სიმპათილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოთერაპიული საშუალება და მინერალური ელემენტები სედაციისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.
1 ტაბ.
კუნელი (Crataegus oxyacantha)……………………….    75 მგ
კალიფორნიული ყაყაჩო (EschscholtziaE)……………..   20 მგ
მაგნიუმის ოქსიდი (Magnesium oxide)……………..    124,35 მგ
(რაც შეესაბამება 75 მგ ელემენტარულ Mg ან 6.2mEq).
დამხმარე ნივთიერება საკმარისი 1 ტაბლეტისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიტოთერაპიული და მინერალური ელემენტები სედაციისთვის. მაგნიუმი წარმოადგენს ძირითადად უჯრედშიდა კათიონს. იგი ღებულობს მონაწილეობას მრავალრიცხოვან ენზიმურ პროცესებში, ამცირებს ნეირონულ აგზნებას და ნეირომუსკულურ დაძაბულობას.

ფარმაკოკინეტიკა:
მაგნიუმის მარილების უტილიზაციის პროცესი პასიური მექანიზმია და არ აჭარბებს 50%-ს. მათი ექსკრეცია ხორციელდება ძირითადად შარდით.

ჩვენებები:
გამოიყენება მოზრდილებში:
ნეიროტონური დარღვევების (ფიზიკური და ფსიქიური დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, მომატებული აგზნებადობა) სიმპტომური მკურნალობა;
გულის რიტმის ფუნქციური ხასიათის დარღვევის დროს;
უძილობის მსუბუქი ფორმები.

მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
ჩვეული დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს დღეში, ანუ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს ჭამის წინ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (მუცლის ტკივილი, დიარეა).

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
* პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წუთი/1,73 კვ.მ.).
* პრეპარატი არ გამოიყენება ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: ტერატოგენული ეფექტი ცხოველებში არ არის აღნიშნული. ამავე დროს არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში, რის გამოც იგი ამ დროს არ არის რეკომენდებული.
ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადგილი აქვს ანურიულ სინდრომს.
მკურნალობა: რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი, თირკმლის უკმარისობისას საჭიროა ჰემოდიალიზი ან პერიტონიალური დიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებისას შესაძლოა მათი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (თირკმლის ექსკრეციის შემცირება), რაც ზრდის ჭარბი დოზირების რისკს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY

გაფრთხილება