ფენისტილი ნიუ

  ფენისტილი ნიუ

ფენისტილი ნიუს ზოგადი ინფორმაცია

ფენისტილი ნიუ. Fenistil New. ჰისტამინური H1–რეცეპტორების ბლოკატორების – მეორე თაობის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დიმეტინდენი. Dimetindene. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R06AB. მწარმოებელი ქვეყანა – შვეიცარია.

ფენისტილი ნიუს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფენისტილი ნიუ. Fenistil New გამოდის 20მლ წვეთების ფორმით. პერორალურად მისაღები წვეთების 1 მლ შეიცავს  1 მგ დიმეთინდენის მალეატს. დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ბენზოინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფენისტილი ნიუს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფენისტილი ნიუს ფასები ფარმადეპოში
ფენისტილი ნიუს ფასები ავერსში
ფენისტილი ნიუს ფასები psp-ში
ფენისტილი ნიუს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფენისტილი ნიუ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფენისტილი ნიუს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფენისტილი ნიუს აქტიური ნივთიერება

დიმეტინდენი. Dimetindene. ქიმიური დასახელება – N,N-დიმეთილ-3-[1-(2-პირიდინილ)ეთილ]-1H-ინდენ-2-ეთანამინი (მალეატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C20H24N2. დიმეტინდენს მიაკუთვნებენ H1-ანტიჰისტამინური საშუალებების  ჯგუფს. CAS-კოდი:5636-83-9.

ფენისტილი ნიუს სინონიმები

ფენისტილი (Fenistil, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A.,  შვეიცარია).

ფენისტილი ნიუს მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ვიბროცილი (Vibrocil, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია; dimetindene, phenylephrine).

ფენისტილი ნიუს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ალერგიული დაავადებები
  • ჭინჭრის ციება
  • რინიტი, სეზონური, ალერგიული
  • ანგიონევროზული შეშუპება
  • ალერგია წამლისმიერი
  • ალერგია საკვებისმიერი
  • ქავილის კანის, ხვადასხვა წარმოშობის
  • ეგზემა
  • დერმატოზები, ქავილით მიმდინარე
  • წითელა
  • წითურა
  • ჩუტყვავილა
  • მწერის ნაკბენი
  • ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკა ჰიპომასენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარების დროს

ფენისტილი ნიუს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანტიჰისტამინური, ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი არის ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტი. პრეპარატი ამცირებს ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებულ კაპილარების მომატებულ გამტარობას.
ასევე ახდენს კინინური სისტემის საწინააღმდეგო და სუსტ ანტიქოლინერგიულ მოქმედებას. პრეპარატის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო სედატიური ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას პრეპარატი შეიწოვება სწრაფად. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია. სისხლის პლაზმაში დიმეთინდენის მაელეატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2 საათში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 90%-ს. ხასიათდება კარგი შეღწევადობით ქსოვილებში. ღვიძლში მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირების და მეტოქსილირების გზით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად (90% მეტაბოლიტის და 10% უცვლელი სახით).
ჩვენებები
ალერგიული დაავადებები: ჭინჭრის ციება,სეზონური ალერგიული რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი და საკვებისმიერი ალერგია.
სხვადასხვა წარმოშობის კანის ქავილი (ეგზემა, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, მწერის ნაკბენი).
ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკა ჰიპომასენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარების დროს.
მიღების წესები და დოზები
პერორალურად მისაღები წვეთები
დოზები 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოყვანილია ცხრილში. დანიშვნის ჯერადობა – 3-ჯერ დღეში.
ასაკიერთჯერადი დოზასადღეღამისო დოზა
1 თვე – 1 წელი3-10 წვეთი10-30 წვეთი
1-3 – წელი10-15 წვეთი30-45 წვეთი
3-12 წელი15-20 წვეთი45-60 წვეთი
20 წვეთი = 1მლ = 1მგ დიმეთინდენის მალეატს.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგებს 3-6 მგ (60-120 წვეთი), დაყოფილს სამ მიღებაზე, ე.ი. 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ.
პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ძილიანობისაკენ, რეკომენდებულია 40 წვეთის დანიშვნა ძილის წინ და 20 წვეთის დილით საუზმის დროს.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), გულისრევა, პირის და ყელის სიმშრალე, თავბრუსხვევა, აღგზნება, თავის ტკივილი, შეშუპება, გამონაყარი კანზე, კუნთების სპაზმი, სუნთქვის ფუნქციების დარღვევა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დიმეთინდენისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია. 1 თვემდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით დღენაკლები,
ორსულობის 1 ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე ავადმყოფებში.
ასევე სიფრთხილით ინიშნება ფენისტილ ნიუს წვეთები ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც სედაციურ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს ღამის აპნოეს ეპიზოდები. პრეპარატის გამოყენება 1 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში (II-III ტრიმესტრი) ფენისტილ ნიუს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
ფენისტილ ნიუს წვეთები არ უნდა იმყოფებოდეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ; წვეთები შეიძლება დაემატოს ბავშვის საკვებს ბოთლში, უშუალოდ კვების წინ. წვეთების მიცემა შეიძლება განზავების გარეშე, ჩაის კოვზით. წვეთებს სასიამოვნო გემო აქვს.
არ არის ეფექტური ქოლესტაზთან დაკავშირებული ქავილის დროს.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე პაციენტებისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და სწრაფ რეაქციას (ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა) პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დათრგუნვა და ძილიანობა (ძირითადად მოზრდილებში), ცნს-ის სტიმულაცია და ანტიქოლინერგული ეფექტები (განსაკუთრებით ბავშვებში), მათ შორის, აღგზნება, ატაქსია, ტაქიკარდია, ჰალუცინაციები, ტონურ-კლონური კრუნჩხვები, მიდრიაზი, პირის სიმშრალე, სახის გაწითლება, შარდის შეკავება და ციებ-ცხელება; არტერიული წნევის დაცემა, კოლაფსი.
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, სამკურნალო საშუალებები გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მოქმედების შესანარჩუნებლად (არ შეიძლება ანალეპტიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენება).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ანქსიოლიზური, საძილე საშუალებების მოქმედებას. ეთანოლთან ერთად გამოყენებისას აქვეითებს რეაქციების სიჩქარეს. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიქოლინერგული სამკურნალო საშუალებები ზრდიან თვალის შიდა წნევის მომატების რისკს. მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ ანტიქოლინერგულ და ცნს-ის დამთრგუნველ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25oC. ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი ფლაკონი ვარგისიანია არაუმეტეს 24 თვისა.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

 

Share this...Share on Facebook
Facebook