ვეროგალიდი ერ 240მგ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ვერაპამილი/VERAPAMIL
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
: კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები შენელებული გამოთავისუფლებით: შეფუთვაში 10, 30 და 100 ც.
1 ტაბ.
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი……………..        240 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, Clarum opadry YS-1-7006, Flavum opadry YS-5-12577
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპატი წარმოადგენს ანტიარითმიულ, ჰიპოტენზიურ, სისხლძარღვების გამაფართოვებელ საშუალებას.
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ზღუდავს არტერიების გლუვი მუსკულატურის უჯრედებს და გულის კუნთის უჯრედებში კალციუმის მიწოდებას. ზეგავლენას ახდენს გულის გამტარობის სისტემაზე. აღნიშნული თვისებების საფუძველზე პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევების პრევენციისათვის, გულის რითმის დარღვევის, ასევე სისხლის მაღალი წნევის დროს. პრეპარატის წამლის ფორმა შესაძლებელს ხდის აქტიური ნივთიერების თანდათან გამოთავისუფლებას და ამიტომ მისი ხშირად გამოყენება აუცილებელი არ არის.
ჩვენებები:
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილი პაციენტებისათვის სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
სტაბილური სტენოკარდიის შეტევების ხანგრძლივი მკურნალობისა და პრევენციისათვის;
გულის რითმის სტაბილიზების ან პარკუჭების სიხშირის შენელებისათვის სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ან წინაგულების ფიბრილაციის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის ზუსტ დოზას ადგენს ექიმი.
სისხლის მაღალი წნევა
მკურნალობის დასაწყისში თავიდან მიიღება ერთი ტაბლეტი 240 მგ დილით ჭამის დროს. პაციენტებში სხეულის მცირე წონით და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით რეკომენდებულია წნევის ნელა დაწევა დოზირება 1/2 ტაბლეტი (120 მგ).
პრეპარატის მოქმედება უნდა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის ბოლოს. თუ სასურველი შედეგი მიუღწეველია, მაშინ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე შეიძლება დოზირების გაზრდა ერთ კვირიანი ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით დღეში 2 ტაბლეტამდე. ასეთ შემთხვევებში ცალკეულ მიღებათა შორის შუალედი 12 სთ უნდა იყოს.
გულის რითმის დარღვევები და სტაბილური სტენოკარდია
პრეპარატის დოზირება იგივეა, როგორიც მაღალი წნევის, გულის იშემიური დაავადების დროს. დოზების გაზრდა შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 480 მგ-ს. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით დაუღეჭავად.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად აიტანება, მაგრამ იშვიათად შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოქმედება: ყაბზობა, ღებინება, დაბალი წნევა, პულსის შემცირება, გულის გამტარობის დარღვევა, გულის უკმარისობის ნიშნების გაძლიერება, დაღლილობა, ქოშინი, თავის ტკივილები, თავბრუსხვევები, გამონაყარი კანზე.
გვერდითი მოქმედების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები:
*პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან კომპონენტების მიმართ ჰიპერმგძნობელობა;
*გამოხატული ბრადიკარდია (მკურნალობის დაწყების წინ პულსის არანაკლებ 50 დარტყმა წუთში);
*არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლიური წნევა სინდიყის 890 მმ-ზე დაბალი);
*კარდიოგენული შოკი;
*მიოკარდიუმის გართულებული ინფარქტის მწვავე სტადია (ბრადიკარდიის, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის მოვლენებით);
*აორტის სტენოზი;
*მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომი;
*II-III ხარისხის AV-ბლოკადა;
*სინოარტერიული ბლოკადა;
*WPW სინდომი (ვოლფ-პარკიონოს-უაიტის სინდრომი);
*სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
*დიგიტალური ინტოქსიკაცია;
*წინა 2 საათის განმავლობაში ბეტა-ადრენობლოკატორების ვენაში შეყვანა;
*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
*18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და I ხარისხის AV-ბლოკადის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
*პრეპარატის გამოყენების მთელი დროის განმავლობაში ცხიმიანი საკვების მიღება რეკომენდებული არ არის.
*მკურნალობის დასაწყისში განვითარებადი დაღლილობისა და თავბრუსხვევის გამო პრეპარატმა შეიძლება არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს იმ საქმიანობაზე, რომელიც გაძლიერებულ ყურადღებას, მოძრაობის კოორდინაციასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს (მაგ: სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მექანიზმებთან მუშაობა). ჭარბი დოზის მიღების ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვეროგალიდი ერ-სა და სხვა პრეპარატების კომბინირებისას შესაძლებელია ურთიერთქმედება:
– ვერაპამილისა და სისხლის წნევის დამწევი, არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებისა და ზოგიერთი ანესთეზიურების კომბინირებისას შესაძლოა განვითარდეს წნევის მკვეთრად დაწევა და გულის მოქმედების გაუარესება.
– პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვერაპამილს უკუნაჩვენებია საინექციო ბეტა-ბლოკატორების გამოყენება(გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), ვინაიდან ვითარდება გულის გამტარობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის სერიოზული დაწევა, გულის მოქმედების შემცირება და გულის უკმარისობა.
– დიგოქსინთან (გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ) ერთად თერაპიის დროს ხდება დიგოქსინის დონის ზომიერი მომატება, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. დიგოქსინით ინტოქსიკაციის ნიშნების წარმოქმნისას (გულისცემა, ფერის აღქმის უნარის დარღვევა, საჭმლის მონელების დარღვევა) აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

გაფრთხილება