მიკროზერი

მიკროზერი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ბეტაჰისტინი/ BETAHISTINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები;  ჰისტამინის სინთეტური ანალოგები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
8მგ ტაბლეტი #50

აქტიური ინგრედიენტი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი……………..   8მგ
ინდიფერენტული ინგრედიენტები – სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივიტამინი, სილიციუმის ორჟანგი, ტალკი.

აღწერა ტაბლეტები: მრგვალი თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს.
გააჩნია ჰისტამინური რეცეპტორების, სტიმულაციური და ვაზოდილატაციური მოქმედება შიდა ყურის რეცეპტორებზე და ცენტრალური ნერვული სისტემის ვესტიბულარულ ბირთვებზე. აუმჯობესებს შიდა ყურის მიკროცირკულაციას. ზრდის სისხლის ნაკადს შიდა ყურსა და ბაზალურ არტერიებში. ლაბირინთული სისხლის ნაკადის სტაბილიზაციისას ხდება ენდოლიმფატური წნევის აღდგენა როგორც ლაბირინთში, ასევე შიდა ყურის აპარატში, რაც ამცირებს თავბრუსხვევის სუბიექტურ შეგრძნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბეტაჰისტინი არის ჰისტამინის მსგავსი ნივთიერება, ის არ იწვევს კაპილარების შეღწევადობის დარღვევას, არტერიული წნევის ცვლილებებს, არ მოქმედებს გლუვი მუსკულატურისა და შიდა ორგანოების ტონუსზე, არც კუჭის წვენის სეკრეციაზე.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და მესამე საათისათვის აღწევს სისხლში კონცენტრაციის პიკს.
მეტაბოლიზმი: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმრის მჟავის სახით.
გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელებით. 24 საათის შემდეგ იგი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზისის თავბრუსხვევა (ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოხონდროზისას, ვერტებრობაზალური უკმარისობისას, თავის ტვინის კაპილარების ათეროსკლეროზისას, თავის ქალის ტრავმის შემდეგ, თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ფსიქოსომატური ბუნების, იდიოპათიური);
მენიერის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები:
პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს.
ტაბლეტები: 1 ტაბლეტი დღეში 2-4-ჯერ

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

უკუჩვენება:
* კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების ფაზაში;
* ფეოქრომოციტომა;
* ლაქტაცია;
* ბავშვებში;
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მკაცრად ჩვენებების შესაბამისად და სპეციალისტის კონტროლის ქვეშ. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ბრონქიალური ასთმით, ასევე პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში დადგენილი აქვთ კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ზრდა.
მკურნალობა სიმპტომატურია. სპეციფიკური ანტიდოტები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მიკროზერის დანიშვნა მისი ეფექტის შემამცირებელ ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები:
სია ბ
ტაბლეტები – სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურა არაუმეტეს +25˚C.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე !
ტაბლეტები: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: პროდოტი ფორმენტი ს.პ.ა.იტალია

გაფრთხილება