რინოფლუიმუცილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აცეტილცისტეინი/acetylcysteine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა

10 მლ ხსნარი შეიცავს 0,1 გ N – აცეტილცისტეინი, 0,05გ თუამინოჰეპტალის სულფატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილცისტეინის მუკოლიზურ და რეპარაციულ მოქმედებას ემატება ტუამინოჰეპტალის სულფატის ვაზოკონსტიქციული მოქმედება, რომელიც ამცირებს ცხვირისა და დამატებითი წიღების შეშუპებას, პრეპარატის ზემოქმედებით სწრაფად მცირდება ანთებითი პროცესის სიმპტომები.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ადგილობრივი მიღებისას მის შემადგენელ აქტიური კომპონენტებს არ გააჩნიათ სისტემური მოქმედება.
ჩვენებები
• მწვავე და ქვემწვავე რინიტი (ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით)
• ქრონიკული რინიტი
• ვაზომოტორული რინიტი
• სინუსიტი.
მიღების წესები და დოზები
ცხვირის ღრუში პრეპარატის შესხურება ხდება სპეციალური დოზატორის საშუალებით

ბავშვები 1 დოზა (პიპეტის 1 მოჭერა)
3-4 ჯერ დღეში, თითოეულ ნესტოში
მოზრდილები 2 დოზა (პიპეტის 2 მოჭერა)
3-4 ჯერ დღეში, თითოეულ ნესტოში

მკურნალობის კურსი შეადგენს არაუმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხშირი და ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპატომიმეტიკური ტიპის რეაქციები. გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის მოხსნისთანავე.
უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის ზომები: 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
2.5 წელი. პრეპარატი გახსნიდან ვარგისია 20 დღის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 10მლ ნაზალური სპრეი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში აპლიკატორ გამფრქვევთან ერთად
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება