ბათაბოლილი

ბათაბოლილი

ბათაბოლილის ზოგადი ინფორმაცია

ბათაბოლილი. Batabolil. შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ნანდროლონი. Nandrolone. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A14AB01. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).


ბათაბოლილი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბათაბოლილის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბათაბოლილი. Batabolil გამოდის 50 მგ/მლ 1 მლ ზეთოვანი სტერილური საინიექციო ხსნარის ფორმით ამპულაში. 1 ამპულა შეიცავს ნანდროლონის დეკანოატს – 50 მგ-ს,ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტს, იზოპროპილის სპირტს, მზესუმზირას საინიექციო ზეთს.

ბათაბოლილის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბათაბოლილი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბათაბოლილის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბათაბოლილის ფასები ფარმადეპოში
ბათაბოლილის ფასები ავერსში
ბათაბოლილის ფასები psp-ში
ბათაბოლილის ფასები სხვა აფთიაქებში

ბათაბოლილის აქტიური ნივთიერება

ნანდროლონი. Nandrolone. ქიმიური დასახელება – (17ბეტა)-17-ჰიდროქსი ესტრ-4-ენ-3-ონი (კაპროატის,ციკლოტატის,დდეკონოატის,ფენილპროპიონატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C18H26O2. ნანდროლონს მიაკუთვნებენ ანაბოლიკების ჯგუფს. CAS-კოდი: 434-22-0.

ბათაბოლილის სინონიმები 

ზებოლი-50 (ZEBOL-50, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი),  რეტაბოლილი (RETABOLIL, Gedeon Richter, უნგრეთი).

ბათაბოლილის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კახექსია, სხვადასხვა ეტიოლოგიის
  • ასთენია
  • ოსტეოპოროზი
  • რეგენერაციის დაჩქარება (მათ შორის, მოტეხილობების, ტრავმების დროს)
  • ცილოვანი ცვლის დარღვევა მძიმე ტრავმების, ოპერაციების, დამწვრობის, სხივური თერაპიის შემდეგ
  • რეტინოპათია  დიაბეტური
  • ნეფროპათია დიაბეტური
  • ზრდის შეფერხება ბავშვებში
  • კუნთების პროგრესირებადი დისტროფია
  • კიბო
  • კიბო სარძევე ჯირკვლების, დისემინირებული ქალებში
ბათაბოლილის საფირმო აღწერიდან

ბათაბოლილის ფარმაკოლოგიური თვისებები

ბათაბოლილი პროლონგირებული მოქმედების ანაბოლური სტეროიდია. პრეპარატი ორგანიზმში ასტიმულირებს ცილების სინთეზს და აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, ფოსფორის, გოგირდის, კალიუმის გამოყოფას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ფიქსაციას, ძვლის მასის გაზრდას ოსტეოპოროზის დროს. იგი იწვევს მადის მომატებას, კუნთების მასისა და, შესაბამისად, სხეულის მასის გაზრდას. პრეპარატს ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს.

ბათაბოლილის ჩვენებები

სხვადასხვა ეტიოლოგიის კახექსია; ასთენია; ოსტეოპოროზი; რეგენერაციის დაჩქარების აუცილებლობა (მათ შორის, მოტეხილობების, ტრავმების დროს); ცილოვანი ცვლის დარღვევა მძიმე ტრავმების, ოპერაციების, დამწვრობის, სხივური თერაპიის შემდეგ; დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია; ბავშვებში ზრდის შეფერხება; ხანგრძლივი ანაბოლური თერაპიის აუცილებლობა კუნთების პროგრესირებადი დისტროფიის, ოსტეოპოროზისა და კიბოს დროს; სარძევე ჯირკვლების დისემინირებული კიბო ქალებში.

ბათაბოლილის მიღების წესები და დოზები

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში. მოზრდილებში ინიშნება 50 მგ ერთხელ 3 კვირაში. ცილოვანი ცვლის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება – 25 მგ ერთხელ 3 კვირაში. ბავშვებში ინიშნება 0.4 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

ბათაბოლილის გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების შედარებით მაღალი ალბათობა მოსალოდნელია პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ვირილიზაცია გოგონებსა და ქალებში, პრეპუბერტატული ასაკის ბიჭებში; დის – და ამენორეა; სპერმატოგენეზის დარღვევა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია ეპიფიზების ნაადრევი გაძვლიანება და ზრდის შეფერხება; ორგანიზმში სითხის შეკავება.

ბათაბოლილის უკუჩვენებები

წინამდებარე ჯირკვლის კიბო, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი, სარძევე ჯირკვლების კიბო მამაკაცებში, ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე დისტროფია.

ორსულობა და ლაქტაცია

ბათაბოლილის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები ბათაბოლილზე

მკურნალობის დროს საჭიროა საკვებთან ერთად ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ადეკვატური რაოდენობით მიღება.
ვირილიზაციის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ამპულებში კრისტალების გამოლექვის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის შეთბობა ცხელ წყალში ნალექის სრულ გახსნამდე. გამოიყენება მხოლოდ სრულიად გამჭვირვალე ხსნარი.

ბათაბოლილის ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

ბათაბოლილის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ბატაბოლილი ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებისა და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების ეფექტს.

ბათაბოლილის შენახვის პირობები და ვადები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ბათაბოლილის გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (რეცეპტით).