ესელივ ფორტე

ესელივ ფორტე

ესელივ ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

ესელივ ფორტე. Esseliv forte. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ფენილბუტაზონი. Phenylbutazone. მწარმოებელი ფირმა – შპს აფლოფარმ (პოლონეთი).

ესელივ ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ესელივ ფორტე. Esseliv forte გამოდის 300მგ მყარი კაფსულის ფორმით. 1 მყარი კაფსულა შეიცავს სოიოს მარცვლებიდან მიღებულ 300მგ ფოსფოლიპიდებს. დამხმარე ნივთიერებებია: სოიოს ზეთი, ჰიდროგენიზებული ცხიმი, ვანილინი. კაფსულის კომპონენტებია:ჟელატინი, ინდიგოტინი (E132), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის ორჟანგი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ესელივ ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ესელივ ფორტეს ფასები ფარმადეპოში
ესელივ ფორტეს ფასები ავერსში
ესელივ ფორტეს ფასები psp-ში
ესელივ ფორტეს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ესელივ ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ესელივ ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ესელივ ფორტეს აქტიური ნივთიერება

ფენილბუტაზონი. Phenylbutazone. ქიმიური დასახელება – 4-ბუტილ -1,2-დიფენილ-3,5-პირაზოლიდინდიონი. ბრუტო–ფორმულა: C19H20N2O2. ფენილბუტაზონს მიაკუთვნებენ აასს – ბუტილპირაზოლიდინების ჯგუფს. CAS-კოდი:50-33-9.

ესელივ ფორტეს სინონიმები

ბუტადიონი (BUTADION, Gedeon Richter, უნგრეთი).

ესელივ ფორტეს მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ანოდინ-დუალი (Anodyne-Dual, Waysmark medical, საქართველო; phenylbutazone, dexamethasone, cyanocobalamin).

ესელივ ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ღვიძლის დაზიანებები, ალკოჰოლით გამოწვეული
  • ღვიძლის დაზიანებები, ტოქსინებითა და წამლებით გამოწვეული
  • ჰეპატიტი ქრონიკული
  • ღვიძლის ფუნქციონალური დარღვევები
  • სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევები
  • ნაღველკენჭოვანი დაავადება

ესელივ ფორტეს საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ესელივ ფორტე პრეპარატია, რომელიც შეიცავს ფოსფოლიპიდებს სოიოს მარცვლებიდან, რომლების კომპონენტიცაა პოლიენილფოსფატიდილქოლინი. ფოსფოლიპიდები – ქოლინფოსფორისმჟავის და უჯერი ცხიმოვანი მჟავების – ლინოლინის, ლინოლენის და ოლეინის, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში მოხსენიებულია როგორც აუცილებელი ფოსფოლიპიდები (essential phospholipidis) – გლიცერინის ეთერებია. პრეპარატ ესელივ ფორტეს ფოსფოლიპიდების წყარო მაღალხარისხოვანი სოიოს ლეციტინია.
პრეპარატი ესსელივი ნაჩვენებია:
-ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, კერძოდ:
• ღვიძლის ალკოჰოლით გამოწვეული დაზიანებები;
• ტოქსინებითა და წამლებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებები;
• ქრონიკული ჰეპატიტი
-როგორც დამხმარე საშუალება ღვიძლის, სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევებისა და ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას.
მიღების წესები და დოზები
პერორალურად
მოზრდილები
3-ჯერ დღეში 2-2 კაფსულა (1800მგ/24სთ), 2-3 თვის გასვლის შემდეგ მიიღება შემანარჩუნებელი დოზა 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 თვისა.
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს.
ბავშვები
საშუალოდ გამოიყენება ისე, როგორც მოზრდილებში – 900-1800მგ/24სთ, ანუ 3-6 კაფსულა დღეღამეში.ძუძუთა ბავშვებში გამოიყენება 300მგ 10კგ წონაზე(1 კაფსულა 10კგ წონაზე). კაფსულისნშიგთავსი შეიძლება გამოიდევნოს და მიღებულ იქნას მცირე რაოდენობით თბილ რძესთან ან წყალთან ერთად
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და სწორი დოზირებისას შემოიფარგლება მცირე სიმპტომებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორებიცაა: გულისრევა, თხიერი განავალი ან დისკომფორტის შეგრძნება მუცელში
უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატ ესსელივ ფორტეს გამოყენება:
პრეპარატის და კაფსულის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. არ არის აუცილებელი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს
ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს
განსაკუთრებული მითითებები
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატ ესელივ ფორტეს დოზის გამოტოვებისას:
არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. მკურნალობა გრძელდება დანიშნული დოზირებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის მონაცემები სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესახებ. ფოსფოლპიპდები არ უერთდება სისხლის ცილებს, არ ახდენს გავლენას სხვა პრეპარატების შეწოვაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და არ მოქმედებს მათ მეტაბოლიზმზე ღვიძლში.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.