ანდროსტერომა

ანდროსტერომა

ანდროსტერომები მოვირილიზირე სიმსივნეები – მიეკუთვნებიან იშვიათ პათოლოგიებს (ყველა სიმსივნეების  1-3 % ). ძირითადად ავადდებიან ქალები 35 წლამდე. >>>

მკვლევარების მინიშნება მამაკაცებში ანდროსტერომების იშვიათობის შესახებ შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მისი დიაგნოსტიკის სირთულესთან – ასაკოვან მამაკაცებში ვირილიზიაცია ნაკლებად შესამჩნევია და როგორც ჩანს, ანდროსტერომების ნაწილი მათში მჟღავნდება თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონალურ-არააქტიურ სიმსივნეების სახით. ანდროსტერომებმა შეიძლება მიაღწიონ დიდი ზომებს, 1-1,2 ათას გრამს.

ანდროსტერომა – პათანატომია. ეს სიმსივნეები ჩვეულებრივ ფართოდ ინკაფსულირებულია, ჭრილობის ზედაპირი მოწითალო-ყავისფერი შეფერილობისაა, ხშირად ნეკროზიული კერებით, სისხლდენებითა და შეცვლილი კისტოზური უბნებით. სიმსივნეებში აღინიშნება ერთი ან ერთზე მეტი ფერმენტული ეფექტი, რაც განაპირობებს სიმსივნური ქსოვილით ანდროგენების ჭარბ რაოდენობას. უჯრედები კომპაქტურია, ჩვეულებრივი ზომისაა ბუშტუკისებრი ბირთვებით; ისინი წარმოქმნიან ჭიმებს და აცინარულ სტრუქტურებს. ავთვისებიან სიმსივნეებში აღინიშნება გამოხატული ბირთვული და უჯრედული პოლიმორფიზმი და ატიპიზმი. ასეთი უჯრედები ქმნიან სინციტიურ და ალვეოლურ სტრუქტურებს; გვხვდება ასევე აგებულების დისკომპლექსირებული ტიპი. მიტოზები იშვიათია. როგორც წესი, მოვირილიზირე სიმსივნეები ბავშვებში ავთვისებიანია.

ანდროსტერომა – კლინიკური სურათი. ანდროსტერომით დაავადებულ პაციენტებში კლინიკური სურათი განპირობებულია სიმსივნით გამოწვეული მამრობითი სასქესო ჰორმონების –  ანდროგენების ჭარბი სინთეზით. ვირილიზაციის ხარისხი დამოკიდებულია სიმსივნის ჰორმონალურ აქტივობაზე, დაავადების ხანგრძლივობაზე. ქალებში დაავადება ვლინდება ვირილიზაციის სხვადასხვა ხარისხით. მცირდება კანქვეშა ცხიმოვანი შრე, მუსკულატურა გამოკვეთილია, იზრდება მისი მასა, ხმა ბოხდება და ხდება დაბალი; სხეულსა და კიდურებზე აღინიშნება თმიანობა, სახეზე ულვაშების და წვერის სახით მაშინ, როცა ვითარდება სიმელოტე. სარძევე ჯირკვლები ექვემდებარებიან მეტნაკლებად გამოკვეთილ ატროფიას. მენსტრუაცია ირღვევა და მალე წყდება. დამახასიათებელია გარე გენიტალიების ცვლილება – კლიტორის გადიდება და ვირილიზაცია.

დაავადების საწყის სტადიაზე ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ფიზიკური ძალა და შრომისუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს (ანდროგენების მოქმედება ).

ანდროსტერომა – დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი. დაავადების თვალსაჩინო კლინიკური სურათის მიუხედავად, დიაგნოზი დგინდება საკმაოდ გვიან, ხოლო ავადმყოფები რამდენიმე წლის განმავლობაში ინკურნებიან საკვერცხეების დისფუნქციისგან, სიმელოტისგან, კონსტიტუციონალური ჰირსუტიზმისგან და ა.შ.

ბავშვებიში აღნიშნული სიმპტომების გარდა, ვლინდება გოგონების ადრეული ფიზიკური და სქესობრივი განვითარება – ჰეტეროსექსუალური, ხოლო ბიჭებში –  იზოსექსუალური ტიპი.

ძვლოვანი ასაკი წინ უსწრებს პასპორტულს. ზრდის ზონის ადრეული დახურვის გამო დაავადებულები მკურნალობის შემდეგაც რჩებიან დაბლები. სხეულის წონა არ მატულობს, ზოგჯერ აღინიშნება სიგამხდრე. გვიან სტადიებზე აღინიშნება: მოთენთილობა; შესაძლებელია სიმსივნის დიდი ზომებით განპირობებული ტკივილები აღინიშნოს. ანდროსტერომით დაავადებულებში არ ვლინდება ცვლის პროცესების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, როგორც გლუკოსტერომით დაავადებულებში. შარდში და სისხლში არსებული ანდროგენების რაოდენობა რამდენიმე ათეულით იზრდება.

დიფერენციალური დიაგნოზის დადგენა უნდა მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქციით, შტეინ-ლევანტელის სინდრომით, ქალებში საკვერცხეების მოვირილიზირე სიმსივნეთი, კაცებში და ბიჭებში – ტესტიკულების სიმსივნით და ასევე ადრეული სასქესო მომწიფების სხვა სახეობებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ანდროსტერომების ნახევარი და ზოგჯერ უფრო მეტი არის ავთვისებიანი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ დიაგნოსტიკას. სიმსივნის წარმატებული ამოკვეთის შემთხვევაში დაავადების სიმპტომები საკმაოდ სწრაფად განიცდიან  უკუგანვითარებას.

სიმსივნური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანდროსტერომა – (androsteroma; ანდროსტერონი + – ომა; სინ. ადრენოსტერომა) თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ – აქტიური სიმსივნე, რომელიც ახდენს მამაკაცის სასქესო ჰორმონების პროდუცირებას.

.