დეტრალექსი 1000მგ

დეტრალექსი 1000მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

გასუფთავებული მიკრონიზებული ფლავონიდური ფრაქცია

პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.


დეტრალექსი 1000მგ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად დეტრალექსის მიღება საჭიროა სიფრთხილით.

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება ის კიდევ დაგჭირდეთ. თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
  • თუ თქვენ გაქვთ კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, მიმართეთ ექიმს.
  • თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, ან თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე სერიოზულ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, თუ შეიძლება აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ჩანართში აღწერილია:

  1. პრეპარატი დეტრალექსი და მისი დანიშნულება
  2. ზომები, რომელთა მიღება აუცილებელია პრეპარატის დეტრალექსი გამოყენებამდე
  3. პრეპარატ დეტრალექსის მიღების მეთოდები
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. პრეპარატ დეტრალექსის შენახვის პირობები
  6. დამატებით ინფორმაცია

1. პრეპარატი დეტრალექსი და მისი დანიშნულება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები, ბიოფლავონიდები.
ათქ კოდი: C05CA53

თერაპიული ჩვენებები:

ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა:

  • სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
  • ტკივილი
  • ღამის კრამპები

მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების მკურნალობა.

2. დეტრალექსის მიღების დაწყებამდე

დეტრალექსი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედ ნივთიერებაზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.

პრეპარატ დეტრალექსის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე

ჰოსპიტალიზირებული და უმოძრაოდ მყოფი პაციენტებისთვის ფლებიტის განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად, ეს პრეპრატი შეიძლება საკმარისი არ იყოს.

ვენური უკმარისობის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური ზომების მიღება, როგორიც არის ელასტიური წინდების გამოყენება.

ტკივილი და ანალური სისხლდენა, რომლებიც გრძელდება მკურნალობის მიუხედავად, შეიძლება გამოწვეული იყოს ბუასილის გარდა, სხვა დაავადებით: ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ანალოგიურად, 50 წელს გადაცილებულმა ნებისმიერმა პაციენტმა, რომელმაც შენიშნა უმიზეზო ანალური სისხლდენა, კონსულტაცია უნდა გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან.

ამ პრეპარატის მიღება მწვავე ბუასილის სიმპტომური მკურნალობისთვის არ გამორიცხავს სხვა ანორექტალური ზონის დაავადებების მკურნალობას.

თუ სიმპტომები მალე არ ქრება, აუცილებელია პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და მკურნალობის გადახედვა.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღება

თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით ნებისმიერ სხვა  სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა არის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამდიცინო კონსულტაცის გარეშე არ მიიღოთ პრეპარატები, ამიტომ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გეგმავთ დაორსულებას. ამ პერიოდში საჭიროა ნებისმიერი მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდება.

ლაქტაცია: იმის გამო, რომ პრეპარატის ლაქტატში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, საჭიროა ლაქტაციის პერიოდში მკურნალობისაგან თავის შეკავება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

დეტრალექსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

3. პრეპარატ დეტრალექსის მიღების მეთოდები

ყოველთვის მიიღეთ დეტრალექსი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტი შესაბამისობით. თუ თქვენ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

ვენების ქრონიკული დაავადებებისას:

ჩვეულებრივი დოზირება:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით, ჭამის დროს.

მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:
აპკიანი გარსით დაფარული 3 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, (1 დილას, 1 სადილის დროს და 1 საღამოს), შემდეგ 2 ტაბლეტი დღეში 3 დღის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი და მიღების გზა:

პერორალური

თერაპიის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი შეგატყობინებთ მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე.

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატ დეტრალექსის დოზას, რომელც დანიშნულ დოზას აჭარბებს:

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატ დეტრალექსის დოზას, რომელიც აჭარბებს დანიშნულს ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდთ დეტრალექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ დეტრალექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს რომელიც იღებს ამ პრეპარატს.

ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება:

  • ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში): დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება
  • არახშირი: (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): კოლიტი
  • იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება
  • განვითარების სიხშირე უცნობია: სახის, ტუჩების, ქუთუთოების, იზოლირებული შეშუპება; ტკივილი მუცლის არეში. ერთეულ შემთხვევებში – კვინქეს შეშუპება.

თუ თქვეენ აღნიშნავთ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, ან თუ თქვენ შენიშნეთ ისეთი გვერდით ეფექტები, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. პრეპარატ დეტრალექსის შენახვის მეთოდები

ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა 4 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ დეტრალექსის შემადგენლობა:

მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია 1000 მგ, შემადგენლობით:

  • 900 მგ დიოსმინი
  • 100 მგ ფლავონოიდები ჰესპერიდინის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, ტალკი, გლიცერინი, მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

პრეპარატ დეტრალექსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:

გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-ვარდისფერი ოვალური ტაბლეტები.

– კოლოფში მოთავსებულია გარსით დაფარული 30, 40, 60 ტაბლეტი ბლისტერებში, (თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი) და პაციენტის ფურცელი-ჩანართი.

– კოლოფში მოთავსებულია გარსით დაფარული 18, 26, 54 ტაბლეტი (ჰემოროიდული შეტევა) ბლისტერებში, თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული 9 ტაბლეტი და პაციენტის ფურცელი-ჩანართი

შესაძლებელია ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Les Laboratoires Servier – ლე ლაბორატუარ სერვიე
50, rue Carnot
92284 Suresnes Cedex
France (საფრანგეთი)

მწარმოებელი:

Les Laboratoires Servier Industrie – ლე ლაბორატუარ სერვიე ინდუსტრი
905, route de Saran
45520 Gidy
France (საფრანგეთი)


ინფორმაცია მოწოდებულია ფირმა „სერვიე“-ს  მიერ. სერვიე არის პასუხისმგებელი განთავსებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და სისწორეზე.  შემსრულებელი  ფირმა TMC