კამელინი M1

კამელინი M1

კამელინი M1–ის ზოგადი ინფორმაცია

კამელინი M1. CAMELYN M1. იმუნომოდულატორების (ცხოველური წარმოშობის), ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი (ანტიოქსიდანტების) პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – camelinum. მწარმოებელი ფირმა – შპს კამელინი (საქართველო).

კამელინი M1–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კამელინი M1. CAMELYN M1 გამოდის 35% 2მლ  საინექციო ხსნარის ფორმით ამპულაში. „კამელინი M“ – 35%, საინექციო წყალი 65%. სამკურნალო საშუალება „კამელინი M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლენი, ალდეჰიდები, ფურფუროლი. აღწერა: საინექციო სითხე, ქარვის ფერი. 2.0 მლ. ამპულებში.

კამელინ M1–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კამელინ M1–ის ფასები ფარმადეპოში
კამელინ M1–ის ფასები ავერსში
კამელინ M1–ის ფასები psp-ში
კამელინ M1–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კამელინ M1, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კამელინ M1–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კამელინი M1–ის სინონიმები

კამელინი M2 (CAMELYN M2, CAMELYN, საქართველო), კამელინი M3 (CAMELYN M3, CAMELYN, საქართველო), კამელინი M4 (CAMELYN M4, CAMELYN, საქართველო), კამელინფლუ (CAMELYNFLU, CAMELYN, საქართველო).

კამელინი M1–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ვირუსული
  • ინფექციები  ბაქტერიული
  • ინფექციები სოკოვანი
  • სიმსივნური დაავადებები
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
  • პოლინეიროპათიები
  • პოსტოპერაციული პერიოდი
  • ტრავმები

კამელინი M1–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
„კამელინი M1“ – ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინი M1“ ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „კამელინი M1“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T – ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში. T – ჰელპერებისა და T – ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში. კამელინი ეფექტურია, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული, რეგენერაციული, ანტივირუსული საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე.
ჩვენებები
კამელინის საინექციო ხსნარი, გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულირება, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:
– ვირუსული ინფექციები;
– ბაქტერიული ინფექციები;
– სოკოვანი ინფექციები;
– სიმსივნური დაავადებები;
– სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
– პოლინეიროპათიები;
– პოსტოპერაციული პერიოდი;
– ტრავმები.
მიღების წესები და დოზები
ინექციები 2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი M1“ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20-25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
„კამელინი “ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.