პერსენი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
– 35 მგ კატაბალახას ძირების წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი მშრალი;
– 17,5 მგ სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი მშრალი;
– 17,5 მგ ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი მშრალი;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, კალციუმის კარბონატი, გლიცერინი, საქაროზა, მონტაგლიკოლის ცვილი, რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
შეფუთვა: 40 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.

1. რა არის პერსენი დღე და რისთვის გამოიყენება იგი
პერსენი დღე არის რბილი დამამშვიდებელი მოქმედების მქონე მცენარეული პრეპარატი.
კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია. იგი ამსუბუქებს ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, ხოლო უძილობის შემთხვევაში – დაძინებას უწყობს ხელს.
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი კატაბალახას ფესვების ექსტრაქტთან კომბინაციაში ტრადიციულად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალების სახით. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი აძლიერებს პრეპარატის დამამშვიდებელ მოქმედებას.
პერსენი დღე გამოიყენება ნევროზის მკურნალობის საწყის სტადიებზე, როდესაც უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენება არ არის დასაბუთებული.

პერსენი დღის მიღება რეკომენდებულია
• მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულების სიმპტომების შესამსუბუქებლად  (დამამშვიდებელი საშუალების სახით მომატებული გონებრივი დაძაბულობის, მღელვარების, აგზნებადობის დროს) და (ან)
• დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი გართულებების (უძილობის) არსებობისას.
1. რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატის პერსენი დღე მიღების წინ

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კატაბალახას ფესვების, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების, ბაღის პიტნის ფოთლების, მენთოლის ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ნაღველკენჭოვანი დაავადების და ნაღვლის გამომყოფი გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებმა ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენების დროს უნდა დაიცვან სიფრთხილე.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) მქონე პაციენტები უნდა მოერიდონ ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენებას, რადგან მათმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს გულძმარვა.
ბავშვები
პერსენი დღე რეკომენდებული არ არის 12 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან აპირებთ რაიმე წამლების მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ფარმაკოლოგიურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით მონაცემები შეზღუდულია. CYP2D6, CYP3A4/5, CYP1A2 და CYP2E1 იზოფერმენტების მონაწილეობით მეტაბოლიზირებად პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ იყო.
სინთეზურ სედატიურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობა რეკომენდირებული არ არის. მას ატარებენ სამედიცინო ჩვენებების არსებობისას და ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
თუ თქვენ არ იცით რომელ პრეპარატებს იღებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ, მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში პრეპარატის პერსენი დღე მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის მართვა და ტექნიკასთან მუშაობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის უნარზე და ტექნიკასთან მუშაობაზე. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან.

ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის არსებობისას მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

3. როგორ უნდა იქნეს მიღებული პერსენი დღე
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები
მომატებული გონებრივი დატვირთვის, მღელვარების ან აგზნებადობის დროს: 3-4 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
უძილობის დროს: 3-4 ტაბლეტი ძილის წინ ერთი საათით ადრე.
მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის მიღებისთვის ტაბლეტები უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
მიღების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის პერსენი დღე რეკომენდებულ დოზებში ხანგრძლივი მიღება მიჩვევას ან მოხსნის სინდრომს არ იწვევს.
თუ პრეპარატის მიღებიდან 14 დღის შემდეგ სიმპტომები შენარჩუნებულია ან მწვავდება, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
პერსენი დღე რეკომენდებული არ არის 12 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.

ჭარბი დოზირება
კატაბალახას ფესვების დაახლოებით 20 გ ტოლი პრეპარატის დოზის (შეესაბამება პერსენი დღის დაახლოებით 103 ტაბლეტს) ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, შევიწროვების შეგრძნება გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება. ეს სიმპტომები ქრება 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენ გადააჭარბეთ პრეპარატის პერსენი დღე დოზა და აღწერილი სიმპტომები შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. მსგავსი სიმპტომების გაჩენისას მხარდამჭერ თერაპიას ატარებენ.
სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

მიღების გამოტოვება
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი რაც შეიძლება სწრაფად. თუკი უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივი სქემის თანახმად.
გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, პერსენი დღემაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ყველას არ უვითარდება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით დადგენა შეუძლებელია):
– შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
– სპაზმები მუცლის არეში.
მოცემული სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს კატაბალახას ფესვების პრეპარატების შინაგანად მიღების შემდეგ.
ბაღის პიტნის შინაგანად მიღების შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) სიმპტომები.
რაიმე გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს, აგრეთვე, ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელნიც მოცემულ ჩანართში არ არიან ნახსენები.

5. შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღს მითითებული თვის ბოლო დღე წარმოადგენს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. იკითხეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ მოიცილოთ უსარგებლო წამლები. ეს ზომები ეხმარებიან გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Lek d.d. სლოვენია

გაფრთხილება