ოპერილი პე

ოპერილი პე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქსილომეტაზოლინი/ xylometazoline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ ხსნარი შეიცავს ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,25 მგ.
1 წვეთი (0,04 მლ) შეიცავს 0,01 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
შეფუთვა: 10 მლ გამჭვირვალე უფერო ხსნარი პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთელაში ხრახნიანი თავსახურით, მუყაოს ყუთში ინსტრუქციით.

რა არის ოპერილი® და რისთვის გამოიყენება იგი
ოპერილ პ შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება ნაზალური დეკონგესტანტის სახით (საშუალებები ცხვირის გაჭედვის წინააღმდეგ). არტერიოლების შევიწროების წყალობით, იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებულობას და ცხვირიდან გამონადენს. ამსუბუქებს სუნთქვას ცხვირიდან, ხსნის ცხვირის ღრუებს, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს (სინუსებს) და ევსტაქის მილს, ასევე არბილებს გაციების სიმპტომებს. ოპერილ პ იწყებს მოქმედებას რამოდენიმე წუთში, და მისი მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ოპერილ პ ახდენს ანტივირუსულ ზემოქმედებას გარკველ ვირუსებზე, რომლებიც წარმოადგენენ რესპირატორული დაავადებების ძირითად გამომწვევებს.

გამოყენების ჩვენებები:
– მწვავე რინიტი;
– ალერგიული რინიტი;
– რინოსინუსიტი;
– შუა ყურის ანთება (ევსტაქის მილის ფუნქციონირების გასაუბჯობესებლად) (საშუალო ოტიტი).

ოპერილ®  გამოყენების დაწყემაბდე უკუჩვენებები:
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებაზე ბავშვებში;
• ცხვირის ლორწოვანის მშრალი ანთება ქერქებით (ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალუირეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:
– ქრონიკული გულის უკმარისობა;
– არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა);
– გულის არითმია (არარეგულარული გულისცემა);
– დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული შიდა თვალის წნევა);
– წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
– პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა);
– შაქრიანი დიაბეტი;
– ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა).
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია 2 წლამდე  ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ ან ჭარბი დოზით გამოყენებას.

სხვა პრეპარატების მიღება
თუ თქვენი ბავშვი ღებულობს,, არც ისე დიდი ხნის წინ ღებულობდა ან, შესაძლოა, მიიღებს სხვა პრეპარატებს, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით, შაეტყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ჭარბი დოზირების ან შიგნით მიღების შედეგად პრეპარატი აბსორბირდება, მაშინ შესაძლოა გაძლიერდეს მისი გავლენა არტერიულ წნევაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მაპროტილინი). იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერთდროულად მაო-ინჰიბიტორებს დეპრესიის წინააღმდეგ, შესაძლოა, განუვითარდეს ჰიპერტონული კრიზიც კი (მომატებული არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება).
ნუ ასმევთ ბავშვს ერთდროულად სხვა ხველის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებს ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილ პ-ს მიღება თვითმკურნალობის მიზნით.
ოპერილ პ-ს მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ.
მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ოპერილ პ-მ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება და შეუძლია კანისმიერი რეაქციების გამოწვევა.

როგორ უნდა გამოიყენოთ ოპერილ® 
ოპერილ პ ნაზალური წვეთები განკუთვნილია 2-დან 7 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის.
7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის გამოსადეგია პრეპარატის სხვა ფარმაცევტული ფორმები.
ადგილობრივად, ცხვირში ჩასაწვეთად.

ჩვეულებრივი დოზა
2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 წვეთი თითოულ ცხვირის გასასვლელში 2-3-ჯერ დღეში.
ჩაწვეთების დროს თავი აუცილებლად უნდა უკან გადაიწიოთ, სუნთქვა არ შეაკავოთ.
პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია 2 წლამდე უმცროსი ბავშვების სამკურნალოდ.
ცხვირის თითოეულ გასასვლელში შეყვანილი, ოპერილ პ-ს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს ორ წვეთს დღეში სამჯერ.
დამოუკიდებელი მკურნალობისას ოპერილ პ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და არა უმეტეს 5-7 დღისა.
თუ სამი დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეფასების შემდეგ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ გამოსაყენებლად. რამოდენიმე პაციენტის მიერ ერთი ფლაკონის გამოყენება შესაძლოა გახდეს ინფექციის განვითარების ან გადაცემის მიზეზი. თითოეული გამოყენების შემდეგ ფლაკონის საცმი უნდა გაწმინდოთ სუფთა ცხვირსახოცით.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მოცემული პრეპარატი დაუდევრობის გამო დალიეთ, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაგიჩნდეთ ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე და ცემინება. ჭარბი დოზა, შინაგანად პრეპარატის მიღება ან მწვავე ინტოქსიკაცია იწვევს უძილობას, თავის ტკივილს, თვალის გუგების შევიწროებას, სისხლის წნევის ცვალებადობას, ტაქიკარდიას ან ბრადიკარდიას, ჰიპოთერმიას და გონების დაკარგვას. როგორც წესი, დოზის შემცირებისას, ეს სიმპტომები ქრება 12-36 საათში.

დოზის გამოტოვება
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
დამატებითი კითხვებით პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილ პ-მ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უჩნდება.

გვერდითი ეფექტები
არც ისე ხშირი: მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), არასასიამოვნო შეგრძნება აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება, წარმავალი სიმშრალე და ცხვირში წვის შეგრძნება ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში, სიმშრალე პირში და ყელში, ცემინება.
სიხშირე დადგენილი არ არის: გულისრევა, ხანგრძლივი, ჭარბი გამოყენებისას და მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების განვითარება (მედიკამენტოზური რინიტი).
უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის განვითარებისას: მომატებული არტერიული წნევა, არასასიამოვნო შეგრძნებები აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება.
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმავევტს. ეს ასევე განეკუთვნება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტრუქციაში.

შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Lek d.d. სლოვენია

გაფრთხილება