ლეპონექსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კლოზაპინი/CLOZAPINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიფსიქოზური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
კლოზაპინი…………  25 მგ
1 ტაბ.
კლოზაპინი………100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი (კაჟბადის) მჟავა; პოლივინილპიროლიდონი; ტალკი; სიმინდის სახამებელი; ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლეპონექსი წარმოადგენს ანტიფსიქოზურ პრეპარატს, რომელიც განსხვავდება კლასიკური ნეიროლეფსური საშუალებებისაგან.
ფარმაკოლოგიურ ექსპერიმენტებში პრეპარატი არ იწვევს კატალეფსიას და არ თრგუნავს სტერეოტიპურ ქმედებას, რომელიც გამოწვეულია აპომორფინისა ან ამფეტამინის შეყვანით. მას გააჩნია სუსტი მაბლოკირებელი მოქმედება დოფამინურ D1, D2, D3, და D5 რეცეპტორებზე და ძალიან ძლიერი – D4 – რეცეპტორებზე. გარდა ამისა, მას გააჩნია კარგად გამოხატული ადენოლიზური, ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური ეფექტები. პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისეროტონინერგული თვისებები.
კლინიკურ პირობებში ლეპონექსი იწვევს სწრაფად გამოხატულ დამამშვიდებელ (სედატიურ) ეფექტს და ავლენს ძლიერ ანტიფსიქოზურ მოქმედებას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ანტიფსიქოზური ეფექტი აღენიშნებათ შიზოფრენიით დაავდებულ ავადმყოფებს, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა პრეპარატებით მკურნალობისას. ასეთ შემთხვევებში აღმოჩნდა, რომ ლეპონექსი უფრო ეფექტურია, როგორც შიზოფრენიის პროდუქტიული სიმპტომატიკის, ასევე აბსანსის სიმპტომების მიმართ. მკურნალობის დაწყებიდან პირველი 6 კვირის შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნეოდა ავადმყოფების დაახლოებით მესამედში, ხოლო თერაპიის 12 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში – პაციენტების დაახლოებით 60%-ში. გარდა ამისა, აღწერილია ზოგიერთი კოგნიტიური მოშლილობის დადებით დინამიკა.
ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებში ნაჩვენები იყო აგრეთვე, ის რომ ავადმყოფებს, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა ლეპონექსით, აღენიშნებოდათ თითქმის 7-ჯერ დაბალი სიხშირე სუიციდალური (თავის მოკვლის) მცდელობებისა, შიზოფრენიით დაავადებულებთან შედარებით, რომლებსაც არ მიუღიათ ეს პრეპარატი.
ლეპონექსი უნიკალურია იმით, რომ იგი პრაქტიკულად არ იწვევს მწვავე დისტონიის ტიპის სერიოზულ ექსტრაპირამიდულ რეაქციებს. ძალიან იშვიათად აღინიშნება პარკინსონის მსგავსი რეაქციები და აკატიზია. კლასიკური ნეიროლეფსიურებისაგან განსხვავებით, ლეპონექსი არ ზრდის პროლაქტინის დონეს. რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის გინეკომასტია, ამენორეა, გალაქტორეა და იმპოტენცია.
პოტენციურად სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რაც დამახასიათებელია ლეპონექსისათვის წარმოადგენენ გრანულოციტოპენია და აგრანულოციტოზი, რომელთა წარმოქმნის სიხშირე შესაბამისად შეადგენს 3% და 7%. ამასთან დაკავშირებით, ლეპონექსი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ ავადმყოფებში, რომლებიც იტანენ სხვა პრეპარატებით მკურნალობას და რომელთაც რეგულარულად შეუმოწმდებათ პერიფერიული სისხლის სურათი.
ფარმაკოკინეტიკა:
ლეპონექსის შეწოვა მისი მიღების შემდეგ შეადგენს 90-95%. არც სიჩქარე, არც შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული საჭმლის მიღებაზე.
ღვიძლში პირველი გავლის შემდეგ, კლოზაპინი (ლეპონექსის აქტიური ნივთიერება) ზომიერად განიცდის მეტაბოლიზმს. აბსოლუტური ბიოლოგიური შეღწევადობა შეადგენს 50-60%. პრეპარატის 2-ჯერადი მიღების ფონზე 24 საათის განმავლობაში წონასწორულ მდგომარეობაში სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციები საშუალოდ აღწევს 2.1 საათის შემდეგ (0.4-დან 4.20-მდე), განაწილების მოცულობა შეადგენს 1.6 ლ/კგ. კლოზაპინის შეკავშირების ხარისხი პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 95%;
მისი გამოყოფა ორფაზიანი ხასიათისაა, ბოლო ფაზის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 12 საათს (ვარიაბელობის დიაპაზონი 6-26 საათია). 75 მგ პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ ტერმინალური (საბოლოო) ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 7.9 საათს. ეს მნიშვნელობა იზრდება 14.2 საათამდე წონასწორობის მდგომარეობის მიღწევისას 75 მგ დოზით პრეპარატის მიღების შედეგად დღე-ღამეში არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ წონასწორობის მდგომარეობის პერიოდში პრეპარატის გაზრდილი დღიური დოზისას 37.5 მგ-დან 75 მგ-მდე და 150 მგ-მდე (რომელიც ინიშნება ორ მიღებაზე), აღინიშნება ხაზობრივი დოზადამოკიდებული გაზრდა, რომელიც გამოისახება კონცენტრაცია-დროის დამოკიდებულების მრუდით (AUC), აგრეთვე, პლაზმაში მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციების გაზრდა.
გამოყოფის წინ კლოზაპინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზირდება. აქტიურობით გამოირჩევა მხოლოდ ერთი მისი ძირითადი მეტაბოლიტთაგანი – დეზმეთილწარმოებული. მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება მოგვაგონებს კლოზაპინის მოქმედებას, მაგრამ მნიშვნელოვნად სუსტი და ნაკლებ ხანგრძლივია. კლოზაპინი უცვლელი სახით აღმოჩნდება შარდში, ხოლო განავალში – მხოლოდ კვალის სახით და რაოდენობით. პრეპარატის გამოყენებული დოზის სიდიდის დაახლოებით 50% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად და 30% – განავალთან ერთად.
ჩვენებები:
ლეპონექსი ინიშნება მხოლოდ შიზოფრენიით დაავადებული იმ ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც კარგად ექვემდებარებიან თერაპიას, ე.ი. რომლებზედაც არ მოქმედებს “კლასიკური” ნეიროლეფსიური საშუალებები ან აღინიშნება მათი ზემოქმედების მიმართ აუტანლობა.
ზემოქმედების არქონა ნიშნავს დამაკმაყოფილებელი კლინიკური გაუმჯობესების არარსებობას, მიუხედავად სააფთიაქო ქსელში არსებული სულ ცოტა ორი ნეიროლეფსიური საშუალების, რომლებსაც უნიშნავენ ავადმყოფს თანაბარი დოზით საჭირო დროის მანძილზე.
აუტანლობას განსაზღვრავს როგორც ის, რომ შეუძლებელია მიაღწიო საკმაო კლინიკურ გაუმჯობესებას კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებებით, ასევე მძიმე ნევროლოგიური გვერდითი რეაქციების სიმძიმე და კორექციის ძნელად დაქვემდებარება (ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ან გვიანი დისკინეზია).
მიღების წესები და დოზირება:

გაფრთხილება
– ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს აგრანულოციტოზი.
ლეპონექსი უნდა მიიღონ მხოლოდ შიზოფრენიით დაავადებულებმა:
– რომლებიც არ რეაგირებენ კლასიკური ნეიროლეფსიურებით მკურნალობაზე ან ვერ ეგუებიან მას;
– რომლებსაც მკურნალობამდე თეთრი სისხლის მაჩვენებლები ჰქონდათ ნორმაში (ლეიკოციტების რიცხვი ≥ 3500 კუბ. მმ-ში, ნორმალური ლეიკოციტური ფორმულა);
– რომლებსაც საშუალება აქვთ გაისინჯონ ლეიკოციტების რიცხვი და სასურველია ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი (ყოველკვირეულად პირველ 18 კვირის განმავლობაში, შემდგომში არანაკლებ თვეში ერთხელ მკურნალობის მთელი კურსის მიმდინარეობის მანძილზე და მკურნალობის დამთავრებიდან 1 თვის შემდეგ).
ექიმებმა, რომლებიც ნიშნავენ ამ პრეპარატს, უნდა სრულად დაიცვან უსაფრთხოების საჭირო ზომები. ყოველი კონსულტაციისას ავადმყოფს, რომელიც ღებულობს ლეპონექს, უნდა შეახსენონ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს, ნებისმიერი ინფექციების ნიშნების გამოვლენისას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გრიპოზულ მოვლენებს, როგორიც არის ტემპერატურის აწევა ან ყელის ტკივილი, და ინფექციის სხვა ნიშნებს, რაც მიუთითებს ნეიტროპენიის განვითარებაზე.
პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული, თითოეულმა პაციენტმა უნდა მიიღოს მინიმალური ეფექტური დოზა.
პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს ისეთი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ლეპონექსთან (როგორიც არის ბენზოდიაზეპინები ან სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები), აუცილებლად უნდა შეეცვალოთ მისი დოზირება.
შინაგანი მიღებისათვის რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
მკურნალობის საწყისი ეტაპი: პირველ დღეს ნიშნავენ 12.5 მგ (25 მგ-იანი ტაბლეტის 1/2 ერთხელ ან 2-ჯერ დღეში; მეორე დღეს – პრეპარატის 25 მგ-იან 1 ან 2 ტაბლეტს. შემდგომში თუ პრეპარატი კარგად აიტანა ორგანიზმმა, პრეპარატის დოზა შეიძლება დაუყოვნებლივ გაიზარდოს 25-50 მგ-მდე ისე, რომ 2-3 კვირის განმავლობაში მიაღწიოს დღიურ დოზას, რაც შეადგენს 300 მგ, შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დღიური დოზის გაზრდა და შემდგომში 50-100 მგ-ით ყოველ 3-4 დღეში ან უკეთესია 7 დღეში.
დოზების სამკურნალო დიაპაზონი: ავადმყოფთა უმრავლესობაში მოსალოდნელია პრეპარატის ანტიფსიქიური მოქმედების დაწყება ლეპონექსის დღიური დოზის 300-450 მგ მიღებისას (რამოდენიმე მიღება). ზოგიერთ ავადმყოფებზე ეფექტურად მოქმედებს ნაკლები დოზა. ზოგს შეიძლება დასჭირდეს დოზა 600 მგ დღეში. დღიური დოზა შეიძლება დანაწილდეს არათანაბრად, რომლის უმეტეს ნაწილს აძლევენ ძილის წინ.
მაქსიმალური დოზა: იმისათვის, რომ მიღწეული იქნას სრული სამკურნალო ეფექტი, ზოგიერთ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს პრეპარატის უფრო დიდი დოზა. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია დოზის თანდათანობითი გაზრდა (ყოველ ჯერზე არა უმეტეს 100 მგ-ით) სანამ არ მიიღწევა 900 მგ დღე-ღამეში. გასათვალისწინებელია, მხედველობაში უნდა მივიღოთ გვერდითი მოვლენების უფრო ხშირი განვითარების შესაძლებლობა (კერძოდ, კრუნჩხვების გამოვლენა) პრეპარატის ისეთი დოზების მიღებისას, რომელიც აღემატება 450 მგ დღე-ღამეში.
შემანარჩუნებელი დოზა: მას შემდეგ, რაც მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი, ბევრ ავადმყოფს შეუძლია გადავიდეს შემანარჩუნებელი დოზის გამოყენებაზე. პრეპარატის დოზის შემცირება უნდა მოხდეს ნელა და თანდათანობით. შემანარჩუნებელი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 6 თვისა. თუ პრეპარატის დღიური დოზა არ აღემატება 200 მგ-ს, შეიძლება გადასვლა პრეპარატის ერთჯერად მიღებაზე საღამოს საათებში.
მკურნალობის შეწყვეტა: ლეპონექსით მკურნალობის დაგეგმილი შეწყვეტის შემთხვევაში, რეკომენდებულია თანდათანობითი, 1-2 კვირის განმავლობაში დოზის შემცირება. პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნის აუცილებლობის დროს (მაგალითად, ლეიკოპენიის შემთხვევაში) საჭიროა დაწესდეს ავადმყოფზე გულდასმითი დაკვირვება იმის გამო, რომ შესაძლებელი ფსიქოზური სიმპტომატიკის გამწვავება.
მკურნალობის განახლება: იმ შემთხვევაში, თუ ლეპონექსის ბოლო მიღების შემდეგ გავიდა 2 დღეზე მეტი, საჭიროა მკურნალობის განახლება დაწყებული 12.5 მგ-დან (1/2 25 მგ-იანი ტაბლეტი), რომელიც მიიღება ერთხელ ან 2-ჯერ პირველ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის ამ დოზას კარგად იტანს ავადმყოფი, მაშინ თერაპიული ეფექტის მისაღწევად შემდგომი გაზრდილი დოზები, შეიძლება მიეცეს უფრო ხშირად, ვიდრე ეს რეკომენდებულია თავდაპირველი მკურნალობისათვის. მაგრამ, თუ ავადმყოფს მკურნალობის დაწყებით პერიოდში აღენიშნებოდა სუნთქვის ან გულის მოქმედების დათრგუნვა, მაგრამ შემდგომში შესაძლებელი გახდა პრეპარატის დოზის გაზრდა თერაპიულამდე.
დოზის გაზრდა პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ნეიროლეფსიური საშუალებებით მკურნალობიდან გადასვლა ლეპონექსით მკურნალობაზე: იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ლეპონექსით მკურნალობის დაწყება იმ პაციენტებისათვის, რომელიც უკვე ღებულობდა ნეიროლეფსიურ საშუალებებს, რეკომენდებულია ჯერ მისი თანდათანობით (დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში) მოხსნა. ლეპონექსით მკურნალობის დაწყება ზემოთ აღწერილი სქემით შეიძლება არა უმეტეს 24 საათისა ნეიროლეფსიური საშუალებების სრული მოხსნის შემდეგ. ლეპონექსის მიღება სხვა ნეიროლეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ბავშვებში: არ არის დადგენილი ბავშვებში ლეპონექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება პრეპარატის განსაკუთრებით დაბალი დოზით (პირველ დღეს 12.5 მგ ერთხელ), რომლის შემდგომი გაზრდა შემოიფარგლება დოზით – 25 მგ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ჰემატოლოგიური. ლეპონექსით მკურნალობას თან ახლავს გრანულოციტოპენიისა და აგრანულოციტოზის განვითარების მაღალი რისკი. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის მოხსნა, როგორც წესი, იწვევს ამ გართულებების უკუგანვითარებას, აგრანულოციტოზმა შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი და სიკვდილი. უმეტეს შემთხვევებში (დაახლოებით 85%) ეს გართულებები ვითარდება მკურნალობის პირველ 18 კვირას. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლისათვის საშიში აგრანულოციტოზის განვითარება, საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას პრეპარატი და აუცილებელია დაწესდეს კონტროლი სისხლში ლეიკოციტების შემცველობაზე (როგორც ეს ნაჩვენებია პუნქტში „სპეციალური უსაფრთხოების ზომები“).
შეიძლება განვითარდეს გაურკვეველი გენეზის ლეიკოციტოზი და/ან ეოზინოფილია, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას. ძალიან იშვიათად, ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს თრომბოციტოპენია.
ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ლეპონექსს, აღენიშნებათ სხვადასხვა ტიპის ლეიკემიის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ, პრეპარატის მიღებასა და ლეიკემიის განვითარებას შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. ლეიკემიის შემთხვევების სიხშირე ლეპონექსით მკურნალობის ფონზე იმყოფება ამ მდგომარეობის თანხვედრაში ან არსებობაში მთლიანად პოპულაციაში.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობის გრძნობა, ძილის გრძნობა და დამამშვიდებელი ეფექტი წარმოადგენენ ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენებს. შეიძლება აგრეთვე წარმოიშვას თავბრუსხვევა ან თავის ტკივილები.
ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები ეეგზე, მათ შორის „სპაიკ ტალღები“და „ტალღათა კომპლექსები“.
პრეპარატი დოზადამოკიდებულებით დაბლა სწევს კრუნჩხვისათვის მზადყოფნის ზღვარს და შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მიოკლონისი ან გენერალიზებული ეპილეფსური კრუნჩხვები. ამ შემთხვევაში საჭიროა შემცირდეს ლეპონექსის დოზა და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია. კარბამაზეპინის დანიშვნას თავი უნდა ავარიდოთ ძვლის ტვინის ფუნქციაზე მის შესაძლებელი დამთრგუნველი მოქმედების გამო. აუცილებელი აგრეთვე, გვახსოვდეს კლოპაზინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. აღსანიშნავია, რომ ვალპროის მჟავა იწვევს სისხლში კლოზაპინის კონცენტრაციის უმნიშვნელო აწევას, რომელსაც კარგად იტანენ ავადმყოფები ლეპონექსთან მისი ერთდროული მიღებისას.
იშვიათ შემთხვევაში, ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს ცნობიერების მოშლა, მოუსვენრობა, ციებ-ცხელება (დელირიუმი).
შეიძლება განვითარდეს ექსტრაპირამიდული სიმპტომები, თუმცა ისინი უფრო ნაკლებად არიან გამოხატული და გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებებით მკურნალობისას. აღნიშნულია ისეთი მოვლეები, როგორიც არის კუნთების რიგიდულობა, ტრემორი და აკატიზია, თუმცა არ არის აღწერილი მწვავე დისტონია, როგორც ლეპონექსის გვერდითი მოვლენა.
არსებობს მონაცემები გვიანი დისკინეზის განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს. თუმცა ამ შემთხვევებში ერთდროულად ღებულობდნენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, რის გამოც არ შეიძლება დადასტურებულ იქნას ამ გართულების მიზეზობრივი კავშირი ლეპონექსის მიღებასთან. იმ პაციენტებს, რომელთაც ლეპონექსის დანიშვნისას, სხვა ნეიროლეპტიკების მიღების ფონზე უვითარდებოდათ გვიანი დისკინეზია, აღენიშნებოდათ გაუმჯობესება. იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს ლითიუმის პრეპარატებთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აღენიშნებოდათ ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის შემთხვევები.
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: აღინიშნება პირში სიმშრალე, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ოფლის გამოყოფისა და თერმორეგულაციის დარღვევა. შედარებით ხშირ, მაგრამ, ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით, მოულოდნელ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას, ტაქიკარდია და ორთოსტატული ჰიპოტეზია, რომელსაც ახლავს ან არ ახლავს გულყრა. უფრო იშვიათად შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მომატება. აღწერილია ძლიერი სისხლძარღვოვანი კოლაფსის ცალკეული შემთხვევები. შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები. აღწერილია გულის არითმიის, პერიკარდიტის ცალკეული შემთხვევები, აგრეთვე, (ეოზინოფილიით ან მის გარეშე), რაც იწვევს ზოგიერთ ავადმყოფში ფატალურ დასასრულს. ამიტომ იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს, უვითარდებათ არასპეფიციკური ცვლილებები გულში, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მიოკარდიტის განვითარების შესაძლებლობა. ასეთი დიაგნოზის დადასტურებისას უნდა შეწყდეს ლეპონექსის მიღება.
აღწერილია თრომბოემბოლიის განვითარების იშვიათი შემთხვევები.
სასუნთქი სისტემების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა სუნთქვის შენელება ან შეჩერება, რასაც თან ახლდა ან არ ახლდა სისხლძარღვოვანი კოლაფსი.
ზოგჯერ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ყლაპვა ან მიღებული აქვთ პრეპარატის ჭარბი დოზა, შეიძლება განუვითარდეთ კუჭის წვენის ასპირაცია.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა და ღებინება, ყაბზობა და ძალიან იშვიათად, ნაწლავის გაუვალობა. აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მომატება და იშვიათ შემთხვევაში, ღვიძლის ფულმინანტური ნეკროზის განვითარება. სიყვითლის განვითარების შემთხვევაში ლეპონექსი უნდა მოიხსნას.
იშვიათად ლეპონექსით მკურნალობის ფონზე შეიძლება აღინიშნოს დისფაგიის განვითარება, რაც წარმოადგენს ასპირაციის შესაძლებელ მიზეზს. ცნობილია მწვავე პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები.
სხვადასხვა: შეიძლება განვითარდეს კეთილთვისებიანი ჰიპერთერმია, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას. არსებობს კანის რეაქციების ცალკეული შემთხვევები. ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს, აღენიშნებათ ჰიპერგლიკემიის წარმოქმნის იშვიათი შემთხვევები. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კრეტინფოსფიკინაზას დონის ამაღლება. ზოგიერთ ავადმყოფებს ხანგრძლივი მკურნალობისას აღენიშნება სხეულის მასის მნიშვნელოვანი მომატება.
ცნობილია, რომ ფსიქიატრიულ ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ტრადიციულ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს (აგრეთვე, ფსიქიატრიულ ავადმყოფებს, რომლებსაც არ ჩატარებიათ მკურნალობა) აღენიშნებათ უეცარი, აუხსნელი სიკვდილის შემთხვევები. ასეთი საბედისწერო დასასრულის მქონე ცალკეული შემთხვევები აღინიშნებოდა იმ ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა კლოზაპინის მიმართ ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტებისადმი;
* ტოქსიკური ან იდიოსინკრაზული გრანულოციტოპენია ან აგრანულოციტოზი ანამნეზში (გარდა გრანულოციტოპენიისა ან აგრანულოციტოზის განვითარებისა წინათ გამოყენებული ქიმიოთერაპის შედეგად);
* ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლა;
* ეპილეფსია, რეფრაქტერული ადექვატური თერაპიის მიმართ;
* ალკოჰოლური ან სხვა სახის ტოქსიკური ფსიქოზი, მედიკამენტური ინტოქსიკაციები, კომატოზური მდგომარეობები;
* სისხლძარღვოვანი კოლაფსი და/ან ნებისმიერი ეტოლოგიის ცნს ფუნქციის დაქვეითება;
* თირკმელების ან გულის მძიმე დაავადებები;
* ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, რასაც თან ახლას ღებინება, ანორექსია ან სიყვითლე; ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
* რეპროდუქტიულობის გამოკვლევისას ცხოველებზე არ შეიმჩნეოდა რაიმე ნიშანი ფერტილურობის დარღვევისა ან ნაყოფზე კლოზაპინის უარყოფითი ზემოქმედება. მაგრამ, მაინც ვერ დადგინდა ლეპონექსის გამოყენების უსაფრთხოება ფეხმძიმე ქალებში, ამიტომ პრეპარატი უნდა დაენიშნოს ფეხმძიმე ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აშკარად აღემატება შესაძლებელ რისკს.
* ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ კლოზაპინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ იმ დედებმა, რომლებიც ღებულობენ ლეპონექსს. უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტომანქანის მართვის შესაძლებლობაზე და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობაზე: იმასთან დაკავშირებით, რომ ლეპონექსს უნარი აქვს მოახდინოს დამამშვიდებელი ზეგავლენა და შეამციროს აგზნებისათვის მზადების ზღვარი, ავადმყოფმა თავი უნდა აარიდოს ავტომანქანის მართვას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობას, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას.
განსაკუთრებული მითითებები:
სპეციალური უსაფრთხოების ზომები: იმასთან დაკავშირებით, რომ ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს უსაფრთხოების შემდეგი ზომების დაცვა:
– ლეპონექსთან ერთად არ შეიძლება მიღებულ იქნას ისეთი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აშკარად დამთრგუნველად მოქმედებს ძვლის ტვინის ფუნქციაზე. ამის გარდა,
– უნდა ვერიდოთ ანტიფსიქოზური პრეპარატების ერთდროულ მიღებას, რომელთაც გააჩნიათ ხანგრძლივი მოქმედება, დეპოს სახით და რომლებიც, თავიანთი პოტენციური მიელოსუპრესიული მოქმედების გამო შეუძლებელია, გამოდევნილი იქნას სწრაფად ორგანიზმიდან საჭირო სიტუაციაში (მაგალითად გრანულოციტოპენიის დროს).
– პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ძვლის ტვინის პირველადი დაავადება, ლეპონექსი შეიძლება დაენიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს. ასეთ პაციენტებს ლეპონექსით მკურნალობის დაწყებამდე ჰემატოლოგმა უნდა ჩაუტაროს გულდასმითი გა- მოკვლევა.
– განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ ლეიკოციტების დაბალ რაოდენობა კეთილთვისებიან ეთნიკური ნეიტროპენიის შედეგად. ასეთ შემთხვევებში ლეპონექსით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ჰემატოლოგის თანხმობის შემდეგ.
ლეიკოციტების რიცხვისა და ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის რეგულარული კონტროლი.
– ლეპონექსით მკურნალობის დაწყებამდე 10 დღით ადრე საჭიროა განისაზღვროს ლეიკოციტების რიცხვი და ლეიკოციტური ფორმულა, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ პრეპარატს მიიღებენ მხოლოდ ის ავადმყოფები, რომელთაც აქვთ ნორმალური მაჩვენებლები (ლეიკოციტების რიცხვი ≥ 3500/კუბმმ და ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≥ 2000 კუბ. მმ). ლეპონექსით მკურნალობის დაწყების შემდეგ ლეიკოციტების რიცხვი და თუ შესაძლებელია, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა უნდა შემოწმდეს ყოველკვირეულად 18 კვირის განმავლობაში, და შემდგომ – არანაკლებ თვეში ერთხელ პრეპარატის მიღების მთელი ვადის განმავლობაში, და ერთი თვის შემდეგ ლეპონექსის სრულიად მოხსნის შემდეგ. მკურნალმა ექიმმა ყოველი ვიზიტის დროს უნდა შეახსენოს ავადმყოფს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ მიმართოს მას ნებისმიერი ინფექციის წარმოქმნის, სხეულის ტემპერატურის აწევის, ყელის ტკივილის ან სხვა გრიპოზული სიმპტომების გაჩენისას. ინფექციის ნებისმიერი სიმპტომების წარმოქმნისას დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს სისხლის ლეიკოციტური ფორმულა.
ლეიკოციტების რაოდენობისა და/ან ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვის დაწევა.
– იმ შემთხვევაში, თუ ლეპონექსით მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში ლეიკოციტების რიცხვი მცირდება 3500-3000/კუბ. მმ-მდე და/ან ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება 2000-1500/კუბ. მმ-მდე. ამ მაჩვენებლების შემოწმება უნდა ხდებოდეს სულ ცოტა 2-ჯერ კვირაში. ლეპონექსით მკურნალობის 18 თვის შემდეგ საჭიროა ჰემატოლოგიური შემოწმება სულ ცოტა 2-ჯერ კვირაში იმ შემთხვევაში, როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა იკლებს 3000-2500/კუბ. მმ-დე და/ან ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვია – 1500-100/კუბ. მმ-მდე.
– ამის გარდა თუ ლეპონექსით მკურნალბის ნებისმიერ პერიოდში შეინიშნება მნიშვნელოვანი შემცირება ლეიკოციტებისა საწყის დონესთან შედარებით, საჭიროა ჩატარდეს ლეიკოციტური ფორმულისა და ლეიკოციტების რიცხვის განმეორებითი განსაზღვრა. ლეიკოციტების რაოდენობის დაწევა მიაჩნიათ “არსებითად” მისი ერთჯერადი შემცირებით 300/კუბ. მმ, ან მეტად სამი კვირის განმავლობაში.
– ლეიკოციტების რაოდენობის დაწევისას ლეპონექსით მკურნალობისას პირველი 18 კვირის განმავლობაში <3000/კუბ. მმ ან ნეიროფილების აბსოლუტური რიცხვი <1500/კუბ. მმ და ლეპონექსით მკურნალობის 18 თვის შემდეგ – შესაბამისად, <2500/კუბ. მმ და/ან<1000/კუბ. მმ საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას პრეპარატი. ამ შემთხვევაში საჭიროა ლეიკოციტებისა და ლეიკოციტური ფორმულის ყოველდღიური გასინჯვა და ავადმყოფის გულდასმით დაკვირვება, რომ არ განუვითარდეს მას გრიპის მსგავსი სიმპტომები ან სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ინფექციის არსებობაზე. ჰემატოლოგიური შემოწმება ტარდება ჰემატოლოგიური მაჩვენებლის სრულ ნორმალიზაციამდე.

– თუ ლეპონექსის მოხსნის შემდეგ აღინიშნება ლეიკოციტების რაოდენობის დაწევა 2000/კუბ. მმ-მდე და/ან/ ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვის დაწევა 1000/კუბ. მმ-მდე, ასეთი მდგომარეობის მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს გამოცდილი ჰემატოლოგიის ხელმძღვანელობით. რამდენადაც ეს შესაძლებელია ავადმოფი უნდა გადაყვანილ იქნას სპეციალიზებული ჰემატოლოგიურ განყოფილებაში, სადაც იგი შეიძლება მოთავსდეს ცალკე ბოქსში და მას უნდა დაენიშნოს გრანულოციტო-მაკროფაგული კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორის ან გრანულოციტული კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორის შეყვანა.
– კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორით მკურნალობა რეკომენდებულია, რომ შეწყდეს ნეიტროფილების რიცხვის გაზრდის შემდეგ იმ დონემდე, რომელიც აღემატებაშ 100/კუბ.მმ.
იმ
ავადმყოფებს, რომლებსაც მოუხსენს ლეპონექსი ლეიკოპენიის
და/ან
ნეიტროპენიის გამო, არ შეიძლება იგი დაენიშნოს განმეორებით.
– იმისათვის, რომ დადასტურდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა, რეკომენდებულია ჩატარდეს მეორე დღეს სისხლის განმეორებითი ანალიზი, მაგრამ ლეპონექსი უნდა მოიხსნას უკვე პირველი ანალიზის მიღებისას.
მკურნალობის შეწყვეტა, რაც დაკავშირებულია არაჰემოლოგიურ მიზეზებთან. – იმ პაციენტებს რომელთაც 18 კვირიანი ლეპონექსით მკურნალობა შეუწყდა 3 კვირაზე მეტი დროით (არანაკლებ 4 კვირისა), ენიშნებათ ლეიკოციტების რაოდენობის ყოველკვირეული შემოწმება და შესაძლებლობის ფარგლებში, სისხლში ნეიტროფილების შემოწმება დამატებითი 6 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ დროს არ შეიმჩნევა ჰემატოლოგიური ცვლილებები, ჰემატოლოგიური მაჩვენებლების შემდგომი შემოწმება უნდა ჩატარდეს არა უმეტეს 4 კვირაში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ლეპონექსით მკურნალობა შეწყვეტილ იქნა 4 კვირით ან უფრო მეტად, მომდევნო 18 კვირიანი მკურნალობის დროს საჭიროა ყოველკვირეული ჰემატოლოგიური შემოწმების ჩატარება.
უსაფრთხოების სხვა ზომები:
– იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა ეოზინოფილია, რეკომენდებულია ლეპონექსის მოხსნა, თუ ეოზინოფილების რიცხვი აღემატება 3000/კუბ. მმ და მკურნალობა შეიძლება განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწევს ეოზინოფილების რიცხვი 1000/ კუბ.მმ.
– იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა თრომბოციტოპენია, რეკომენდებულია ლეპონექსის მოხსნა, თუ თრომბოციტების რიცხვი დაიწევს 50000/კუბ.მმ.
– ლეპონექსის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს გულყრა. იშვიათ შემთხვევებში (დაახლოებით 3000 ავადმყოფიდან ერთს, რომელიც ღებულობს ლეპონექსს) შეიძლება განუვითარდეს მძიმე კოლაფსი, რომელსაც შეიძლება ახლდეს გულყის და/ან სუნთქვის გაჩერება. ასეთი გართულებების ალბათობა უფრო დიდია პრეპარატის დოზის პირველადი შერჩევის დროს, როდესაც ამ დოზას ადიდებენ მეტად სწრაფად. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს გართულებები ვითარდება პრეპარატის პირველად მიღების შემდეგაც. ამასთან დაკავშირებით ლეპონექსით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ჩატარდეს ავადმყოფზე საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება. იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აღენიშნებათ ანამნეზში კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ან თირკმელების დაავადებებისას პრეპარატის დოზა, რომელიც ენიშნება პირველ დღეს უნდა შეადგენდეს 12.5 მგ ერთხელ დღეში; დოზის შემდგომი გაზრდა უნდა მოხდეს ნელა „ნაბიჯ-ნაბიჯ“.
(შენიშვნა: გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების და თირკმელების დაავადებების შემთხვევაში უკუნაჩვენებია ლეპონექსის დანიშვნა).
– ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სტაბილურად მიმდინარე ღვიძლის დაავადებები, შეუძლიათ მიიღონ ლეპონექსი, მაგრამ მათ რეგულარულად უნდა ჩაიტარონ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გამოკვლევა მკურნალობის პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ ლეპონექსით მკურნალობის პროცესში ვითარდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის მოშლას (როგორიცაა გულისრევა, ღებინება და/ან უმადობა) საჭიროა დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ღვიძლის ზონდირებითი ანალიზი. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებლები კლინიკურად საგრძნრობლად გაიზარდა, ან გაჩნდა სიყვითლის სიმპტომები, საჭიროა შეწყდეს ლეპონექსით მკურნალობა. მკურნალობა შეიძლება განახლდეს მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებელის ნორმალიზაციის პირობებში. მკურნალობის განახლების შემდეგ საჭიროა რეგულარულად შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები.
– ლეპონექსს გააჩნია ანტიქოლინერგული აქტივობა, რასთან დაკავშირებითაც ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და დახურულკუთხოვანი გლაუკომა, უტარდებათ საგულდაგულო დაკვირვება.
– ლეპონექსით მკურნალობისას შესაძლებელია აღინიშნოს ტემპერატურის ზრდა 38 გრადუსამდე და მეტად, ამასთანავე ასეთი მოვლენის განმეორებითობა განსაკუთრებით მაღალია მკურნალობის პირველ 3 კვირაში. ტემპერატურის ეს გაზრდა შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი. ზოგჯერ მას შეიძლება ახლდეს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება. საჭიროა საგულდაგულოდ გამოკვლეულ იქნას ციებ-ცხელებანი, აგზნებული ავადმყოფები, რათა გამოირიცხოს ინფექციური დაავადებების არსებობა აგრანულოციტოზის განვითარება. მაღალი აგზნებადობის (ციების) არსებობისას უნდა გვახსოვდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სიმპტომების განვითარების შესაძლებლობა.
– რადგანაც ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს სედატიური ეფექტი და სხეულის წონის გაზრდა, რაც ამაღლებს თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ავადმყოფთა იმობილიზაცია.
ჭარბი
დოზირება:
ლეპონექსის დოზის მწვავე, განზრახ და შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი შეადგენს დაახლოებით 12%-ს. უმეტესი ნაწილი ლეტალური გამოსავლისა განპირობებული იყო გულის უკმარისობით ან პნევმონიით, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრეპარატის დოზის მიღების შემდეგ, რომელიც აღემატებოდა 2000 მგ-ს. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფები გამოჯანმრთელდნენ დოზის გადაჭარბების შემდეგ, რაც გამოიწვია პრეპარატის 10 000 მგ-ზე მეტის მიღებამ, მაგრამ ზოგიერთ ასაკოვან ავადმყოფში, ძირითადად მათში, ვინც წინათ არ ღებულობდა ლეპონექსს, პრეპარატის მიღებამ მხოლოდ 400 მგ-ით გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში კომატოზური მდგომარეობები, ხოლო ერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი. მცირე ასაკის ბავშვებში 50-200 მგ ლეპონექსის მიღებას თან ახლდა ძლიერი სედატიური (დამამშვიდებელი) მოქმედება ან კომა, ლეტალური გამოსავლის გარეშე.
ჩივილები და სიმპტომები: ძილის შეგრძნება, ლეთარგია, არეფლექსია, კომა, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, აგზნებადობა, დელირიუმი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რეფლექსების გაზრდა კრუნჩხვები, ნერწყვის მომატებული გამოყოფა, თვალის გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა, სხეულის ტემპერატურის მერყეობა, ჰიპოტენზია, კოლაფსი, ტაქიკარდია, არითმიები, ასპირაციული პნევმონია, ხუთვა, სუნთქვის შეკავება ან დათრგუნვა.
მკურნალობა: პრეპარატის პირველად მიღების შემდეგ 6 საათში – კუჭის გამორეცხვა და/ან აქტივირებული ნახშირის შეყვანა (პერიტონიალური დიალიზი ან ჰემოდიალიზი არეფექტურია). სიმპტომური თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის უწყვეტი მონიტორირებისას, სუნთქვის შენარჩუნება, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი. არტერიული ჰიპოტენზიის მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ადრენალინის გამოყენება პარადოქსული ეფექტის განვითარების საფრთხის გამო. მოგვიანებითი რეაქციების განვითარების საფრთხის გამო, საჭიროა ჩატარდეს გულდასმითი სამედიცინო დაკვირვება სულ ცოტა 5 დღის განმავლობაში.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
ლეპონექსთან ერთად არ შეიძლება მიღებული იქნას ისეთი პრეპარატები, რომელთაც გააჩნიათ არსებული დამთრგუნველი მოქმედება ძვლის ტვინის ფუნქციაზე.
– ლეპონექსს შეუძლია გააძლიეროს ალკოჰოლის ცენტრალური მოქმედება, მაო ინჰიბიტორებისა და ისეთი პრეპარატებისა, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (როგორიცაა სანარკოზო საშუალება, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ბენზოდიაზეპინები).
– განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ შემთხვევებში, სადაც ლეპონექსით მკურნალობას უწყებენ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც მიღებული აქვთ (ან ახლახანს მიიღეს) ბენზოდიაზეპინი, ან ნებისმიერი სხვა ფსიქოტროპული პრეპარატი, რადგანაც ამასთან ერთად იზრდება კოლაფსის განვითარების რისკი, რომელიც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის და/ან სუნთქვის შეჩერება.
– იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნიათ ანტიქოლინერგული ჰიპოტენზიური ეფექტები და აგრეთვე ისეთი პრეპარატები, რომლებიც ასუსტებენ და თრგუნავენ სუნთქვას.
– იმასთან დაკავშირებით, რომ კლოზაპინი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ლეპონექსის დანიშვნისას იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ რომელიმე სხვა პრეპარატს, ლეპონექსს ცილებთან მაღალი კავშირის გამო (მაგალითად: ვარფარინი), შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ამ პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდა, რის შედეგადაც მივიღებთ მისთვის დამახასიათებელ, გვერდით მოვლენებს და პირიქით, ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომელთა კავშირი პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხისაა, კლოზაპინის გამოდევნის შედეგად ცილებთან კავშირიდან შეიძლება განვითარდეს მისთვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები.
– რადგანაც კლოზაპინი განიცდის მეტაბოლიზმს ძირითადად ციტოქრომ P450 1A2 და შესაძლებელია, ნაკლებად ციტოქრომით P450 2D6, ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ცვლიან ერთი ან ორივე ფერმენტის აქტივობას შეუძლია გამოიწვიოს კლოზაპინის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში. თუმცა კლოზაპინის გამოყენებისას ტრიციკლიურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინებთან და I C კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად, რომელთათვისაც დამახასიათებელია ციტოქრომ P450 2D6 დაკავშირება, ამ დრომდე არ აღნიშნულა კლინიკური, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები, თუმცა, თეორიული თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ კლოზაპინს შეუძლია გაზარდოს ამ პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში, რასთან დაკავშირებითაც არ არის გამორიცხული, რომ საჭიროა ასეთ შემთხვევებში მათი გამოყენება ნაკლები დოზით, ვიდრე ეს რეკომენდებულია.
– ციმეტიდინის ან ერითრომიცინის გამოყენება ლეპონექსის მაღალ დოზებთან ერთად იწვევდა პლაზმაში კლოზაპინის გაზრდასა და გვერდითი მოვლენების განვითარებას.
აღნიშნული იყო კლოზაპინის დონის გაზრდა სისხლის შრატში იმ ავადმყოფებში, რომლებიც ლეპონექსს ღებულობდნენ ფლუვოქსამინთან ერთად (თითქმის 10-ჯერ) ან სხვა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან, როგორიც არის, პაროქსეტინი, სერტრალინი ან ფლუოქსეტინი (თითქმის 2-ჯერ).
– ისეთ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ციტოქრომ P450 სისტემების ფერმენტების აქტივობის გაზრდა, შეუძლიათ შეამცირონ და დაბლა დასწიონ პლაზმაში კლოზაპინის კონცენტრაცია. კარბამაზეპინის ერთდროული მიღების მოხსნა იწვევდა პლაზმაში კლოზაპინის დონის გაზრდას. ნაჩვენებია, რომ ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პლაზმაში კლოზაპინის კონცენტრაციის დაწევა, რასაც თან ახლდა ლეპონექსის ეფექტურობის შემცირება.
– ლითიუმის ან სხვა პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე, შეუძლიათ გამოიწვიონ ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სიმპტომის განვითარების რისკი.
– ლეპონექსს, თავისი ადრენოლიზური მოქმედების წყალობით შეუძლია შეასუსტოს ნორადრენილინის ან სხვა პრეპარატების ჰიპერტენზიული მოქმედება, რომელთაც გააჩნიათ უპირატესად ალფაადრენერგული მოქმედება და მოხსნას ადრენალინის პრესორული ზემოქმედება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: NOVARTIS Pharmaceuticals UK Ltd., დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება