ოსარბონი

ოსარბონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აცეტარსოლი/acetarsol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს:
ოსარსოლი 0,25გ,
ბორის მჟავა 0,3გ,
გლუკოზა 0,3გ,
სანთლის ფუძე (მკვრივი ცხიმი A ტიპის ან ვიტეპსოლი)
ფორმა: საშოს სანთლები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოსარსოლი (აცეტარსოლი) არღვევს უმარტივესების ცვლის პროცესებს (მათ შორის ტრიქომონადების, ამების), აგრეთვე ზოგიერთი სპიროქეტების. პრეპარატის რეზორბციის თავიდან ასაცილებლად (და შესაძლებელი ინტოქსიკაციის) აუცილებელია საშოს მჟავე გარემოს შენარჩუნება. გლუკოზა (დექსროზა), რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, წარმოადგენს საკვებ სუბსტრატს საშოს ნორმალური მიკროფლორის ლაქტობაცილებისათვის. ლაქტობაცილები იწვევენ გლუკოზის დაშლას რძის მჟავას წარმოქმნით, რაც ხელს უწყობს საშოს მჟავე გარემოს შენარჩუნებას. ბორის მჟავას გააჩნია იგივე თვისებები.

ჩვენებები
ტრიქომონადური კოლპიტი

მიღების წესები და დოზები
სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ საშოში (ჰიგიენური პროცედურის შემდეგ). ავადმყოფი წევს ზურგზე. 1 სანთელი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია დერმატიტი, სიყვითლე, პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები, სხეულის ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;
შაქრიანი დიაბეტი;
ჰემორაგიული დიათეზი;
ტუბერკულოზი;
ორსულობა.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C

გამოშვების ფორმა: 250 მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება