კეტონალი უნო

კეტონალი უნო

კეტონალი უნოს ზოგადი ინფორმაცია

კეტონალი უნო. KETONAL UNO. პროპიონის მჟავას წარმოებულების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება გამოხატული ანალგეზიური ეფექტით. აქტიური ნივთიერება – კეტოპროფენი. Ketoprofen. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AE. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (სლოვენია).

კეტონალი უნოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კეტონალი უნო. KETONAL UNO გამოდის 200მგ–იანი გახანგრძლივებული გამონთავისუფლების კაფსულის  ფორმით.  ყოველი კაფსულა შეიცავს 200 მგ კეტოპროფენს ხანგრძლივი გამოთავისუფლების გრანულების სახით. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, 30% პოლიაკრილატის მეტაკრილმჟავას დისპერსია – 30% სოპოლიმერის ეთილაკრილატის დისპერსია (1:1), ტალკი, რკინის ოქსიდი (წითელი) E172, კოლოიდური უწყლო კაჟბადი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ლურჯი საღებარი V E 131, ტიტანის დიოქსიდი E171.

კეტონალ უნოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კეტონალ უნოს ფასები ფარმადეპოში
კეტონალ უნოს ფასები ავერსში
კეტონალ უნოს ფასები psp-ში
კეტონალ უნოს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კეტონალ უნო, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კეტონალ უნოს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კეტონალი უნოს აქტიური ნივთიერება

კეტოპროფენი. Ketoprofen. ქიმიური დასახელება – 3-ბენზოილ-ალფა-მეთილბენზოლძმარმჟავა. ბრუტო–ფორმულა:C16H14O3. კეტოპროფენს მიაკუთვნებენ აასს – პროპიონის მჟავას წარმოებულების ჯგუფს. CAS-კოდი: 22071-15-4 .

კეტონალი უნოს სინონიმები

კეტო-გელი (KETO-GEL, AVERSI, საქართველო),კეტონალი  სუპოზიტორია (KETONAL, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალ დუო (KETONAL DUO, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალი გელი (KETONAL Gel, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია),  კეტონალი კეტონალი ფორტე (KETONAL KETONAL FORTE, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალი რეტარდი (KETONAL RETARD, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), კეტონალი საინექციო სხნარი (KETONAL, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია), პროკეტანი (PROKETAN, Avita, ეგვიპტე), ფასტუმ გელი (Fastum gel, Berlin-Chemie Menarini, იტალია).

კეტონალი უნოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ართრიტი რევმატოიდული
  • სპონდილოართრიტი სერონეგატიური (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქციული ართრიტი)
  • ნიკრისის ქარი
  • ფსევდო ნიკრისის ქარი
  • ოსტეოართრიტი
  • ტენდინიტი
  • ბურსიტი
  • კაფსულიტი
  • ლუმბაგო (ტკივილი წელის არეში)
  • ტკივილი პოსტტრავმული  (პოსტტრავმული ტკივილი სახსრებში, კუნთებში და შემაერთებელი ქსოვილების
  • ტკივილი პოსტოპერაციული ორთოპედიული ქირურგიული ჩარევების შემდეგ

კეტონალი უნოს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტონალ უნოს კაფსულების აქტიურ ნოვთიერებას წარმოადგენს კეტოპროფენი.
კეტონალ უნოს კაფსულები განსხვავდება ჩვეულებრივი კაფსულებისაგან აქტიური ნივთიერების განსაკუთრებული გამოთავისუფლებით. კაფსულები შეიცავენ ხანგრძლივად გამოსათავისუფლებულ გრანულებს და შესაბამისად, გააჩნიათ ხანგრძლივი მოქმედების შესაძლებლობა. ამიტომ შესაძლებელია მათი დღეში ერთხელ მიღება.
კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
კეტოპროფენი ხელს უწყობს ტკივილის მოხსნას, ამცირებს ანთებასა და ციებას.
ჩვენებები
რევმატული დაავადებების მკურნალობა:
კეტოპროფენი ხელს უწყობს ტკივილის მოხსნას სახსრებში, ამცირებს მათ შეშუპებას. ამცირებს ანთებას სხვადასხვა რევმატული დაავადებების დროს:
– რევმატოიდული ართრიტი;
– სერონეგატიური სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქციული ართრიტი);
– ნიკრისის ქარი, ფსევდო ნიკრისის ქარი;
– ოსტეოართრიტი;
– ტენდინიტი, ბურსიტი და კაფსულიტი
პრეპარატი ხსნის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს, როგორიცაა:
– ლუმბაგო (ტკივილი წელის არეში);
– პოსტტრავმული ტკივილი (პოსტტრავმული ტკივილი სახსრებში, კუნთებში და შემაერთებელი ქსოვილების);
– პოსტოპერაციული ტკივილი ორთოპედიული ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
მიღების წესები და დოზები
miRebis wesi
საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კეტოპროფენის არასასურველი ეფექტების გამოვლენის ალბათობის შემცირების მიზნით, შეიძლება ერთდროულად ანტაციდების (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ კუჭში მარილმჟავას სეკრეციას) მიღება.
preparatis doza
პრეპარატის ჩვეულებრივ დოზას შეადგენს 1 კაფსულა (200 მგ კეტოპროფენი) დღეში ერთხელ. კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 200 მგ (დღეში 1 კაფსულა).
კაფსულები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის ან რძის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
თუ პაციენტი შენიშნავს, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, ამის თაობაზე მან ექიმს უნდა აცნობოს
გვერდითი მოვლენები
კეტოპროფენის უმნიშვნელო გვერდით ეფექტებს უმეტესად მიეკუთვნება ის დროებითი ხასიათის გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა: საჭმლის მონელების მოშლა (საკვების შეთვისების დარღვევა ან არასაკმარისი შეთვისება); დისპეფსია (ჭამის შემდეგ დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში), გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, გულძმარვა ან კუჭის არეში სხვა სახის დისკომფორტი (როგორიცაა ტკივილი და კოლიკები).
უფრო იშვიათად აღინიშნება სხვა სახის ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მცირე დეზორიენტაცია, ძილიანობა, გუნება-განწყობის შეცვლა და უძილობა.
იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა გამონაყარი ან ხმაური ყურებში, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს უფრო სერიოზული ხასიათის. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს, როგორიცაა:
– ქოშინი;
– ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის ხანმოკლედ გაჩერება;
გონების დაკარგვა;
– კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება (სიყვითლე);
– შარდვის შემცირება;
– გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება, გამოხატული თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება;
– კანის ქავილი, გაწითლება, შეშუპება, აქერცვლა, კანზე ბუშტუკების გაჩენა;
– ხელების, ხელის გულების, ტერფის, ტუჩების, თვალების, ყელის ან ენის შეშუპება;
– ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
– უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი;
– კიდურების ერთმხრივი სისუსტე;
– მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– ხელის გულების შეშუპება;
– ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
– სისხლის ღებინება მუქი შეფერილობით;
– სისხლიანი ფაღარათი ან მუქი ფერის განავალი;
– სილურჯეები სხეულზე.
ნუ შეშფოთდებით ზემოთ მოცემული გვერდითი ეფექტების ჩამონათვალით. ადამიანების უმრავლესობაში კეტონალის მიღებისას არავითარი პრობლემა არ აღინიშნება.
აღინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
– დისპეფსია (ჭამი შემდეგ დისკომფორტი კუჭის არეში)
ხშირი (100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– დეპრესია; გაღიზიანება; ღამის კოშმარები; ძილიანობა.
– თავის ტკივილი; ასთენია (სისუსტე); შეუძლოდ ყოფნა (ცუდად ყოფნის საერთო შეგრძნება); დაღლილობა; თავბრუსხვევა; ტრიალის შეგრძნება; პარესთეზია.
– მხედველობის დაქვეითება;
– ხმაური ყურებში;
– შეშუპება (გენერალიზებული შეშუპება);
– გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; დიარეა; ყაბზობა; მეტეორიზმი; ანორექსია (მადის დაქვეითება); პირღებინება; სტომატიტი. ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, ხშირად აღინიშნება დაწყლულება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და პერფორაცია.
– გამონაყარი კანზე.
ნაკლებად ხშირი (1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– ანემია (ერითროციტების შემცირება); ჰემოლიზი (ერითროციტების მომატებული განადგურება); პურპურა; თრომბოციტოპენია; აგრანულოციტოზი. კეტოპროფენის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და სისხლდენა ცხირიდან.
– ასთმა, ასთმის გაუარესება, ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება ქოშინით და ხველით), დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან ასპირინზე ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.

– სისხლის ამოხველება (სისხლიანი ნახველი); ფარინგიტი (ყელის ტკივილი); რინიტი (გაციება, ცემინება); ხორხის შეშუპება (ყელის შეშუპება);
– გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია). მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის არტერიული თრომბოზების რისკს (გულის შეტევა და ინსულტი).
– ალოპეცია; ეგზემა (წითელი ფერის გამონაყარი ქავილითა და წვით); პურპურასმაგვარი გამონაყარი; ოფლიანობა; ჭინჭრის გამონაყარი (გამონაყარი ქავილით), ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის დაავადება აქერცვლით)
იშვიათი (10000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– დელირიები (მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით); დეზორიენტაცია და მეტყველების მოშლა;
– ფოტო მგრძნობელობა (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლეზე);
– წყლულოვანი სტომატიტი; გასტრიტი (კუჭის ტკივილი, გულისრევა); პეპტიკური წყლული; სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლის ღებინება ან შავი ან მუქი ფერის განავალი).
ძალიან იშვიათი (10000 – 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– ანგიოშეშუპებები (შეშუპება, უპირატესად სახის და ყელის) და ანაფილაქსია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა);
– კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება), წვრილი ნაწლავის პერფორაცია და ნაწლავების სხვადასხვა დაავადებების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ენტეროპათია);
– ღვიძლის მძიმე დაზიანება სიყვითლით (კანისა და სკლერების სიყვითლე) და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
– კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი; ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (გამონაყარი, კანის გაწითლება, ბებერა ტუჩებზე, თვალებზე და პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ციება); ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის დაავადება აქერცვლით);
– თირკმლების მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლების ანთება); ნეფროტული სინდრომი (გამოხატული შეშუპებებით); მწვავე პიელონეფრიტი (ციება, გვერდების ტკივილი, შარდში სისხლის არსებობა).
გევრდითი ეფექტების გაუარესებისას ან ისეთი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგი შემთხვევების დროს:
– კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ალერგია);
– თუ ადრე აღინიშნებოდა ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი (გამონაყარი, რომელიც მიმდინარეობს ქავილით) ან ალერგიული ტიპის რეაქციები, გამოწვეული კეტოპროფენით ან მსგავსი მოქმედი ნივთიერებებით, როგორიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან სალიცილატები (მაგ. ასპირინი);
– გულის სერიოზული უკმარისობის დროს;
– აორტის კორონარული შუნტირების ოპერაციისათვის მზადებისას ან როდესაც ამგვარი ოპერაცია მცირე ხნით ადრე ჩატარდა;
– საჭმლის მონელების მოშლისას ან თუ ადრე აღინიშნებოდა დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ქრონიკული დისპეფსია);
– კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლულის დროს, ან თუ ადრე აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენა, დაწყლულება ან პერფორაცია;
– თუ აღინიშნება კუჭ-ნაწლავისმიერი, ცერებროვასკულარული ან სხვა სახის მწვავე სისხლდენა;
– თუ პაციენტი წინასწარგანწობილია სისხლდენის მიმართ;
– თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლების სერიოზული დაავადება;
– თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის სერიოზული დაავადება;
– ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;
– 15 წლამდე ასაკის ბავშვებში;
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
– საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევების არსებობისას (შეიძლება გამწვავდეს წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება);
– სისხლის შედედების მხრივ დარღვევების არსებობისას;
– ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის მოშლისას;
– მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) და/ან მსუბუქად ან ზომიერად გამოხატული გულის უკმარისობის, პერიფერიული ან ცერებრალური არტერიების დაავადებების დროს;
– დიაბეტის ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის დროს;
– ინფექციური დაავადებებისას;
– სხვა რომელიმე სამკურნალო საშუალების მიღებისას;
– სპირტიანი სასმელების ყოველდღიური მოხმარებისას; მწეველ პაციენტებში;
– მოსალოდნელი ქირურგიული ოპერაციის დროს;
– ხანდაზმულებში საჭიროა ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის კონტროლი (განსაკუთრებით სისხლდენებისა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
კეტოპროფენის მოქმედებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთმა პრეპარატმა ან თერაპიულმა სქემამ.
კეტოპროფენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ფერტილურობა. ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
ორსულობა და ლაქტაცია
მკურნალობის პერიოდში დაორსულებისას, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია. პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
კეტოპროფენი არ მიიღება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ვინაიდან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული გართულებები ბავშვებში ან მშობიარობის დროს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
კეტონალ დუო არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან კეტოპროფენი გამოიყოფა დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ძალიან იშვიათად მგრძნობიარე ადამიანებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზოგჯერ იწვევენ თავბრუსხვევას, ძილიანობას, მხედველობის სიმკვეთრის შემცირებას. თუ მიეკუთვნებით პაციენტთა ამგვარ ჯგუფს, მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავეთ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვისაგან.
საკვებისა და სასმელების გავლენა
კეტონალით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ეპიგასტრული ტკივილი), სისხლის ღებინება, შავი განავალი, ცნობიერების მოშლა, თირკმლების ფუნქციის მოშლა და ღვიძლის უკმარისობა.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვებისას, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– კეტოპროფენი არ გამოიყენება სხვა არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან სალიცილატებთან ერთად, მაგ. ასპირინთან.
– კეტოპროფენთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფენ არტერიული წნევის დაწევას (არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები) და შარდვის გაუმჯობესებას (დიურეტიკები);
– თირკმლების ფუნქციის მოშლის რისკი მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს ან აგფ ინჰიბიტორებს (პრეპარატები, რომლებიც უპირატესად გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
– კეტოპროფენისა და ეპილეფსიის, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელი საშუალებების ეფექტი;
– კეტოპროფენისა და ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რომლებიც ინიშნება სისხლის შედედების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა ვარფარინი (ანტიკოაგულანტები), აგრეთვე კორტიკოსტეროიდებთან და ანტითრომბოციტულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, იზრდება სისხლდენის რისკი.
– სისხლდენის რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დეპრესიის სამკურნალო საშუალებებს;
– როდესაც კეტოპროფენთან ერთად მიიღება გულის გლიკოზიდები, ლითიუმის პრეპარატები, ციკლოსპორინი ან მეტოთრექსატი, ამ საშუალებების ელიმინაცია შეიძლება შემცირდეს, ხოლო მათი მავნე ეფექტები გაიზარდოს;
– არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებთან ერთად მიღებისას მიფეპრისტონის მოქმედება შეიძლება შემცირდეს. არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებები არ მიიღება მიფეპრისტონის მიღების შემდეგ 8-12 დღის განმავლობაში
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, სინათლისა და ტენიანობისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30oC-ზე.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.