გლუკანტიმი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლუკანტიმი-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეგლუმინი/
meglumine

გლუკანტიმი-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალება.


გლუკანტიმი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ
კლასიფიკაციის კოდი P01CB01

შემადგენლობა

და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
მეგლუმინის ანტიმონატი……………………..0.3 გ
1.5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.
ჩვენებები
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.
დოზირების რეჟიმი
დღიური დოზაა 60 მგ/კგ წონაზე. პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს – 1/2, მესამე – 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა. მკურნალობის კურსი – 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით). აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში _ სხეულის ტემპერა¬ტურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.
უკუჩვენებები
ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
გამოშვების ფორმა: 1,5გ/5მლ 5მლ საინექციო ხსნარი ი.მ. ინექციისთვის ან ადგილობრივი ინფილტრაციისათვის ამპულა N5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Famar Health Care Services, ესპანეთი

გაფრთხილება