საინვესტიციო პროექტი

ბიზნეს-გეგმები სხვადასხვა მიზნით იწერება: კრედიტის ასაღებად, გრანტის მისაღებად, ინვესტიციის მისაღებად ან ვენჩურისათვის. ყველა ამ სახეს თავისი სპეციფიკა აქვს.

ლევან შენგელია. „როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი“.
საპატრიარქოს უნივერსიტეტი. თბილისი. 2012 წ.
სრული ვერსიის სანახავად დააკლიკეთ აქ >>>

მრავალი იდეა თუ მოქმედი ბიზნესი შეიძლება სწრაფად განვითარებულიყო და და მოგებაც მოეტანა, საკმარისი თანხები რომ ქონოდათ. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ გამოსავალია ინვესტორის მოზიდვა. თუმცა, ამის გაკეთება არცთუ იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ინვესტიციის მაძიებლის წინაშე რთული ამოცანაა – დაარწმუნოს ინვესტორი, რომ მისი საქმე მომგებიანია.

რამდენიმე რჩევა ინვესტიციის მაძიებლებს:

ნაბიჯი 1. გააკეთეთ პილოტური გაანგარიშებები

სანამ საშუალებების ძებნას დაიწყებთ, შეადგინეთ პილოტური ბიზნეს-გეგმა, რათა თვითონ დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეა მომგებიანია. მასში დეტალურად უნდა გაწეროთ: რა თანხა გესაჭიროებათ, ამ თანხას როგორ გამოიყენებთ, ინვესტორის მიერ ჩადებულ თანხას რა ვადაში ამოიღებთ და ა.შ. ხშირია, როცა თითქოს კარგი იდეა, როცა ქაღალდზე გადადის, აღმოჩნდება რომ არაა რენტაბელური.

ნაბიჯი 2. ბიზნეს-გეგმა პროფესიულად უნდა დაწეროთ

თუ ახალი ბიზნესის წამოსაწყებად ინვესტიციის მოზიდვას აპირებთ აპირებთ, ინვესტორს უნდა წარუდგინოთ ბიზნეს-გეგმა, ბაზრის მარკეტინგული ანალიზი, ხუთწლიან პერიოდზე გათვლილი შემოსავლებისა და გასავლების ბალანსი.

თუ თქვენ აპირებთ საშუალებების მოზიდვას უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის, უნდა წარადგინოთ საინვესტიციო ბიზნეს-გეგმა, ამჟამად არსებული ბიზნესის აღწერა და მისი პერსპექტივები, ბოლო წელიწადში მოგებისა და წაგების შესახებ ანგარიში, ასევე — მოზიდული რესურსების ხარჯზე ბიზნესის განვითარების სქემა.

გახსოვდეთ, ინვესტორმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ იგი მოცემულ ფულს უკან ნამდვილად და მოგებით მიიღებს. იშვიათად არსებობს ინვესტორი, რომელიც ჩადებული ინვესტიციებიდან მცირე პროცენტებს დასჯერდება, თუმცა ასეთებიც არსებობენ. ინვესტორების ძირითად კატეგორიას და განსაკუთრებით მსხვილ ინვესტორებს, სურთ, მიიღონ საწარმოს აქციათა გარკვეული პროცენტი, ძირითადი ფონდების ნაწილი ან ადგილი დირექტორთა საბჭოში. ინვესტორს სურს რისკის შემცირება და მოგების გაზრდა.

თუ თქვენი იდეა მართლაც კარგია, ინვესტორს შეუძლია, იმაზე მეტიც შემოგთავაზოთ, ვიდრე თქვენ მოითხოვეთ, უკან კი იმაზე ნაკლებიც წაიღოს, ვიდრე შეეძლო წაეღო. პრაქტიკაში ასეთი შემთვევებიც არსებობს. ამიტომ, სჯობს, ინვესტორთან პატიოსნად მოიქცეთ, მას ნურაფერს დაუმალავთ. ინვესტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოკლე დროში მიიღოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია.
ამგვარი ინფორმაცია, როგორც წესი, დანართებში გააქვთ.

ნაბიჯი 3. სად ვეძებოთ სასურველი ინვესტორი მცირე ?

მაშასადამე, გავარკვიეთ, რა დოკუმენტები დაგვჭირდება. იბადება კითხვა: სად ვნახოთ სასურველი ინვესტორი?
დავიწყოთ იმით, რომ თუკი თქვენი პროექტი კარგია და ინვესტორის საძიებლად ენერგიას არ დაიშურებთ ინვესტორს აუცილებლად იპოვით. განსაკუთრებით მცირე ბიზნესისათვის.უცხოური წყაროები უამრავ რჩევას იძლევიან – როგორ ვიპოვოთ ინვესტორი, მაგრამ ეს მეთოდები საქართველოში ნაკლებად ჭრის, თუმცა ყველა გზა ინდივიდიალურია. ჩვენი რჩევები ასეთია:

.1. გაეცანით ინტერნეტში მიმდინარე სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებს, საერთაშორისო და
ადგილობრივი ფონდების პროგრამებს. ისინი მრავლადაა. ზოგიერთის სია ქვეყნდება ქვევით. ცხადია, თავდაპირველად ჯობს საქართველოში ძიება. მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე საინვესტიციო პროგრამა. მკითხველებს ვურჩევთ გაეცნონ საიტებს http:// qartuli. ge/ (აწარმოე საქართველოში) http://www. Fund. ge/ (საპარტნიორო ფონდი) და სხვა. მაგრამ გახსოვდეთ- ყველაფერი იწყება სისტემურად გააზრებული და კარგად დაწერილი ბიზნეს-გეგმით.

3.2 დაელაპარაკეთ ბანკის ნაცნობ თანამშრომლებს, ბუღალტრებს, იურისტებს ან თქვენ კოლეგებს ბიზნესში. სავსებით შესაძლებელია, ისინიც წასწყდომიან ამავე პრობლემებს ადრე, ანდა უბრალოდ, იცნობენ კარგ ინვესტორს.

3.3 ქართულ ინტერნეტში მრავლადაა საიტები, ფეის-გვერდები, ფეის-ჯგუფები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვების განცხადებებს და გამოაქვეყნოთ თქვენი და ა.შ. აქტიურად ითანამშრომლეთ მათთან, ხშირად აქვეყნეთ განცხადებები, რომ ეძებთ ინვესტორს.ზოგიერთის სია ქვეყნდება ქვევით.

3.4 და ბოლოს – შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზებულ ფირმას, ან სპეციალიტს, საინვესტიციო ბროკერს რომელიც თქვენი სახელით დაიწყებს ინვესტორთა ძიებას.

facebook-ჯგუფების და საიტების ნაწილი, სადაც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი საინვესტიციო წინადადებები.

გვერდები ფეისბუქზე

_____________________________________________

..