აცც 100

აცც 100

აცც 100–ის ზოგადი ინფორმაცია

აცც 100. ACC 100. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. მწარმოებელი ფირმა  – OTC – Sandoz (გერმანია).


აცც 100 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აცც 100–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აცც 100. ACC 100 გამოდის 100მგ შუშხუნა ტაბლეტის ფორმით. 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს აცეტილცისტეინის 100 მილიგრამს. დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მყავა, ლიმონის მჟავის ანჰიდრიდი, ლაქტოზის ანჰიდრიდი, მანი-ტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საქარინი, მაყვლის არომატიზატორი. აღწერა: თეთრი, მგრვალი, ბრტყელი ტაბლეტი მაყვლის სუნით.

აცც 100–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აცც 100, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აცც 100–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აცც 100–ის ფასები ფარმადეპოში
აცც 100–ის  ფასები ავერსში
აცც 100–ის  ფასები psp-ში
აცც 100–ის ფასები სხვა აფთიაქებში

აცც 100–ის აქტიური ნივთიერება

აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. ქიმიური დასახელება –  N-აცეტილ-L-ცისტეინ (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C5H9NO3S. აცეტილცისტეინს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტიმულატორების და  დეტოქსიკაციის საშუალებების (ანტიდოტების ჩათვლით) ჯგუფს. CAS-კოდი: 616-91-1.

აცც 100–ის სინონიმები

ასისტი 4% სიროფი (ASIST 4%, Bilim, თურქეთი), ასისტი კაფსულები (ASIST CAPSULES, Bilim, თურქეთი),  აცეტილცისტეინი (Acetylcysteine, Your Pharmacy, საქართველო), აცც  200 (ACC  200, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), აცც  ლონგი (ACC  Long, გერმანია, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A.), აცც  ცხელი დასალევი (ACC Hot drink, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), რინოფლუიმუცილი (RINOFLUIMUCIL, PSP, იტალია), ფლუიმუცილი (FLUIMUCIL, PSP, შვეიცარია).

აცც 100–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბრონქიტი მწვავე
  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ბრონქიტი ობსტრუქციული
  • პნევმონია
  • ბრონქოექტაზა
  • ბრონქული ასთმა
  • ბრონქოლიტები
  • მუკოვისციდოზი
  • სინუსიტი მწვავე
  • სინუსიტი ქრონიკული
  • შუა ყურის ანთება (ოტიტი)
აცც 100–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოკინეტიკა
აცეტილცისტეინის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფების არსებობა ხელს უწყობს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირების გაწყვეტას, რაც იწვევს ლორწოს სიბლანტის შემცირებას. პრეპარატი აქტიურობას ინარჩუნებს ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.
აცეტილცისტეინის პროფილაქტიკური გამოყენებისას ქრონიკული ბრონქიტითა და მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა შორის აღინიშნება გამწვავების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება.
ჩვენებები
სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი და ძნელად გამოყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასტმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი.
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი).
მიღების წესები და დოზები
თუ ექიმის მიერ სხვა დანიშნული არ არის, რეკომენდებულია შემდეგი დო-ზები:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 2 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ში 2-3-ჯერ (აცეტილცისტეინის 400-600 მგ დღეში).
6-14 წლის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ან 2 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (აცეტილცისტეინის 300-400 მგ).
2-5 წლის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ (აცეტილცისტეინის 200-300 მგ).
მუკოვისციდოზი:
მუკოვისციდოზის შემთხვევაში, თუ პაციენტის სხეულის მასა 30 კგ აღემატება, საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის გაზრდა – აცეტილცისტეინის 800 მგ-მდე დღეში.
6 წელს გადაცილებული ბავშვებისათვის რეკომენდებულია 2 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (აცეტილცისტეინის 600 მგ დღეში).
2-6 წლის გადაცილებული ბავშვებისათვის რეკომენდებულია 1 შუშხუნა ტაბ-ლეტი დღეში 4-ჯერ (აცეტილცისტეინის 400 მგ დღეში).
გახსენით შუშხუნა ტაბლეტი ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის შემდეგ. აუცილებელია პრეპარატის მიღება ტაბლეტის გახსნისთანავე; განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია დამზადებული ხსნარის შენახვა 2 საათის განმავლობაში. სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიტიკურ ეფექტს.
უეცარი ხანმოკლე გაცივების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა 5-7 დღეს შეადგენს.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში – ინფექციისაგან პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად
გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი) და ხმაური ყურში. ძალიან იშვიათად – ფაღარათი, ღებინება, გულძმარვა და გულის რევა. ერთეულონ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ისეთ ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა სასუნთქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი, უპირატესად ჰიპერაქტიული ბრონქიალური სისტემის მქონე პაციენტებთან ბრონქიალური ასტმის შემთხვევაში), არტერიული წნევის დაცემა, გულის შე-კუმშვის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია), გამონაყარი კანზე, კავილი და ჭინჭრის გამონაყარი. გარდა ამისა, არსებობს ერთეულოვანი შეტყობინება სისხლდენის განვითარების შესახებ მომატებული მგძნობელობის რეაქციის არსებობის მიზეზით.
გვერდითი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი და ძნელად გამოყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასტმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი..
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი).
ორსულობა და ლაქტაცია
საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედის მო-სალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
ბრონქიალური ასტმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში აცეტილცისტეინის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილესა და ბრონქიალური გამავლობის სისტემატურ კონტროლს.
შაქრის დიაბეტით დაავადებული პაციენტის მკურნალობისას უცილობლად გასათვალისწინებელია, რომ ტაბლეტი საქაროზას შეიცავს: 1 შუშხუნა ტაბლეტი 0.006 პურის ერთეულს შეესაბამება.
პრეპარატთან მუშაობისას გამოიყენეთ მხოლოდ მინის ჭურჭელი, გამორიცხეთ კონტაქტი ლითონთან, რეზინასთან, ჟანგბადთან, ადვილად ჟანგვად ნივთიერებებთან.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულის რევა. დღემდე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროულ მიღებას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება მოჰყვეს ნახველის დაგუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციის შერჩევა სიფრთხილეს მოითხოვს. აღინიშნება აცეტილცისტეინის სინერგიზმი ბრონქოლიტიკებთან.
აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამათართოებელი ეფექტის გაძლიერება.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ერიტრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, ამფოტერიცინ B-თან), აგრეთვე პროტეილიტიკურ ფერმენტებთან.
პრეპარატის ლითონებთან, რეზინთან კონტაქტისას წარმოიქმნება სულფიდები დამახასიათებელი სუნით.
ამცირებს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის შეწოვების უნარს (მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინის მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ).
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, +25oC – მდე ტემპერატურის პირობებში.
ტაბლექის ამოღების შემდეგ არ დატოვოთ ტუბა ღია მდგომარეობაში! ვარგისიანობის ვადა:3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.