ალგოფლექს ფორტე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალგოფლექს ფორტეს საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იბუპროფენი/ibuprofen


ალგოფლექს ფორტე აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ქიმიური დასახელება: (RS)-2-(4-(2-მეთილპროპილ)ფენილ)პროპანის მჟავა

ბრუტო ფორმულა: C13H18O2

ფარმაკოლოგიური ჯგუფები: აასს – პროპიონის მჟავას წარმოებულები

ნოზოლოგიური ჯგუფები: 
G43 – შაკიკი; G44.2 – დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი; G45.0 – ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი; G54.2 – კისრის ფესვის დაზიანებები, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში; G54.3 – გულმკერდის ფესვის დაზიანებები, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში; G54.5 – ნევრალგიური ამიოტროფია; H92.0 – ოტალგია; J01 – მწვავე სინუსიტი; J02.9 – მწვავე ფარინგიტი, დაუზუსტებელი; J03.9 – მწვავე ტონზილიტი, დაუზუსტებელი (აგრანულოციტარული ანგინა); J04.0 – მწვავე ლარინგიტი; J06 – ზედა სასუნთქი გზების მრავლობითი და დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე ინფექციები; J11 – გრიპი, ვირუსი არ არის იდენტიფიცირებული; J18 – პნევმონია დაუზუსტებელი გამომწვევით; J30 – ვაზომოტორული და ალერგიული რინიტი; J31.0 – ქრონიკული რინიტი; J31.2 – ქრონიკული ფარინგიტი; J32 – ქრონიკული სინუსიტი; J35.0 – ქრონიკული ტონზილიტი; J37.0 – ქრონიკული ლარინგიტი; J40 – ბრონქიტი, დაუზუსტებელი როგორც მწვავე ან ქრონიკული; K08.8.0* – კბილის ტკივილი; M06.9 – რევმატოიდული ართრიტი, დაუზუსტებელი; M07.3 – სხვა ფსორიაზული ართროპათიები (L 40.5+); M10.9 – პოდაგრა, დაუზუსტებელი; M13.9 – ართრიტი, დაუზუსტებელი; M19.9 – ართროზი, დაუზუსტებელი; M25.5 – ტკივილი სახსარში; M42 – ხერხემლის ოსტეოქონდროზი; M47 – სპონდილოზი; M54.1 – რადიკულოპათია; M54.3 – იშიასი; M54.5 – ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი; M65 – სინოვიტი და ტენდოსინოვიტი; M71 – სხვა ბურსოპათიები; M75.0 – მხრის ადჰეზიური კაფსულიტი; M77.9 – ენთესოპათია, დაუზუსტებელი; M79.0 – რევმატიზმი, დაუზუსტებელი; M79.1 – მიალგია; M79.2 – ნევრალგია და ნევრიტი, დაუზუსტებელი; M79.3 – პანიკულიტი, დაუზუსტებელი; M89.9 – ძვლის დაავადება, დაუზუსტებელი; N04 – ნეფროზული სინდრომი; N70 – სალპინგიტი და ოოფორიტი; N73.9 – ქალის მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, დაუზუსტებელი; N94.6 – დისმენორეა, დაუზუსტებელი; Q25.0 – ღია არტერიული სადინარი; R07.0 – ტკივილი ყელში; R50.0 – ცხელება შემცივნებით; R51  – თავის ტკივილი; R52.9 – ტკივილი, დაუზუსტებელი; R60.0 – ადგილობრივი შეშუპება; R68.8.0* – ანთებითი სინდრომი; T03.9 – სახსრების კაფსულურ-მყესოვანი აპარატის ამოვარდნილობა, ღრძობა და დაზიანება, დაუზუსტებელი; T14.0 – სხეულის დაუზუსტებელი უბნის ზედაპირული ტრავმა; T14.3 – სხეულის დაუზუსტებელი ნაწილის სახსრის კაპსულო-მყესოვანი აპარატის ღრძობა, დაჭიმულობა და დაზიანება; T14.9 – ტრავმა, დაუზუსტებელი; Z100* – კლასი XXII  ქირურგიული პრაქტიკა

ალგოფლექს ფორტეს სინონიმები

იბუპრენი (Ibupren, Asfarma), მიგ 400 (MIG 400, Berlin-Chemie Menarini. გერმანია), იბუპროფენ დენკი 400 (Ibuprofen Denk 400, Denk Pharma, გერმანია), ნუროფენი  საბავშვო (NUROFEN FOR CHILDREN, Reckitt Benckiser Nealthcare, დიდი ბრიტანეთი), ნუროფენ ფორტე (NUROFEN FORTE, Reckitt Benckiser Nealthcare, დიდი ბრიტანეთი), ნუროფენი (NUROFEN, Reckitt Benckiser Nealthcare, დიდი ბრიტანეთი), კიდოფენი (Kidofen, S.K.impex, პოლონეთი).

ალგოფლექს ფორტეს ათქ კლასიფიკაციის კოდიN01AE01

ალგოფლექს ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ან 20 ტაბ.
1 ტაბ.
იბუპროფენი……. 600 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკამელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, გლიცერინ-ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი, ერითროზინი, ალუმინის შეფერილობის პიგმენტი.

ალგოფლექს ფორტეს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ალგოფლექს ფორტეს ფარმაკოლოგიური თვისებები
ალგოფლექს ფორტეს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ალგოფლექს ფორტეს ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ისეთი სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის მოსახსნელად, როგორიცაა თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, ოპერაციის შემდგომი ტკივილი; ასევე – საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაავადებათა, მყესებისა და კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ.

ალგოფლექს ფორტეს დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს, რომელიც იყოფა რამდენიმე მიღებად; ორ დოზას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს.
სახსართა დაავადების გამწვავებისას, სასურველია დოზის გაზრდა დაავადების მწვავე სტადიის დასრულებამდე, თუმცა საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 ტაბლეტს.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ბავშვებში!
კუჭ-ნაწლავზე გვერდითი ეფექტების პრევენციისთვის, სასურველია შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვების მიღების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღების აუცილევლობის შემთხვევაში, ალგოფლექს ფორტე ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ ან მის მიღებამდე სულ მცირე 8 საათით ადრე.

ალგოფლექს ფორტეს გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შეინიშნოს გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში, დისპეფსია, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ახალი ან შედედებული სისხლი განავალში, პირღებინება სისხლთან ერთად. ხანდახან, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება/სისხლდენა ფატალური შედეგით სრულდება. უფრო მწვავე შემთხვევებში, შესაძლებელია თავი იჩინოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანმა ანთებამ და კრონის დაავადების გაუარესებამ.
გულის მხრივ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიხატოს შეშუპება, მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა.
ნერვული სისტემის მხრივ: შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: მომატებული მიდრეკილება სისხლდენისადმი, ანემია, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი და კანის სხვა ალერგიული რეაქციები, ასთმური შეტევა.
თირკმლისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სისხლიანი შარდი, შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ანთება და დისფუნქცია. შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში და სითხის შეკავების მომატება.
ლაბორატორიული ტესტირება: ღვიძლის მოქმედების დარღვევები, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტისა და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის დონეების შემცირება.
მხედველობის მხრივ: მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მოკლე პერიოდის განმავლობაში უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, რაც აუცილებელია მათ შესაჩერებლად.

ალგოფლექს ფორტეს უკუჩვენებები
ალგოფლექს ფორტეს მიღება არ შეიძლება:

  • – თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან სხვა შემადგენელი ნივთიერების, აცეტილსაცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;
  • – თუ ანამნეზში აღინიშნებოდა ბრონქოსპაზმი, `თივის ცხელება~ ან ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით თუ ისინი ვლინდებოდნენ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას;
  • – განმეორებითი ან აქტიური კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის/სისხლდენის შემთხვევაში; თუ ადრე აღინიშნებოდა არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ან კრონის დაავადება, წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
  • – ორსულობის, ლაქტაციის შემთხვევაში;
  • – აუტოიმუნური დაავადების (სისტემური წითელი მგლურა) შემთხვევაში;
  • – გულის მწვავე უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციათა დარღვევების, მაღალი არტერიული წნევის, ანტიკოაგულენტებით  მკურნალობისას, ანამნეზში სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების, პარკინსონის დაავადების, ეპილეფსიისა თუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევებში, რასაც თან ახლავს სისხლდენის რისკი;
  • – საბავშვო ასაკში.

ალგოფლექს ფორტე – ორსულობა ლაქტაცია
დაუშვებელია ალგოფლექს ფორტეს მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ალგოფლექს ფორტე – განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:

  • – მოხუცებულთა ასაკში;
  • – მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ ვლინდება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მხედველობისა თუ სმენის დარღვევები ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები;
  • – ლაქტოზას შემცველობის გამო, პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევები იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზას მიმართ, ვინაიდან ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ლაქტოზას.

ალგოფლექს ფორტე სიფრთხილით ინიშნება:

  • – არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო საშუალებებთან ართად (ვინაიდან შეიძლება შეამციროს მათი ნევის დამწევი ეფექტი);
  • – თიაზიდურ დიურეზულ პრეპარატებთან ერთად (შესაძლებელია შეამციროს მათი დიურეზული მოქმედება);
  • – ლითიუმის პრეპარატებთან, დიგოქსინთან, ფენიტოინთან, მეტოტრექსატთან ერთად (შესაძლოა გაზარდოს მათი ტოქსიკური ეფექტი);
  • – ორალურ გლუკოზის დონის დამწევი პრეპარატებთან ერთად (შეიძლება გაზარდოს მათი სისხლში გლუკოზის დონის შემცველობის დამწევი ეფექტი);
  • – სულფონამიდების ტიპის ანტიბიოტიკებთან ერთად (ზრდის მათ მოქმედებას);
  • – ზრდის ე.წ. კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკების ეფექტს (ზრდის კალიუმის შემცველობის დონეს).

ალგოფლექს ფორტეს ზემოქმედება ავტომობილთა მართვის უნარზე

ალგოფლექს ფორტემ შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რაც მოითხოვს ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრირებას!

ალგოფლექს ფორტეს სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალგოფლექს ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • – ანტიკოაგულანტები (ზრდიან სისხლდენის რისკს);
  • – აცეტილსალიცილის მჟავა (ამცირებს იბუპროფენის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას);
  • – თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ზრდიან კუჭსა და ნაწლავებში სისხლდენის განვითარების რისკს);
  • – გლუკოკორტიკოიდები (შეიძლება გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი);
  • – შარდმჟავას გამომყოფი, ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები;
  • – კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობისას.

ალგოფლექს ფორტეს შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C-ზე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ალგოფლექს ფორტეს გამოშვების ფორმა: 600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ალგოფლექს ფორტეს გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ალგოფლექს ფორტეს მწარმოებელი:: გამა, Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია

გაფრთხილება