ინვესტიციათა სახეები, ჯგუფები და ამოცანები

ვასილ შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

ძნელი არაა იმის მიხვედრა, რისთვის სჭირდება დამწყებ მეწარმეს ინვესტიციები. ოღონდ, ასეთ სიტუაციაში რა ბიზნეს-ამოცანები დგას ინვესტორების წინაშე, ყველასთვის როდია გასაგები. ეს სერი-ოზული შეცდომაა. გთავაზობთ, მისთვის თავის არიდებას, ინვესტორთან შეხვედრამდე.

მთლიანობაში, ინვესტიციები საშუალებას აძლევს კაპიტალისტებს, გადაჭრან შემდეგი ამოცანები:

– საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის გაფართოება, ფინანსური და მატერიალური რესურსების დაგროვების მეშვეობით;
– ახალი საწარმოების შექმნა;
– დივერსიფიკაცია ბიზნესის ახალი სფეროების ათვისების ხარჯზე.

ყველა ინვესტიცია შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად:

პორტფელის ინვესტიციები – კაპიტალის დაბანდება პროექტების ჯგუფში, მაგალითად, სხვადასხვა საწარმოს ფასიანი ქაღალდების მოპოვება.
რეალური ინვესტიციები – ფინანსების დაბანდება კონკრეტულ, როგორც წესი, გრძელვადიან პროექტში, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია რეალური აქტივების მოპოვებასთან.

ინვესტიციათა ძირითადი სახეები:

– უცხოური ;
– სახელმწიფო;
– კერძო;
– საწარმოო;
– ინტელექტუალური;
– კონტროლირებადი;
– არაკონტროლირებადი;

მოქმედებები ინვესტორთა მოსაზიდად

როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი და შევთავაზოთ მას საინვესტიციო წინადადება? ამისთვის აუცილებელია სამი სტრატეგიული მოქმედების განხორციელება:

მოქმედება პირველი: ავირჩიოთ საიმედო პარტნიორი
მოქმედება მეორე: საინვესტიციო წინადადება აკადემიურად მიიტანეთ მიზნობრივ ადრესატამდე
მოქმედება მესამე: საგულდაგულოდ მოემზადეთ და თავდაჯერებულად გაიარეთ მოლაპარაკებები

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..