ცინკოროტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): თუთიის ოროტატი/zinc orotate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკროელემენტები

შემადგენლობა
რას შეიცავს ცინკოროტი® 25 ტაბლეტები:
აქტიური მოქმედი ნივთიერება არის:
1 ტაბლეტი სატეხი ღარით შეიცავს 157,36 მგ ცინკოროტატ  2H2O 157,36 მგ-ს, ექვივალენტურია 25 მგ შესაბამისად 0.38 მმოლ თუთიის
დამხმარე ნივთიერებებია:
მაღალ დისპერსიული სიცილიუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K 30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ცინკოროტი® 25 ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
ტაბლეტები სატეხი ღარით
ხელმისაწვდომია შეფუთვა 20 ტაბლეტი (N1), 50 ტაბლეტი (N2) და 100 ტაბლეტი (N3)-ის სახით.
მიღების წესები და დოზები ჩვენებები
რას წარმოადგენს ცინკოროტი® 25 ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი?
ცინკოროტი® 25 ტაბლეტები არის თუთიის შემცველელი პრეპარატი
გამოყენების სფერო
გამოიყენება თუთიის ნაკლებობის დროს, როდესაც დეფიციტის შევსება არ ხერხდება კვების საშუალებით.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებამდე?
ცინკოროტი® 25 ტაბლეტები არ გამოიყენება:
– თუ თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) ცინკოროტატის® 2H2O 157,36 მგ -ის მიმართ ან ცინკოროტი® 25 ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალ რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
თუთიის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სპილენძზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება.
მიიღეთ ცინკოროტი® 25 ტაბლეტები ყოველთვის ფურცელჩანართში მოცემული მითითებების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ დაიცვათ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღების წესი, სხვა შემთხვევაში მედიკამენტი არ იმოქმედებს!
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას, მაშინ რეკომენდირებული ჩვეული დოზაა 1/2 ან 1 ტაბლეტი დღეში.
გამოყენების სახე
ტაბლეტი უნდა მიიღოთ კვების შემდეგ საკმაო დროის გასვლის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული შედეგების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს!
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების ზემოქმედება ძლიერი ან პირიქით სუსტია.
თუ თქვენ მიიღეთ ზედმეტი რაოდენობით ცინკოროტი® 25 ტაბლეტები:
ორალურად ხშირი დოზით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტალის გემოს შეგრძნება ენაზე, თავის ტკივილები ან დაღლილობა, რაც მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთანავე სწრაფად ქრება.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიღება უნდა განაგრძოთ დანიშნული დოზის მიხედვით.
თუ გსურთ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიების შეწყვეტა:
მედიკამენტით მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის ან მისი დასრულებისათვის არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება. გარანტირებული თერაპიული შედეგის შენარჩუნების მიზნით, პრეპარატის მიღების დროზე ადრე ან დროულად შეწყვეტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს რეკმენდაციისათვის.
მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ცინკოროტი® 25 ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყოველ პაციენტში.
გამოკვლევების შედეგად გვერდითი მოვლენები აღენიშნათ პაციენტებს შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირად 10 პაციენტიდან 1 ზე მეტს
ხშირად 10 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1 ზე მეტს
საშუალოდ 100 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1 ზე მეტს
იშვიათად 1000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად 10 000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებს ან არ არის ცნობილი

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თუთიის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის ნაკლებობა.
ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგ. მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და კუჭის გაღიზიანება. ეს ჩივილები აღინიშნება უმეტესად მკურნალობის დაწყების მომენტში და ხშირად პრეპარატის უზმოზე მიღებისას. მაღალი დოზირებისას შესაზლოა გამოვლინდეს დაღლილობა და თავის ტკივილები.
დოზის გადაჭარბებისას ვლინდება მეტალის გემოს შეგრძნება ენაზე, თავის ტკივილები ან დაღლილობა. ეს სიმპტომები სწრაფად აილაგმება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
თუ აღნიშნული სიმპტომები არ გაქრა, მაშინ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებდან რომელიმე გამოვლინდება უფრო მეტად ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში.
ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
კლინიკურად მკაფიოდ გამოვლენილი თუთიის ნაკლებობის შემთხვევაში ცინკოროტი® 25 ტაბლეტების სამკურნალო დოზის ფარგლებში მიღება არ არის შეზღუდული.
ბავშვები და ხანდაზმული პაციენტები
ამ დრომდე არ ფიქსირდება ბავშვებში აღნიშნული დაავადება. მოხუცი პაციენტებისათვის არ არსებობს რაიმე სპეციალური გამოყენების წესი.
კონცენტრირებისა და ავტომობილის მართვის უნარი
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პრეპარატი ზეგავლენას ახდენას კონცენტრირების, ავტომობილის ან სხვა რაიმე ტექნიკის მართვის უნარზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრეპარატები არ საჭიროებდა ექიმის რეცეპტს.
ხელატის წარმომქმნელმა ნივთიერებებმა, როგორიცაა D-პენიცილამინი, დიმერკაპტოპროპანსულფონის მჟავა (DMPS), დიმერკაპტობერნის ქარვის ქვის მჟავა (EDTA) ან ეთილენდიამინტეტრას ძმარმჟავა (DMPS) შესაძლოა შეამცირონ თუთიის შეწოვის უნარი ან გაზარდონ გამოდევნის უნარი.
თუთიისა და ფორფატების, რკინის, სპილენძისა- და კალციუმის მარილის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა შეამცირონ თუთიის რესორბციის უნარი.
თუთიამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს სპილენძზე. დიდი რაოდენობით თუთიამ შესაძლოა შეამციროს რკინის მიღებისა და შენარჩუნების უნარი.
თუთია ამცირებს ტეტრაციკლინის, ოფლოქსაცინის და სხვა ქინოლონების (მაგ. ნორფლოქსაცინის, ციპროფლოქსაცინის) რესორბციას. ამიტომ თუთიისა და აღნიშნული მედიკამენტების მიღებისას საჭიროა სულ მცირე 3 საათიანი შუალედის დაცვა.
ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად ფიტინის მაღალი რაოდენობით შემცველი საკვები ნივთიერებები (მაგ. ხორბლის პროდუქტები, პარკოსანი მცენარები, თხილეულობა) ამცირებენ თუთიის რესორბციას. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ყავა ზეგალენას ახდენს თუთიის რესორბციაზე.

ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისათვის
თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკრო ელემენტს, რომელიც ორგანიზმს გარედან მიეწოდება, ვინაიდან მას ჩვენი ორგანიზმი თავად არ გამოიმუშავებს. იგი არის მრავალი ბიოკატალიზატორის (ფერმენტების) შემადგენელი ნაწილი და მონაწილეობს ცენტრალურ ნოვთიერებათა ცვლაში.
ორგანიზმში მისი განსხვავებული და კომპლექსური ზემოქმედების გამო მრავალდეროვანია, აგრეთვე თუთიის ნაკლებობის მანიშნებელი სიმპტომებიც. თუთიის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მიდრეკილება ინფექციური დაავადებების მიმართ, რადგანაც თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემის ფუნქციონირებაში. აქედან გამომდინარე შესაძლებელია აგრეთვე, რომ თუთიის დეფიციტმა გამოიწვიოს ჭრილობის მოშუშების დაბრკოლება. გარდა ამისა თუთიის ნაკლებობამ შესაძლოა დააბრკოლოს ორგანიზმის ზრდა.
თუთიის ნაკლებობას იწვევს მისი არასაკმარისი მიწოდება ან არასწორი კვება, როგორიცაა მაგ. შიმშილის დიეტა. თუთიის ნაკლებობა შესაძლებელია აგრეთვე გამოწვეული იყოს თუთიის შეწოვის უნარის დაქვეითებით (მაგ. ნაწლავური დაავადებებისას) ან თუთიის ჭარბი გამოყოფის გამო, მაგ. ალკოჰოპლის მოთხოვნილებისას, საფაღარათო საშულებების ან სხვა მედიკამენტების მიღებისას.
შენახვის პირობები და ვადები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე ან ჭურჭელზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
მედიკამენტი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
გამოშვების ფორმა: 25მგ ტაბლეტი №20; №50; №100;
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: WORWAG Pharma, გერმანია

გაფრთხილება