პინოსოლი

პინოსოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანტიკონგესციური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ნაზალური წვეთები: ფლაკონში 10 მლ
10 მლ
ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი…..0.3752 გ
ევკალიპტის ზეთი………. 0.0500 გ
თიმოლი……………. 0.0032 გ
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი…0.1700 გ
ბაღის პიტნის ზეთი……… 0.1000 გ
გუაიაზულენი…………. 0.0020 გ
დამხმარე ნივთიერებები: ბუტილოქსიანიზოლი, ლაბრაფილი M, რაფსის ზეთი.
ნაზალური კრემი: ტუბში 10 გ
10 გ
ევკალიპტის ზეთი……….  0.1000 გ
ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი….. 0.3800 გ
თიმოლი…………….. 0.0032 გ
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი… 0.1700 გ
დამხმარე ნივთიერებები: რაფსის ზეთი, სელიგელ 305, სეპიციდ НВ, სეპიციდ С1, გასუფთავებული წყალი.
ნაზალური მალამო: ტუბში 10 გ
10 გ
ვკალიპტის ზეთი…………. 0.4325 გ
ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი…….0.6850 გ
მენთოლი………………0.7225 გ
თიმოლი………………0.02175 გ
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი…..0.2885 გ
დამხმარე ნივთიერებები: ბუტილოქსიანიზოლი, ლაბრაფილი M, თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები
– მწვავე რინიტი;
– ქრონიკული ატროფიული რინიტი;
– ცხვირისა და ცხვირ-ხახას ლორწოვანი გარსების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ცხვირის ლორწოვანი გარსების სიმშრალე ახლავს თან;
– ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული მდგომარეობები ექიმის დანიშნულებით (სტაციონარის პირობებში ან ამბულატორიულად).

დოზირების რეჟიმი
ადგილობრივად.
ნაზალური წვეთები: უფროსებს პრეპარატს უწვეთებენ პირველ დღეს 1-2 წვეთს ყოველ ნესტოში 1-2 საათიანი ინტერვალით. მომდევნო დღეებში 1-2 წვეთი ყოველ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებს უწვეთებენ 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ან იყენებენ ბამბის ტამპონს.
შესაძლებელია საინჰალაციო პრეპარატის გამოყენება, ამისათვის 2 მლ-ს (50 წვეთს) აწვეთებენ ინჰალატორში.
ინჰალაციის ჩატარება რეკომენდებულია 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღეა.
ნაზალური კრემი და ნაზალური მალამო: თუ ექიმმა არ დაიშნა სხვაგვარად, პრეპრატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლის შემდეგ) ცხვირის ღრუში ლორწოვან გარსზე წასასმელად დაახლოებით 0.5 სმ სისქის ფენის სახით, 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-14 დღე.

გვერდითი მოვლენები
ქავილი, წვა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ან ჰიპერემია. არასასურველი მოვლენების ან სხვა უჩვეოლო რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რინიტი, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ჭარბი დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების საფრთხე მინიმალურია.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გამოშვების ფორმა: ცხვირის მალამო 10გ ტუბი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ZENTIVA k.s. ჩეხეთი

გაფრთხილება