დიკლაკი ID

დიკლაკი ID

დიკლაკის ზოგადი ინფორმაცია

დიკლაკი ID. Diclac ID. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დიკლოფენაკის ნატრიუმი. Diclofenac sodium. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AB. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (გერმანია).


დიკლაკი ID აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დიკლაკის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დიკლაკი ID. Diclac ID გამოდის 75მგ და 150მგ ტაბლეტის ფორმით. 75მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 12,5მგ სწრაფი გამონთავისუფლების დიკლოფენაკ ნატრიუმს და 62,5მგ ნელი გამონთავისუფლების დიკლოფენაკ ნატრიუმს. 150მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 25მგ სწრაფი გამონთავისუფლების დიკლოფენაკ ნატრიუმს და 125მგ ნელი გამონთავისუფლების დიკლოფენაკ ნატრიუმს. დამხმარე ნივთიერებებია: მონოჰიდრატების ლაქტოზები, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი წითელი.

დიკლაკ ID–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დიკლაკ ID–ის  ფასები ფარმადეპოში
დიკლაკ ID–ის ფასები ავერსში
დიკლაკ ID–ის ფასები psp-ში
დიკლაკ ID–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დიკლაკი ID, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია  დიკლაკ ID–ის  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ   mpifarm@gmail.com

დიკლაკის აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკის ნატრიუმი. Diclofenac sodium.

დიკლაკის სინონიმები

დიკლაკი (Diclac, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), დიკლობერლი  N75 (Dicloberl  N75, Berlin-Chemie Menarini,  გერმანია), დიკლობერლი  რეტარდი (Dicloberl  retard, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), დიკლო-დენკი 100 რეტარდი (Diclo-Denk 100 Retard, Denk Pharma, გერმანია), დიკლო-დენკი 100 რექტალი (Diclo-Denk 100 Rectal, Denk Pharma, გერმანია), დიკლო-დენკი 50 (Diclo-Denk 50, Denk Pharma, გერმანია), დიკლო-დენკი 75 ინექცია (Diclo-Denk 75 Injection, Denk Pharma, გერმანია), დიკლოფეროლი (DIKLOFEROL, AVERSI, საქართველო), დიკლოფეროლი N (DIKLOFEROL N, AVERSI, საქართველო).

დიკლაკის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ართრიტი მწვავე
  • ართრიტი ქრონიკული
  • ართრიტი რევმატოიდული
  • პოლიართრიტი ქრონიკული
  • სპონდილოართრიტი მაანკილოზებელი (ბეხტერევის დაავადება)
  • სპონდილოპათიები ანთებით–რევმატული
  • ართროზი
  • სპონდილოართროზი
  • ანთებითი კუნთოვან–რევმატული დაავადებები
  • ანთება ტრავმის შემდეგ
  • ანთება ოპერაციის შემდეგ
  • შეშუპება ტრავმის შემდეგ
  • შეშუპება ოპერაციის შემდეგ
  • ტკივილის სინდრომი

დიკლაკის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლაკ ID – ფენილძმარმჟავას ჯგუფის წარმოებულების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტირევმატული, სიცხის დამწევი, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზის დამთრგუნავი მოქმედება. იმ კონცენტრაციებში, რომლებიც მიიღწევა პაციენტთა მკურნალობისას, არ თრგუნავს ხტრილოვანი ქსოვილის პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს
ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია ანთების და ტკივილის სიმპტომატური მკურნალობისათვის მწვავე ართრიტის (პოდაგრის შეტევის ჩათვლით), ქრონიკული ართრიტის, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის (ქრონიკული პოლიართრიტის), მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის (ბეხტერევის დაავადების) და სხვა ანთებით-რევმატული სპონდილოპათიებისას, ართროზისა და სპონდილოართროზისას ტკივილის დროს, ანთებითი კუნთოვან-რევმატული დაავადებებისას, ტრავმის ან ოპერაციის შემდგომ ანთებისას ან შეშუპებისას ტკივილის სინდრომით.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და დანიშნული უნდა იქნას თქვენი ექიმის მიერ.მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზების დიაპაზონი შეადგენს ნატრიუმის დიკლოფენაკის 50-დან 150მგ-მდე დღე-ღამეში. მოზრდილები იღებენ 1 ტაბლეტ დიკლაკ ID-ს მოდიფიცირებული გამოყოფით დოზით 75მგ ან 150მგ დღეღამეში. რეკომენდებული 150მგ დოზა შეესაბამება მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას და არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობით (1/2-1 ჭიქა წყალი) სითხის დაყოლებით და არა უზმოზე. გრძნობიარე კუჭის შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის, რომ ისინი ძირითადად არიან დოზადამოკიდებულნი და აქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებები ცალკეულ პირებში. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი (გასტრიტები, ეროზიები, წყლულები) განსაკუთრებით დამოკიდებულია დოზის დიაპაზონზე და მიღების ხანგრძლივობაზე.
კუჭქვეშა ჯირკვალი. ერთეულ შემთხვევებში ვითარდება პანკრეატიტი.
სისხლი/სისხლძარღვები. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სისხლწარმოქმნის სისტემაში დარღვევები (ანემის, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ცხელება, ყელის ტკივილი, გრიპის მაგვარი გამოვლენები, ძლიერი სისუსტის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევები კანზე. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნა ალერგიული ვასკულიტის და ჰემოლიზური ანემიის განვითარება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. კუჭ-ნაწლავის აშლილობა, კერძოდ გულისრევა, ღებინება, დიარეა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, რომელმაც ცალკეულ შემთხვევებში სავსებით შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს დისპეფსია, სპაზმები მუცლის არეში, ანორექსია, ასევე კუჭ-ნაწლავის წყლულების განვითარება (სისხლდენის განვითარების შესაძლებლობით და პერფორაციით); ერთეულ შემთხვევებში ვლინდება მელენა და სისხლიანი დიარეა. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის და ექიმთან სასწრაფო კონსულტაციის შესახებ, ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინებების განვითარების შემთხვევაში. არსებობს ცალკეული ინფორმაცია სტომატიტის, გლოსიტის განვითარების, საყლაპავის დაზიანების, ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის დაზიანების (კერძოდ კრონის დაავადების/წყლულოვანი კოლიტის გამოვლინების), შეკრულობის განვითარების შესახებ.
კანი. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, კერძოდ კანზე გამონაყარი და ქავილი, ჭინჭრის ციება ან ალოპეცია. ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ბულოზური ეგზანთემა, ეგზემა, ერითემა, ფოტომგრძნობელობა, პურპურები (მათ შორის ალერგიული პურპურა) და კანის მძიმე რეაქციები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).
გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ერთეულ შემთხვევებში იყო ცნობები ტაქიკარდიის განვითარების, გულის არეში ტკივილის და მომატებული არტერიული წნევის შესახებ.
ღვიძლი. იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს შრატის ტრანსამინაზების დონის მომატება. ერთეულ შემთხვევაში შესაძლოა ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი სიყვითლით, ან მის გარეშე, ზოგჯერ ელვისებური მიმდინარეობით პროდრომული სიმპტომების გარეშე). ამიტომ საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების კონტროლი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
სასუნთქი სისტემა. აღინიშნებოდა ალერგიული პნევმონიის ერთეული შემთხვევები.
ნერვული სისტემა. იშვიათად შეიძლება განვითარდეს დარღვევები ცნს მხრივ. კერძოდ თავის ტკივილი, აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, სისუსტე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. ასევე შესაძლებელია მგრძნობელობის დარღვევის განვითარება კერძოდ ტაქტილური, ან გემოს, მხედველობის ფუნქციის (მხედველობის დაბინდვა ან დიპლოპია), ხმაური ყურებში და სმენის შექცევადი დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, დეზორიენტაცია, კუნთების კრთომა, შფოთვა, ღამის კოშმარები, ტრემორი, დეპრესია და სხვა ფსიქიკური რეაქციები.
შარდის გამოყოფის სისტემა. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს პერიფერიიული შეშუპებები, განსაკუთრენოთ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ასევე იშვიათად შეიძლება განვითარდეს თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), სავარაუდოდ თირკმლის მწვავე დაზიანებების გამოვლინებით, პროტეინურიით ან ჰემატურიით. ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ნეფროზული სინდრომის განვითარება.
ალერგიული რეაქციები
შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარბეა. ისინი შეიძლება გამოვლინდნენ სახის, ენის, ხახის შიგნითა ზედაპირის შეშუპებით, სასუნთქი გზების შევიწროებით, სუნთქვის ფუნქციის დარღვევით, კერძოდ, ასთმური შეტევით, ტაქიკარდიით, არტერიული წნევის დაცემით და ელვისებური შოკური რეაქციით. ამ სიმპტომებიდან ერთერთის გამოვლენისას, რაც ყოველთვის არის შესაძლებელი პრეპარატის პირველი მიღებისას, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო ზომების მიღება.
სხვა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კერძოდ კისრის კუნთების დაჭიმულობა, ცხელება, ან გონების დაკარგვა. ასეთი რეაქციებისადმი მიდრეკილნი არიან პაციენტები აუტოიმუნური დაავადებებით (წითელი მგლურა, შერეული კოლაგენოზი).
ამ ან სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
უკუჩვენება
დიკლოფენაკ ნატრიუმი უკუნაჩვენებია აქტიური ინგრედიენტისადმი, ან ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერებისადმი ცნობილი მომატებული მგრძნობელობისას, სისხლწარმოქმნის დარღვევებისას, კუჭის ან ნაწლავის წყლულებისას; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში; 16 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილე გამოყენებისას
მკურნალობის პერიოდში შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, რომელიც ზოგჯერ რთულდება პერფორაციით. უფრო მძიმე შედეგები აღენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პაციენტებს. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
თუ თქვენ გქონდათ ალერგიული რეაქციები, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ! როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობისას, პაციენტებს, რომელთაც ადრე არ მიუღიათ დიკლოფენაკი, ერთეულ შემთხვევაში შესაძლოა განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით.
დიკლაკი ID-მ, თავისი ანთების საწინააღმდეგო შესაძლებლობების წყალობით, ისევე როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა, შესაძლოა შენიღბოს ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია ღვიძლის, თირკმლების და სისხლის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ!
ორსულობის პერიოდში პრეპარატს იღებენ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატს არ იღებენ.
ზოგადი სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ეს განსაკუთრებით ეხება დასუსტებულ პაციენტებს, ან პაციენტებს სხეულის დაბალი წონით; მათთვის რეკომენდებულია დიკლაკი ID-ს მინიმალური ეფექტური დოზა.
პაციენტებმა, რომლებსაც დიკლოფენაკის მიღებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები ნერვული სისტემის მხრივ, მხედველობის დარღვევის ჩათვლით, საჭიროა თავი აარიდონ სატრანსპორტო საშუალების მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ! დიკლაკი ID-თი მკურნალობისას არ მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალება (მათ შორის ისინიც, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე) ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. წამლის უკონტროლო მიღებამ შესაძლოა ზიანი მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას.
დიკლოფენაკმა შესაძლოა შეასუსტოს შარდმდენების, ჰიპოტენზიური საშუალებების, კერძოდ იმ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც თრგუნავენ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფაქტორის აქტივობას. კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მომატება. დიკლაკი ID-ს მიღებამ დღეღამის განმავლობაში ის მიღებამდე ან მისი მიღების შემდეგ, შესაძლოა გამოიწვიოს მისი ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება. პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ციკლოსპორინის ტოქსიკური მოქმედება თირკმელზე. რეკომენდებულია კოაგულაციურ სტატუსზე დაკვირვება ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას. სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი რეკომენდებულია, როგორც სიფრთხილის ზომა, დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25 oC).
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).