კამელინი M4

კამელინი M4–ის ზოგადი ინფორმაცია

კამელინი M4. CAMELYN M4. იმუნომოდულატორების (ცხოველური წარმოშობის), ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატების (ანტიოქსიდანტების) ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კამელინი. Camelinum. მწარმოებელი ფირმა – შპს კამელინი (საქართველო).

კამელინი M4–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კამელინი M4. CAMELYN M4 გამოდის 2,0გ სუპოზიტორიის ფორმით. 1 სუპოზიტორია შეიცავს კამელინის – 0,7გრ, ფუძე ვიტეპსოლი H 15 1.3გრ. სამკურნალო საშუალება „კამელინი-M4” მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლენი, ალდეჰიდები, ფურფუროლი.აღწერა: რექტალურ-ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერი 2.0გრ..

კამელინ M4–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კამელინ M4–ის ფასები ფარმადეპოში
კამელინ M4–ის ფასები ავერსში
კამელინ M4–ის ფასები psp-ში
კამელინ M4–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კამელინ M4, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კამელინ M4–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კამელინი M4–ის სინონიმები

კამელინი M1  (CAMELYN M1, CAMELYN, საქართველო), კამელინი M2 (CAMELYN M2, CAMELYN, საქართველო), კამელინი M3 (CAMELYN M3, CAMELYN, საქართველო), კამელინფლუ (CAMELYNFLU, CAMELYN, საქართველო).

კამელინი M4–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ვაგინალური( ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის)
  • საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები
  • ეროზიები საშვილოსნოს ყელის
  • ნახეთქები სწორი ნაწლავის
  •  ჰემორეა

კამელინი M4–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კამელინ-M4-ს“ გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი
ჩვენებები
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.
ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის. საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ჰემორეა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში 1 სანთელი დღეში. 1-2 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
რექტალური გზით სანთლების ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ (8-15 C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.