დიკლაკი (ტაბლეტები, გელი)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დიკლოფენაკი/DICLOFENAC

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ნატრიუმის დიკლოფენაკი……………..           50 მგ
ტაბლეტები ID75mg გახანგრძლივებული მოქმედებით: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
სწრაფად გამოთავისუფლებადი ნატრიუმის დიკლოფენაკი……….      12.5 მგ
ნელა გამოთავისუფლებადი ნატრიუმის დიკლოფენაკი……………..     62.5 მგ
ტაბლეტები ID150mg გახანგრძლივებული მოქმედებით: შეფუთვაში 20 და 100 ც.
1 ტაბ.
სწრაფად გამოთავისუფლებადი ნატრიუმის დიკლოფენაკი…….            25 მგ.
ნელა გამოთავისუფლებადი ნატრიუმის დიკლოფენაკი………………..   125 მგ
გელი გარეგანი გამოყენებისათვის 5%: ტუბში.
1 გ.
ნატრიუმის დიკლოფენაკი………………            50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლოფენაკი წარმოადგენს ფენილძმარჟმავას წარმოებულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. ახასიათებს კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში.
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიული (განპირობებულია პროსტაგლანდინების სითნეზის დათრგუნვით) და ცენტრალური (ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით). რევმატიული დაავადების დროს პრეპარატი ამცირებს ტკივილებს სახსრებში მოსვენებულ მდგომარეობაში და მოძრაობის პროცესში, აგრეთვე დილის შებოჭილობის შეზღუდვას და სახსრების შეშუპებას. იგი ხელს უწყობს მოძრაობის ფუნქციის გაძლიერებას.
ტრავმული და ოპერაციის შემდგომი ტკივილების დროს პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას მოსვენებულ მდგომარეობაში და მოძრაობის პროცესში, აგრეთვე ამცირებს ანთებით შეშუპებას, ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დათრგუნვას. ხანგრძლივი გამოყენების დროს ახასიათებს მასენსიბილიზირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას იგი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ანელებს პრეპარატის შეწოვის პროცესს, თუმცა ამ დროს აბსორბიციის ხარისხი უცვლელია.
პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში “პირველი გავლის”დროს. პერორალურად მიღებისას იგი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2-4 სთ-ში, აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია პლაზმაში პირადაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია მიღებული დოზის სიდიდესთან.
პრეპარატი არ ხასიათდება კუმულაციის თვისებებით. პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99.7% (ძირითადად ალბუმინებთან). იგი აღწევს სინოვილუარ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით უფრო გვიან, ვიდრე პლაზმაში. დიკლაკი ძირითადად მეტაბოლიზდება რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთა შორის ორი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლები ხარისხით. ვიდრე დიკლოფენაკი.
აქტიური ნივთიერების სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 263 მლ/წთ-ში. პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდია 1-2 სთ, ხოლო სინოვიალური სითხიდან – 3-6 სთ.
დიკლოფენაკის დოზის დაახლოებით 60% ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით, 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი – ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები

რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზირებელი სპონდილიტის, პოდაგრის-სახსროვანი სინდრომი;
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები);რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (დაჭიმულობა, დაჟეჟილობა) ტრავმისშემდგომი ანთებები;
ტკივილები ხერხემლის არხში, ნევრალგიები, მიალგიები, ართრალგიები;
ოპერაციიის და ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილის და ანთების სინდრომი;
ტკივილის სინდომი პოდაგრის დროს;
შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილი;
ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, ქოლელითიაზი და ნეფროლითიაზი, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური ანთებითი დაავადებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი;

ადგილობრივად იყენებენ: კატარაქტას ოპერაციების, არაინფექციური წარმოშობის თვალის ანთებითი დაავადების დროს, აგრეთვე ბროლის იმპლანტაცის და მის შეცვლის პროცესთან დაკავშირებული ცისტოიდური მაკულარული შეშუპების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზირება:
გამოყენების წინ გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას.

ტაბლეტები
დღიური დოზაა 100-150 მგ.
1 (50 მგ) ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
1 (75 მგ) ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
1 (150 მგ) ტაბლეტი 1 დღეში.
პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
დიკლაკი გელი 5%
წაისვით მტკივნეულ ადგილებზე 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის სიდიდეზე, ერთჯერადი დოზა საშუალოდ 2 გრამია (დაახლოებით 4 სმ-იანი ზოლი ტუბის სავსე ყელიდან). გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში – ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და პერფორაცია;
იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკვილი, აგზნება, უძილობა, გაღიზიანება, დაღლის შეგრძნება, იშვიათად – პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა), ყურებში შუილი, ძილის დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, ფსიქიური დარღვევები, დეპრესიები;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ზოგიერთ პაციენტებში – შეშუპების განვითარებისადმი მიდრეკილება, დერმატოლოგიური რეაქციები – თმის ცვენა;
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ქავილი;
გარეგანი მიღებისას – ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, წვა.

უკუჩვენებები
*მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ;
*კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები _ გამწავების პროცესში;
*”ასპირინული ტრიადა”;
*უცნობი ეტიოლოგიის სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო სამკურნალო ეფექტი ბევრად აღემატება ნაყოფზე ან ახალშობილზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების, ანამნეზში – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, დისპეფსიური მოვლენების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის დროს, ქირურგიული ოპერაციების შედგომ პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ ავადმყოფებში.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება. რადგან მკურნალობის დროს ადგილი აქვს ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითებას, პრეპარატის მიღება ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დიკლოფენაკის და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული დანიშვნით შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება.
დიკლოფენაკი, ლითიუმთან და დიგოქსინთან კომბინაციით იწვევს მათი კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
მწარმოებელი: HEXAL AG, გერმანია

გაფრთხილება