ვილპრაფენი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ჯოზამიცინი/JOSAMYCIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტებლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ც.
1 ტაბ.
ჯოზამიცინი…………………500 მგ
დამატებითი ინგრედიენტები:
მეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი; პოლისორბიტი 80, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი (171), ალუმინის ჰიდროქსიდი და სხვა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატული ეფექტით მიკრობთა უჯრედის ცილების ინჰიბირების ხარჯზე რიბოსომების დონეზე, ხოლო დიდ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.
იგი იჩენს მაღალ აქტივობას უჯრედშიდა მიკროორგანიზმების Chlamydia trachomatis და Chlamydia pneumonuae, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum, Legionella pneumophila; გრამდადებითი აერობული ბაქტერიების მიმართ Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes და Streptococcus pneumoniae (pneumococcus), Corynebacterium diphtheriae; გრამუარყოიფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenzae, Bordetella pertussis ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიების მიმრთ: Peptococcus, Peptostreptococcus, Clostridium perfringens.
პრეპარატი ასევე აქტიურია Treponema pallidum მიმართ.
იგი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მისი მაქსიმალური კონცერტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1-4 საათში. პრეპარატი 15% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ვილპრაფენი კარგად აღწევს ფილტვებში, ნერწყვში, ოფლში, ცრემლში, ნუშისებრ ჯირკვლებში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა უპირატესად ნაღველით, 20% კი ელიმინირდება შარდით.
ჩვენებები:

ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, დიფტერია, ქუნთრუშა;
ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფსიტაკოზი, ყივანახველა;
სტომატოლოგიური ინფექციები: გინგივიტი, პაროდონტის დაავადებები;
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: პიოდერმია, ფურუნკულოზი, ციმბირის წყლული, ლიმფანგიტი, წითელი ქარი, ლიმფადენიტი, ვენერიულ ლიმფოგრანულომა;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: პროსტატიტი, პიელონეფრიტი, გონორეა, ათაშანგი, შერეული ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია 2-3-გ ჯოზამიცინი დღეში მოზრდილთათვის. დღიური დოზა იყოფა 2-3 მიღებად. საწყისი დოზაა 1 გ.
კანის ინფექციისას იხმარება 500 მგ 2-ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში, შემდგომში
500 მგ ერთხელ დღეში, 8 კვირის მანძილზე შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.
მიიღება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად საჭმლის მიღებებს შორის ინტერვალში.
სტრეპტოკოკული ინფექციისას ინიშნება მინიმუმ 10 დღე.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მადის დაკარგვა, გულისრევა, გულძმარვა, ღებინება, დიარეა შესაძლოა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება.
მომატებული მგრძნობელობა: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფერმენტების აქტივობა იზრდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიყვითლით.
სმენის ორგანოზე მოქმედებით: შეიძლება განვითარდეს სმენის გარდამავალი დაქვეითება.
უკუჩვენებები:
*მაკროლიდების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება;
*ღვიძლის მძიმე დაზიანება.
განსაკუთრებული მითითებები:
თირკმელების დაავადებით შეპყრობილ პირებში ორსულ და მეძუძურ დედებში სიფრთხილით იხმარება. შესაძლოა ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა მაკროლიდებთან.
ჭარბი დოზირება:
მოწამვლისას სპეციფიკური სიმპტომები არ ვითარდება.
დოზის გამოტოვებისას, საჭიროა წამლის მიღება. თუ შემდგომი დოზის გამოყენების დროა გამოტოვებული დოზა არ მიიღება.
მკურნალობის შეწყვეტა ან დროებით შეჩერება ამცირებს მის ეფექტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან და ლინკომიცინთან ერთად პრეპარატის დანიშვნა ამცირებს მის ბაქტერიციდულ ეფექტს.
ვილპრაფენი ნაკლებად ამცირებს ქსანტინების გამოყოფას სხვა მაკროლიდებთან შედარებით.
მისი ტერფენადინის ან ასტემიზოლის შემცველ ანიტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაცია იწვევს სახიფათო არითმიებს.
ერგოტამინთან ერთად მისი დანიშვნით ძლიერდება ვაზოკონსტრიქცია.
ციკლოსპორინთან დანიშვნისას იზრდება ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკური ეფექტი.
დიგოქსინთან ერთად მისი დანიშვნა ზრდის დიგოქსინის კონცენტრაციას.
კონტრაცეპტივების ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება მცირდება მაკროლიდებით მკურნალობისას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

გაფრთხილება