ასკილის ნაყოფი

ასკილის ნაყოფი

ასკილის ნაყოფის ზოგადი ინფორმაცია

ასკილის ნაყოფი. Fructus Rozae. პოლივიტამინური საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).


ასკილის ნაყოფი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ასკილის ნაყოფის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ასკილის ნაყოფი. Fructus Rozae გამოდის 100 გრ. მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. ასკილის ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას (6%-მდე), ვიტამინებს B1,B2,K,E PP, P, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ჰექტინის მჟავას, ლიმონის მჟავას, შაქარს, რკინას, მარილებს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს.

ასკილის ნაყოფის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ასკილის ნაყოფი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ასკილის ნაყოფის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ასკილის ნაყოფის ფასები ფარმადეპოში
ასკილის ნაყოფის  ფასები ავერსში
ასკილის ნაყოფის  ფასები psp-ში
ასკილის ნაყოფის ფასები სხვა აფთიაქებში

ასკილის ნაყოფის აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

ასკილის ნაყოფის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • C ავიტამინოზი
  • P ავიტამინოზი
  • ინფექციები, მწვავე და ქრონიკული
  • ნეფრიტი
  • ჰეპატიტი
  • ათეროსკლეროზი
  • ენტეროკოლიტი
  • სასუნთქი გზების დაავადებები
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
  • დიათეზი
  • ჰემოფილია
  • სისხლდენა
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ასკილის ნაყოფის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედების მიმართ. ასკილის ნაყოფი აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს, ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული თვისებები

ჩვენებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება.

გამოიყენება C და P ავიტამინოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ათეროსკლეროზის, ენტეროკოლიტის, სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ.