ბისოდოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბისოდოლის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბისოდოლის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები


ბისოდოლი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

თითოეული აბი შეიცავს:
კალციუმის კარბონატს 522 მგ.
მსუბუქ მაგნიუმის კარბონატს 68 მგ.
ნატრიუმის კარბონატს 64 მგ.
ნატრიუმის შემცველობა თითოეულ აბზე 18 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, საქარინი, შაქარი, კალციუმის სტეარატი და პიტნის ზეთის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბისოდოლი წარმოადგენს CaCO3, MgCO3 da NaHCO3 – ის კარგად ბალანსირებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალიზებელ თვისებას და პროტექტორულ ეფექტს. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და მენთოლის სასიამოვნო გემო. გამოიყენება, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებისას. ბისოდოლის ტაბლეტი ანეიტრალებს საყლაპავში გადმოტყორცნილი წვენის სიმჟავეს და ამსუბუქებს გულძმარვის შემაწუხებელ შეგრძნებას, აყუჩებს ტკივილს და ხსნის დისკომფორტს. მჟავას რეფლუქსის შემცირებით აუმჯობესებს სიმპტომატიკას.

ჩვენებები
გულძმარვა, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიეტის დარღვევის შემდეგ, გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, ალკოჰოლის, ყავის, თამბაქოს ხშირი მოხმარებისას. თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება (პროფილაქტიკა და სიმპტომური თერაპია). მწვავე გასტრიტი. მწვავე დუოდენიტი. ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული აქტივობით. რეფლუქსეზოფაგიტი. მწვავე დუოდენიტი. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია. მჟავეებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევები, კოლიტი. გლუკოკორტიკოსტეროიდებითა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას კუჭნაწლავის ტრაქტში სეროზულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
ბისოდოლი ძირითადად ენიშნებათ ჭამიდან 1 – 1.5 სთ-ის შემდეგ ან ტკივილის შემთხვევაში. ბისოდოლს იღებენ 1 ან 2 ტაბლეტის ოდენობით.
აუცილებელია ტაბლეტის დაღეჭვა ან პირში გაჩერება მის სრულ გახსნამდე. ბავშვები 12 წლიდან, მოზრდილები (ასაკოვნები) – მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი საჭიროებისამებრ.

გვერდითი მოვლენები
ნაკლებსავარაუდოა გვერდითი მოვლენების განვითარება.

უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა, ჰიპოფოსფატემია, გულისა და თირკმლის დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
ბისოდოლი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები და ვადები
ბისოდოლის შენახვის ტემპერატურა არაუმეტეს 25°C-ია.
მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30 პოლიპროპილენის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: PERRIGO, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება