დოპელჰერცი აქტივი ჟენშენი

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენი

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენის ზოგადი ინფორმაცია

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენი. DoppelHerz Gin Seng. პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – კვაისერ ფარმა (გერმანია).


დოპელჰერცი აქტივი ჟენშენი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დოპელჰერცი აქტივი ჟენშენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენი. DoppelHerz Gin Seng გამოდის 180 მგ კაფსულების ფორმით. 1 კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერებებს: ჟენშენის ფესვის ფხვნილს – 180 მგ, დამხმარე ნივთიერებებს:მიკროკრისტალური ცელულოზა – 55 მგ, მაღალჯაჭვოვანი გლიცერიდი – 10 მგ.კაფსულის წონა – 245 მგ. კაფსულის გარსი:ჟელატინი – 47,55 – 58,12 მგ, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172) – 0,15-0,18 მგ, წითელი რკინის ოქსიდი (E 172) – 0,01-0,02 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) – 0,91-1,20 მგ, ნატრიუმის დიდეცისულფასტი – 0,07-0,09 მგ, სუფთა წყალი – 7,94-9,70 მგ. აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, თეთრი ფერის სხეული, ნარინჯისფერი თავსახურით. შიგთავსი – ღია ყვითელიდან ღია მოყავისფრომდე უსუნო ფხვნილი.

დოპელჰერც აქტივ ჟენშენის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დოპელჰერც აქტივ ჟენშენის ფასები ფარმადეპოში
დოპელჰერც აქტივ ჟენშენის ფასები ავერსში
დოპელჰერც აქტივ ჟენშენის ფასები psp-ში
დოპელჰერც აქტივ ჟენშენის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დოპელჰერცი აქტივი ჟენშენი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დოპელჰერც აქტივ ჟენშენის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენის აქტიური ნივთიერება

comb. drug.

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ასთენიური სინდრომი
  • ნევრასთენიური სინდრომი
  • გადაღლა ფსიქოლოგიური, ხანგრძლივი
  • გადაღლა ფიზიკური, ხანგრძლივი
  •  სტრესი
  • გარემოს მავნე ზემოქმედება
  • რეკონვალესცენციის პერიოდი
  • გონების კონცენტრაციის დაქვეითება
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება

დოპელჰერცი აქტივი ჟენშენის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი და ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება. ზრდის სისხლძარღვების ტონუსს. დადებითად მოქმედებს ამინომჟავების, ლიპიდებისა და ჰისტამინის ცვლაზე. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მოქმედებას. ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ადაპტაციის უნარს.
ჩვენებები
ასთენიური სინდრომი, ნევრასთენიური სინდრომი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა, მიიღება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად სტრესულ მდგომარეობაში და გარემოს მავნე ზემოქმედების დროს. დაავადების გადატანის შემდეგ ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გონების კონცენტრირებისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 2 კაფსულას ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში ორჯერ (დილით და დღისით), დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, შიგნით. მკურნალობის კურსი შეადგენს 35-40 დღეს.
ექიმის კონსულტაციის შემდეგ, კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3 კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის აწევა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, ნევროზულობა, უძილობა, ჰიპოგლიკემია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, ეპილეფსია, მომატებული სისხლდენა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალო ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონური მოქმედება: შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე უფრო ეფექტურია.
პრეპარატი არ უნდა მივიღოთ დღის მეორე ნახევარში.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები. მკურნალობა სიმპტომურია
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ფსიქოსტიმულატორებისა და ანალეპტიკების მოქმედებას (მაგ: კოფეინი, ქაფური და სხვ.). ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ საშუალებებთან ავლენს ანტაგონისტურ მოქმედებას (ანტიეპილეფსიური პრეპარატები, ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები). აძლიერებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას. აძლიერებს ვარფარინის მოქმედებას. ზრდის მარყუჟოვანი დიურეტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკს.
შენახვის პირობები და ვადები
არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.