მიფორტიკი

მიფორტიკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნატრიუმის მიკოფენოლატი/ MYCOPHENOLATE SODIUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  იმუნოდეპრესანტი.

შემადგენლობა და  გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 120 ც.
1 ტაბ.
ნატრიუმის მიკოფენოლატი……………     192.4 მგ,
რაც შეესაბამება 180 მგ მიკოფენოლის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი (K-30), სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო კაჟმიწა/სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; ჰიპრომელოზის ფტალატი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ინდიგოტინი (ინდიგოკარმინი).
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 120 ც.
1 ტაბ.
ნატრიუმის მიკოფენოლატი…………..     384.8 მგ,
რაც შეესაბამება 360 მგ მიკოფენოლის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი (K-30),  სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო კაჟმიწა/სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზის ფტალატი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიკოფენოლის მჟავა (მფმ) თრგუნავს T- და B- ლიმფოციტების პროლიფერაციას მეტად, ვიდრე სხვა უჯრედებს, ვინაიდან განსხვავებით სხვა უჯრედებისაგან, რომლებსაც უნარი აქვთ მოახდინონ პურინის განმეორებითი უტილიზაცია, ლიმფოციტების პროლიფერაცია პრაქტიკულად დამოკიდებულია პურინების სინთეზზე denovo. ამიტომ მიფოტიკის მოქმედების მექანიზმი ავსებს კალცინევრინის ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმს, რომლებიც არღვევენ ციტოკინების პროდუქციას და ზემოქმედებენ დათრგუნულ T ლიმფოციტებზე.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ ნატრიუმის მიკოფენოლატი ინტენსიურაა შეიწოვება. ნაწლავში ხსნადი გარსის წყალობით მიკოფენოლის მჟავა მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.5-2 საათის შემდეგ. In vitro გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მიფოტიკის ნაწლავში ხსნადი აფსკიანი გარსის განსაკუთრებული შემადგენლობა ეწინააღმდეგება მიკოფენოლის მჟავას გამოთავისუფლებას მჟავე გარემოში, როგორიცაა კუჭი.
სტაბილური თირკმლის ტრასპლანტანტიან ავადმყოფებთან, რომლებსაც უტარდებოდათ საბაზო იმუნოსუპრესული თერაპია ციკლოსპორინით (მიკროემულსია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მფმ-ს აბსორბციის ხარისხმა შეადგინა 93%, ხოლო ბიოშეღწევადობა – 72 %.
დოზების შესწავლილ დიაპაზონში 180-დან 2160 მგ-მდე მიფოტიკის ფარმაკოკინეტიკას ჰქონდა ხაზოვანი დოზაზე დამოკიდებული ხასიათი. AUC სიდიდე ერთნაირია მიფოტიკის უზმოზე მიღების და ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას (55 გ ცხიმი, 1000 კალორია). ამასთან, მფმ მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შემცირდა 33%-ით.
განაწილება: წონასწორულ მდგომარეობაში მფმ-ის განაწილების მოცულობა შეადგენს 50 ლიტრს. ისევე როგორც მიკოფენოლის მჟავა, მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდიც (მფმგ) ხასიათდება ცილებთან მაღალი შეკავშირებით – 97% -და 82% შესაბამისად. პლაზმაში თავისუფალი ცილის კონცენტრაციის დაქვეითების პირობებში (ურემია, თირკმელების უკმარისობა, ჰიპოალბუმინემია, ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარის მქონე პრეპარატების ერთდროული მიღება) შესაძლებელია პლაზმაში თავისუფალი მფმ-ს კონცენტრაციისა და, შესაბამისად, გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.
მეტაბოლიზმი: მფმ-ს ნახევრადელიმინაციის პერიოდი შეადგენს 11.7 საათს, კლირენსი – 8.6 ლ/სთ. მფმ ძირითადად მეტაბოლიზდება გლუკურონილტრანსფერაზის მონაწილეობით და წარმოქმნის მფ მჟავას ფენოლის გლუკურონიდს, მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდს (მფმგ). მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდი წარმოადგენს მიკოფენოლის მჟავას ძირითად მეტაბოლიტს და არ გააჩნია ბიოლოგიური აქტიურობა. სტაბილური თირკმლის ტრანსპლატანტის მქონე პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებოდათ საბაზო იმუნოსუპრესული თერაპია ციკლოსპორინით (მიკროემულსია), მიფორტიკის პერორული დოზის დაახლოებით 28% გადადის მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდში ღვიძლში “პირველი გავლისას” პრესისტემური მეტაბოლიზმის გზით. მიკეფენოლის მჟავას გლუკურონიდის ნახევარდელიმინაციის პერიოდი შეადგენს 15.7 საათს, კლირენსი – 0.45 ლ/სთ.
გამოყოფა: მიკოფენოლის მჟავა ძირითადად გამოიყოფა შარდთან მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდის სახით და ძალიან მცირე რაოდენობით (<1.0%)- შეუცვლელი სახით. მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდი ასევე სეკრეტირდება ნაღველთან ერთად ნაწლავში, სადაც იშლება ნაწლავის ფლორის ზემოქმედებით (დეკონიუგაციის გზით). დაშლის შედეგად წარმოქმნილი მიკოფენოლის მჟავა შესაძლოა შემდგომში რეაბსორბირდეს. მიფორტიკის  მიღებიდან 6-8 საათის გასვლის შემდეგ აღინიშნება მფმ კონცენტრაციის მეორე პიკი, რაც უკავშირდება დეკონიუგირებული მიკოფენოლის მჟავას განმეორებით შეწოვას.

ჩვენებები:
ტრანსპლატანტის მწვავე მოცილების პროფილაქტიკა თირკმლის ალოგენური ტრანსპლანტანტის მქონე ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ საბაზო იმუნოსუპრესიული თერაპია ციკლოსპორინით (მიკროემულსია) და გლუკოკორტიკოიდებით.

მიღების წესი და დოზირება:
მიფორტიკით მკურნალობას ატარებს მხოლოდ კვალიფიცირებული ექიმი-ტრანსპლანტოლოგი. იმ პაციენტებთან, რომლებსაც პრეპარატი ადრე არ მიუღიათ, მიფორტიკით მკურნალობა იწყება ტრანპლანტაციიდან პირველი 24 საათის შემდეგ.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 720 მგ დღეში 2-ჯერ (დღე-ღამის დოზაა 1440 მგ).
ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ მოფეტილის მიკოფენოლატს დოზით 2 მგ, მკურნალობა შესაძლებელია შეიცვალოს მიფოტიკით, დოზით 720 მგ დღეში 2-ჯერ.
მიფოტიკის მიღება შეიძლება უზმოზე ან საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
– ციკლოსპორინთან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად მიფოტიკის მიღების დროს ძალიან ხშირი (≥10%) იყო ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ლეიკოპენია და დიარეა.
– ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ლიმფომებისა და სხვა ავთვისებიანი (კერძოდ კანის) დაავადებების განვითარება.
– ნებისმიერ ტრანსპლანტატიან ავადმყოფს აღენიშნება ინფექციური დაავადების განვითარების მაღალი რისკი, რომელთა გამოწვევა ხდება პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით; რისკი მატულობს იმუნოდეპრესანტების მიღების დროს. განსაკუთრებით გავრცელებულია ციტომეგავირუსი (CMV), კანდიდოზი და მარტივი ჰერპესი.
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: საშარდე გზების ინფექციები, სარტყლისებრი ლიქენი, პირის ღრუს კანდიდოზი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გასტროენტერიტი, მარტივი ჰერპესი, რინოფარინგიტი; ლეიკოპენია; თავის ტკივილი; ხველა; დიარეა; ჰიპერთერმია; დაღლილობა; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ლეიკოპენია; სისხლში კრეატინინის მომატება, კოლიტი; ეზოფაგიტი (ცირტომეგავირუსული კოლიტისა და ეზოფაგიტის ჩათვლით); ციტომეგავირუსული გასტრიტი; პანკრეატიტი; ნაწლავის პერფორაცია; სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული; ნაწლავის გაუვალობა; ნეიტროპენია; პანციტოპენია.
მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები, მათ შორის მენინგიტი; ბაქტიერული ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი; არატიპიური მიკობაქტიურული ინფექციები.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის მიკოფენოლატის, მიკოფენოლის მჟავის, მოფეტილის მიკოფენოლატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
მიფორტიკით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა ქალი ორსულად; პრეპარატი არ ინიშნება, სანამ არ იქნება მიღებული უარყოფითი ტესტი ორსულობაზე. ორსულობის დადგომის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კონსულტაცია ექიმთან.
მიფორტიკით თერაპიის დაწყებამდე შემდგომ მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მისი დამთავრებიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური ხერხების მიღება.
ცნობილი არაა, გამოიყოფა თუ არა მიკოფენოლის მჟავა დედის რძეში. იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ჩვილ ბავშვებში სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური რისკი ნატრიუმის მიკოფენოლატის გავლენით, აუცილებელია გადაწყდეს საკითხი ან მიფორტიკის მიღების შეწყვეტის, ან ბუნებრივი კვების შეწყვეტის შესახებ მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში.
ვინაიდან მიფორტიკის მიღების საკონტროლო კლინიკური გამოკვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა, მისი დანიშვნა ამ კონტინგენტის პაციენტებთან დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ნაკლებსავარაუდოა, რომ პრეპარატი გავლენას ახდენდეს ამ ფუნქციებზე.

ჭარბი დოზირება:
მიფორტიკის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ აღნიშნულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აციკლოვირი: შესაძლებელია სისხლში როგორც მიკოფენოლის მჟავას გლუკურონიდის, ასევე აციკლოვირის კონცენტრაციის მატება იმ ავადმყოფებთან, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. შესაძლოა, ორივე პრეპარატი კონკურირებს ორგანიზმიდან გამოყოფის დონეზე, ვინაიდან სეკრეტირდებიან თირკმლის მილაკებით. ასეთი ავადმყოფები საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.

მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები:
ანტაციდებთან ერთდროულად დანიშვნისას ნატრიუმის მიკოფენოლატის შეწოვა ქვეითდება გარკვეული სიფრთხილეა საჭირო მიფორტიკის და ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროქსიდსა და ალუმინს.
აზატიოპრინი:
ვინაიდან მიფორტიკისა და აზატიოპრინის ურთიერთქმედებების სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა, ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა არ შეიძლება.
ქოლესტირამინი და ნაწლავღვიძლის ცირკულაციაზე მოქმედი პრეპარატები: იმის გამო, რომ ქოლესტირამინი აფერხებს პრეპარატების შეწოვას ნაწლავში, მან შესაძლოა შეამციროს სისხლში მფმ-ის კონცენტრაცია და AUC. მიფორტიკის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების გამო, სიფრთხილეა საჭირო ქოლესტირამინისა და იმ პრეპარატების ერთობლივი დანიშნვნისას, რომლებიც არღვევენ ნაწლავ-ღვიძლისმიერ ცირკულაციას.
განციკლოვირი: მიფორტიკისა და განციკლოვირის ერთდროულად მიღებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში შესაძლოა საჭირო გახდეს განციკლოვირის დოზირების რეჟიმის კორექცია, ხოლო თავად პაციენტზე აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა.
პერორული კონტრაცეპტივები: პერორული კონტრაცეპტივები მეტაბოლიზდებიან დაჟანგვის რეაქციით, ხოლო მიფორტიკი – გლუკურონირებით. პერორული კონტრაცეპტივების გავლენა მიფორტიკის ფარმაკოკინეტიკაზე ნაკლებმოსალოდნელია და, ამდენად, რაიმე მნიშვნელოვან კლინიკურ ურთიერთქმედებას არ უნდა ველოდეთ. მეორეს მხრივ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიფორტიკით ხანგრძლივი თერაპიის გავლენა პერორულ კონტრაცეპტივებზე ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის, გამორიცხული არ არის კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.
ცოცხალი ვაქცინები: დაუშვებელია ცოცხალი ვაქცინის გამოყენება ავადმყოფებთან, რომლებსაც დარღვეული აქვთ იმუნური პასუხი. სხვა ვაქცინების გამოყენების დროს ანტისხეულების პროდუქცია შესაძლოა შემცირდეს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობებიპრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

გაფრთხილება