი მოვლენების გარჩევა, როგორიც არის საერთო სისუსტე, ძილის დარღვევა, შფოთვა, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
ნერვული სისტემის ან ფსიქიკური სტატუსის მხრიდან სერიოზული გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ანაფრანილის გამოყენება წყდება.
ასაკოვანი პირები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფსიქიკური სფეროს ცვლილების მიმართ, ასევე ანაფრანილის ანტიქოლინერგული მოქმედების მიმართ. ხანდაზმულებში, სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმი და გამოყენება შესაძლებელია შენელდეს, რაც, საშუალო თერაპიული დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი, იწვევს პრეპარატის კონცენტრაციის ზრდას სისხლის შრატში. გვერდითი რეაქციების გამოვლენა ფასდებოდა შემდეგი სიხშირით: „ძალიან ხშირად“ – ≥10%, „ხშირად“ – ≥1%-დან ≤10%-მდე, „ზოგჯერ“ – ≥0.1%-დან ≤1%-მდე, „იშვიათად“ – ≥0.01%-დან ≤0.1%-მდე, „ძალიან იშვიათად“ – < 0.01%.
ფსიქიკური სფეროს მხრივ:
ძალიან ხშირად – ძილიანობა, საერთო სისუსტე, აფორიაქება, მადის მომატება; ძალიან ხშირად – დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით, ასაკოვან და პარკინსონის დაავადებების მქონე პირები), აფორიაქება, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, მანიაკალური მდგომარეობა, აგრესიულობა, მეხსიერების დარღვევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესიის გაძლიერება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ღამის კოშმარები, მთქნარება; ზოგჯერ ფსიქოზის სიმპტომების აქტივაცია.
ნევროლოგიური სფეროს მხრივ:
ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, მიოკლონუსი; ხშირად – დელირია, მეტყველების დარღვევა, პარესთეზია, კუნთოვანი სისუსტე, კუნთების ტონუსის მატება; ზოგჯერ – კრუნჩხვები, ატაქსია; ძალიან იშვიათად – ცვლილებები ელექტროენცეფალოგრამაზე, ჰიპერპირექსია.
ანტიქოლინერგული ეფექტები:
ძალიან ხშირად – პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, შარდის გამოყოფის დარღვევა; ხშირად – წამოხურება, მიდრიაზი, ძალიან იშვიათად – გლაუკომა, შარდის შეკავება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ხშირად – სინუსური ტაქიკარდია, გულისცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები ეკგ-ზე (მაგალითად, ST ინტერვალის ან T კბილის) პაციენტებში, რომელბსაც არ აწუხებთ გულის დაავადებები; ზოგჯერ – არითმია, არტერიული წნევის მომატება; ძალიან იშვიათად – გულშიდა გამტარობის დარღვევა (მაგალითად, QRS კომპლექსის გაფართოება, QT ინტერვალის გახანგრძლივება,PQ ინტერვალის ცვლილება, ჰისის კონის ფეხის ბლოკადა, ორმხრივმიმართული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის მქონე პირებში).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ძალიან იშვიათად – გულისრევა, ხშირად – ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ანორექსია.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:
ხშირი – სისხლში ტრანსამინაზების დონის მატება; ძალიან იშვიათად – სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე მიმდინარე ჰეპატიტი.
დერმატოლოგიური რეაქციები:
ხშირი – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება),ფოტოსენსიბილიზაცია, ქავილი; ძალიან იშვიათად – შეშუპება (ადგილობრივი ან საერთო), თმების ცვენა.
საშარდე სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად–შარდის გამოყოფის დარღვევა, ძალიან იშვიათად – შარდის შეკავება, ორგანიზმში სითხის შეკავება
ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
ძალიან ხშირად – სხეულის წონის მატება, ლიბიდოს და პოტენციის დარღვევა; ხშირად – გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების ზომის მატება; ძალიან იშვიათად – ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი. იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირი – ეოზინოფილიით ან მის გარეშე მიმინარე ალერგიული ალევეოლიტი (პნევმონიტი), სისტემური ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზიის ჩათვლით.
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, პურპურა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ:
ხშირად – გემოვნების დარღვევა, ხმაური ყურებში.

ანაფრანილი–სხვა

ანაფრანილის უეცარი მოხსნის ან დოზის სწრაფი შემცირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, უძილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, შფოთვა.
პერედოზირება:
ანაფრანილის შიგნით მიღების შემდეგ განვითარებული ჭარბი დოზის სიმპტომები და ჩივილები არის სხვა ანტიდეპრესანტებით გამოწვეული და აღწერილი ჭარბი დოზის მსგავსი. მთავარი გართულებები არის დარღვევები გულის მუშაობის მხრიდან და ნევროლოგიური აშლილობები. ბავშვების მიერ პრეპარატის შიგნით შემთხვევით მიღება, გამოყენებული დოზის მიუხედავად, ფასდება როგორც სერიოზული შემთხვევა, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს ლეტალურად.
ჩივილები და სიმპტომები
სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდებს პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში და მაქსიმალურ გამოხატულებას აღწევს 24 საათის გასვლისას. შენელებული შეწოვის (პრეპარატის ანტიქოლინერგული მოქმედება), ნაწილობრივად გამოყოფის გახანგრძლივებული პერიოდისა და აქტიური ნივთიერების ჰეპატოენტერალური რეცირკულაციის გამო, დროის ეს პერიოდი, როცა პაციენტი იმყოფება „საშიშროების ზ
ონაში“, შეადგენს 4-6 დღეს. შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი ჩივილები და სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
ძილიანობა, გაშეშება, კომა, ატაქსია, ფორიაქი, აგზნებადობა, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების რეგიდულობა, ქორეოათეტოიდული მოძრაობები, კრუნჩხვები. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოვლინდეს სეროტონინის სინდრომთან დაკავშირებით სიმპტომები (მაგალითად, ჰიპერპირექსია, მიოკლონუსი, დელირია და კომა). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია, QTc ინტერვალის გახანგრძლივება და ორმხრივმიმართული პარკუჭოვანი ტაქიკარდიით მიმდინარე არითმია, გამტარობის დარღვევა, შოკი, გულის უკმარისობა; ძალიან იშვიათ შემთხვევაში – გულის გაჩერება. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოვლინდეს სუნთქვის დათრგუნვა, ციანოზი, ღებინება, ცხელება, მიდრიაზი, ოფლიანობა, ოლიგურია ან ანურია.
მკურნალობა სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა არის ძირითადად სიმპტომატური და შემანარჩუნებელი

ანაფრანილის უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა კლომიპრამინის ან პრეპარატის სხვა ნებისმნიერი ინგრედიენტის მიმართ, ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა დიბენზაზეპინის ჯგუფის ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ.
მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა, ასევე, მათ გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ 14 დღეზე ნაკლები პერიოდი. ასევე უკუნაჩვენებია მოკლობემიდის მსგავსი შექცევადი მოქმედების მაო-ა სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება.
უახლოეს წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი,
გახანგრძლივებული QT ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომი.
ანაფრანილი არ ინიშნება შემდეგ სიტუაციებში:
– მწვავე ინტოქსიკაცია ცნს–ის დეპრესანტებით (ანალგეტიკები, ფსიქოტროპული და საძილე საშუალებები, ასევე ალკოჰოლი);
– შარდის მწვავე შეკავება;
– მწვავე დელირი;
– არანამკურნალები დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
– პროსტატის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით;
– პილოროსტენოზი;ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა;
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოში ანაფრანილის გამოყენება ბოლომდე შესწავლილი არ არის. ანაფრანილი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, ვინაიდან ცნობილია ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენებასა და ნაყოფის განვითარების დარღვევებს შორის შესაძლო კავშირის ცალკეული შემთხვევა, გამონაკლისია შემთხვევები, როცა დედის მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას. ორსულობის პერიოდში, მშობიარობამდე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ახალშობილებში, პირველი რამდენიმე დღის ან საათის განმავლობაში, ვლინდებოდა მოხსნის სინდრომი, რაც გამოიხატებოდა ქოშინით, ძილიანობით, კოლიკებით, გაღიზიანებადობადით, ჰიპოტენზიით ან ჰიპერტენზიით, ტრემორით ან სპასტიური მოვლენებით. მსგავსი სინდრომის თავიდან აცილების მიზნით, ანაფრანილი თანდათანობით უნდა მოიხსნას მოსალოდნელ მშობიარობამდე, სულ მცირე, 7 კვირით ადრე.
გამოყენება ბავშვებში:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში ანაფრანილის გამოყენების გამოცდილება არ არის. არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიული სინდრომების დროს (ფობიები, პანიკური შეტევები, კატალეფსიით თანმხლები ნარკოლეფსია, ქრონიკული ტკივილის სინდრომი). ამიტომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ანაფრანილის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებანი: სუიციდის რისკი:
გამოხატული დეპრესიებისათვის დამახასიათებელია სუიციდური მოქმედების საშიშროება, რაც შესაძლებელია შენარჩუნდეს რემისიის მიღწევამდე. ამასთან დაკავშირებით, მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ნაჩვენები იყოს ანაფრანილისა და ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატების ან ნეიროლეპსიური საშუალებების კომბინაცია. ცნობილია, რომ სხვა ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, ანაფრანილის პერედოზირების შემთხვევაში, ლეტალური შემთხვევები ნაკლებია.
ფსიქიკური ეფექტები:
ანაფრანილით მკურნალობის დაწყებისას, პანიკური შეტევების მქონე პაციენტთა უმრავლესობაში იზრდება აფორიაქება. აფორიაქების ასეთი პაროდოქსული გაძლიერება უფრო მეტად გამოხატულია თერაპიის პირველ დღეებში და ჩვეულებრივ გაივლის ორი კვირის განმავლობაში. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, შიზოფრენიის მქონე პირებში ზოგჯერ აღინიშნება ფსიქოზის აქტივაცია.
ცნობილია, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ციკლურაფექტური აშლილობის მქონე პირებში, დეპრესიული ფაზის პერიოდში შესაძლებელია გამოვლინდეს მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს ანაფრანილის მოხსნა ან დოზის შემცირება და ანტიფსიქოზური საშუალებების დანიშვნა. აღნიშნული მდგომარეობის კუპირების შემდეგ, შესაბამისი ჩვენების არსებობისას, შესაძლებელია განახლდეს ანაფრანილის მკურნალობა დაბალი დოზებით.სხვა ტრიციკლური ანტიდეპრესანტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ წამლისმიერი ფსიქოზების პროვოცირება ფსიქიკური აშლილობების მიმართ მიდრეკილებისა მქონე პირებში და ხანდაზმულებში, ძირითადად ღამის საათებში. აღნიშნული აშლილობები გაივლიან სამკურნალო პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
მოქმედება გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე:
ანაფრანილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებში, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, გულშიდა გამტარობის დარღვევების (მაგალითად, I-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) ან არითმიის მქონე პირებში. ასეთ პაციენტებში, ხანდაზმული პაციენტების მსგავსად, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მაჩვენებლებისა და ეკგ-ს რეგულარული კონტროლი.
კლომიპრამინის მაღალი თერაპიული დოზების ან თერაპიული კონცენტრაციებისას, ასევე სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან ან სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნისას არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების საშიშროება. შესაბამისად, დაუშვებელია იმ პრეპარატების ერთდროული დანიშვნა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კლომიპრამინის დაგროვება. ასევე, არ არის რეკომენდებული იმ პრეპარატების ერთდროული დანიშვნა,რომლებმაც შესაძლებელია გაახანგრძლივონ QT-ს ინტერვალი. ამ მოვლენების საფუძველია – ჰიპოკალიემია. შესაბამისად, ანაფრანილის ან სეროტონინის ინჰიბიტორებთან, სეროტონინ-ნორადრენერგულ ინჰიბიტორებთან ან დიურეტიკებთან ერთად ანაფრანილის დანიშვნამდე, აუცილებელია სისხლში კალიუმუს განსაზღვრა და მისი ნაკლოვანების შემთხვევაში კორექცია.
ანაფრანილით თერაპიის დაწყებამდე რეკომენდებულია არტერიული წნევის გაზომვა, ვინაიდან ორთოსტატული ჰიპოტენზიის ან სისხლძარღვთა სისტემის ლაბილურობის მქონე პირებში შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა.
სეროტონინერგული სინდრომი:
თუ ერთდროულად დანიშნულია სხვა სეროტონინოგენური პრეპარატი, სეროტონინოგენური ტოქსიურობის განვითარების საშიშროების გამო, მიზანშეწონილია რეკომედებული დოზების გამოყენება და დოზის სიფრთხილი გაზრდა. სეროტონინის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ისეთი ნიშნები, როგორიც არის ჰიპერპირექსია, მიოკლონუსი, აჟიტაცია, შეტევები, დელირია და კომა, შესაძლებელია განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაინიშნება კლომიპრამინი და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ან სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან ლითიუმის პრეპარატები. ფლუოქსეტინისათვის გამორეცხვის პერიოდი შეადგენს 2-და 3 კვირამდე. ამ პერიოდის დაცვა რეკომენდებული ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის შემდეგ.
კრუნჩხვები:
ცნობილია, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აქვეითებენ კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღურბლს, შესაბამისად ანაფრანილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის მქონე პირებში, ასევე სხვა კრუნჩხვითი სინდრომის ფაქტორების განვითარების მიდრეკილების არსებობისას, მაგალითად, თავის ტვინის ნებისმიერი ეტიოლოგიის დაზიანება, ნეიროლეპტიური საშუალებების ერთდროული გამოყენება, ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, ბენზოდიაზეპინების) მოხსნის პერიოდში. ითვლება, რომ ანაფრანილის გამოყენების პერიოდში კრუნჩხვების განვითარება დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ამასთან დაკავშირებით, ანაფრანილის სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.
ანტიქოლინერგული მოქმედება:
ვინაიდან პრეპარატი ავლენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას, იგი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში მომატებული თვალშიდა წნევის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის და შარდის შეკავების (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის დაავადების შედეგად) მქონე პაციენტებში. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისათვის დამახასიათებელი ანტიქოლინერგული მოქმედების შედეგად შესაძლებელია შემცირდეს ცრემლის გამოყოფა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას ეპითელის დაზიანება პირებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ღვიძლის მძიმე დაავადებების, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნის (მაგალითად, ფეოქრომოციტომა, ნეირობლასტომა) მქონე პირებში, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, მოცემულმა პრეპარატებმა, შესაძლებელია მოახდინონ ჰიპერტონული კრიზის განვითარების პროვოცირება. სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭიროა იმ პაციენტთა მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერთირეოზი ან იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებს; არსებობს კარდიოტპოქსიური ეფექტის განვითარების საშიშროება.
ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის რეკომენდებულია ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის პერიოდული კონტროლი.
ანაფრანილი სიფრთხილით გამოიყენება ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებში. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ნაწლავის პარალიზური გაუვალობა, ძირითადად ხანდაზმულ პირებში ან წოლით რეჟიმის დაცვისას.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობისას ცნობილია კბილის კარიესის განვითარების შემთხვევები. შესაბამისად, ანაფრანილით ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: არის მონაცემები ანაფილაქსიური შოკის ცალკეული შემთხვევების შესახებ. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ანაფრანილის ინტრავენური შეყვანის დროს.
სისხლის ანალიზის ცვლილებები:
მიუხედავად იმისა, რომ ანაფრანილით მკურნალობის პერიოდში, ლეიკოციტების დონის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია ცნობილი, რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის შემადგენლობის პერიოდული კვლევა და ყურადღების მიქცევა ისეთი სიმპტომების მიმართ, როგორიც არის ცხელება და ყელის ტკივილი, განსაკუთრებით თერაპიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ან პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების პერიოდში.
ანესთეზია:
ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებამდე საჭიროა ანესთიზიოლოგის გაფრთხილება, რომ პაციენტი იყენებს ანაფრანილს.
სხვა ეფექტები:
რამოდენიმე პაციენტში, რომლებიც ანაფრანილთან ერთად ნეიროლეპტიკებსაც ღებულობდნენ, აღინიშნა ჰიპერთერმია და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.
პრეპარატის მოხსნა:
ანაფრილინის მკვეთრმა მოხსნამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების განვითარება.
ლაქტოზისა და საქაროზის შემცველობა: გალაქტოზისა და ფრუქტოზის აუტანლობის დროს, ან ლაქტაზას მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ანაფრანილის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ანაფრანილის გამოყენების პერიოდში პაციენტებს ეძლევათ გაფრთხილება, რომ შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ძილიანობა და სხვა სახის დარღვევები ცნს-ის მხრიდან. ასეთ შემთხვევაში საჭიროა უარის თქმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე, მექანიზმებთან მუშაობაზე, და სხვა ისეთი სახის ქმედებებზე, რომლებიც თხოულობენ მომატებულ ყურადღებასა და სწრაფ რეაქციას.
ჭარბი დოზირება
ანაფრანილის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, პაციენტი უნდა იქნას ჰოსპიტალიზირებული და იყოს დაკვერვების ქვეშ მინიმუმ 72 საათი.
თუ პაციენტს არა აქვს ცნობიერება დაკარგული, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად კუჭის ამორეცხვის ჩატარება ან ღებინების გამოწვევა. თუ პაციენტს გონება აქვს დაკარგული, კუჭის ამორეცხვის დაწყებამდე ასპირაციის პროფილაქტიკისათვის საჭიროა ტრაქეის ინტუბაციის ჩატარება მაჟეტიანი მილით; ამ შემთხვევაში ღებინებას არ იწვევენ. მითითებული ღონისძიების ჩატარება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი დოზირების შემდეგ გასულია 12 საათი და მეტიც, რადგანაც ანაფრანილის ანტიქოლინერგულ მოქმედებას შეუძლია კუჭის დაცლის შენელება. პრეპარატის შეწოვის შესანელებლად სასარგებლოა აქტივირებული ნახშირის გამოყენება.
მკურნალობა დაფუძნებულია ინტენსიური თერაპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაზე გულის ფუნქციის, სისხლში გაზების კონცენტრაციის და ელექტროლიტების ბალანსის მუდმივი მონიტორირებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღებაზე, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაზია და რეანიმაციის მეთოდები. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ფიზოსტიგმინს შეუძლია გამოხატული ბრადიკარდიის, ასისტოლიის და კრუნჩხვების გამოწვევა, არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის გამოყენება ანაფრანილის ჭარბი დოზების სამკურნალოდ. ჰემოდიალიზი და პერიტონიალური დიალიზი არ არიან ეფექტურები, რადგანაც სისხლის პლაზმაში კლომიპრამინის კონცენტრაცია არ არის მაღალი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიული ზემოქმედება
CYP2C19, CYP1A2 და CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს კლომიპრამინის კონცენტრაციის გაზრდა და N-დესმეთილკლომიპრამინის შემცირება.
– კლომიპრამინთან ერთად არ ინიშნება მოკლობემიდის მსგავსი მაო-ს ინჰიბიტორები, რომლებიც ასევე აპოტენცირებენ CYP2D6 ინჰიბიტორებს in vivo.
– ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში არ გამოიყენება ანტიარითმიული პრეპარატები (როგორიც არის ქინიდინი და პროპაფენონი), რომლებნიც აპოტენცირებენ CYP2D6 ინჰიბიტორებს.
– სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებიც არიან CYP2D6 ინჰიბიტორები, როგორიც არის ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი და სხვა, CYP1A2 და CYP2C19 ჩათვლით (მაგალითად, ფლუვოქსამი), შესაძლებელია ასევე ზრდიდნენ შრატში კლომიპრამინის კონცენტრაციას, შესაბამისი არასასურველი ეფექტებით. ფლუკოვოქსამინთან ერთდროული დანიშვნისას შრატში კლომიპრამინის დონე იზრდება 4-ჯერ (N-დესმეთილკლომიპრამინი მცირდება 2-ჯერ).
– ნეიროლეპტიკებთან ერთდოულმა მკურნალობამ (მაგალითად, ფენოთიაზინებით) შესაძლებელია გამოიწვიოს შრატში ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დონის მატება, კონვულსიებისა და შეტრევების ზღურბლის დაწევა. თიორზადინთან კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის მძიმე არითმიები.
– ტერბინაფინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლომიპრამინის და მისი მეტებოლიტების ექსპოზიციის გაზრდა. ამიტომ, მათი ერთდროული დანიშვნის სემთხვევაში საჭიროა ანაფრანილის დოზის კორექცია
– (H2)-რეცეპტორების ჰისტამინ ანტაგონისტებთან, ციმეტიდინთან (P450 რამდენიმე ფერმენტის ინჰიბიტორთან, CYP2D6 და CYP3A4 ჩათვლით) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს შრატში ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კონცენტრაცია, შესაბამისად, მათი დოზა უნდა შემცირდეს.
– პერორალური კონტრაცეპტივებისა (ყოველდღიურად 15 ან 30მგ ეთინილესტრადიოლი) და ანაფრანილის (ყოველდღიურად 25მგ) ერთდროული გამოყენებისას მათი ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის. ესტროგენები არ არიან ცნობილნი როგორც CYP2D6–ის (კლომიპრამინის კლირენსში ჩართული ძირითადი ფერმენტის,) ინჰიბიტორები, და შესაბამისად, ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ესტროგენის მაღალი დოზის (ყოველდღიურად 50მგ) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტი იმიპრამინის გამოყენებისას, გამოვლენილი იყო გვერდითი ეფექტების და თერაპიული რეაქციების გაძლიერება, მაგრამ კლომიპრამინისა და ესტროგენის შემცირებულ დოზებთან ამ შეთხვევების კავშირი დადგენილი არ არის. რეკომენდებულია ესტროგენის მაღალ დოზებზე (ყოველდღიურად 50მგ) ტრიციკლური ანტიდეპრესანტების თერაპიული რეაქციის კონტროლი და შესაბამისად, შესაძლებელია საჭიროა გახდეს დოზირების შეცვლა.
– მეთილფენიდატი (მაგალითად, რიტალინი) შესაძლებელია ზრდიდეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კონცენტრაციას მათი მეტაბოლიზმის ინჰიბირების პოტენცირების გზით, და, შესაძლებელია, საჭირო გახდეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დოზის შემცირება.
– ზოგიერთ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტს შეუძლია კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტის პოტენცირება, მაგალითად ვარფარინი და ეს, შესაძლებელია ხორციელდება მათი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით (CYP2C9). კლომიპრამინის მიერ ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, მეტაბოლიზმის ინჰიბირების მტკიცებულებები მოწოდებული არ არის, თუმცა, ამ ჯგუფის პრეპარატებისათვის რეკომენდებულია სისხლის შრატში პროთრომბინის კონტროლი.
– ანაფრანილის ერთდროულმა დანიშვნამ ფერმენტებთან, რომლებიც იწვევენ ციტოქრომ P450 ინდუქციას, (CYP3A4, CYP2C19 და/ან CYP1A2) შესაძლებელია გამოიწვიოს ანაფრანილის ეფექტურობის შემცირება და მეტაბოლიზმის აჩქარება.
– CYP3A და CYP2C ინდუქტორებმა, როგორებიც არიან რიფამპიცინი ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ბარბიტურატები, კარბამაზიპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი), შესაძლებელია შეამცირონ კლომიპრამინის კონცენტრაცია.
– CYP1A2 ცნობილი ინდუქტორები (მაგალითად ნიკოტინი/თამბაქოს კვამლის კომპონენტები) ამცირებენ შრატში ტრიციკლური პრეპარატების კონცენტრაციას. არამწეველებთან შედარებით, მწეველებში კლომიპრამინის შრატისმიერი კონცენტრაცია არის 2-ჯერ დაბალი (N-დესმეთილკლომიპრამინის მიმართ ცვლილებები არ აღინიშნება).
– კლიმიპრამინი in vitro (Ki= 2,2μM) და in vivo ასევე აინჰიბირებს CYP2D6 აქტივობას (სპარტეინის ჟანგვა), და შესაბამისად, შესაძლებელია განაპირობოს მასთან ერთად დანიშნული პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ანტიადრენერგული პრეპარატები,
რომლებიც მოქმედებენ აღგზნების ნეირონულ გადაცემაზე. ანაფრანილმა შესაძლებელია შეამციროს ან სრულად დათრგუნოს გუანეტიდინის, ბეტანიდინის, რეზერპინის, კლონიდინის და ალფამეთილდოპის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როცა ანაფრანილის გამოყენებისას საჭიროა არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა, საჭიროა სხვა ტიპის სამკურნალო საშუალებების გამოყენება (მაგალითად, ვაზოდილატატორები ან ბეტა-ადრენობლოკატორები).
ანტიქოლინერგული საშუალებები.
ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შესაძლებელია გააძლიერონ რიგი საშუალებების ანტიქოლინერგული მოქმედება (მაგალითად, ფენოთიაზინების, ანტიპარკინსონული, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ატროპინის, ბიპერიდენის) მხედველობის ორგანოებზე, ცნს-ზე, კუჭ-ნაწლავსა და შარდის ბუშტზე.
ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებები
ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შესაძლებელია გაზარდონ ალკოჰოლური სასმელებისა და ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე სხვა საშუალებების მოქმედება (მაგალითად, ბარბიტურატების, ბენზოდიაზეპინის ან სანარკოზე საშუალებების).
დიურეტიკებმა
შესაძლებელია გამოიწვიონ ჰიპოკალიემია, რომელიც თავის მხრივ ზრდის QT ინტერვალის გახანგრძლივების საშიშროებას. ანაფრანილის დანიშვნამდე საჭიროა ჰიპოკალიემიის მკურნალობა.
მაო-ს ინჰიბიტორები ანაფრანილი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში (არსებობს ისეთი მძიმე სიმპტომების განვითარების საშიშროება, როგორიც არის ჰიპერტონული კრიზი, ჰიპერპირექსია და სეროტონინის სინდრომთან კომბინირებული, მაგალითად მიოკლონუსი, გენერალიზებული კრუნჩხვები, დელირია და კომა). ასეთივე წესის დაცვა საჭიროა ანაფრანილით მკურნალობის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორების დანიშვნისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ანაფრანილის ან მაო-ს ინჰიბიტორების საწყისი დოზა უნდა იყოს მცირე, დოზის გაზრდა საჭიროა თანდათანობით, პრეპარატის ეფექტის მუდმივი კონტროლით.
არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ ანაფრანილის დანიშვნა შესაძლებელია შექცევადი მოქმედების მაო-ა ინჰიბიტორის (მაგალითად მოკლობემიდი) მოხსნიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ. მაგრამ, თუ ასეთი პრეპარატი ინიშნება ანაფრანილის მოხსნის შემდეგ, შუალედის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2 კვირას.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
მოცემულ საშუალებებთან ანაფრანილის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაძლიერებული მოქმედება სეროტონინის სისტემაზე.
სეროტონინერგული საშუალებები
სეროტონინის სინდრომი შესაძლებელია შეგხვდეს კლომიპრამინისა და ისეთი სეროტონინერგული პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას, როგორებიც არიან, მაგალითად, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs) და სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SnaRIs) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან ლითიუმი. ფლუოქსეტინის გამორეცხვის პერიოდი შეადგენს 2-3 კვირას; ამ პერიოდის დაცვა რეკომენდებულია ფლუოქსეტინით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.
სიმპათომიმეტური საშუალებები
ანაფრანილმა შესაძლებელია გაზარდოს ადრენალინის, ნორადრენალინის, იზოპრენალინის, ეფედრინისა და ფენილეფრინის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (მაშინაც, როცა ეს ნივთიერებები შედიან ადგილობრივი ანესთეტიკების შემადგენლობაში).

ანაფრანილი შენახვის პირობები და ვადები

ანაფრანილი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ოთახის ტემპერატურაზე. მოარიდეთ ტენიან ადგილს. ვარგისიანობის ვადა 5 წელი

ანაფრანილს ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული < EXP > ვადის გასვლის შემდეგ.

ანაფრანილის გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).