ტერაფლუ ლარი

  ტერაფლუ ლარი

ტერაფლუ ლარის ზოგადი ინფორმაცია

ტერაფლუ ლარი. TheraFlu LAR. სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R02AA. მწარმოებელი ფირმა – OTC – NCH (ესპანეთი).

ტერაფლუ ლარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტერაფლუ ლარი. TheraFlu LAR გამოდის საწუწნი ტაბლეტის ფორმით. ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ბენზოქსონიუმის ქლორიდი 1მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1მგ. დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 6000, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ფორთოხლის არომატიზატორი.ერთი ტაბლეტი შეიცავს 1გ სორბიტოლის დამატკბობელს, რაც შეესაბამება დაახლოებით 17კჯ (4 კკალ). შეფუთვა: 8-8 ტაბლეტი კომბინირებული მასალის (პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ფოლგა) ბლისტერში. ერთი, ორი ან სამი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. აღწერილობა: თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის, ფორთოხლის სუნის მქონე მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ფირმა Zyma-ს ლოგოტიპით ერთ მხარეზე და კოდით OR მეორე მხარეზე.

ტერაფლუ ლარის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ტერაფლუ ლარის ფასები ფარმადეპოში
ტერაფლუ ლარის ფასები ავერსში
ტერაფლუ ლარის ფასები psp-ში
ტერაფლუ ლარის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ტერაფლუ ლარი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ტერაფლუ ლარის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ტერაფლუ ლარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები პირის ღრუს
  • ინფექციები ხახის
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • ანგინა კატარული
  • სტომატიტი
  • გინგივითი წყლულოვანი
  • ტონზილიტი ქრონიკული

ტერაფლუ ლარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზოქსონიუმის ქლორიდი ამონიუმის მარილია (N-ბენზილ N-დოდეცილ N, N-დი (2-ჰიდროქსიეთილ) ამონიუმის ქლორიდი), თავისი კათიონური სტრუქტურის გამო აქვს მემბრანოტროპული აქტივობა და ახდენს გამოხატულ ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებითი და, შედარებით ნაკლებად, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ბენზოქსონიუმს ასევე ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული აქტივობა მემბრანული ვირუსების მიმართ (მათ შორის გრიპის, პარაგრიპის და ჰერპესის ვირუსების მიმართ).

ლიდოკაინი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც ანთებითი პროცესების დროს ამცირებს ტკივილს ყელში და ყლაპვისას.

ფარმაკოკინეტიკა

ბენზოქსონიუმის ქლორიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება. შეყვანილი დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფა შარდით, სისხლში ნივთიერების კონცენტრაცია არ ვლინდება. არ აღინიშნება ასევე ნივთიერების დაგროვება ორგანიზმის ქსოვილებში.

ლიდოკაინი აბსორბირდება პერორალური მიღებისას და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში „პირველი“ გასვლისას, ორალური შეყვანისას მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 35%-ს. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, ნივთიერების 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი სახით

ჩვენებები

პირის ღრუს და ხახის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარული ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივითი.

დამხმარე საშუალების სახით – ქრონიკული ტონზილიტი.

მიღების წესები და დოზები

პერორალური მიღების ერთჯერადი დოზაა – 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. დაავადების გამოხატული სიმპტომებისას თითო ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში. ტაბლეტი ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს პირის ღრუში.

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტაბლეტს.

ბავშვები: პრეპარატ ტერაფლუ ლარ-ის გამოყენება ბავშვთა ასაკში შეიძლება 4 წლიდან, თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ ტერაფლუ ლარ-ის გამოყენებისას გამოხატულია ადგილობრივი გაღიზიანება, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს. ალერგიული რეაქციები ვლინდება იშვიათად. პრეპარატის 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში მიღებისას შეიძლება განვითარდეს ენის ან კბილების შექცევადი ყავისფერი შეფერილობა

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის ან ამიაკის ნაერთების მიმართ. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფზე ექსპერიმენტში აღმოჩენილი არ არის. ორსული ქალების მონაწილეობით კონტროლირებადი გამოკვლევები არ ჩატარებულა, რასთან დაკავშირებითაც არ არის სასურველი ტერაფლუ-ლარის მიღება ორსულობისას, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. არ არის კლინიკური მონაცემები აქტიური კომპონენტის დედის რძეში შეღწევის შესახებ. ამის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:

არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება

ტერაფლუ ლარ-ის ისევე, როგორც ამიაკის სხვა ნაერთების დიდი დოზების შემთხვევითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია რძის დალევა ან წყალში გათქვეფილი კვერცხის ცილის მიღება. ლიდოკაინის შემცველობა ტერაფლუ ლარ-ში უმნიშვნელოა და არ იწვევს ჭარბი დოზირების მნიშვნელოვან სიმპტომებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ბენზოქსონიუმის ქლორიდის ეფექტურობა ქვეითდება ანიონ-აქტიურ აგენტებთან, მაგალითად, კბილის პასტასთან ერთად. ალკოჰოლი ზრდის ბენზოქსონიუმის ქლორიდის აბსორბციას (თერაპიისას პაციენტი უნდა ერიდოს სპირტიანი სასმელების მიღებას).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 30oC-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე.