ლამიზილი დერმგელი

ლამიზილი დერმგელი

ლამიზილი დერმგელის ზოგადი ინფორმაცია

ლამიზილი დერმგელი. LAMISIL DERMGEL. სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების სხვა პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ტერბინაფინი. Terbinafine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D01AE. მწარმოებელი ფირმა – OTC – NCH (შვეიცარია).

ლამიზილი დერმგელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ლამიზილი დერმგელი. LAMISIL DERMGEL გამოდის 1%  15 გ გელის ფორმით გარეგანი გამოყენებისათვის. გელი შეიცავს 1 გ ტერბინაფინს ფუძის ფორმით. . . . . 10 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, კარბომერი (კარბოპოლი 974 P), იზოპროპილ მირისტატი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი, სორბიტანის ლაურატი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, აზოტი.

ლამიზილ დერმგელის  ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ლამიზილ დერმგელის  ფასები ფარმადეპოში
ლამიზილ დერმგელის ფასები ავერსში
ლამიზილ დერმგელის ფასები psp-ში
ლამიზილ დერმგელის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ლამიზილი დერმგელი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ლამიზილ დერმგელის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ლამიზილი დერმგელის აქტიური ნივთიერება

ტერბინაფინი. Terbinafine.  ქიმიური დასახელება –  (E)-N-(6,6-დიმეთილ-2-ჰეპტენ -4-ინილ)-N-მეთილ-1-ნაფტალენმეთანამინი. ბრუტო–ფორმულა:C21H25N. ტერბინაფინს მიაკუთვნებენ სოკოს საწიააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:78628-80-5.

ლამიზილი დერმგელის სინონიმები            

ლამიზილი (Lamisil, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., დიდი ბრიტანეთი), მუსიტროლი (MUSITROL, AVERSI, საქართველო), ტერბიზილი (TERBISIL, Gedeon Richter, უნგრეთი), ტერბიზილი კრემი (TERBISIL, Gedeon Richter, უნგრეთი), ტერბონილი 1% კრემი (TERBONILE 1% CREAM, Bilim, თურქეთი),  ტერბონილი კანის სპრეი 1% (TERBONILE 1% Dermal Spray, Bilim, თურქეთი), ტერბონილი ტაბლეტები (TERBONILE TABLETS, Bilim, თურქეთი), ტერფალინი (Terfalin, Nobel, თურქეთი).

ლამიზილი დერმგელის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები კანის, სოკოვანი
  • მიკოზები ტერფების (ტერფის “სოკო”)
  • ეპიდერმოფიტია ქვედა, მუცლის   (tinea cruris)
  • სოკოვანი დაავადებები სხეულის გლუვი კანის  (tinea corporis) ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ., T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum), Microsporum canis da Epidermophyton floccosum გამოწვეული
  • სირსველი ჭრელი  (Pityriasis versicolor), გამოწვეული Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia furfur)

ლამიზილი დერმგელის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, მოქმედების ფართო სპექტრით. მცირე კონცეტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება ფუნგიციდური ან ფუნგისტაზური იყოს.
ტერბინაფინი სპეციფიურად ცვლის სტეროლების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს, რომელიც სოკოებში ხდება. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და უჯრედში სკვალენის დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სკვალენეპოქსიდაზას ფერმენტის ინჰიბირების გზით, რომელიც მდებარეობს სოკოს უჯრედის მემბრანაზე.
ტერბინაფინი არ მოქმედებს ადამიანის P450 ციტოქრომის სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას აბსორბცია – 5%-ზე ნაკლებია, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.
ჩვენებები
კანის სოკოვანი ინფექციების, მ.შ. ტერფების მიკოზების (ტერფის “სოკო”), მუცლის ქვედა ეპიდერმოფიტიის (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაავადებების (tinea corporis) პროფილაქტიკა და მკურნალობა, გამოწვეულის ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ., T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum), Microsporum canis da Epidermophyton floccosum.
ჭრელი სირსველი (Pityriasis versicolor), გამოწვეულიPityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia furfur).
მიღების წესები და დოზები
გამოიყენება გარეგანად მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.
ლამიზილი დერმგელი გამოიყენება ერთხელ დღეში, ნებისმიერი ჩვენებების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა. პრეპარატი მსუბუქად შეიზილება კანის როგორც დაზიანებულ, ასევე ინტაქტურ მიმდებარე მონაკვეთებზე. იმ ინფექციების შემთხვევაში, რომლებსაც ახლავს გამოყელვები (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შუა, დუნდულებისა და მუცლის ქვედა ნაწილების ნაკეცებში), დერმგელის წასმის ადგილზე შეიძლება დოლბანდის დაფენა.
მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა:
სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ;
ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ;
ჭრელი სირსველი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.
კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭროა დიაგნოზის ვერიფიცირება.
ხანდაზმულ პაციენტებში. არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ხანდაზმული პაციენტებისათვის საჭიროა პრეპარატის დოზირების შეცვლა და რომ მათ აღენიშნებათ ახალგაზრდა პაციენებში გამოვლენილი გვერდითი მოქმედებებისაგან განსხვავებული მოქმედებები.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის წასმის ადგილებში შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება, მაგრამ ამ მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა იშვიათად არის საჭირო. საჭიროა ამ არასერიოზული გვერდითი მოვლენბის განსხვავება იშვიათად განვითარებული ალერგიული რეაქციებისაგან (მაგალითად, გენერალიზებული გამონაყარი და/ან გაწითლება, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, განმეორებითი ალერგიული რეაქცია), რომელთა განვითარება საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფურცელ-ჩანართში არ აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები არ გამოვლინდა. ამჟამად ლამიზილის გამოყენებისას განვითარების რაიმე მანკიერებების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულებში ლამიზილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით შეიძლება.
ტერბინაფინი რძესთან ერთად გამოიყოფა, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის
განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ლამიზილის კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე წასმისას, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.
ლამიზილი დერმგელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებში მოხვედრა, ვინაიდან მან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას, სასაწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გამდინარე წყლით დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. იმ შემთხვვაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. თუ პრეპარატი შემთხვევით შიგნით იქნა მიღებული, მოსალოდნელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ვითარდება ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზისას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში და თავბრუსხვევა).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლამიზილის დერმგელის სხვა წამლებთან რაიმე ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.