პერსენ კარდიო

  პერსენ კარდიო

პერსენ კარდიოს ზოგადი ინფორმაცია

პერსენ კარდიო. PERSEN CARDIO. კარდიოტონური პრეპარატების – ფიტოპრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N05CM. მწარმოებელი ფირმა – OTC – Sandoz (სლოვენია).

პერსენ კარდიოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პერსენ კარდიო. PERSEN CARDIO გამოდის 160 მგ/200 მგ კაფსულის ფორმით. თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ ინკარნატულ პასიფლორას – Passiflora incarnata L., მცენარის მშრალ ექსტაქტს – 160 მგ კუნელი – Crataegus spp, ფოთლების და ყვავილების მშრალ ექსტრაქტს. დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო ორჟანგი, მაგნიუმის ზეჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.კაფსულის კორპუსია: ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგის საღებავები (E171), რკინის ზეჟანგი (E172). ყუთი შეიცავს 16 მაგარ კაფსულას.

პერსენ კარდიოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პერსენ კარდიოს ფასები ფარმადეპოში
პერსენ კარდიოს ფასები ავერსში
პერსენ კარდიოს ფასები psp-ში
პერსენ კარდიოს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პერსენ კარდიო, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პერსენ კარდიოს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პერსენ კარდიოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სედატიური მოქმედება, ზომიერი
  • კარდიოტონული მოქმედება, ზომიერი
  • ტრანკვილიზატორულ მოქმედება, მსუბუქი
  • გულის შეკუმშვის უნარის გაზრდა
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება კორონარებში და სისხლძარღვებში
  • არითმიის წარმოშობის ხელის შეშლა
  • მომატებულ სისხლის წნევის ზომიერად შემცირება

პერსენ კარდიოს საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
პერსენ® კარდიო არის მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი და აქვს ზომიერი სედატიური და კარდიოტონული მოქმედება. პასიფლორა ახდენს მსუბუქ ტრანკვილიზატორულ მოქმედებას. კუნელი ზრდის გულის შეკუმშვის უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კორონარებში და სისხლძარღვებში, ხელს უშლის არითმიის წარმოშობას და ზომიერად ამცირებს მომატებულ სისხლის წნევას.
გამოყენების ჩვენება
– პერიოდულად მსუბუქ ფორმებში განვითარებული გონებრივი დაძაბულობა, შფოთვა და აღგზნებადობა;
– სტრესით გამოწვეული გულისმიერი დარღვევები, რომლებიც ვითარდებიან გულის არეში უსიამოვნო შეგრძნების სახით, არითმია, მაღალი არტერიული წნევა, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, გულისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციის ხელის შემწყობი საშუალების სახით.
მიღების წესები და დოზები
დოზა და გამოყენება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
შიგნით დღეში 1 კაფსულა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა და 1 კაფსულის მიღება დღეში ორჯერ სითხის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
ოპტიმალური შედეგის მიღწევის მიზნით კაფსულები პერსენ კარდიო მიიღება სულ მცირე 6 კვირის განმავლობაში. თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა პრეპარატის მიღებიდან 6 კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
ექიმის კონსულტაცია ასევე საჭიროა ზოგიერთ სხვა შემთხვევაშიც, გთხოვთ იხილოთ ნაწილი „პერსენ კარდიოს მიღებისას დაიცავით სიფრთხილე“.
არ არის რეკომენდებული პერსენ კარდიოს კაფსულების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც დაკავშირებულია შესაბამისი მონაცემების არარსებობასთან
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, პერსენ კარდიომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
პრეპარატის რეკომენდაციების შესაბამისად მიღების შემთხვევაში, არასასურველი გვერდითი ეფექტები ვითარდება ძალიან იშვიათად.
ძალიან იშვიათად (10.000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში) კუნელმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა (მაგალითად ღებინება, სპაზმი მუცელში) და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად ქავილი, გამონაყარი კანზე).
ძალიან იშვიათად (10.000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში) პასიფლორამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად ქავილი, გამონაყარი კანზე).
ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
არ მიიღოთ პერსენ კარდიო, თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პასიფლორის, კუნელის ფოთლების და ყვავილების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პრეპარატი პერსენ კარდიოს მიღებისას დაიცავით სიფრთხილე
აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, თუ განვითარდა ფეხების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულის არეში, რომელიც ვრცელდება ხელის, მუცლის ან კისრის მიმდებარე მიდამოში.
საჭიროა მიმართოთ ექიმს, თუ სიმპტომები, რომელთა მიზეზითაც ხდებოდა პერსენ კარდიოს კაფსულების მიღება, არ გაუმჯობესდა 6 კვირის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული პერსენ კარდიოს კაფსულების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც დაკავშირებულია შესაბამისი მონაცემების არ არსებობასთან
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის მონაცემები მცენარე პასიფლორის, კუნელის ყვავილების და ფოთლების ტერატოგენულ და ემბრიოტოქსიკურ თვისებებზე. ამიტომ, არ არის რეკომენდებული კაფსულები პერსენ კარდიოს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ არის რეკომენდებული პასიფლორის პრეპარატების მიღება სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და სხვა მექანიზმებთან სამუშაოს დაწყებამდე რამდენიმე ხნით (2 საათით) ადრე.
ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთ დამხმარე ნივთიერების შესახენ
თუ თქვენ ინფორმირებული ხართ ექიმის მიერ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიიღეთ ექიმის რჩევა სანამ დაიწყებთ პერსენ კარდიოს კაფსულების გამოყენებას.
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ჭარბად, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების კლინიკური სურათი აღწერილი არ არის.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პერსენ კარდიოს მიღება
დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ ან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს, გთხოვთ, შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. პერსენ კარდიოს სხვა პრეპარატებთან ურთიეთქმედების მონაცემები არ არის.
თეორიულად, ურთიერთქმედება გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებთან შეიძლება გამოირიცხოს. თუმცა უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით, არ არის რეკომენდებული მათი ერთდროული მიღება.
საკვების და სასმელის ზემოქმედება
მიიღეთ პრეპარატი კვების შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25oC.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან კანალიზაციაში. თუ საჭიროა სამკურნალო საშუალების განადგურება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ