ნოლიპრელ არგინინი

ნოლიპრელ არგინინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პერინდოპრილი, ინდაპამიდი / perindopril, indapamide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორისა და დიურეტიკის შემცველი კომბინირებული საშუალება

1. რა არის ნოლიპრელი არგინინი და რა შემთხვევებში გამოიყენება
რა არის ნოლიპრელი არგინინი?
ნოლიპრელი არგინინი – ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი და გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

რა შემთხვევებში გამოიყენება ნოლიპრელი არგინინი?
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომლებიც წარმოადგენენ აგფ-ის ინჰიბიტორებს. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას რაც ამსუბუქებს გულიდან სისხლის გადატუმბვას. ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს. შარდმდენები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა  დიურეზული საშუალებებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ არტერიულ წნევას.

2. ნოლიპრელი არგინინის გამოყენების დაწყებამდე
ნოლიპრელი არგინინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე, ნებისმიერ აგფ-ის ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმე სულფონილამიდზე ან ნოლიპრელი არგინინის ნებისმიერ კომპონენტზე.
• თუ ადრე ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა  ვითარებაში, თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანზე უხვი გამონაყარი (ანგიოშეშუპება),
• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს,
• თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა ან იმყოფებით დიალიზზე,
• თუ თქვენ აღგენიშნებათ სისხლში კალიუმის მეტისმეტად მაღალი ან დაბალი დონე,
• თუ თქვენ გაქვთ ეჭვი გულის არანამკურნალებ დეკომპენსირებულ უკმარისობაზე (წყლის სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა).
• თუ თქვენ ხართ ორსულად და ვადა აჭარბებს 3 თვეს (სასურველია, რომ ნოლიპრელი არგინინი ასევე არ მიიღოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე – იხილეთ განყოფილება <<ორსულობა და ლაქტაცია>>),
• თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ნოლიპრელი არგინინის მიღებისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ
ნოლიპრელი არგინინის მიღებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, თუ ქვემოჩამოთვლილიდან რაიმე გეხებათ:
• თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან მიმავალი მთავარი სიხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროვება),
• თუ გაწუხებთ სხვა სახის გულის ან თირკმლის დაავადება,
• თუ გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
• თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავადება (კანის დაავადება),
• თუ გაწუხებთ ათეროსკლეროზი (არტერიების კედლის გამაგრება),
• თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოიდიზმი (ჰიპერაქტიული პარათირეოიდული ჯირკვალი),
• თუ გაწუხებთ პოდაგრა,
• თუ გაწუხებთ დიაბეტი,
• თუ იცავთ მარილის მცირე შემცველობის დიეტას ან ღებულობთ მარილის შემცვლელებს, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებს,
• თუ ღებულობთ ლითიუმის ან კალიუმის შემნახველი დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან ნოლიპრელ არგინინთან ერთად მათი ერთობლივი მიღება არ შეიძლება (იხ. სხვა პრეპარატების მიღება),
• თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩამათვლილ რომელიმე პრეპარატს:
– ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) (ასევე ცნობილია
როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,
ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული,
თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
– ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.
ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში,,არ მიიღოთ ნოლიპრელი არგინინი”.
თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად
(ან გეგმავთ ორსულობას). ნოლიპრელი არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ამ პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სეროზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას (იხ. განყოფილება <<ორსულობა და ლაქტაცია>>).
როდესაც თქვენ ღებულობთ ნოლიპრელ არგინინს თქვენ ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი:
• თუ გელოდებათ ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,
• თუ თქვენ ბოლო დროს აგეღნიშნებოდათ დიარეა, ღებინება ან ორგანიზმის გაუწყლოება,
• თუ თქვენთვის აუცილებელია დიალიზი ან გადიხართ დსლპ აფერეზის კურსს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება),
• თუ აპირებთ დესენსიბილიზაციას, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრებისა და კრაზანების ნაკბენებზე,
• თუ იტარებთ სამედიცინო გამოკვლევას, რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა (ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების, მაგალითად თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით).
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ნოლიპრელი არგინინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს.
ნოლიპრელი არგინინის დანიშვნა ბავშვებში არ შეიძლება.

სხვა პრეპარატების მიღება
თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემის ჩათვლით, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოერიდეთ ნოლიპრელი არგინინის ერთდროულ გამოყენებას შემდეგ პრეპარატებთან:
• ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
• კალიუმის შემნახველი დიურეზულები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის მარილები.
ნოლიპრელი არგინინით მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების გამოყენებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ  ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან, მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ან ალისკირენი (ასევე იხ. განყოფილებებში,,არ მიიღოთ ნოლიპრელი არგინინი” და,,ნოლიპრელი არგინინის მიღების დროს იყავით განსაკუთრებით ფრთხილად” მოყვანილი ინფორმაცია),
• პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის რითმის სამკურნალოდ),
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
• ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ),
• კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის ან რევმატიული ართრიტის დროს,
• იმუნოდეპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ ტრანსპლანტატის მოცილების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი),
• კიბოს სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები,
• ერითრომიცინი (ინექცია) (ანტიბიოტიკი),
• გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სხვადასხავა ფორმის სამკურნალოდ),
• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),
• ოქროს საინექციო პრეპარატები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),
• ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში კოგნიტური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),
• სულტოპრიდი (ფსიქოზების სამკურნალოდ),
• გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი),
• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
• ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურანალოდ, რომელიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის მრავლობითი სკლეროზი),
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ინსულინი ან მეტფორმინი,
• კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,
• მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, (მაგალითად სინამაქი),
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) და სალიცილატების მაღალი დოზები (მაგალითად, ასპირინი)
• ამფოტერიცინ B (ინექცია) (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),
• ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და ა.შ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები),
• ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ).

ნოლიპრელი არგინინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნოლიპრელი არგინინის მიღება უმჯობესია ჭამის წინ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას)
თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ ნოლიპრელი არგინინის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე და ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.
ნოლიპრელი არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
ლაქტაცია
თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ ნოლიპრელი არგინინი.
თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:
როგორც წესი, ნოლიპრელი არგინინი არ  მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებული არტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად თავბრუსხვევა ან სისუსტე. შედეგად, შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში ნოლიპრელი არგინინი შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ნოლიპრელი არგინინი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი სახის შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

3. როგორ მიიღება ნოლიპრელი არგინინი:
ნოლიპრელი არგინინის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა დღეში 2 ტაბლეტამდე ან შეცვალოს მიღების რეჟიმი, თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.
გამყოფი ხაზი განკუთვნილი არ არის ტაბლეტის დასაყოფად.
თუ თქვენ მიიღეთ ნოლიპრელი არგინინის რეკომენდებულზე მეტი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესხებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავბრუსხვევა ან გულის წასვლა), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი არგინინის მიღება
მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რამდენადაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი არგინინის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.
თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი არგინინის მიღებას
იმის გამო, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალი ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა სამკურნალო პრეპარატმა, ნოლიპრელ არგინინმაც, თუმცა, არა ყველა პაციენტში, გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები,
თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
• თქვენ შეგიშუპდათ სახე, ტუჩები, პირი, ენა ან ყელი, გიჭირთ სუნთქვა,
• თქვენ ძლიერად გეხვევათ თავბრუ ან კარგავთ გონებას,
• გაგინვითარდათ უჩვეულოდ ხშირი ან არარეგულარული გულისცემა,
გამოვლენის სიხშირის მიხედვით, კლებადობითი განლაგებით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებას:
• გავრცელებული (შეიმჩნევა 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 ადამიანიდან 1-ზე მეტში): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (შუილი ყურებში), მსუბუქი თავბრუსხვევა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევის გამო, ხველა, ქოშინი, საჭმლის მონელების დარღვევა (გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე, დისპეფსია ან საჭმლის მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრამპები, დაღლილობს შეგრძნება.
• არაგავრცელებული (შეიმჩნევა 100 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 ადამიანიდან 1-ზე მეტში): განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, ბრონქოსპაზმი (გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი), ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება), ჭინჭრის ციება, პურპურა (კანზე წითელი წერტილოვანი გამონაყარი), თირკმელების მუშაობის დარღვევა, იმპოტენცია, ოფლიანობა,
• ძალიან იშვიათი (შეიმჩნევა 10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში): ცნობიერების აღრევა, დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (არითმია, სტენოკარდია, გულის შეტევა), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (გაგუდული ცხვირი ან ცხვირიდან გამონადენი), კანის მხრივ მძიმე გამოვლინებები, ისეთები, როგორიც არის მულტიფორმული ერითემა. თუ თქვენ გაგაჩნიათ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადების ტიპი), თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. ასევე შემჩნეულია ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზეზე ყოფნის დროს ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისას.
• უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): გონების დაკარგვა, სიცოცხლისთვის საშიში გულის არარეგულარული რითმი (<<პირუეტის>> ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია), ანომალური ეკგ, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე.
შეიძლება განვითარდეს დარღვევები სისხლის, თირკმელების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ და ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლის ანალიზებში) ცვლილებები. თქვენი მდგომარეობის საკონტოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. ღვიძლის უკმარისობის (ღვიძლის დაავადება) შემთხვევაში, შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის (ტვინის დეგენერაციული დაავადება) განვითარება.
თუ პრეპარატის მიღების ფონზე აღინიშნება სერიუოზული გვერდითი ეფექტი ან ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ნოლიპრელი არგინინი
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 36 თვე
არ შეიძლება ნოლიპრელი არგინინის მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის მითითებისას იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეფუთვა შეინახეთ მჭიდროდ დახურული, არ დაუშვათ ნესტის მოხვედრა.
არ შეიძლება წამლების ჩაგდება გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნოლიპრელი არგინინი
• აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ პერინდოპრილ არგინინს (რაც შეესაბამება 1.6975მგ პერინდოპრილს) და 0.625 ინდაპამიდს.
• ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი); აპკიანი გარსი: გლიცერინი (E 422), ჰიპრომელოზა (E 464), მაკროგოლი  6000, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

როგორ გამოიყურება ნოლიპრელი არგინინი და მისი შეფუთვა
ნოლიპრელი არგინინი – თეთრი, წაგრძელებული ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ორივე მხარეზე გამყოფი ხაზით. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ პერინდოპრილ არგინინს და 0.625მგ ინდაპამიდს.
ტაბლეტები გამოდის კონტეინერებში, რომელიც შეიცავს 14 და 30 ტაბლეტს.
შესაძლოა, რომ ყველანაირი შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი:: Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი

გაფრთხილება