ატრიკანი 250

ატრიკანი 250. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ატრიკანი 250-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტენონიტროზოლი/ TENONITROZOLE

ატრიკანი 250-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალება
გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 8 ც.
1 კაფს.
ტენონიტროზოლი……… 250 მგ
პერორალურად მისაღები რბილი კაფსულები მდგრადი კუჭის წვენის მიმართ.


ატრიკანი 250 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
თიაზოლის სინთეზური წარმოებული, აქტიურიTrichomonas vaginalis მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან წარმოებს ნელა, რაც იძლევა ტრიქომონოციდური კონცენტრაციის შენარჩუნების საშუალებას სისხლში რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჩვენებები:
გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზირება:
ჩვეული დოზაა 2 კაფსულა დღეში. თითო კაფსულა დილა-საღამოს ჭამის დროს 4 დღის განმავლობაში. საჭიროა სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
გვერდითი მოვლენები:
პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, მადის დაქვეითება), ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას სასურველი არ არის. თუ მკურნალობის დროს დადგინდა ორსულობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელებაზე; ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:
ატრიკანით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება აკრძალულია; სრული ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. მკურნალობისას რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ტარებისაგან თავის შეკავება, რადგან, ისინი შეიძლება შეიფეროს ყვითლად. მკურნალობისას შესაძლოა სკლერებისა და შარდის ყვითლად შეფერვა. უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის ლეიკოციტარულ შემადგენლობას.
ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ასეთი შეთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ატრიკანის და დისულფირამის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

გაფრთხილება