ნებუსალი

ნებუსალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი/Sodium chloride, potassium chloride, calcium chloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

ჩვენებები
ნებუსალი ნაჩვენებია ქვედა რესპირატორულ ტრაქტში არსებული სეკრეტების მობილიზაციის გაზრდისა და ამოხველების გასაადვილებლად:
– ბრონქოექტაზია;
– კისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
– ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
– ასთმა;
შედარება: ბრიტანეთის რესპირატორულ მედიცინაში პრივილეგირებულ ფიზიოთერაპევტთა ასოციაციის წევრების – კოხრეინის, კელეტისა და თანამკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ NaCl-ის 0.9%-იან ხსნართან შედარებით, NaCl-ის 7%-იანი ჰიპერტონული ხსნარი ნებუსალი ოსმოსური ეფექტებიდან გამომდინარე პერსისტული ლორწოს მქონე პაციენტთა ქვედა სასუნთქ გზებში ზრდის სეკრეციის მობილიზებას, მნიშვნელოვნად ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აუმჯობესებს ამოხველებას, ნახველის წონა მნიშვნელოვნად მაღალია (P = 0.002).

მიღების წესები და დოზები
პულველიზატორით შეისხურება 4 მლ ნებუსალის ჰიპერტონული ხსნარი. ნებუსალი შეთავსებადია ნებისმიერი სახის ნებულაიზერისათვის, მისი გამოყენება რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ, გამოყენების ხანგრძლივობა 3 თვე;

განსაკუთრებული მითითებები
1. თუ პაციენტი მიდრეკილია დისპნეის (სუნთქვის დარღვევა) ან ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისადმი, მაშინ 7%-იანი ნებუსალი გემოყენებულ უნდა იქნას სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ;
2. არ შეურიოთ სხვა მედიკამენტებს;
3. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების გარდამავალი გაღიზიანება (ხველა, ხმის ჩახლეჩვა), ან ბრონქების შექცევადი კონსტრიქცია. გამოყენებამდე შეიძლება იხმაროთ ბრონქოდილატატორი;
4. არ გამოიყენოთ განუზავებლად 6 წლამდე ასაკის ბავშვებში;

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კოხრეინის კვლევის მიხედვით ნებუსალისა და მუკოლიტიკების ერთროულად დანიშვნა არაა ნაჩვენები, მაგრამ ვინაიდან ეს ორი პრეპარატი სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებს მათი ერთდროულად გამოყენება მაინც ხდება. ანალოგიურად გვხვდება ნებუსალისა და დნმ-აზას ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაც, ისინი ავლენენ კომპლემენტარულ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
გამოშვების ფორმა: 7% საინჰალაციო ხსნარი 4მლ ფლაკონი # 1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Forest Laboratories, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება